ეფესოს უწმინდესი მიტროპოლიტის მარკოზ ევგენიკოსის აპოლოგია, რომელიც მან წარმოთქვა მოახლოებული აღსასრულის ჟამს
თუმცა უკვე სიკვდილი მიახლოვდება, მსურს, რომ უფრო ვრცლად გამოვთქვა
ჩემი აზრი, რათა დასაბამიდან აღსასრულამდე თანხმობაში ვიყო საკუთარ თავთან.
არავინ იფიქროს, თითქოს ოდესმე სხვას ვამბობდი, გონებაში კი სხვას
ვფარავდი, რისი გამხელაც მმართებდა მიცვალების ჟამს.
პატრიარქის შესახებ ვიტყვი: ნუ განიზრახავს იგი, თითქოსდა ჩემი დაფასების საბაბით, მოავლინოს ეპისკოპოსები, ანდა მღვდლები, ანთუ ვინმე ისეთი, ვინც თანამოაზრეა მისი, რომ ჩემი უბადრუკი სხეულის დაფლვის ჟამს, აგრეთვე, როდესაც ჩემს ხსენებას სრულყოფენ, მათაც ერთობლივად ილოცონ და თანაშეერთონ ჩემეულ მღვდლებს, რომლებიც მსახურებას აღასრულებენ; ნურც იმას იფიქრებს, თითქოს რაიმე სახით, თუნდაც ფარულად, შევიწყნარებ მის ზიარებას.