როდესაც 1028 წელს დიდი ექვთიმე მთაწმინდელი ხორციელად აღესრულა, გიორგი
მთაწმინდელი, მაშინ დაახლოებით 19 წლის ჭაბუკი, კონსტანტინოპოლში
სწავლობდა და, ეჭვი არ არის, ამ დიდ მწუხარებას ისიც შეუერთდებოდა, თუნდაც
საქართველოში ყოფილიყო, იმიტომ, რომ ათონის მთის მაშინდელი რეალური
წინამძღვრის, მთელი ათონის მთის სულიერი მოძღვრის აღსასრული უეჭველად
განსაკუთრებული მოვლენა იქნებოდა და გახმიანდებოდა, ცხადია, სრულიად
საქართველოსა და ბიზანტიაში, მთელ მაშინდელ დასახლებულ მსოფლიოში, მთელ
ქრისტიანულ ოიკუმენაში. თუმცა, როგორც ჩანს, გიორგი მთაწმინდელი
ექვთიმესთან გამოსათხოვრად ათონის მთაზე არ გამგზავრებულა (საფიქრებელია იმ
მიზეზით, რომ თავისი თავი არ მიუჩნევია ამის ღირსად), თორემ წინააღმდეგ
შემთხვევაში, ამ განსაკუთრებული ფაქტის შესახებ ის უეჭველად გვაუწყებდა,
როდესაც აღწერა მან იოვანესა და ექვთიმეს ცხოვრება.
Wednesday, February 20, 2019
ედიშერ ჭელიძე - იოანე პეტრიწის სწავლება პიროვნების განსწავლითი სრულყოფის შესახებ
იოანე პეტრიწის განსწავლულობა და მისი ნააზრევის საღვთისმეტყველო სიღრმე
კარგად არის ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის სრულიად არაფერია
ცნობილი, თუ სწავლების რა გზა განვლო მან, მაინც ეჭვგარეშეა, რომ ხსენებულ
მოღვაწეს ხანგრძლივი და ზედმიწევნით საფუძვლიანი სკოლარული აღზრდა მიუღია.
შესაბამისად, პეტრიწის მოსაზრებანი პიროვნების განსწავლითი სრულყოფის
შესახებ, ვფიქრობთ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ძველად სწავლების
პროცესი და პიროვნული სრულყოფა ერთ მთლიანობად აღიქმებოდა.
აღნიშნული საკითხის შესახებ იოანე პეტრიწის ცნობილ კომენტარებში ხშირი მინიშნებანი გვაქვს, მაგრამ შედარებით სისტემური ანალიზი თავს იჩენს „ფსალმუნთა“ მისეული თარგმანისადმი წამძღვარებულ წინასიტყვაობაში. ხსენებულ შრომაში ერთგან პეტრიწი არაორაზროვნად მიანიშნებს თავის მოწინააღმდეგეებზე და, ბოლომდე სჯერა რა საკუთარი მოსაზრებებისა, აყალიბებს სწავლებას იმის შესახებ, თუ რა განსწავლულობის და რა სულიერი მომზადების პირებთან არის შესაძლებელი პაექრობა ჭეშმარიტების შესახებ. ქვემოთ ანალიტიკურად შევეხებით აღნიშნულ სწავლებას.
აღნიშნული საკითხის შესახებ იოანე პეტრიწის ცნობილ კომენტარებში ხშირი მინიშნებანი გვაქვს, მაგრამ შედარებით სისტემური ანალიზი თავს იჩენს „ფსალმუნთა“ მისეული თარგმანისადმი წამძღვარებულ წინასიტყვაობაში. ხსენებულ შრომაში ერთგან პეტრიწი არაორაზროვნად მიანიშნებს თავის მოწინააღმდეგეებზე და, ბოლომდე სჯერა რა საკუთარი მოსაზრებებისა, აყალიბებს სწავლებას იმის შესახებ, თუ რა განსწავლულობის და რა სულიერი მომზადების პირებთან არის შესაძლებელი პაექრობა ჭეშმარიტების შესახებ. ქვემოთ ანალიტიკურად შევეხებით აღნიშნულ სწავლებას.
ედიშერ ჭელიძე - იოანე პეტრიწის ცხოვრება და მოღვაწეობა
წერილი პირველი
[113]წინამდებარე გამოკვლევა თეზისურია. იგი
ნაწილობრივ ასახავს ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტექსტების
ტერმინოლოგიური შესწავლის შედეგებს. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერული
აკრიბიის წესი მოითხოვს ტერმინთძიებათა თეოლოგიური და ფილოლოგიურ-ისტორიული
ასპექტების უთუოდ მთლიანობაში წარმოჩენას ამგვარ ძიებათა შინაგანი
ერთიანობისა და განუყოფლობის გამო, მაინც მიზანშეწონილი გვეჩვენა, თავად
საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, ცალკე გამოგვეყო და ძირითადი
დასკვნების სახით გადმოგვეცა კონკრეტულად იოანე პეტრიწთან დაკავშირებული ის
სავარაუდო სიახლენი, რომლებიც თან ახლდნენ ზემოხსნებულ კვლევას.
1. ნ. მარის ცნობილი გამოკვლევიდან მოკიდებული დღემდე მტკიცედ არის
დამკვიდრებული აზრი, რომ პირი, რომელსაც საეკლესიო-სამეცნიერო ტრადიცია
იოანე პეტრიწად სახელდებს ანდა, მეტი სიზუსტისათვის, პირი, რომელმაც
ქართულად თარგმნა ნემესიოს ემესელის "ბუნებისათჳს კაცისა" და პროკლე
დიადოხოსის "კავშირნი ღმრთისმეტყუელებითნი", მოღვაწეობდა XI ს-ის II
ნახევარსა და XII ს-ის პირველ მეოთხედში (დავით აღმაშენებლის მეფობის
დროს).
Subscribe to:
Posts (Atom)