Thursday, December 13, 2018

წმ. მარკოზ ეფესელის ანტიკათოლიკური სიტყვის რუსული თარგმანის შესახებ*

როგორც ცნობილია, წმ. მარკოზ ეფესელმა ფლორენციის კრებაზე წარმოთქვა თავისი სახელგანთქმული ორი სიტყვა ე.წ. ”განსაწმენდელის” წინააღმდეგ. ამ სიტყვათა რუსული თარგმანები შესულია არქიმანდრიტ ამბროსის მონოგრაფიაში: Святой Марк Ефесский и Флоренцийская Уния, Jordanville 1963, с. 58-73; 116-150. აღნიშნული მონოგრაფია, საზოგადოდ, მოიცავს ეფესოს მიტროპოლიტის თითქმის ყველა იმ შრომის თარგმანს, რაც ფლორენციის უნიას უკავშირდება.

ამრიგად, არქიმანდრიტ ამბროსის წიგნის სახით საქმე გვაქვს ძვირფასი წყაროდმცოდნეობითი მასალის ნაკრებთან, რაც მრავალათასიანი მკითხველისათვის დღესდღეობით თითქმის ერთადერთი გზაა წმ. მარკოზის საღვთისმეტყველო სწავლებათა გასაცნობად. ეს გარემოება უაღრესად ზრდის წიგნის ავტორის როგორც მთარგმნელის პასუხისმგებლობას, რადგან, კვლავ აღვნიშნავთ, მისი თარგმანები ორიგინალის (ბერძნული ტექსტის) ტოლფასად წარმოჩნდება მრავალრიცხოვანი მრევლისთვის.

მურატორის ფრაგმენტი

ამ ძეგლს აკუთვნებენ წმ. იპოლიტე რომაელს. მურატორის ფრაგმენტი შეიცავს ახალი აღთქმის წიგნთა ყველაზე ადრინდელ სიას. დოკუმენტი აღმოაჩინა და 1740 წ-ს გამოაქვეყნა ლ.ა. მურატორმა VIII ს-ის ხელნწერის მიხედვით (დაცულია მილანის ბიბლიოთეკაში). ძეგლის ენა ლათინურია, თუმცა ენობრივად გაუმართავი და ორთოგრაფიულად მცდარი. იმავე ტექსტის ოთხი ფრაგმენტი გამოვლინდა XI და XII სს-ის ხელნაწერებში.