62-63
მოციქულთა მრავალ ენაზე ამეტყველება სულთმოფენობის ჟამს
ჩვენს წინა საუბარში განვიხილავდით დაცემულ მდგომარეობაში კაცობრიობის
გამთლიანებისათვის აუცილებელი პირობის – ერთი ენის რაობის საკითხს. იმ
თვისებებს, რაც ამ ენას ყველაზე უფრო ძირეულად უნდა ჰქონოდა, კვლავ
შეგახსენებთ, რომ გამსჭვალავი კაცობრიობის პირველ ენისა დაცემულ
მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო ერთი მხრივ მწუხარება საკუთარი დანაშაულის
გამო და მეორე მხრივ ამ მწუხარებაში სასოებაც იმისა, რომ ადამიანს ეპატიება
დანაშაული და ის თავის სამშობლოს კვლავ დაუბრუნდება, კვლავ გამოიხსნება
ცოდვისმიერი ტყვეობიდან.