[60]აღნიშნული შრომა,
რომელიც ჟ. მინის გამოცემაში წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელის ავტორობითაა
წარმოდგენილი (PG. 98, col. 381-454), ძველ ქართულად ცნობილია ორი ძირითადი
რედაქციით. მის ავტორებად მითითებულია წმ. ბასილი, წმ. მაქსიმე და „სხუანი
მამანი“. ბერძნულ ტექსტში არის ზოგი საღვთისმსახურო ტერმინი და მითითება,
რაც დღეისათვის ძნელად დასადგენია. ამიტომ, წინამდებარე თარგმანის
რამდენიმე ადგილი არ გამორიცხავს შემდგომ დაზუსტებას. თარგმანში მოცემულია
ცდა ბერძნულ ტერმინებთან პარალელში ძველი ქართული შესატყვისების
მითითებისა.
Sunday, February 17, 2019
უცნობი ავტორი - ეპისტოლე დიოგნეტესადმი
ვხედავ, რომ მეტად მოსურნე ხარ, რჩეულო დიოგნეტე, შეისწავლო ქრისტიანთა
ღვთისმსახურება. გულმოდგინედ ეძიებ, რომ მთელი სისრულით გაიგო მათ შესახებ
ყოველივე, თუ რომელ ღმერთს ერწმუნენ ისინი, ანდა როგორ მსახურებენ მას,
რამეთუ ქრისტიანები ამ სამყაროს განეკრძალვიან, ხოლო სიკვდილს არარად
რაცხენ. არც ელინთა ცრუ ღმერთებს თვლიან ისინი ღმერთებად, არც იუდეველთა
ღვთისმოშიშებას[1] იწყნარებენ. გინდა გაიგო იმ წრფელი სიყვარულის[2]
შესახებ, მათ შორის რომ სუფევს. იმასაც ეძიებ, თუ რა არის ეს ახალი ტომი
ანდა ახალი წესი ცხოვრებისა, რომელიც ადრე არ იყო და ამჟამად გაჩნდა.
Subscribe to:
Posts (Atom)

