Monday, March 18, 2019

ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია

სევერიანე გაბალონელის "ექვსი დღის განმარტების" ძველი ქართული თარგმანის მიხედვით

68-71


“მხოლოდყოფილი” (მხოლოდშობილი)

წინა საუბარში ჩვენ შევეხეთ საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ენის ქრისტიანული მოძღვრებით განმსჭვავლვა უეჭველი დადასტურებაა საკუთრივ ერის აღნიშნული მოძღვრებით უღრმესი გამსჭვალვისა, რომ ქართული ენა ილექავს საეკლესიო მოძღვრების გამომხატველი ბერძნული ტერმინოლოგიის უადრეს სახეს, რაც ისტორიული, ჟამიერი თვალსაზრისითაც უაღრესად მნიშვნელოვანია. რამდენადაც ეს ყოველივე შესაძლებლობას გვაძლევს ქართულ ენაში გამოიყოს ცალკეული მონაცემები, IV საუკუნემდელი ვითარების ამსახველნი, დამადასტურებლად იმისა, რომ მხოლოდ და მთლიანად IV საუკუნიდან არ იწყება საქართველოში საეკლესიო მოძღვრების ქართულ ენაზე ამეტყველების ისტორია, ანუ ქართული ენის გაქრისტიანება.

ქართული ენის გაქრისტიანება

 
65-67

ნაწილი პირველი

ჩვენს წინა საუბარში ვეხებოდით ნათლობის საიდუმლოს მნიშვნელობას ადამიანის ცხოვრებაში. შევეცადეთ განგვემარტა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რაც ხშირად აღიძვრის, ხშირად გამოითქმის, თუ რატომ არ ხდება ნათლობის ჟამს ადამიანის სხეულებრივი აზრითაც მყისიერი გარდაქმნა უხრწნელად, გაუკვდავებულად, თუ რას ნიშნავს ნათლობის შემდგომი ჟამი ადამიანის ცხოვრებაში.