გაზეთ "მადლის" 1995 წლის 18 მარტის ნომერში გამოქვეყნდა ვრცელი სტატია
სათაურით: "სამების ხატი ერთია" (გაზეთის რედაქტორი გვანცა კოპლატაძე,
სტატიის ავტორი გრიგოლ რუხაძე).
აღნიშნული სტატია, როგორც მოსალოდნელი იყო, აღბეჭდილია სრული გაუთვითცნობიერებლობით, რაც ბუნებრივად განაპირობებს ავტორის უზომო თავდაჯერებას. შედეგად, სახეზე გვაქვს უმძიმესი დოგმატური თუ სხვა სახის ცთომილებები, რაც უაღრესად სამწუხაროა.
დავიწყოთ უმთავრესით, რაც სტატიის სათაურშივეა გატანილი და რასაც აღნიშნული სტატიის მთელი ბოლო ნაწილი ეძღვნება.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ჟურნალ "გზა სამეუფოს" 1994 წლის I ნომრის ერთერთ შენიშვნაში გამოვაქვეყნეთ წმ. ეფრემ მცირის
მიერ თარგმნილი საღვთისმეტყველო კომენტარი ადამიანის, როგორც მამის
"პირმშო ხატის" ანუ ძე ღმერთის "ხატად" შექმნის შესახებ. მთელი შენიშვნა
(წმ. ეფრემის მიერ თარგმნილი ტექსტითურთ) ასეთია: