გაზეთ “მრევლის” ამა წლის (1999) მეორე ნომერში გამოქვეყნდა ორი წერილი
მოუნათლავ ჩვილთა საკითხთან დაკავშირებით. სტატიათა ავტორები, არქიმანდრიტი
რაფაელი და დეკანოზი ზურაბ ანთაძე, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ეხმაურებიან
ჩვენს სტატიას სათაურით “მოუნათლავ ჩვილთა შესახებ” (იხ. გაზ. “თბილისის
სასულიერო აკადემია და სემინარია”, 1999, №2, №3).
გამოვხატავთ მადლიერებას ხსენებულ მოძღვართა მიმართ, რადგან მათ
დაუფარავად გამოთქვეს ის, რასაც ფიქრობდნენ. ასე რომ, საშუალება მოგვეცა
მსჯელობა ვაწარმოოთ უშუალოდ მათი წერილობითი პუბლიკაციების საფუძველზე, რაც
დოკუმენტია.
უპირველესად, მამა რაფელის წერილთან დაკავშირებით:
პატივცემული მოძღვარი მიიჩნევს, რომ დავუშვით მეთოდოლოგიური შეცდომა. რას გულისხმობს ეს?