Tuesday, March 26, 2019

წმინდა კლიმენტი რომაელის “კორინთელთა მიმართ I ეპისტოლე”

89-91


პირველი ნაწილი

წინა საუბრებში ჩვენ შევეხეთ წმინდა კლიმენტი რომაელის ცხოვრებას და მოღვაწეობას. ამჯერად კი კონკრეტულად ვისაუბრებთ მის ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე, რითაც ეს მოღვაწე ჩვენთვის განსაკუთრებით ფასუეულია.

უკვე ავღნიშნეთ, რომ მრავალი შრომის ავტორობა მიეკუთვნება წმინდა კლიმენტის, რომელთაგან ბევრი აპოკრიფულია, მაგრამ ის რაც აბსოლუტურად უეჭველია და ყოველმხრივ დასაბუთებული ეს გახლავთ უეჭველი ფაქტი კლიმენტი რომაელის ავტორობისა ისეთი ცნობილი ძეგლის მხრივ, რაც “კორინთელთა მიმართ ეპისტოლე” გახლავთ. ჩვენამდე მოღწეულია უადრესი პერიოდიდანვე თხზულება “კორინთელთა მიმართ ეპისტოლე”, რომელსაც დღეისათვის მეცნიერულ კვლევაში უწოდებენ “კორინთელთა მიმართ I ეპისტოლეს”, იმიტომ, რომ არსებობს და გამოვლენილია II ეპისტოლეც კორინთელთა მიმართ. ეს ცალკეულ შემთხვევებში პრობლემას ქმნის, მაგრამ მეცნიერულ ლიტერატურაში ამგვარად არის ის წოდებული და ამის ფონზე იმ ძეგლს, რომელსაც ჩვენ განზოგადებულად შეგვიძლია ვუწოდოთ “ეპისტოლე კორინთელთა მიმართ”, მეცნიერულ კვლევაში პირობითად ეწოდება “I ეპისტოლე კორიონთელთა მიმართ”, რომ გავმიჯნოთ იგი ე.წ. II ეპისტოლისგან, ასევე კორინთელთა მიმართ.