იოანე პეტრიწის განსწავლულობა და მისი ნააზრევის საღვთისმეტყველო სიღრმე
კარგად არის ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის სრულიად არაფერია
ცნობილი, თუ სწავლების რა გზა განვლო მან, მაინც ეჭვგარეშეა, რომ ხსენებულ
მოღვაწეს ხანგრძლივი და ზედმიწევნით საფუძვლიანი სკოლარული აღზრდა მიუღია.
შესაბამისად, პეტრიწის მოსაზრებანი პიროვნების განსწავლითი სრულყოფის
შესახებ, ვფიქრობთ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ძველად სწავლების
პროცესი და პიროვნული სრულყოფა ერთ მთლიანობად აღიქმებოდა.
აღნიშნული საკითხის შესახებ იოანე პეტრიწის ცნობილ კომენტარებში ხშირი მინიშნებანი გვაქვს, მაგრამ შედარებით სისტემური ანალიზი თავს იჩენს „ფსალმუნთა“ მისეული თარგმანისადმი წამძღვარებულ წინასიტყვაობაში. ხსენებულ შრომაში ერთგან პეტრიწი არაორაზროვნად მიანიშნებს თავის მოწინააღმდეგეებზე და, ბოლომდე სჯერა რა საკუთარი მოსაზრებებისა, აყალიბებს სწავლებას იმის შესახებ, თუ რა განსწავლულობის და რა სულიერი მომზადების პირებთან არის შესაძლებელი პაექრობა ჭეშმარიტების შესახებ. ქვემოთ ანალიტიკურად შევეხებით აღნიშნულ სწავლებას.