17
ჩვენ ვეხებოდით ქრისტიანული ლიტერატურის ჟანრობრივ ნაირსახეობებს, ვიდრე დავიწყებდეთ ქრონოლოგიურ განხილვას. ეს ყველაფერი შესავალი სახით ამგვარ განხილვას აუცილებლად უნდა უძღოდეს. ორ ჟანრს ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, მხოლოდ შთაბეჭდილების დონეზე, ჩვენ შევეხეთ. ეს გახლავთ ჰაგიოგრაფიისა და აპოკრიფების ჟანრი. ამ ჟანრებთან დაკავშირებითაც და სხვა ჟანრების მხრივაც უფრო ამომწურავი იქნება საუბრები როცა ქრონოლოგიურ განხილვებს მივმართავთ. ამავე პრინციპით ასევე ზოგადი სახით ამჟამად შევეხებით მესამე ჟანრს, გამორჩეულს მოცულობითაც, ამოუწურავს და მნიშვნელობითაც მართლაც განსაკუთრებულს, ეს გახლავთ ეგზეგეტიკა.