[22]ღვთის თავისთავში თანაბრობა სიმაღლითა და სიღრმით,
ღვთისვე ჩვენდამი განგებულების საიდუმლოს კეთილმსახურებითი გამოკვლევის
მიერ, შეიცნო ღვთივდაცულმა მეუფემ ჩემმა1, და
ამიტომაც გაჰკვირვებია მას, თუ როგორ მოხდა, რომ უფლის მიმართ
თანაშეკავშირდა საზღვარი და უსაზღვროება (თუმცა კი საწინააღმდეგონი არიან
ისინი და შეუზავებელნი), ისე რომ ორივე მათგანს სწორედ ურთიერთის
მეშვეობით ჰქონდა გამოვლინება, რაჟამს უსასრულობა საიდუმლოებითად
თანაშემოისაზღვრა საზღვრით, საზღვარი კი ზებუნებრივად თანაგანივრცო
უსასრულობასთან ერთად, თავად ის კი, ვის მიმართაც - ესენი, ორივე მათგანის
მიხედვით ერთი და იგივე ჰგიეს, არ დაკლებულა რა იგი არანაირად თავისი
თავისგან უსასრულობის მხრივ როგორც ბუნებითად უსაზღვროდ, განგებულებითად
კი მიუწვდომლად მყოფი და ცნობილი. ვისაც აქვს აზრშეუდგამი სიმაღლე
ღმრთეებისეული დიდებისა და შეუცავი სიღრმე განგებულებითი ქვემდაბლობისა.