რიცხვ. პირვ. φ. 2/5b/917
15/28 მაისი, 2000
მის უნეტარესობას15/28 მაისი, 2000
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს თბილისში
თქვენს უნეტარესობას, შვილურად და თაყვანცემითად, აღდგომილი ქრისტეს მიერ მოვიკითხავთ!
სიხარულით მივიღეთ რა თქვენი უნეტარესობის გულითადი ეპისტოლე წმინდა
პასექის ჟამს, წინამდებარე ნაწერის გზით, რაც ბეჭედდადებულია წმინდა
კინოტის მიერ, გამოვთქვამთ ჩვენს მხურვალე მადლობას, ერთი მხრივ, იმ
ქრისტესმიერი სიყვარულისათვის, რაც თქვენ გამოავლინეთ ჩვენს წმინდა ადგილას
მოღვაწე მამათა და ძმათა მიმართ, მეორე მხრივ, იმის გამო, რომ
შესაძლებლობა მოგვეცა თქვენთან სულიწმინდისმიერი ზიარებისა, მესამე მხრივ
კი, არანაკლებ, თქვენს იმ ღვთისსარწმუნო ვედრებათა გამო, უფლისადმი რომ
აღავლენთ ჩვენთვის, ამ წმინდა მთაზე სიმდაბლით მცხოვრებთათვის.

