ამ ძეგლს აკუთვნებენ წმ. იპოლიტე რომაელს. მურატორის ფრაგმენტი შეიცავს
ახალი აღთქმის წიგნთა ყველაზე ადრინდელ სიას. დოკუმენტი აღმოაჩინა და 1740
წ-ს გამოაქვეყნა ლ.ა. მურატორმა VIII ს-ის ხელნწერის მიხედვით (დაცულია
მილანის ბიბლიოთეკაში). ძეგლის ენა ლათინურია, თუმცა ენობრივად გაუმართავი
და ორთოგრაფიულად მცდარი. იმავე ტექსტის ოთხი ფრაგმენტი გამოვლინდა XI და
XII სს-ის ხელნაწერებში.
Thursday, December 13, 2018
სახარებათა და პავლეს ეპისტოლეთა ადრეული პროლოგები
1. სახარებათა ანტიმარკიონიტული პროლოგები
სახარებათა ყველაზე ძველი პროლოგები დაწერილია ანტიმარკიონიტი ავტორის
მიერ 160-180 წწ., როგორც ამას ასაბუთებენ დ. დე ბრიუინი და ა. ჰარნაკი. ეს
პროლოგები, როგორც ჩანს, შექმნილია რომში ბერძნულ ენაზე, შემდეგ კი
თარგმნილია ლათინურად აფრიკაში III ს-ის მიწურულს სახარებათა ახალი
ლათინური თარგმანისათვის. სამწუხაროდ, მათეს სახარების პროლოგი დაკარგულია.
ბერძნულად მოღწეულია მხოლოდ ლუკას სახარების შესავალი, ხოლო მარკოზის და
იოანეს (ლუკას პროლოგთან ერთად) შემონახულია ლათინურად. რ. ჰარდის
დასაბუთებით, აღნიშნული პროლოგები ცალ-ცალკე არსებობდა. როგორც ჩანს, ჯერ
გაერთიანდა მარკოზისა და ლუკას სახარებათა პროლოგები, შემდეგ კი მათ
დაუკავშირდა უფრო გვიანდელი პროლოგი იოანეს სახარებისა. მიიჩნევა, რომ,
დღევანდელი სახით, მარკოზის თავის პროლოგი ჩამოყალიბდა II ს-ის მიწურულს,
ხოლო ლუკასი - III ს-ში ან IV ს-ის დამდეგს. რაც შეეხება იოანეს თავის
ჩვენამდე მოღწეულ პროლოგს, იგი V-VI სს-ის ძეგლად არის ჩათვლილი.
Subscribe to:
Posts (Atom)

