აქვე ყურადღებას მივაქცევთ იმასაც, რომ დაახლოებით VI-VII სს-იდან მაინც ეკლესიის მამათა და საკრებო განჩინებათა კვალობაზე, მონაზონს, ბერდიაკონს, მღვდელმონაზონსა და ეპისკოპოსს, რომელიც ასევე მონაზონია (ზოგი განჩინებით თვით მღვდელსაც და არა მხოლოდ მღვდელმონაზონს), არ ეძლევა უფლება მიმრქმელი გახდეს, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა (თუ, ვთქვათ, ინათლება მეფის ან მთავრის შვილი1, ან თუ მოსანათლის გარდაცვალების საფრთხეა2). ამგვარი აკრძალვის მიზეზი გასაგებია. საქმე ისაა, რომ მონაზონი აღთქმითად არის განდგომილი ამასოფლის საზრუნავთაგან, მკვდარია ამასოფლისათვის, მაშინ როცა მიმრქმელის საღვთო ვალდებულება, რასაც იგი აღუთქვამს ნათლისმცემელ მღვდელს და, შესაბამისად, უფალს, ესაა, მშობლისებრ, ყოველდღიური ზრუნვა თავის ნათლულზე.
Thursday, February 21, 2019
ედიშერ ჭელიძე - წყლის დასხმითი წესით აღსრულებული ნათლობის შესახებ
ამჯერად, კონკრეტულად და ფაქტობრივად უნდა გადავიდეთ იმ საკითხების
განხილვაზე, რომელთა მიხედვითაც ბ-მა მ. ჩახავამ და მის კვალობაზე საქართველოს ძველმართლმადიდებელთა კავშირმა (მათ შორის, ცხადია, ბ-მა ზ.
ნარმანიამ) ქართული სამოციქულო ეკლესია, როგორც ასეთი, ერეტიკულად
გამოაცხადა. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ე.წ. ”ერეტიკულობის” ნიშნები,
როგორც ეს ცხადად ჩანს მ. ჩახავას წიგნიდან, - იგივეა დღესაც, რაც ადრე
იყო. ჩვენ დამოწმებული გვაქვს ციტატა დასახ. წიგნიდან, სადაც VI-VII სს-ის
ეკლესიის შესახებ თქმული იყო ასეთი რამ: ”VIII ს-ის 50-იან წლებამდე
საქართველოს ეკლესია მხარს უსწორებს ერეტიკულ ეკლესიებს, კერძოდ - სომხურს
და სირიულს. თუ რა სულიერი საზრდო მიიღეს ამგვარი კულტურული ურთიერთობის
ერეტიკოსებისაგან, ეს ნათლად ატყვია ფრესკებს, ხატებს, პირჯვრის წერას,
ნათლობას, ზიარებას და სხვა (გვ. 24).
Subscribe to:
Posts (Atom)

