Monday, March 4, 2019

საეკლესიო მწერლობის ჰიმნოგრაფიული ჟანრი

33


წინა საუბრებში განვიხილავდით ლიტურგიკული ჟანრის ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლს, რომელსაც “კურთხევანი” (აგრეთვე “დიდნი კურთხევანი”) ეწოდება. აღვნიშნავდით, რომ, რა თქმა უნდა, ლიტურგიკული ჟანრი, ლიტურგიკული მწერლობა მხოლოდ ამ წიგნით არ შემოიფარგლება. მრავალი სხვა უმნიშვნელოვანესი კრებული შედის ლიტურგიკულ ჟანრში. ყველა მათგანს, ცხადია, ჩვენ ვერ შევეხებით, მაგრამ ვთვლით, რომ აუცილებელია ცალკე გამოიყოს და ალბათ რამდენიმე საუბრის სახით განხილულ იქნეს ლიტურგიკული ჟანრის ასევე უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რაც განუყოფელია თუნდაც ჩვენს მიერ უკვე განხილული “დიდი კურთხევანისგან”, ნებისმიერი სხვა ლიტურგიკული წიგნისგან, საზოგადოდ ღვთისმსახურების ნებისმიერი სახისგან, ეს გახლავთ ე.წ. ლიტურგიკული პოეზია ანუ თავისი ნამდვილი სახელწოდებით საეკლესიო ჰიმნოგრაფია, საეკლესიო გალობა.

Sunday, March 3, 2019

საეკლესიო მწერლობის ლიტურგიკული ჟანრი

26-32


ტერმინ “ლიტურგიის” გნმარტება; ღვთისმსახურების დანიშნულება
ბოროტების წარმოშობის მიზეზები

წინა რამდენიმე საუბარში ჩვენ შეძლებისდაგვარად შევეხეთ ქრისტიანული ფილოსოფიის ჟანრს. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამ ამ კუთხით შეიძლებოდა თქმულიყო, მაგრამ რამდენადაც ჯერ კიდევ პატროლოგიის შესავალთან გვაქვს საქმე და ჟანრობრივ დახასიათებას წარმოვადგენთ ქრისტიანული ლიტერატურისას, ზემოთქმული, საკუთრივ ქრისტიანულ ფილოსოფიასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, საკმარისია.

ამჯერად შევეხებით ქრისტიანული ლიტერატურის ერთ განსაკუთრებით და ასევე უაღრესად ფართო მოცულობის მქონე ჟანრს, რასაც ლიტურგიკული მწერლობა ჰქვია.