ალმანახ "ლიმონარის" №2-ში (1995 წ.) გამოქვეყნდა შემფასებლობითი
ხასიათის სტატია, რომელსაც სათაურად აწერია: "რედაქციისაგან" (გვ. 7).
მართალია, აღნიშნულ სტატიაში კონკრეტული ადრესატი მითითებული არ არის,
მაგრამ ყველა მკითხველისათვის სავსებით ცხადია, რომ ხსენებული ალმანახი
მიზნად ისახავს ჟურნალ "გზა სამეუფოს" განქიქებას და იმ ეკლესიის მამათა
(განსაკუთრებით კლიმენტი ალექსანდრიელის) გაკიცხვას, რომელთაც მიეძღვნა
ჟურნალის პუბლიცირებული ნომრები
ჩვენ ამ შემთხვევაში გვერდს ვუვლით აღნიშნული სტატიის ცალკეულ სარწმუნოებრივ-ტერმინოლოგიურ უზუსტობებს და ყურადღებას მივაქცევთ მხოლოდ უმთავრესს.
ჩვენ ამ შემთხვევაში გვერდს ვუვლით აღნიშნული სტატიის ცალკეულ სარწმუნოებრივ-ტერმინოლოგიურ უზუსტობებს და ყურადღებას მივაქცევთ მხოლოდ უმთავრესს.
ხსენებული სტატია მთელი პრინციპულობით ავლენს ორ ასპექტს:
I. აზრი იმის შესახებ, რომ ანტიკურ აზროვნებაში არსებული ჭეშმარიტების რამ მარცვლები ღვთივმომდინარეა, სტატიის ავტორთა მიხედვით თითქოს სრულიად უარყოფილია უცთომელი მართლმადიდებლობის მიერ.
II.
თვით სტატიის ავტორები მსჯავრს განაწესებენ უცთომელი მართლმადიდებლობის
მწვერვალიდან და, ეჭვი არ არის, თავიანთ თავს სწორედ მართლმადიდებლური
უცთომელობის დამცველებად წარმოგვიჩენენ.
შევეხოთ სტატიის ორივე მხარეს: