12-16
ტერმინ “ეზოტერიზმის” მართლმადიდებლური და ერეტიკული გაგება
ამჯერად შევეხებით ერთ ჟანრს, რომლისადმი ცნობისმოყვარეობა, თუნდაც
თანამედროვე, ამ ჟანრისადმი კვლავაც ცხოველია. ეს გახლავთ აპოკრიფული
ჟანრი, აპოკრიფები, რომლებიც აუცილებელ შესწავლას და წვდომას საჭიროებენ.
მათი რაობის გაგება სრულიად აუცილებელია, რამდენადაც ყველაზე უფრო მეტად,
განსხვავებით სხვა ჟანრებისაგან, აპოკრიფებთან დაკავშირებით ჭირს
გარკვეულობის შემუშავება, თუ რა გამოყენება შეიძლება მათ ქონდეთ, თუ რა
ადგილი შეიძლება მათ მიეჩინოთ ეკლესიის ისტორიაში და ამა თუ იმ ქრისტიანის
ცხოვრებაში. ჩვენ ამას ხაზს ვუსვამთ იმის გამო, რომ აპოკრიფები ერთსახოვანი
არ გახლავთ და შესაბამისად ერთი შეფასება მათზე ვერ გავრცელდება და არც
არასოდეს გამოთქმულა ეკლესიის მამათაგან ერთი ზოგადი დებულება აპოკრიფების
შესახებ.

