იმ დროს, როდესაც ურჯულოები კერპთაყვანისცემის დასაცავად იბრძოდნენ,
ხოლო ღვთისმოშიშ ქრისტიანთა წინააღმდეგ ყოველ ქალაქსა და სოფელს დაეგზავნა
უღვთო ბრძანება, რომ იძულებით ეთაყვანებინათ ისინი ფუჭი კერპებისათვის,
სწორედ მაშინ შეიპყრეს ეს წმიდა კაცები და მიჰგვარეს რომის მთავარს,
სახელად რუსტიკოსს. როდესაც სამსჯავროს წარადგინეს ისინი, რუსტიკოს
მთავარმა იუსტინეს უთხრა: “უპირველესად, ერწმუნე ღმერთებს და დაემორჩილე
მეფეებს”. იუსტინემ მიუგო: “კარგია და უყვედრებელია რწმენა იმისა, რაც
გვამცნო მაცხოვარმა ჩვენმა იესუ ქრისტემ”. რუსტიკოს მთავარმა ჰკითხა: “რა
სწავლება გაქვს მიღებული? მიუგო იუსტინემ: “ყველა მოძღვრების სწავლა ვცადე,
მაგრამ თანავეწამები ქრისტიანთა ჭეშმარიტ სიტყვებს, რაც არ ესათნოება
გონებაცთომილთ”. რუსტიკოს მთავარმა თქვა: “შენ კი ნუთუ სათნო-გიჩნს ეს
სიტყვები, ყოვლად უბადრუკო?” იუსტინემ უთხრა: ”ჭეშმარიტად! რამეთუ
ქრისტიანთა თანამდევი ვარ მართლმოძღვრების გზით (“მოტა ორთუ დოგმატოს”)”.
Sunday, February 17, 2019
წმიდა სვიმეონ თესალონიკელი - წმინდა საიდუმლოთა შესახებ
[74]რადგან ეძიებთ, ძალისამებრ გეტყვით ქრისტეს მიერ:
შვიდია ნიჭი სულიწმინდისა, როგორც ამბობს ესაია, და შვიდია ეკლესიის საიდუმლო,
რასაც მოქმედებს სულიწმინდა. ესენია: ნათლობა, მირონცხება, ზიარება,
ხელთდასხმა (ე. ი. მღვდლობა, ე. ჭ.), ქორწინება, სინანული და წმინდა ზეთი
(ე. ი. ზეთისკურთხევა, ე. ჭ). მოკლედ გაუწყებ თითოეული მათგანის
შესახებ, თუმცა კი საღვთო ლიტურგიის განმარტებისას გაკვრით უკვე ვთქვით
მათზე, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო.
Subscribe to:
Posts (Atom)

