[84]ჯვარცმული მაცხოვრის კვართისა და მცხეთის ჯვრის სულიერი განუყოფლობა გვავალდებულებს უფრო ღრმად გავიცნობიეროთ მცხეთის ჯვრის ღვთისმეტყველებაც.
ქართულ საეკლესიო ტრადიციაში ცნობილია სათნო გადმოცემა მცხეთაში ჯვრის აღმართვისა და შემდგომ მისი სასწაულებრივი გამოჩინების შესახებ. ეს მოვლენები საგანგებო დღესასწაულებით აღინიშნებოდა. კერძოდ, პირველი (ჯვრის აღმართვა) იდღესასწაულებოდა აღდგომიდან მესამე კვირადღეს ("დღესა კჳრიაკესა, აღვსებისა ზატიკის-ზატიკისა"), ხოლო მეორე - სულთმოფენობის შემდგომ პირველ ოთხშაბათს და ორივე ეს ერთმთლიანი მოვლენა თავისი მადლმოსილებით უთანაბრდებოდა, ერთი მხრივ, 14 სექტემბერს ჯვრის აღმართვის (ანუ ძველი ქართულით "ჯუართა აღპყრობის") და მეორე მხრივ, იერუსალიმში აღსრულებული ჯვრის გამოჩინების (351 წ., ხსენება 7 მაისს) უდიდეს დღესასწაულებს.

აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით ყველაზე ძველი და დაწვრილებითი
უწყება დაცულია სახელგანთქმულ ძეგლში "მოქცევაჲ ქართლისაჲ", რომლის
ოცდამესამე და ოცდამეოთხე თავები მოგვითხრობს მცხეთის ჯვრის აღმართვის
შესახებ. ამავე თხრობას გადმოგვცემს ლეონტი მროველის "ქართლის ცხოვრებაც".
მცხეთის ჯვრის აღმართვის ამბავი დაცულია, აგრეთვე, არსენ ბერის შრომაში
"ცხორებაჲ წმიდისა ნინოჲსი" და, კიდევ, ანონიმი ავტორის თხზულებაში
"ცხორებაჲ ღირსისა ნინოჲსი".