Thursday, March 21, 2019

პატროლოგიის ზოგადი მიმოხილვა

73


ჩვენი წინა საუბრის მსმენელს, რა თქმა უნდა, ახსოვს, რომ ჩვენ თანდათანობით შევუდექით საეკლესიო ლიტერატურის განხილვას ქრონოლოგიური წესით. წინა საუბარში წარმოვაჩენდით, კვლავ განვმარტავდით რაობას საეკლესიო ლიტერატურისას, იმისას თუ რას ნიშნავს პატრისტიკა-პატროლოგია, შეგვიძლია თუ არა დავეთანხმოთ იმას, რომ პატრისტიკა მთავრდება VII-VIII ს-ით და შემდგომ სხვა ეპოქა მოდის, თუ სხვა საკითხებს. დებულებას, დასკვნას წინა საუბრისას კვლავ გავიხსენებთ, რომ პატრისტიკა მარად დაუბოლოებელი სამოღვაწეო ასპარეზია ეკლესიის მამებისა ამ წუთისოფელში. ვიდრე მეორედ მოსვლამდე ეკლესიის მამათა მოღვაწეობა ყოველთვის სახეზე იქნება და ამ მოღვაწეობაში, რა თქმა უნდა, უფრო და უფრო კვლავაც მოიმატებს მნიშვნელობა საკუთრივ სამწერლობო კუთხით.