Thursday, March 21, 2019

პატროლოგიის ზოგადი მიმოხილვა

73


ჩვენი წინა საუბრის მსმენელს, რა თქმა უნდა, ახსოვს, რომ ჩვენ თანდათანობით შევუდექით საეკლესიო ლიტერატურის განხილვას ქრონოლოგიური წესით. წინა საუბარში წარმოვაჩენდით, კვლავ განვმარტავდით რაობას საეკლესიო ლიტერატურისას, იმისას თუ რას ნიშნავს პატრისტიკა-პატროლოგია, შეგვიძლია თუ არა დავეთანხმოთ იმას, რომ პატრისტიკა მთავრდება VII-VIII ს-ით და შემდგომ სხვა ეპოქა მოდის, თუ სხვა საკითხებს. დებულებას, დასკვნას წინა საუბრისას კვლავ გავიხსენებთ, რომ პატრისტიკა მარად დაუბოლოებელი სამოღვაწეო ასპარეზია ეკლესიის მამებისა ამ წუთისოფელში. ვიდრე მეორედ მოსვლამდე ეკლესიის მამათა მოღვაწეობა ყოველთვის სახეზე იქნება და ამ მოღვაწეობაში, რა თქმა უნდა, უფრო და უფრო კვლავაც მოიმატებს მნიშვნელობა საკუთრივ სამწერლობო კუთხით.

Monday, March 18, 2019

საეკლესიო მწერლობის რაობა

72


წინა საუბრებში წარმოდგენილი მიმოხილვების შემდეგ, ქრონოლოგიური განხილვის წესით, ჩვენ შევუდგებით ეკლესიის მამათა მოღვაწეობისა და მათი შრომების შესახებ, რადიოსაუბრებისათვის მოსახერხებელი, განხილვების წარმოდგენას. რა თქმა უნდა ეს განხილვები, რამდენადაც ამას ზეპირი საუბრები იტევს, დეტალიზებული, წყაროთმცოდნეობითად აბსოლუტურად აღჭურვილი ვერ იქნება. იმიტომ, რომ ეს ყოველივე მსმენელისგან დატევნას ინფორმაციისას გაართულებდა, თუმცა მცდელობა ჩვენი, რა თქმა უნდა, მიმართული იქნება იქითკენ, რომ ყველაზე არსებითი, ამა თუ იმ მოღვაწესთან, ამა თუ იმ მოღვაწის რომელიმე შრომასთან დაკავშირებით, გადმოვცეთ, ანუ მსმენელს შევუქმნათ სრულიად გარკვეული და მართებული შთაბეჭდილება, ორიენტირი, პირველდაწყებითი გეზი.