130–132
იუსტინეს დიდი და მცირე აპოლოგია
უშუალოდ წინა საუბარი მოგეხსენებათ ეხებოდა წმ. იუსტინე მარტვილს, II
ს-ის ამ ერთ-ერთ უდიდეს ღვთისმეტყველს. განვიხილავდით მისი ცხოვრების
პირველ ნაწილს, როდესაც იგი, გამოკვეთილად ანთებული ჭეშმარიტების ძიების
წყურვილით, სხვადასხვა ფილოსოფიურ სკოლას მიმოივლიდა, სტოიკოსებიდან
დაწყებული პლატონელთა ჩათვლით, და ბოლოს ღვთის განგებითაც და საკუთარი
ძალისხმევითაც ქრისტიანულ მოძღვრებას მიეახლა, როდესაც ერთ-ერთი მოხუცებული
ბერისგან ჭეშმარიტება შეიტყო მან. აქ დასრულდა ჩვენი წინა საუბარი,
როდესაც ჩვენ მოვიტანეთ კიდეც მისი სიტყვები იმის შესახებ, რომ ჰპოვა რა
ქრისტიანული მოძღვრება, იუსტინე მარტვილმა მას უწოდა ჭეშმარიტი და
სასარგებლო ფილოსოფია (ეს სიტყვებიც ტრიფონისადმი დიალოგის VIII თავში აქვს
თქმული იუსტინეს).

