Friday, January 11, 2019

ედიშერ ჭელიძე - საუფლო კვართის შესახებ

[47]მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკეობის ანუ მსოფლიოობის და, რაც იგივეა, მისი მხოლოობისა და ერთმთლიანობის გაუქმება, სანაცვლოდ კი თვისობრივი ეროვნული ეკლესიების სიმრავლის შემოტანა, რომელთა თითქოსდა ჯამი ყოფილა მართლმადიდებელი ეკლესია, განსაკუთრებით შეუსაბამოა საქართველოში მწირველი მართლმადიდებელი ეკლესიის ანუ საქართველოს ადგილობითი მართლმადიდებელი ეკლესიის როგორც ქრისტეს მხოლო და მარადგანურღვეველი კვართის (მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოობისა და განუყოფლობის გამაცხადებლის) ღვთივგანგებული ებგურ-გუშაგის, ღვთივდადგენილი კვართისმცველის სამოღვაწეო დანიშნულებასთან, რაც სწორედ ერთეკლესიობის დაურღვევლობისთვის დაუცხრომელ მორკინალობას გულისხმობს.

ამ საკითხს საგანგებოდ შევეხეთ ადრეც, როდესაც მკითხველს სრულად გავაცანით უდიდესი ღვთისმეტყველის, III ს-ის სახელგანთქმული მღვდელმოწამის კვიპრიანე კართაგენელის სულიერი განმარტება უფლის "უკერველი, ზეით-ქსოვილი [ზეგარდმო-ქსოვილი] კვართის" შესახებ. კვლავ დავიმოწმებთ დიდი მოძღვრის სწავლებას:

"ეს საიდუმლო ერთიანობისა (Hoc unitatis sacramentum), ეს საკრველი დაურღვევლად შენაწევრებული ერთსულოვნებისა ვლინდება მაშინ, როდესაც სახარებაში კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი არანაირად [48]არ ნაწილდება, არც იხევა, არამედ ქრისტეს იმ სამოსზე წილისყრის ჟამს, რაც ჰმოსავდა ქრისტეს, კვართი მიიღება როგორც მთლიანი სამოსი და მფლობელობაში გადაეცემა დაუზიანებელი და დაუნაწილებელი... კვართი მატარებელი იყო იმ ერთობისა, რაც მოდის ზემოდან ანუ ციდან და მამისგან და რაც არანაირად არ შეიძლება დარღვეულიყო მისი (კვართის) მიმღებლისა და მფლობელის მიერ, არამედ იგი განუყოფლად იცავდა ერთობლივად მთლიან და მკვრივ სიმტკიცეს. ქრისტეს შესამოსლის ფლობა არ ძალუძს იმას, ვინც არღვევს და განყოფს ქრისტეს ეკლესიას"1.
[49]სახარებიდან მართლაც უტყუარად ვიცით, რომ კვართი იყო "უკერველი, ზეით-მოქსოვილი [ზეით-გამოქსოვილი, მიერვე-გამოქსოვილი, ზეგარდმო-ქსოვილი, ზემოით-ქსოვილი] ყოვლად". იოანე მახარებელი, კერძოდ გვაუწყებს:

"ხოლო ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს-აცუეს იესუ, მოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულად ერისაგანმან ნაწილი, და კუართი იგი. ხოლო იყო კუართი იგი უკერველ, ზჱთ მოქსოვილ ყოვლად. და თქუეს ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილს-ვიგდოთ ამას ზედა, ვისიცა იყოს, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი: განიყვეს სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი (ფს. 21.19). ერისაგანთა მათ ესე ყვეს" (იოანე 19.23-24, ჯრუჭ-პარხლის რედაქცია, რაც ყველაზე ახლოს დგას ბერძნულთან: Οἱ οὖν στρατιῶται, ὅτε ἐσταύρωσαν τὸν Ἰησοῦν, ἔλαβον τὰ ἱμάτια αὐτοῦ καὶ ἐποίησαν τέσσαρα μέρη, ἑκάστῳ στρατιώτῃ μέρος, καὶ τὸν χιτῶνα. ἦν δὲ ὁ χιτὼν ἄραφος ἐκ τῶν ἄνωθεν ὑφαντὸς δι' ὅλου. εἶπαν οὖν πρὸς ἀλλήλους• μὴ σχίσωμεν αὐτόν, ἀλλὰ λάχωμεν περὶ αὐτοῦ τίνος ἔσται• ἵνα ἡ γραφὴ πληρωθῇ [ἡ λέγουσα] διεμερίσαντο τὰ ἱμάτιά μου ἑαυτοῖς καὶ ἐπὶ τὸν ἱματισμόν μου ἔβαλον κλῆρον. οἱ μὲν οὖν στρατιῶται ταῦτα ἐποίησαν. შდრ. Lect: ხოლო ერისაგანთა მათ, [რომელთა] ჯუარს-აცუეს იესუ, მოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულმან ერისაგანმან ნაწ ილი. ხოლო კუართი იგი იყო უკერველ, ზეგარდმო-ქსოვილ ყოვლად. თქუეს ერისაგანთა მათ ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილი განვიგდოთ მაგას ზედა, ვისაცა ხუდეს, რაჲთა წერილი აღესრულოს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა წილი განიგდეს (ფს. 21.19). ერისაგანნი იგი ესრჱთ ჰყოფდეს"2; შდრ. G3: "და ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს-აცუეს იესუ, მოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულმან ერისაგანმან ნაწილი. ხოლო კუართი იგი, რომელი იყო უკერველ, ზეით გამოქსოვილ ყოვლად. თქუეს უკუე ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილ-ვიგდოთ ამას ზედა, ვისსაცა იყოს, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი: განიყვეს სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. ერისაგანთა მათ ესე ყვეს"; ჰადიშური: "და ერისა კაცთა მათ, ვითარცა ჯუარს-აცუეს იესუ, წარმოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულად ერისაკაცთა [50]მათ ნაწილად. ხოლო კუართი იგი, რამეთუ იყო უკერველ, მიერვე გამოქსოილ ყოვლადვე, თქუეს ურთიერთას: არა განვაპოთ ეგე, არამედ წილ-ვიგდოთ მაგას ზედა, ვისაცა იყოს, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი: განიყვეს სამოსელი ჩემი მათად და ზედა კუართსა ჩემსა წილ-იგდეს. და ერისა კაცთა მათ ესე ყვეს". შდრ. ექვთიმესეული თარგმანიც: "ხოლო ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს-აცუეს იესუ, მოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულმან ერისაგანმან ნაწილი. ხოლო კუართი იგი იყო უკერველ, ზემოჲთ-ქსოვილ ყოვლად, და თქუეს ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილ-ვიგდოთ ამას ზედა, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი"4; შდრ. ლათ. milites ergo cum crucifixissent eum acceperunt vestimenta eius et fecerunt quattuor partes unicuique militi partem et tunicam erat autem tunica inconsutilis desuper contexta per totum dixerunt ergo ad invicem non scindamus eam sed sortiamur de illa cuius sit ut scriptura impleatur dicens partiti sunt vestimenta mea sibi et in vestem meam miserunt sortem et milites quidem haec fecerunt5).

სახარებისეულ უწყებას მაცხოვრისეული კვართის ანუ "ქიტონის"6 [51]შესახებ ეკლესიის მამათა განმარტება ამგვარად განავრცობს:

საუფლო კვართი არათუ ხელითქმნული (ხელითნაკერი) იყო, არამედ - ღვთივმოქსოვილი, ზეციურად მოქსოვილი, და, შესაბამისად, ჩვეულებრივ სამოსელს, - სამოსელს რომელიც დაიხევა, გაიცრიცება და მოისპობა, - არ ჰგავდა. იგი თუმცა, რა თქმა უნდა, ნივთიერი იყო, მაგრამ ამ ნივთიერებას მსჭვალავდა საღვთო მადლი, რითაც განუხრწნელად დაიცვებოდა ხსენებული სამოსელი. ისევე, როგორც საღმრთო მადლი მსჭვალავს ყველა საეკლესიო სიწმიდეს და ამ განმსჭვალულობით განუხრწნელობა ეძლევა აღნიშნულ სიწმიდეებს, სიწმიდეთა შორის უპირატესი - კვართი, რა თქმა უნდა, ამავე საუფლო მადლით, გამორჩეულად განუხრწნელია, დაურღვეველია და მარადიულად შენარჩუნებადია. უხრწნელია კვართი [52]გახრწნად სოფელში, თუმცა არათუ ბუნებითად არის იგი უხრწნელი, - კვლავ აღვნიშნავთ, - არამედ მადლით დაიცვება უხრწნელად, ისევე, როგორც მადლითვე ნარჩუნდება ყოველთა სიწმიდეთა უხრწნელება. ეს მადლოთ განუხრწნელი კვართი7 უფლისა, საეკლესიო თხრობის კვალო[53]ბაზე, ებოძა ქართლს, ქართლის ეკლესიას. კარგად არის ცნობილი და ჩვენ ამაზე ახლა დეტალურად არ შევჩერდებით, რომ უფლის ჯვარცმისასა იერუსალიმიდან მოსულმა წერილმა ქართველი ებრაელებისადმი განაპირობა ის, რომ ქართლიდან ჯვარცმაზე დასასწრებად გაემართა ქართლის ჰურიათა კრებული, მათ შორის ყველაზე ცნობილი - ელიოზი.

ელიოზმა ჩამოაბრძანა კვართი საქართველოში8, მას ერგო ხვედ[54]რით, წილხვდომით9 ეს დიდი ღვაწლი აღსასრულებლად; კვართი შეიტკბო ანუ მიიქვა, მისმა დამ, სათნო გადმოცემაში სიდონიად ცნობილმა, რომელმაც ამ უდიდესი სიწმიდის მიღების ჟამს სული განუტევა. ხაზგასასმელია, რომ სიდონიას აღსასრულს წინ უძღოდა მიცვალება მისი და მისი ძმის (ელიოზის) პატიოსანი დედისა, რომელმაც მწარედ "იკრჩხიალა", ასე წერია შესაბამის წყაროებში, "რაჟამს, - როგორც მიუთითებს ერთი უძველესი კითხვა-მიგებითი ძეგლი, - პასენიკმან კუერითა ჰკრა სამსჭუალსა მაცხოვრისასა"10.

ამრიგად, როდესაც უფლის ჯვარცმა და მილურსმნვა ხდებოდა, ხმოვანება "კვერისა" მცხეთამდე გახმიანდა11. ეს არის უაღრესად მნიშ[55]ვნელოვანი სულიერი მოვლენა, სრულიად განსაკუთრებული ხილვა, გამოცხადება, რითაც ქართლს ეუწყა უდიდესი საიდუმლო, რომ ჯვარს ეცვა არა ადამიანი, არამედ ხორცშესხმული ღმერთი. ბოლო სიტყვები ელიოზის და სიდონიას დედისა ესაა იესო ქრისტეს როგორც ბუნებითი ღმერთის და ჭეშმარიტი მხსნელის პირველი სრული აღსარება კაცობრიობის ისტორიაში12. საგულისხმოა, რომ ესაა პარასკევი დღე. ამ დღემ [56]ორი დიდი ღვთისმეტყველი გამოაჩინა, რომლებიც სულიერად უთუოდ თანაშეერთვიან ერთიმეორეს: ერთი - იერუსალიმში უფლის გვერდით ჯვარცმული (თუმცა, რა თქმა უნდა, არა თანამოწამე) კეთილგონიერი ავაზაკი, რომელიც უფლის ბუნებითი ღმერთობის მყისიერად შემცნობი, ღირსი გახდა სამოთხის დახშული კარის კვლავ გახსნისა13, ხოლო მეორე - მცხეთაში ელიოზის დედა, რომელიც, უფლის ხორციელი ტკივილით სულშეძრული და ჯვარცმულისადმი თანალმობით გულგანგმირული, უფალთან თანამოწამეობის პატივით შეიმკო და ჩვენს წინაშე წარმოდგება როგორც პირველი მარტვილი საეკლესიო მარტვილოლოგიიის ისტორიაში. თითქმის იგივე შეგვიძლია ვთქვათ მისი ღვთივგანბრძნობილი ასულის, სიდონიად ცნობილი კვართისმიმრქმელის შესახებ. ცხადია, დედის სიკვდილი მძიმე მწუხარებაა სიდონიასთვის, შვილისთვის, მაგრამ განუზომლად მძიმეა მისთვის მაცხოვრის ჯვარცმის ამბის გაგება. ამაზე მკვეთრი მითითებაა ზემოდამოწმებულ წყაროებში, რითაც კვლავ უდიდესი საიდუმლო ცხადდება:

მცხეთელი ებრაელები, როგორც ძველი აღთქმის მართალთა და ღვთისგანმჭვრეტ
სამღვდელოთა უცთომელი სარწმუნოებრივი ხაზის ნამდვილი (და იმჟამად ერთადერთი) მემკვიდრენი და მოსაყდრენი, სრულად იმეცნებენ იესო ქრისტეს ღმერთობას, აცნობიერებენ იმ სინამდვილეს, რომ სჯულის ცვალებადობა იწყება, რომ ძველი აღთქმა ახალი აღთქმით უნდა შეიცვალოს, რომ მოსულია გამომხსნელი, რომ აღესრულება საიდუმლოთა საიდუმლო - ძლევა ჯოჯოხეთისა.

ამრიგად მაცხოვრის ჯვარცმის ჟამს სწორედ მცხეთის და არა იერუსალიმის ძველი აღთქმის ეკლესია წარმოჩნდება ჭეშმარიტ მემკვიდრედ ღმრთივსულიერი (ახალი აღთქმის სრულად განმჭვრეტი).

ეს სულიერი, წინამოსწავებითი ცოდნა განაშორებს ქართლის ებრაელებს უფლის ჯვარმცმელ ებრაელებთან თანაზიარებისგან და თუმცა, რჯულის წესისამებრ, იერუსალიმიდან ხმობაზე ისინი მიემგზავრებიან უფლის სამსჯავროზე, მაგრამ, დედისეული დამოძღვრა-შთაგონების კვალობაზე ელიოზი, საუფლო კვართის წილხვედრითად მიმღები14, არ თანაშეერთვის [57]ჯვარმცმელ იუდეველთა უკეთურ ზრახვას. სწორედ ეს მხარე იქნა სათნოჩენილი უფლის წინაშე, როდესაც მან იუდეველთა შორის სულიერებით გამორჩეულ ქართლის ებრაელებს, - სულით ქრისტიანებს ქართლის მიწაზე, - მიჰმადლა კვართი. აი, ამიტომ განუკუთვნებს უფალი თავის სიწმიდეს ამ ქვეყანას, თუმცა, ვამბობთ რა, რომ ქართლის ეკლესია ფლობს კვართს, ამით ქართლის ეკლესიის თვისობრივ აღმატებულებას როდი წარმოვაჩენთ, არამედ - მისდამი ღვთივდაკისრებულ მსახურებით მისიას მთელი სამართლმადიდებლოს წინაშე, ვინაიდან, განიკუთვნებს რა ქართლის ეკლესია კვართს, ამით განიკუთვნებს კვართში ნაგულისხ[58]მევი საიდუმლოს სამოღვაწეო გაცხადების ვალდებულებას თავისი თავის წინაშე და მთელს დედამიწაზე, ეს საიდუმლო კი სწორედ ერთი და მხოლო კათოლიკე მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის კვართისებრ მარადისი თვისობრივი განუყოფლობისა და განურღვევლობის ურყევი დოგმატია, რაც სწორედ ქართლის ეკლესიამ უნდა ამსახუროს ყველა თანამოძმე, თანასულიერი, ერთ ბარძიმში მყოფი ეკლესიის წინაშე, რადგან უკლებლივ ყველა მათგანის მემკვიდრეობაა ეს კვართი და არანაირად უფრო მეტად - საქართველოსი. თუ ჩვენ ეს არ გავაცნობიერეთ და ღირსებისდამიხედვით გამოყოფანი და განცალკევებანი შემოვიტანეთ ერთ დაურღვეველ და უწმიდეს კათოლიკე მართლმადიდებელ ეკლესიაში, მაშ, განგვირღვევია კვართი, დაგვიგმია ღვთივმობარებული სიწმინდე და მაცხოვნებელი სწავლებისგან უაღრესად შორს განვდრეკილვართ, რადგან ერთი ჭეშმარიტი სულიერებაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, ერთი მწყემსი სუფევს და ერთი სამწყსო ჰგიეს, ხოლო ერთი მწყემსის წინაშე ერთმთლიანი სამწყსო და სულიერი არვეს განურღვეველ წიაღში რომელ თანასულიერ და ერთბუნება წევრსაც მიებოძება რამ სიწმინდე, მიებოძება იგი მის მიერ სრულიად სამწყსოს ანუ ხსენებული სიწმინდე მთელ სამწყსოსადმი განეფინება როგორც მისი უმტკიცესად შემაგვამოვნებელი და ცალკეულ ნაწილთა განურღვევლად ერთმყოფელი. ამ შემთხვევაში, თუ სიწმიდეთა ფლობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ, ნაცვლად სიამაყისა და ამპარტავნებისა, სავსებით საპირისპიროდ, გაცილებით უფრო ტვირთდამძიმებულნი და, ყოფითად რომ ვთქვათ, შეფიქრიანებულნი უნდა ვიყოთ, რადგან ოდენ სამსახურებლად, სამოღვაწეოდ განეგო ჩვენთვის ეს წმინდა ტვირთი, სიწმინდეს კი რაოენი კრძალვა სჭირდება?! პიროვნება, რომელსაც სახლში წმიდა ხატი მოუვანებია, გაცილებით მოკრძალებულია, ყოფითად გაცილებით ნაკლებ თავისუფალია, გაცილებით შემოზღუდულია საღვთო შემოზღუდვით, რადგან პატივად რგებული სიწმინდე სულიერ ტვირთად საზიდია მისგან; უკეთუ ეს ტვირთი ღირსეულად იქნება ნაზიდი, მომუშაკებული ღვაწლი მის მზიდველს განაღმრთობს, მაგრამ, ამავე დროს, შედრკომაც, მომედგრებაც, დაბრკოლებაც, საცთურიც გვერდითაა, და თუკი სიწმინდის ღირსეულად ტარება ამ სიწმინდის მფლობელმა ვერ შეძლო, "ტაძრისმკრეხველად" შეირაცხება. ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება. შესაბამისად, ჩვენ არათუ არ უნდა ვამაყობდეთ, თუ რამ სიწმინდენი განგვიჭვრეტია ქართლის წიაღში, პირიქით, ძალიან დამძიმებულნი უნდა ვიყოთ, ძალიან დაფიქრებულნი, - ვიტვირთებთ კი ყოველივე ამას?! პიროვნება, რომელსაც ასპარეზობაზე მძლეობა სწადია, დიდი სიმძიმის აწევას ცდილობს, მაგრამ ვიდრე სიმძიმეს ასწევდეს, ოდნავადაც ვერ იამპარტავნებს, პირიქით, ძალიან შეფიქრიანებულია, ასწევს კი ამ სიმძიმეს? ხომ არ იქნება ისე, რომ შეარცხვენს მას მტერი და უძლურად და უსუსურად გამოაჩინებს?

აი, ამგვარი განცდა მართებს ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს, ამ შემთხვევაში ქართველ ქრისტიანს, იმ სიწმინდეთა ჭვრეტისას, რაც ჭეშმარიტად [59]ჰგიეს საქართველოში, ქართლის მიწაზე. არა რაიმეთი ამპარტავნება, არამედ პირუკუ, - გაცილებით თავმდაბლობა იმიტომ, რომ თავმდაბლობაა ერთადერთი ძალა, რაც ადამიანს სიწმინდის ზიდვას შეაძლებინებს; ხოლო მოშვებულობა, თავისუფლება, რაღაცით, თითქოსდა უკვე მოპოვებულობით, გაამპარტავნება წამსვე დაცემას გულისხმობს, წამსვე იმ მძიმე ტვირთის ქვეშ მთლიანად და სულიერად მოდრეკასა და მოუძლურებას მოასწავებს, რაც დაღუპვის ტოლფასი შეიძლება გახდეს. მხოლოდ მაშინ შეგვიძლია შვება ვიგრძნოთ, რაწამს ეს ტვირთი ჩვენს ბეჭებს ასცილდება, ანუ, თუ შევიძლებთ, რომ ღირსეულად მოვიღვაწოთ სიწმინდენი, სულიერი აღმასვლის იმ კიბეზე აღვალთ, რომლის თავიც უფალია, ანუ უფალია გვირგვინი ამ კიბისა, და ბოლო საფეხურს რაწამს ავცდებით, უფალი ამ სიმძიმეს, ჩვენგან ახოვნად ტვირთულს და ნაზიდს, ჩვენი მხრებიდან მიიღებს და მხოლოდ სასუფეველში, ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობის ღირსეულად აღსრულების შემდეგ, ვიგრძნობთ შვებას, ვიგრძნობთ იმ განსაკუთრებულ სულიერ სიხარულს, რომლის შესახებაც წმ. ანტონი დიდი ამბობს: "მსგავსი მსგავსით განიხარებს"15. მაშ, სასუფევლის შვილი სასუფევლით იხარებს, თუ იგი ჭეშმარიტად დაიმკვიდრებს ანთუ ჭეშმარიტად დაიკარვებს სასუფეველს და ზეციური სუფევის ნაწილი გახდება.

აი, ასე უნდა ვხედავდეთ ჩვენ სიწმინდეებს და როცა ხაზს ვუსვამთ, რომ მცხეთაში არსებობს უდიდესი სიწმინდე და ეს სიწმინდე ქართლს საზეპურო ქვეყნად ცხოველყოფს, ცხოველყოფს სწორედ იმ ნიშნით, რომ უფალი მას გამოირჩევს უდიადესი ტვირთის, ადგილობრივ მწირობათა მომღვაწებელი მართლმადიდებელი ეკლესიების ერთმყოფელი ღვაწლის საზიდად.

ნათელია, რომ თვით კვართის ბოძება თავისთავად ნიშნავს სულიერ ახოვანებას, ჭეშმარიტების მიღებისა და დაცვისთვის განმზადებულობას ქართველი ერისას (ამ ჟამისათვის ქართველი ებრაელებიც ქართველი ერის ნაწილია), ვინაიდან მომედგრებულსა და მოუძლურებულს ეს სიწმინდე არ მიეცემოდა, და ამ ახოვანებაში, უპირველესად, სწორედ თავმდაბლობა განიჭვრიტება, ვინაიდან კვართი სიმბოლოა თავმდაბლობისაც, როგორც ამას მკაფიოდ აღნიშნავს წმ. იოანე ოქროპირი16. ქართლის მკვი[60]დრთ რომ მაშინაც ისევე ჰქონოდა ამპარტავნება, დაუდევრობა, ამქვეყნიურისადმი განსაკუთრებული ლტოლვა, დავიწყება იმქვეყნიური სიკეთეებისა და ა.შ., როგორადაც მოძალებულია ეს ყოველივე დღეს, - და არა მარტო დღეს, საუკუნეების მანძილზე, - მაშინ მათ კვართი არ ებოძებოდათ; უფლისგან კვართის ქართლისადმი ბოძება იმჟამინდელ ქართლს წარმოგვიდგენს, როგორც განმზადებულს ქრისტიანულ სათნოებათა მომუშაკებისთვის. ამ სათნოებათა შორის, კვლავ აღვნიშნავთ, პირველ ხარისხად თავმდაბლობა განეწესება, რომლის შესახებაც წმ. იოანე სინელი ამბობს: "თუკი ყველა სხვა ვნების გარეშე, მხოლოდ და მარტოოდენ ამპარტავნების მიერ გამოვარდა ეშმაკი ზეციდან, გამოსაკვლევია, ნუთუ არ არის შესაძლებელი, რომ სხვა სათნოებათა გარეშეც, მარტოოდენ სიმდაბლის მიერ ავიდეთ ზეცაში?" (კიბე, 22.12)17.

განვაგრძოთ განსჯა.

რადგან ელიოზისგან სიდონიამდე მოღვწილი კვართი ამ ქალწულმა შეიტკბო, როგორც აღვნიშნეთ, და რადგან სამი ძლიერი გრძნობა ტალღისებრ ეხეთქებოდა მის გულს, პირველ რიგში ყველაზე მძიმე, - უფლის მოკვდინება კაცთაგან, შემდეგ, ძვირფასი დედის მყისიერი აღსრულება და მესამე - უკვე არა ტკივილისა, არამედ სიხარულისმიერი, - კვართის მიღების ღირსქმნილება, იმ კვართისა, რომელსაც ამავე "ქართლის ცხოვრებაში" ასეთი ეპითეტი აქვს: "უსასურველესი ყოველთა სასურველთა"; დიახ , ესაა კვართი, - ყველაზე სასურველზე, ყველაზე საწადელზე, ყველაზე ძვირფასზე უძვირფასესი. ამ სამმა გრძნობამ განაშორა ამა ყოფას სიდონია, რომელიც აღესრულა და დაიმარხა კვართთან ერთად. სად დაიმარხა ცნობილია, თუმცა თავად კვართი დაფარულია კაცთა თვალთათვის, იმიტომ, რომ საუფლო სიწმინდენი, წმიდა რელიქვიები ადამიანური გონებისთვის მიუწვდომლად მოგზაურობენ, მათ სხვა გეზი აქვთ, სხვა თავგადასავალი, მხოლოდ უფლის ნებით შეიძლება გამოცხადდეს რომელიმე მათგანი, მაგრამ არა - კაცობრივი ძიებებით, გათხრებითა და არქეოლოგიური სამუშაოებით. თუკი უფალი ინებებს, გამოვლინდება კვართი, თუკი უფალი ინებებს, გამოვლინდება ელიას ხალენის სამყოფელი, მაგრამ უფლის ნება, ამ შემთხვევაში რაც არის, ეს "მოქცევაჲ ქართლისაჲში" გაცხადებულია, რომ ეს მოხდება მხოლოდ მეორედ მოსვლის ჟამს. ამიტომ, [61]მთელი ის ისტორიები, საუკუნეთა მანძილზე შეთხზულნი კვართის აქა და აქ მყოფობისა, იქა და იქ გაჩუქებისა, რუსეთსა თუ სხვა ქვეყნებში, აბსოლუტურად უნიადაგოა, ჰალუცინაციურია, სოფლიურია, იმიტომ, რომ კვართი, დაფლული მცხეთაში, ადგილობითი მყოფობის აზრით მიუწვდომელია ადამიანის გონებისათვის და ვერანაირი ძალისხმევით ეს ადგილი ზედმიწევნით ვერ დადგინდება, თუ არა უფლისგან გამოჩინების წყალობით, რაც მხოლოდ მეორედ მოსვლის ჟამს აღსრულდება.

ამრიგად, კვართი თავის კათოლიკე (მთელი კაცობრიობისა და მთელი სოფლისთვის განკუთვნილ) მწირობას, თავის ღვთივგანგებულ მსხემურ მღვდელმოქმედებას, ხორციელ თვალთაგან სრულიად უხილავად18, აღასრულებს საკუთრივ ქართლში, მცხეთაში, რაც ქართლის მართლ[62]მადიდებელი ეკლესიის (უკეთ, ქართლში მოღვაწე მხოლო მართლმადიდებელი ეკლესიის) კათოლიკეობის ანუ საყოველთაოობის ნათელი დასტურია.

მაგრამ რამდენადაც კვართის, როგორც საუფლო სიწმინდის, ნივთიერი მყოფობა ყოვლითურთ დაფარულია, იმდენადვე, პირუკუ, ყოვლითურთ გაცხადებულია მისი სულიერი სამყოფელი. ესაა ღვთის წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია და უცთომელი საეკლესიო სწავლება როგორც ქრისტიანთა საზეპურო ანუ რჩეული, საღვთო ერის განუყოფელი და ერთმყოფელი ნათლისღებითი ანუ ზეგარდმო აღმოშობილობა და ქრისტეშემოსილობა (იესოშემოსილობა). ამ სწავლებას მხოლოდ წმ. კვიპრიანე კართაგენელი როდი გვაუწყებს. ნათელია, რომ კვართის სულიერი იგივეობა კათოლიკე ეკლესიასთან დოგმატური სწავლებაა. საგულისხმოა, რომ, ხსენებული სწავლების საფუძველზე, წმ. გრიგოლ ნოსელთან თავს იჩენს გამოთქმა "ეკლესიის განურღვეველი კვართი". მოძღვარი მწვალებლობათა განხილვისას დასძენს:

"უნდა იცოდეთ რომელთაგან გამოვირღვევით (ე.ი. ვიმიჯნებით, ე.ჭ.) და რომელთა მიმართ მარადჟამს მივიკერებით, ვინაიდან ერესისგან გამოვიყოფით და დღეყოველ კეთილმსახურებას შთავეკერებით, ვხედავთ რა განურღვეველს ეკლესიის კვართს სწორედ მაშინ, როდესაც იგი (ეკლესია, ე.ჭ.) განერღვევა19 ერესთან ზიარებას" (In ecclesiasten, VII: οἴδατε γὰρ τίνων ἀπορρηγνύμεθα καὶ τίσιν ἀεὶ προσραπτόμεθα. τῆς γὰρ αἱρέσεως ἀποσχιζόμενοι τῇ εὐσεβείᾳ διὰ παντὸς ἐνραπτόμεθα, τότε ἄρρηκτον βλέποντες τὸν τῆς ἐκκλησίᾳς χιτῶνᾳ, ὅταν ἀπορραγῇ τῆς πρὸς τὴν αἵρεσιν κοινωνίᾳς20).

წმ. გრიგოლ ნოსელი სხვა ადგილს მკაფიოდ მიუთითებს იმასაც, რომ "განურღვეველი კვართი" სწორედ ერთეკლესიობის, ერთმთლიანი საეკლესიო მოძღვრების, ქრისტიანობის სახეა:

"იმათ, რომლებიც მეტისმეტად მესიბრძნეობენ, რა მოსაწონი საბაბი [63]უნდა ჰქონდეთ ქიშპობისა, განაპობენ რა განურღვეველ კვართს და პავლესა და კეფასადმი21 ანაწილებენ უფლის სახელს?" (შდრ. οἱ τὰ περισσὰ σοφιζόμενοι ποίαν τοῦ πολεμεῖν εὐπρόσωπον ἔχουσιν ἀφορμήν, σχίζοντες τὸν χιτῶνα τὸν ἄρρηκτον καὶ πρὸς Παῦλον καὶ Κηφᾶν τὸ ὄνομα τοῦ κυρίου καταμερίζοντες)22.


კვართი ანუ ქიტონი როგორც ეკლესიის სიმბოლო, შესაბამისად სიმბოლოა, ეკლესიის თავისა ანუ თავად მაცხოვრისა, რომელსაც შეიმოსავენ სულით განახლებულნი, ზეგარდმო აღმოშობილნი, რადგან ამას ნიშნავს ნათლისღებისას ნაგალობები სიტყვები პავლე მოციქულისა: "რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ-გჳღებიეს, ქრისტე შეგჳმოსიეს" (გალ. 3.2723). ნათელღებულნი სწორედ ქრისტეშმოსილნი, იგივე იესოშემოსილნი ანუ კვართშემოსილნი არიან. წმ. გრიგოლ ნოსელი განმარტავს:

"ხორცის თქმით "ძველ ადამიანს" ვამბობ, რის განძარცვასა და განშორებასაც24 უბრძანებს საღვთო მოციქული იმათ, რომლებიც განიგულებენ სულისმიერ სვლათა ბიწის განბანვას სიტყვის ემბაზით. ამრიგად, ვინც განიძარცვა ძველი ადამიანი და აღიძარცვა საბურველი გულისა, სიტყვას გაუხსნა მან შესასვლელი, ხოლო სიტყვა, შიგნით შესული, თავის სამოსლად იხდის სულს, თანახმად მოციქულის განმარტებისა, რომელიც უბრძანებს ძველი ადამიანის ძონძისებრი25 შესამოსლის განმძარცველს, რომ [64]შეიმოსოს მან ახალი კვართი, ღვთისამებრ ქმნილი26 სიწმიდესა და სამართლიანობაში, ხოლო "შესამოსლად" ამბობს იგი იესოს27, სძლის აღსარება კი, - რომ კვლავ აღარ განიკუთვნებს იგი განგდებულ კვართს28, არამედ იკმარებს ერთ კვართს, თანახმად მოწაფეებისადმი მიცემული რჯულისა29, რაც შეიმოსა მან (სძალმა, ე.ჭ.), განახლებულმა ზეგარდმო შობით, - ამტკიცებს უფლის სიტყვას, მამცნებელს იმათ მიმართ, რომლებიც ერთგზის უკვე შეიმკვნენ საღვთო სამოსლით, რომ მეტად აღარ შეიმოსონ მათ კვართი ცოდვისა, არცთუ ორი კვართი ჰქონდეთ, არამედ - მარტოოდენ ერთი, რათა არ იყო ერთის სამოსლად ორი ურთიერთმოქიშპე კვართი, ვინაიდან რა ზიარება აქვს წყვდიადის სამოსელს ნათლისსახოვანთან და უნივთოსთან30? თუმცა არა მხოლოდ იმას ამბობს რჯული, უჯეროაო ორი კვართის ქონა, არამედ იმასაც, რომ არ შეიძლება ახალი ქსოვილის დაკერება ძველ სამოსელზე31, რათა უარესი არ გახდეს უშვერება ამგვარად შემოსილისა ანდა არ მოხდეს ისე, რომ შენარჩუნდეს ჩანაკერი, ძველს კი შეემთხვეს უფრო ხენეში და ძნელადსაკურნებელი განრღვევა, "რადგან, - ამბობს, - აიღებს32 ახალი შენავსები ძველისას და უაღრესი ნარღვევი გახდება"33, ისე რომ მისგან გამოჩნდება სასირცხვილონი. ამიტომ ამბობს: "განვიძარცვე ჩემი კვართი; როგორ შევიმოსავ მას?"34 რადგან ვინ იქნებოდა, ვინც იხილავდა თავის ირგვლივ35 უფლის მზისსახოვან კვართს, სიწმინდისა და უკვდავების მიერ ნაქსოვს, როგორიც მან (უფალმა) ფერიცვალების [65]ჟამს აჩვენა მთაზე, შემდეგ კი უგვანი და ძონძისებრი სამოსლის თავის თავზე შემოცმას შეიწყნარებდა?" (Commentarius in Canticum Canticorum, Or. XI36).

კვართის სულიერი იგივეობა კათოლიკე ეკლესიასთან და ეკლესიის თავთან ანუ თავად მაცხოვართან უმკაფიოესადაა ნაუწყები წმ. იოანე ოქროპირის მიერ, რომელიც მკვეთრად უსვამს ხაზს საუფლო კვართის გონებამიუწვდომელ საიდუმლოში ქრისტესეული ორბუნებოვნების იგავურ დატევნილობას:

"ხოლო შენ განჭვრიტე წინასწარმეტყველების ზედმიწევნითობა, რადგან არა მხოლოდ ის თქვა წინასწარმეტყველმა, რაც დაინაწილეს [ერისაგანთა], არამედ ისიც, რაც ვერ დაინაწილეს. ამრიგად, გაიყვეს მათ ისინი (გარესამოსელნი, ე.ჭ.), კვართი კი არ გაუყვიათ, არამედ წილისყრას მიანდეს ეს საქმე. ხოლო "ზევიდან ნაქსოვი" უბრალოდ როდი დაერთვის, არამედ როგორც ერთნი ამბობენ ამით ალეგორია ცხადდება, რომ არათუ ლიტონად ადამიანი იყო ჯვარცმული, არამედ ღმრთეება ჰქონდა მას "ზევიდან" (ბერძნ. Σὺ δέ μοι σκόπει προφητείας ἀκρίβειαν. Οὐ γὰρ ὅ τι ἐμερίσαντο μόνον, ἀλλ' ὅ τι καὶ οὐκ ἐμερίσαντο εἶπεν ὁ προφήτης. Τὰ μὲν οὖν διενείμαντο, τὸν δὲ χιτῶνα οὐ διενείμαντο, ἀλλὰ κλήρῳ τὸ πρᾶγμα ἐπέτρεψαν. Τὸ δὲ, Ἐκ τῶν ἄνωθεν ὑφαντὸς, οὐχ ἁπλῶς πρόσκειται· ἀλλ' οἱ μέν φασιν, ἀλληγορίαν δι' αὐτοῦ δηλοῦσθαι, ὅτι οὐχ ἁπλῶς ἄνθρωπος ἦν ὁ σταυρούμενος, ἀλλὰ καὶ ἄνωθεν τὴν θεότητα εἶχε, PG. 59, col. 461).

[66]აღვნიშნავთ, რომ კვართის საიდუმლოში დატევნილი მოძღვრება განკაცებული ღმერთის ორბუნებოვნებისა კიდევ უფრო გამკვეთრებულია ოქროპირის ზემორე სიტყვათა ექვთიმე ათონელისეულ თარგმანში:

"ხოლო შენ გიკჳრდინ წინაჲსწარმეტყუელისა სიბრძნით თქუმაჲ ყოვლისაჲვე, არათუ, ვითარმედ განიყვენ ოდენ, არამედ ვითარმედ წილი განიგდეს კუართსა ზედა. ხოლო სიტყუაჲ იგი, თუ "ზეით მოქსოვილ", არა ცუდად არს, არამედ ვჰგონებ, თუ იგავი არს, რომელი მოასწავებს, ვითარმედ არა ლიტონი ოდენ კაცი იყო ჯუარსცუმით, არამედ ზეცითცა ღმრთეებაჲ აქუნდა, რომელ-იგი ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ უვნებელად ეგო და განუკუეთელად, ხოლო ჴორცთა ბუნებამან ივნო და მოიწყლა"37 (მთავრულად წარმოდგენილი სიტყვები ეფთვიმესეული შენამატია).

იგივე სწავლება, უფრო გავრცობილად, გადმოცემულია წმ. ათანასე ალექსანდრიელის ავტორობით ცნობილ ჰომილიაში "უფლის ჯვარცმისა და ჯვრის შესახებ":

"განიგულებდა რა ამის (ადამიანის ცხონებას, ე.ჭ.) აღსრულებას, განიძარცვა მან სამოსელნი, რადგან მართებდა მას, სამოთხეში ადამიანის შემყვანს, იმ სამოსელთა განძარცვა, რომლებიც მიიღო ადამმა სამოთხიდან გამოვარდნისას38, ვინაიდან რაჟამს სცოდა ადამმა და მოელოდა ამის შემდეგ, მას სიკვდილი, მიიღო მან "ტყავის სამოსელნი", მკვდარ ცხოველთაგან შექმნილნი და იმ კვდომადობის სიმბოლოდ მყოფნი, რაც ცოდვის შედეგად მოიწია მასზე, მაგრამ უფალმა, რომელმაც ჩვენს გამო იტვირთა ყოველივე ჩვენეული, შეიმოსა ეს სამოსელნი, რომ განეძარცვა კიდეც ისინი და, მათ სანაცვლოდ, შევემოსეთ კიდეც ჩვენ ცხოვრებითა და უხრწნელებით. ხოლო ამ სამოსელთა შემდგომ შეიმოსა მან, აგრეთვე, კვართი, რომელიც იყო "უკერველი და მთლიანად ზევიდან ნაქსოვი", რომ ამათგან მაინც შესძლებოდათ იუდეველებს რწმუნება იმისა, თუ ვინ არის და საიდან იგი, ვინც ესენი შეიმოსა, რომ არა მიწისგან, არამედ ზევიდან მომავალი იყო სიტყვა და რომ არა დანაწილებადი, არამედ დაუნაწილებელი ჰგიეს სიტყვა მამისა, და რომ, ადამიანი გახდა რა, არათუ განრღვევადი სხეული ჰქონდა - მამაკაცისა და ქალისაგანი, არამედ - მარტოოდენ ქალწულისაგანი, მოქსოვილი სულიწმინდის ხელოვანებით. ამიტომ, ჯალათები, ერთი მხრივ, სხვა სამოს[67]ლებს ანაწილებენ, რადგან დანაწილებადნი იყვნენ ისინი, ანაწილებენ კი ოთხად და, ოთხნაწილედი მსოფლიოს ცოდვის გამო, აღმოსავლეთისკენ, დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ განიმზერენ ეს ნაწილები, რომელთა განმჭვრეტი იოანე მასზე (უფალზე, ე.ჭ.), შემოსილზე, ამბობდა: "აჰა, კრავი ღვთისა, ამღები სოფლის ცოდვისა". მარტოოდენ კვართის განრღვევა ვერ შეძლეს [ჯალათებმა] მისგან მოსწავებული ნიშანდების შიშით"39 (Homilia de Passione et Cruce Domini, PG. 28, col. 221: Μέλλων δὲ τοῦτο ποιεῖν, ἐξεδύσατο τὰ ἱμάτια. Ἔδει γὰρ αὐτὸν, εἰσάγοντα τὸν ἄνθρωπον εἰς τὸν παράδεισον, ἀπεκδύσασθαι τοὺς χιτῶνας, οὓς ἔλαβεν ὁ Ἀδὰμ ἐκβαλλόμενος ἐκ τοῦ παραδείσου. Ὅτε γὰρ ἥμαρτε, καὶ λοιπὸν ἤμελλεν ἀποθνήσκειν, ἔλαβε δερματίνους χιτῶνας, ἐκ νεκρῶν ζώων γενομένους, σύμ βολον ὄντας τῆς διὰ τὴν ἁμαρτίαν νεκρώσεως αὐτῷ προσγενομένης. Ἀλλ' ὁ Κύριος, ὁ πάντα τὰ ἡμῶν δι' ἡμᾶς ἀναδε ξάμενος, ἐνεδύσατο ταῦτα, ἵνα καὶ ἀπεκδύσηται, καὶ ἀντὶ τούτων ἡμᾶς ἐνδύσῃ τὴν ζωὴν καὶ τὴν ἀφθαρσίαν· ἐνεδύσατο δὲ μετὰ τούτων καὶ χιτῶνα ἄῤῥαφον ἐκ τῶν ἄνωθεν ὑφαντὸν δι' ὅλου γενόμενον· ἵνα κἂν ἐκ τού των πιστεῦσαι δυνηθῶσιν οἱ Ἰουδαῖοι, τίς ἐστι καὶ πόθεν ὁ ἐνδυσάμενος ταῦτα· ὅτι οὐκ ἀπὸ γῆς, ἀλλ' ἄνωθεν ἐρχόμενος ἦν ὁ Λόγος, καὶ ὅτι οὐ μεριστὸς, ἀλλ' ἀμέριστός ἐστιν ὁ Λόγος ὁ τοῦ Πατρὸς, καὶ, ὅτι, γενόμενος ἄνθρωπος, οὐκ ἐῤῥαμμένον εἶχε τὸ σῶμα ἐξ ἀνδρὸς καὶ γυναικὸς, ἀλλ' ἐκ Παρθένου μόνης, ὑφασμένον τῇ τοῦ Πνεύματος τέχνῃ. Ὅθεν οἱ δήμιοι τὰ μὲν ἄλλα διαμερίζονται ἱμάτια, μεριστὰ γὰρ ἦν, καὶ εἰς τέσσαρα διαμερίζονται· καὶ γὰρ ὑπὲρ τῆς ἁμαρτίας τῆς τετραμεροῦς οἰκουμένης κατὰ ἀνατο λὴν, καὶ δύσιν, καὶ ἄρκτον, καὶ μεσημβρίαν, ἐφόρει ταῦτα· ἅπερ θεωρήσας ὁ Ἰωάννης ἐνδεδυμένον αὐτὸν ἔλεγεν· Ἰδὲ ὁ ἀμνὸς τοῦ Θεοῦ, ὁ αἴρων τὴν ἁμαρ τίαν τοῦ κόσμου. Τὸν χιτῶνα μόνον οὐκ ἠδυνήθησαν σχίσαι φόβῳ τοῦ δι' αὐτοῦ γνωριζομένου σημείου 40).

[68]თვით სამოსელთა განყოფაც უფლისმიერი განგებულებაა, რადგან, ზემორე ძეგლის უღრმესი საღვთისმეტყველო განმარტების კვალობაზე, უფალი თავს იდებდა კაცობრივთ, რომ სანაცვლოდ საღვთონი მოემადლებინა. ეს ნიშნავს: უფალი გარდამოხდა ზეცით, რომ, პირუკუ, ჩვენ ზეცად ავეყვანეთ, უფალი ხორციელად იშვა, რომ, პირუკუ, ჩვენ უშობელი მამისადმი შევერიგებინეთ, უფალმა ხრწნადი კაცება მიიღო, რომ, პირუკუ, ჩვენ უხრწნელებით შევემოსეთ და ა.შ. ამგვარადვე, მან დაუშვა თავისა სამოსელთა დაყოფა-დანაწილება, რომ, პირუკუ, მამისაგან ძის განუყოფლობის მაცხოვნებელი დოგმატი გაეცხადებინა ჩვენთვის. სრულად დავიმოწმებთ შესაბამის მონაკვეთს:

"რაჟამს გარეშემოიცვა და შეიმოსა მან კაცობრივნი, თავისი თავის მიერ ჩვენეულნი მიაახლა მამას, რომ თავისი ვნებით უვნებელი გაეხადა ვნებული ადამიანი და მცირენი დიდთა მიერ შეეცვალა, ვინაიდან ქვეჩამოვიდა, რომ ჩვენი ზეაღსვლა განემზადებინა, შობის გამოცდილება მიიღო, რომ ჩვენ უშობელ მამას შემოვყვსებოდით, ჩვენს გამო მოუძლურდა, რომ ჩვვენ ძლევამოსილად აღვმართულიყავით და პავლესებრ გვეთქვა: "ყოველივე ძალმიძს ჩემი განმაძლიერებელი იესო ქრისტეს მიერ" (ფილიპ. 4.13). მიიღო ხრწნადი სხეული, რომ ხრწნადს უხრწნელება შეემოსა; შეიმოსა მან მოკვდავობა, რომ მოკვდავს უკვდავება შეემოსა, ... მოკვდა, რომ ჩვენ, როგორც მოკვდავნი კაცობრივად, ღმერთვქმნილიყავით და აღარ ემეფა სიკვდილს ჩვენზე... ამიტომ, ჯვარსაც ეცმის, რომ დაწყევლილობა გამოისყიდოს და ჩვენ კურთხეულობა დავიმკვიდროთ, რამეთუ ივნებდა რა თავად, არანაირად არაფერი ევნებოდა მას, არამედ, უმალ, მოგვმადლებდა, და მოკვდა რა, არ დაშთებოდა მკვდრად, არამედ უმალ მკვდრებსაც განაცოცხლებდა და დაიკვლებოდა რა, არათუ მოისპობოდა, არამედ დაკლულობის სისხლით მარტივად ყველას გამოიხსნიდა, თავად კი შთებოდა უვნებოდ, მაგრამ თუ ვინმე იკითხავს, როგორ მოხდაო ეს, ისმინოს: ორთა საქმეთა თანაშეკრება მოხდა მასში, [69]ხოლო საქმეთა, ვამბობ, არა თანასწორთა, არამედ ყოვლითურთ თანაშეუსწორებელთა, ვინაიდან მოკვდავი უკვდავს თანაშეეწნა, ხრწნადი სხეული უხრწნელ სიტყვას თანაშეერთო, და მოკვდავმა ვერ ავნო უკვდავს, რადგან უვნებო იყო, არამედ თვით ისიც (მოკვდავიც, ე.ჭ.) უმალ უვნებო დაშთა სიკვდილის მპყრობელობისგან41... სწორედ იმიტომ, რომ თანამყოფი იყო თავად უკვდავი სიტყვა, სიკვდილიც საკვირველად გაუჩინარდა მასში (მაცხოვრის მოკვდავ კაცებაში, ე.ჭ.), ისევ როგორც ლერწამი უჩინარდება ცეცხლისგან. მაშ, სიტყვამ, რომელიც უხრწნელია, უმალ არგო ხრწნადს, თანამყოფი იყო რა მასთან, ვინაიდან წყვდიადი სინათლისგან ცისკროვანდება, "უკნინესი კი უმჯობესისგან იკურთხება" (ებრ. 7.7). ამიტომ ახლაც ჯალათების მიერ განიძარცვება იგი იმათგან, რაც ჩვენ ადამში შევიმოსეთ, - ტყავის სამოსელთაგან, რომ მათ სანაცვლოდ შევძლოთ ქრისტეს შემოსვა. ამიტომვე დაითმენს იგი აგრეთვე სამოსელთა განაწილებას, რომ ჩვენ გვქონდეს მამისგან გაუნაწილებელი (ე.ი. განუყოფელი, ე.ჭ.) სიტყვა, რადგან "მე და მამა, - ამბობს, - ერთი ვართ" (იოანე 10.30)" (Homilia de Passione et Cruce Domini, PG. 28, col. 205-208: τὰ ἀνθρώπινα περιβαλόμενος καὶ ἀμφιεσάμενος, δι' ἑαυτοῦ τὰ ἡμῶν προσήγαγε τῷ Πατρὶ, ἵνα, ὡς αὐτὸς πάσχων, ἀβλαβῆ τὸν ἄνθρωπον πάσχοντα κατασκευάσῃ, καὶ μικρὰ μεγάλοις ἀντικαταλλάξηται. Καταβέβηκε γὰρ, ἵνα ἡμῶν τὴν ἄνοδον κατασκευάσῃ· καὶ πεπείραται γενέσεως, ἵνα ἡμεῖς δι' αὐτοῦ τῷ ἀγεννήτῳ φιλιάσωμεν. Ἠσθένησε δι' ἡμᾶς, ἵνα ἡμεῖς ἐγερθῶμεν ἐν δυνάμει, καὶ εἴπωμεν, ὡς ὁ Παῦλος· Πάντα ἰσχύω ἐν τῷ ἐνδυναμοῦντί με Ἰησοῦ Χριστῷ. Ἔλαβε σῶμα φθαρτὸν, ἵνα τὸ φθαρτὸν ἐνδύσηται τὴν ἀφθαρσίαν· ἐνεδύσατο τὸ θνητὸν, ἵνα τὸ θνητὸν ἐνδύσηται τὴν ἀθανασίαν... ἀπέθανεν, ἵνα ἡμεῖς, οἱ ὡς ἄνθρω ποι ἀποθνήσκοντες, θεοποιηθῶμεν, καὶ μηκέτι τὸν θάνατον ἔχωμεν βασιλεύοντα... διὰ τοῦτο καὶ σταυροῦται, ἵνα τὴν κατάραν ἐξ αγοράσῃ, καὶ ἡμεῖς τὴν εὐλογίαν κληρονομήσωμεν. Πάσχων γὰρ αὐτὸς, ἐβλάπτετο μὲν οὐδ' ὅλως, ἐχαρίζετο δὲ μᾶλλον· καὶ ἀποθνήσκων, οὐκ ἔμενε νεκρὸς, ἀλλὰ μᾶλλον καὶ τοὺς νεκροὺς ἐζωοποίει· καὶ σφαγιαζόμε νος δὲ οὐκ ἀπόλυτο, ἀλλὰ τῷ αἵματι τῆς σφαγῆς πάντας ἁπλῶς ἐλυτροῦτο, καὶ αὐτὸς ἔμενεν ἀπαθής. Πῶς δὲ τοῦτο γέγονεν, εἴ τις ἔροιτο, ἀκουέτω. Δύο πραγμάτων ἐν τούτῳ γέγονε σύνοδος· πραγμάτων δὲ λέγω οὐκ ἴσων, ἀλλὰ καὶ κατὰ πάντα σύγκρισιν οὐκ ἐχόντων. Θνητὸν γὰρ ἀθανάτῳ συν επλέκετο, καὶ φθαρτὸν σῶμα ἀφθάρτῳ λόγῳ συνεληλύθει. Καὶ τὸ μὲν θνητὸν οὐκ ἔβλαπτε τὸ ἀθάνατον· ἀπαθὲς γὰρ ἦν· ἀλλ' ἔμενε μᾶλλον ἀπαθὲς καὶ αὐτὸ τῇ τοῦ θανάτου ἐπικρατείᾳ... Διὰ γοῦν αὐτὸν τὸν συνόντα ἀθάνατον Λόγον, καὶ ὁ θάνατος ἐξηφανίζετο παραδόξως ἐν αὐτῷ, ὡς ἀπὸ πυρὸς ἀφανίζεται καλάμη. Ὁ δὲ Λόγος, ἄφθαρτος ὢν, ὠφελεῖ μᾶλλον τὸ φθαρτὸν συνὼν αὐτῷ· τὸ γὰρ σκότος ὑπὸ τοῦ φωτὸς καταυγάζεται, καὶ τὸ ἔλαττον ὑπὸ τοῦ κρείττονος εὐλογεῖται. Διὰ τοῦτο καὶ νῦν ὑπὸ [70]τῶν δημίων ἐκδιδύσκεται, οὓς ἡμεῖς ἐν τῷ Ἀδὰμ ἐνεδυσάμεθα, δερματίνους χιτῶνας, ἵνα ἀντὶ τούτων τὸν Χριστὸν ἐνδύσασθαι δυνηθῶμεν. Διὰ τοῦτο καὶ τὰ ἱμάτια μερίζεσθαι ὑπομένει, ἵνα ἡμεῖς τὸν ἐκ Πατρὸς ἀμέριστον ἔχωμεν Λόγον· "Ἐγὼ γὰρ καὶ ὁ Πατὴρ", φησὶν, "ἕν ἐσμεν"42.

იქვე საკუთრივ საუფლო კვართის დაუნაწილებლობა ამგვარადაა განმარტებული:

"ამიტომ იყრიან წილს მის კვართზეც, თვით კი, ვნებული, გარემოიხედავს43, რომ ქრისტე გახდეს ჩვენი წილი, როგორც ამბობს მეფსალმუნეც: "უფალია ნაწილი ჩემი წილხვედრილობისა და ჩემი სასმელისა" (ფს. 15.5)" (Ibid, col. 208: Διὰ τοῦτο καὶ λαγχάνουσιν ἐπὶ τὸν χιτῶνα, καὶ τοῦτο πάσχων παρορᾷ, ἵνα ἡμῶν κλῆρος ὁ Χριστὸς γένηται, καθὼς καὶ ὁ ψαλμῳδός φησι· "Κύριος μερὶς τῆς κληρονομίας μου καὶ τοῦ ποτηρίου μου"44).

[71]ამრიგად, ნათელია, რომ ვინც იწილხვედრა კვართი, მან იწილხვედრა ქრისტე. სწორედ ამიტომაა ეკლესია "წილხვედრითად" (ე.ი. საუფლო განგებით) კვართის მიმღები როგორც ქრისტეს მიმღები ანუ ქრისტეშემოსილი, თუმცა, ამავე დროს, ეკლესია თავადვეა კვართი უფლისა, რადგან კვართისებრ ჰმოსავს იგი განკაცებულ ღმერთს როგორც მისი მარადუხრწნელი და სულიერი სხეული, ხოლო რადგან საუფლო კვართის სულიერება განუყრელია მისი სხეულებრივი შეგვამოვნებისგან, შესაბამისად (აქვე აღვნიშნავთ), შეხებადი კვართის წილად მიმღები ქართლიც, კათოლიკე ეკლესიისებრ, ხდება სწორედ კვართის წილხვედრი და კვართშემოსილი ანუ, რაც იგივეა, ეკლესიაშემოსილი, ქრისტეშემოსილი, კვართისებრ განურღვეველი ერთი და მხოლოდ ეკლესიის მსოფლიოობით, საყოველთაოობით ცხოველქმნილი.

მართლმადიდებელი ეკლესიის კვართისებრ განურღვევლობა და ქრისტეშემოსილობა ზედმიწევნით ნათლად არის ნამცნები წმ. ბასილი დიდის მიერ:

"იუდეველებს შეჰფერით განყოფა, ხოლო ღვთის ეკლესია, რომელმაც ჯარისკაცთა მიერ განუყოფლად დაცული უკერველი, ზეგარდმო მოქსოვილი კვართი მიიღო და ქრისტე შეიმოსა, ნუ განყოფს სამოსელს!"45.

პაპი ფელიქს II ზენონ იმპერატორისადმი V ს-ის 80-იან წლებში გაგზავნილ ეპისტოლეში ცნობილი მწვალებლის პეტრე კნაფევსის ანუ ფულონის (მკაწვრელის) შესახებ თავად ეკლესიას ათქმევინებს შემდეგ სიტყვებს:

"და ამიტომ, აწ ღვთის წმინდა ეკლესია შენ როგორც რჩეულ შვილს დაუცხრომლად გეზრახება დედობრივი სიტყვებით: "ჰოი, ქრისტესმოყვარეო მეფეო, ... რის გამოა, რომ პეტრე, უარმყოფელი ჩემი სარწმუნოებისა, ... არღვევს ჩემს კვართს, ზეგარდმო მოქსოვილს?" (καὶ διὰ τοῦτο νῦν ἡ ἁγία τοῦ θεοῦ ἐκκλησία ταῖς μητρικαῖς σε φωναῖς ὡς [πρὸς] τὸν ἔξοχον αὐτῆς υἱὸν προσφθεγγομένη οὐ παύεται. "ὦ φιλόχριστε βασιλεῦ, ... τίνος ἕνεκεν Πέτρος τὴν ἐμὴν πίστιν ἀθετήσας, ... ῥηγνύει τὸν χιτῶνά μου τὸν ἄνωθεν ὑφαντόν; 3.24-25).

მაცხოვრის კვართის იგივეობა მართლმადიდებელი ეკლესიის განურღვეველ სისავსესთან თავისთავად გულისხმობს ამავე კვართის სულიერი შინაარსით ყველა იმ საღვთო მოვლენისა თუ სიწმინდის, საუფლო მადლის ვლენის ყველა იმ სახეობისა თუ გვარეობის სრულ განმსჭვალულობას, რაც ზემოხსენებულ საეკლესიო სისავსესთან ერთმთლიანია. [72]მაგალითად, უფლის კვართი, უპირველესად გულისხმობს, ეკლესიისა და მაცხოვნებელი სარწმუნოების ურღვევ საძირკველს, სახარება-ოთხთავს. მოვუსმინოთ:

"კრეტსაბმელი განიპო, ხოლო მაცხოვრის კვართი არ განრღვეულა თვით ჯალათებისგანაც კი, არამედ დარჩა მთლიანი, ვინაიდან ყოვლითურთ მთლიანი ჰგიეს სახარება, განირღვა კი აჩრდილნი" (შდრ. τὸ μὲν καταπέτασμα ἐσχίσθη, ὁ δὲ χιτὼν τοῦ Σωτῆρος οὐδὲ ὑπὸ δημίων διῃρέθη, ἀλλ' ἔμεινεν ὁλόκληρος. Μένει γὰρ τὸ Εὐαγγέλιον διὰ παντὸς ὁλόκληρον, τῶν σκιῶν διαιρουμένων. Homilia de Passione et Cruce Domini, PG. 28, col. 221; შდრ. ექვთიმესეული თარგმანი: "ხოლო კუართი მაცხოვრისაჲ განუკუეთელად ეგო და ვერ განკუეთეს იგი მტარვალთა მათ. იგი სახე იყო ამისცა საქმისაჲ, ვითარმედ ჰგიეს სახარებაჲ მარადის განუკუეთელად, ხოლო აჩრდილნი იგი განიკუეთნეს", წმ. იოანე ოქროპირი, თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ, დასახ. გამოც. გვ. 439).

სახარებასთან ერთად საუფლო კვართი სიმბოლოა მთელი ღვთივსულიერი წმინდა წერილისა ანუ ბიბლიისა. ამ მხრივ საგულისხმო განმარტება აქვს მოწოდებული დიდიმე ალექსანდრიელს, რასაც სრულად დავიმოწმებთ:

"გარდა ისტორიისა46, უფრო ალეგორიულად, იესოს "სამოსელნი" და "კვართი"47, შესაძლებელია იყოს წერილთა48 გარეგანი ნასიტყვობანი49, ვი[73]ნაიდან ამათ შეიმოსავს და გარეშემოიცავს გვამოვანი ღმერთი-სიტყვა სულიერ გააზრებათა კვალობაზე50. მაშ, სხვაგვარმადიდებელი ჯალათები და უფლისმკვლელი სულები ანაწილებენ "მაცხოვრის სამოსლებს" - ესე იგი წერილის სიტყვებს, რადგან ყოველი მათგანი რაღაცის მიმღებია წერილისგან, რაღაცისა კი - არა, თუმცა კი კვართი იესოსი განუპობელი ჰგიეს, რადგან "უკერველია" იგი, ვინაიდან არათუ იძულებითი ერთიანობა აქვს მას, არამედ  - თანაბუნებითი, არის კი იგი, აგრეთვე, "ზევიდან მოქსოვილი მთლიანად" იმიტომ, რომ ღმრთივსულიერია, გამომდინარე იქიდან, რომ წერილის ყველა აზრი ზევიდან არის, ხოლო ეკლესია არც ანაწილებს "სამოსლებს", არც წილს ჰყრის მათზე, რადგან მთლიანად ყველა აქვს და შემოსილი აქვს, წარდგომილია რა იესუს მარჯვნივ, ვითარცა დედოფალი, ოქროვანი კვართით გარეშემოცმული, ნაირფერადი51, ხოლო ამ სამოსელთა ზეაღმვლელი შეიმოსავს თვით იესოსაც, რომელიც არის სიბრძნე და ძალა მამისა52" (Πρὸς τῇ ἱστορίᾳ ἀλληγορικώτερον Ιμάτια ̔ καὶ Ιματισμὸς ̔ Ιησοῦ ̓εἶναι δύνανται αἱ πρόχειροι τῶν γραφῶν λέξεις· ταύτας γὰρ ἀμφίσκεται καὶ περιβάλλεται ὁ θεὸς λόγος ὑφεστὼς κατὰ τὰ πνευματικὰ νοήματα. οἱ οὖν ἑτερόδοξοι δήμιοι καὶ πνεύματα κυριοκτόνα τὰ ἱμάτια τοῦ σωτῆρος μερίζονται τὰς τῶν γραφῶν λέξεις.  ἕκαστος γὰρ αὐτῶν τὰς μὲν δέχεται τῶν γραφῶν,  τὰς δὲ οὔ, καίτοι τοῦ χιτῶνος Ιησοῦ ̓ ἀσχίστου τυγχάνοντος διὰ τὸ εἶναι ἄρραφον· οὐ γὰρ βεβιασμένην ἕνωσιν ἀλλὰ συμφυῆ ἕχει. ἕστιν δὲ καὶ ἄνωθεν διὰ τὸ θεόπνευστος εἶναι ὑφαντὸς δι' ὅλου· διὰ πάσης γὰρ δυνάμεως ἡ γραφὴ ἄνωθέν ἐστιν.  Ἡ δὲ ἐκκλησία οὐ μερίζεται τὰ ἱμάτια οὐδὲ κλῆρον βάλλει ἐπ' αὐτοῖς· ὅλα γὰρ ἔχει καὶ ἐνδέδυται παραστᾶσα ἐκ δεξιῶν Ιησοῦ ̓ οἷα Βασιλὶς ἐν ἱματισμῷ διαχρύσῳ περιβεβλημένη πεποικιλμένη.  [74]ὑπεραναβᾶσα δὲ ταῦτα τὰ ἱμάτια καὶ αὐτὸν Ιησοῦν ἐνδύσεται ὄντα σοφίαν καὶ δύναμιν πατρός, σοφὴ καὶ δυνατὴ γινομένη, Psalmenkommentare aus der Katenenuberlieferung, I (Patristiche Texte and Studien, 15), ed. E. Muhlenberg, Berlin-New York, 1975, p. 204, fr. 187)53.

ასევე, საუფლო კვართი მოასწავებს ნათლისღების უწმინდეს საიდუმლოს:

"რამეთუ ჩემი სიყრმიდან ვიდრე აქამდე უჯერო გულისთქმებს კარი გავუღე და უწესო აღძვრანი ვიხმიე, შევამწიკვლე რა კვართი, ზევიდან მოქსოვილი წმინდა ნათლისღების მიერ" (წმ. იოანე ოქროპირის ავტორობით ცნობილი ლოცვა, PG. 63, col. 923: Ἀπὸ γὰρ νεότητός μου καὶ μέχρι τοῦ νῦν ταῖς ἀτόποις ἐπιθυμίαις θύραν ἀνοίξας, ἀχαλινώτοις καὶ ἀτάκτοις ἐχρησάμην ὁρμαῖς,  μολύνας τὸν χιτῶνα τὸν ἄνωθεν ὑφαντὸν τοῦ ἁγίου μου βαπτίσματος).

კვართი სიმბოლოა, აგრეთვე, თავად მართლმადიდებლობისა, როგორც ეს ნაუწყებია თევდორიტე კვირელის მიერ სერგიოს ჰიპატიოსისადმი გაგზავნილ ეპისტოლეში:

"ხოლო ვლოცულობ კი, მაინც, მე მდაბალი, რომ შენ ... კნინოდენღა გესხუროს ამა ყოფის მწუთხე54 ტალღები, შეინარჩუნო კი, ამასთან, უმწიკვლოდ და შეურყვნელად მართლმადიდებლობის კვართი" (Epist. 162: σὲ δὲ ὅμως εὔχομαι ὁ ταπεινὸς τοῖς ἐν μέσῳ ἐγκαλινδούμενον ὀλίγα μὲν τοῖς κατὰ βίον κύμασιν ἁλμυροῖς ῥαντίζεσθαι, ἄσπιλον δὲ ὁμοῦ καὶ ἄμωμον τὸν τῆς ὀρθοδοξίας χιτῶνα διατηρεῖν, Theodori Studitae Epistolae, vol. 2, Berlin, 1992, p. 283).

წმ. ათანასე ალექსანდრიელის ავტორობით ცნობილ ქადაგებაში "წმინდა პასექის შესახებ", რაც მიმართულია ახალნათელღებულთადმი, კვართი შეწყვილებულია სარწმუნოებასთან:

"რამეთუ გამოგაჩინა შენ ქრისტემ აღდგომილად, ახლა - სიმბოლოებით, მაგრამ თანდათან გამოაჩენს ამას საქმეებში, თუკი სარწმუნოების კვართს ცოდვებით არ შევრყვნით" (Homilia in sanctum Pascha, PG. 28, col. 1081: Εδειξε γάρ σε Χριστὸς ἐγειρόμενον. νῦν μὲν συμβόλοις, δείξει δὲ κατὰ μικρὸν ἐν τοῖς πράγμασιν, ἐὰν τὸν χιτῶνα τῆς πίστεως μὴ ταῖς ἁμαρτίαις ῥυπώσωμεν).

კიდევ, იმავე მოძღვრის ავტორობით ცნობილ ქადაგებაში "წმინდა [75]პასექისა და ახალნათელღებულთა შესახებ" ვკითხულობთ:

"ნუ შევრყვნით სარწმუნოების კვართს, რაც მადლმა გამოქსოვა" (Homilia in sanctum Pascha et in recens illuminatos, PG. 28, col. 1089: Μὴ ῥυπώσωμεν τὸν χιτῶνα τῆς πίστεως, ὃν ἡ χάρις ἐξύφανε).

კვართი როგორც მაცხოვრის ორბუნებოვნების ცხადმყოფელი (იხ. ზემოთ), მაცხოვარში საღვთო და კაცობრივ ბუნებათა შეერთების ანუ თავად განკაცების მარადცხოველი სიმბოლოცაა. წმ. პროკლე კონსტანტინოპოლელი ქადაგებისას ასე შეასხამს ხოტბას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს (თვით მწვალებელი ნესტორის თვალწინ):

"თანამოგვიწოდა ჩვენ წმინდა მარიამმა, ქალწულობის შეურყვნელმა საუნჯემ, მეორე ადამის გონითმა სამოთხემ, ბუნებათა შეერთების ბრძმედმა55... ერთადერთმა ხიდმა ღვთისთვის ადამიანებისკენ, განგებულების56 განსაკრთომელმა ქსოვილმა57, რომლითაც გამოუთქმელად მოიქსოვა [76]შეერთების კვართი, რისი მქსოველიც სულიწმინდაა, დამრთველი - მაღლიდან მოჩრდილებელი ძალა, მატყლი - ადამის თავდაპირველი ტყავი, მისაქსელი - ქალწულისაგანი შეუმწიკვლებელი ხორცი, მაქო - შემმოსველის (ე.ი. ნაქსოვის შემოსვისებრ ხორცის მიმღების, ანუ მაცხოვრის, ე.ჭ.) განუზომელი მადლი, მეხელოვნე - სმენის გზით შემოსული სიტყვა" (I.1: συνεκάλεσεν ἡμᾶς ἡ ἁγία Μαρία, τὸ ἀμόλυντον τῆς παρθενίας κειμήλιον, ὁ λογικὸς τοῦ δευτέρου ‘Αδὰμ παράδεισος, τὸ ἐργαστήριον τῆς ἑνότητος τῶν φύσεων, … ἡ μόνη θεῶι πρὸς ἀνθρώπους γέφυρα, ὁ φρικτὸς τῆς οἰκονομίας ἱστὸς ἐν ὧι ἀρρήτως ὑφάνθη ὁ τῆς ἑνώσεως χιτών, οὗπερ ἱστουργὸς μὲν τὸ πνεῦμα τὸ ἅγιον, ἔριθος δὲ ἡ ἐξ ὕψους ἐπισκιάσασα δύναμις, ἔριον δὲ τὸ ἀρχαῖον τοῦ ’Αδὰμ κώιδιον, κρόκη δὲ ἡ ἐκ παρθένου ἀμόλυντος σάρξ, κερκὶς δὲ ἡ ἀμέτρητος τοῦ φορέσαντος χάρις, τεχνίτης δὲ ὁ δι’ ἀκοῆς εἰσπηδήσας λόγος, Proclus of Constantinople and the cult of the Virgin in late antiquity: homilies 1-5, texts and translations by Nicholas Constas, Leiden, 2003, p. 13658)".

კიდევ, იგივე მოძღვარი:

"თუ სხვაა ქრისტე და სხვა - ღმერთი-სიტყვა, აღარ ყოფილა სამება, არამედ - ოთხება. ნუ განაპობ განგებულების (=განკაცების, ე.ჭ.) კვართს, "ზევიდან მოქსოვილს". ნუ დაემოწაფები არიოზს. იგი უღვთოდ განკვეთს არსებას. არ განყო შენ ერთობა, რომ არ განიყო ღვთისგან" (I.8: εἰ ἄλλος ὁ Χριστὸς καὶ ἄλλος ὁ θεὸς λόγος, οὐκέτι τριάς, ἀλλὰ τετράς. μὴ σχίσηις τὸν τῆς οἰκονομίας χιτῶνα τὸν ἄνοθεν ὑφαντόν. μὴ μαθητεύσηις ‘Αρείῳ. ἀσεβῶς ἐκεῖνος τὴν οὐσίας τέμνει. σὺ τὴν ἕνωσιν μὴ μέριζε. ἵνα μὴ μερισθῇς ἀπὸ τοῦ θεου, Ibid, p. 14459).

წმ. მაქსიმე აღმსარებელი მრავალი წახნაგით განმარტავს საუფლო კვართის სულიერ რაობას, ასაჩინოებს რა, ამასთან, განყოფილ სამოსელთა სახისმეტყველურ მნიშვნელობასაც. მოვიტანთ სრულ ციტატას60:

[77]"კითხვა დ: როგორ ამცნო უფალმა მოწაფეებს ორი კვართის არქონა, მაშინ როცა მას, წმინდა იოანე მახარებლის თანახმად, ხუთი ჰქონდა, როგორც ეს მათი დამნაწილებლებისგან არის ცხადი, და რას ნიშნავს ხსენებული სამოსლები?

პასუხი: მაცხოვარს არ ჰქონია ხუთი კვართი, არამედ - ერთი სხეულზე და ერთიც გარემოსაცმელი, რომელთაგან შიგნითას, სხეულზე რომ ჰქონდა, უწოდებენ "კვართს", ხოლო გარედან შემოსაცმელს სახელდებენ "სამოსლად". მაგრამ მახარებელმა იოანემ, სულიწმინდის მიერ, თხრობისეული გამოთქმით საიდუმლოდ გადმოსცა ჭვრეტისეული გამოუთქმელობა, რომ მას ჩვენი გონება მონათხრობთა მიერ გონისეულთაკენ წარემართა. ერთი მხრივ, მაშ, ზეგარდმო მთლიან-ნაქსოვი კვართი მაცხოვრისა, რაც ვერ განაპეს ჯვარმცმელებმა (თუმცა გახდის ნება მიეცათ), ესაა სათნოებათა ურთიერთშორისი განუყრელი თანაშეკავშირება და თანაშეწნულობა, და მათი ჩვენს მიერ გონივრულობის შესაბამისი და შესაფერისი დამცველობა; ანდა ესაა მისებრ (კვართის მსგავსად, ე.ჭ.) ზეგარდმო სულიწმინდის მიერ მოქოსვილი მადლი ახალი ადამიანისა. მეორე მხრივ, გარედან შემოსაცმელი ესაა გრძნობადი სოფელი, ოთხ სტიქიონად განწვალებული, რასაც ოთხი სამოსლისებრ ინაწილებენ ისინი, რომლებიც ჩვენში გონისეულად ჯვარს აცვამენ უფალს. ასე რომ, ინაწილებენ ეშმაკები ოთხი სტიქიონის ხილულ შესაქმეს, რომლებიც ჩვენს, - შესაქმეში საღვთო მიზეზთა უმეცართ, - ვნებისადმი გრძნობადი ხედვისთვის განგვამზადებენ, ამასთან, სათნოებათა კვართს თუმც აღძარცვავენ ჩვენგან კეთილთა არმოქმედების შედეგად61, მაგრამ არ ძალუძთ დაგვარწმუნონ, რომ სათნოება ბოროტებაა. ამრიგად, არათუ ანგარების საბაბად უნდა ვაქციოთ მაცხოვრის ხუთი სამოსელი, არამედ ვიცოდეთ, თუ რა არის წერილის განაზრახი ან როგო ხდება, რომ ჩვენში, კეთილთა უგულებელყოფით და კეთილთა მიმართ უმოქმედობით, ჯვარს ეცმის და განიძარცვება უფალი, ხოლო ეშმაკები, ჩვენი გზით, ვნებათა მსახურებისთვის სამოსელთაებრ განყოფენ მის ქმნილებას, გავხდეთ კი დამცველნი ჩვენდამი ღვთისგან მომადლებული სიკეთეებისა და შესაქმეს კეთილად განვჭვრეტდეთ მხოლოდ მის სადიდებლად, ამასთან ცოდნისმიერი სიტყვის კვართს, - ვამბობ კი სათნოებებს, - კეთილ საქმეთა მიმართ გულმოდგინებით აღუძარცველად ვინარჩუნებდეთ. ხოლო თუ გსურთ, რომ, ზემოთქმულთა გარდა, ზეგარდმო მოქსოვილი კვართი უსხეულო და გონისეულ არსებათა სამყაროდ გაიაზროთ, ხოლო გარედან შემოსაცმელი, რაც სტიქიონ[78]თაებრ ოთხ ნაწილად განყო სიტყვამ62, ხორციელ ბუნებად გაიგოთ, ჭეშმარიტებისგან არ შეცდებით; ამათგან63 სხეული ხრწნადობით დაარღვიეს [ეშმაკებმა], იარაღად გამოიყენეს რა ჩვენს წინააღმდეგ ჩვენგან რჯულის მცნების გარდასვლა, სული კი, როგორც ზეგარდმო თანამონათესავეობის მქონე, ვერ განაპეს64" (შდრ. ΕΡΩΤΗΣΙΣ ∆'. Πῶς τοῖς μαθηταῖς ἐνετείλατο ὁ Κύριος μὴ κτήσασθαι δύο χιτῶνας,  αὐτὸς πέντε κεκτημένος κατὰ τὸν ἅγιον εὐαγγελιστὴν Ἰωάννην, ὡς ἐκ τῶν μερισαμένων αὐτὰ δῆλόν ἐστι. Καὶ τίνα ταῦτα τυγχάνει τὰ ἱμάτια; ΑΠΟΚΡΙΣΙΣ. Ὁ Σωτὴρ οὐκ ἔσχε πέντε χιτῶνας ἀλλ᾽ ἕνα τὸν ἐπὶ τοῦ σώματος καὶ τὴν ἔξω περιβολήν,  ὧν τὸ μὲν ἐντὸς ἐπὶ τοῦ σώματος καλοῦσι χιτώνιον, τὴν ἔξω δὲ περιβολὴν προσαγορεύουσιν ἱμάτιον. Ἀλλὰ μυστικῶς τῷ ῥητῷ τῆς ἱστορίας τὸ τῆς θεωρίας ἄρρητον ὁ μέγας ἐξέδωκε διὰ τοῦ Πνεύματος εὐαγγελιστὴς Ἰωάννης, ἵνα τὸν ἡμέτερον νοῦν διὰ τῶν ἱστορουμένων ἐπὶ τὴν ἀλήθειαν ὁδηγήσῃ τῶν νοουμένων. Ὁ μὲν οὖν ἄνωθεν ὑφαντὸς διόλου χιτὼν τοῦ Σωτῆρος, ὃν οὐκ ἔσχισαν οἱ σταυρώσαντες, κἂν ἐκδύσαι συνεχωρήθησαν, ἡ διάλληλος τῶν ἀρετῶν ἀδιάστατός ἐστι συνοχή τε καὶ συμπλοκὴ καὶ παρ᾽ ἡμῶν τῷ λόγῳ κατάλληλος καὶ πρέπουσα σκέπη,  ἢ ἡ ἄνωθεν κατ᾽ αὐτὸν τοῦ νέου ἀνθρώπου διὰ τοῦ Πνεύματος ὑφασμένη χάρις.  Ἡ ἔξω δὲ περιβολὴ ὁ αἰσθητός ἐστι κόσμος, στοιχείοις τέσσαρσι διαιρούμενος,  ὃν ὡς τέσσαρα ἱμάτια μερίζονται οἱ νοητῶς ἐν  ἡμῖν σταυροῦντες τὸν Κύριον. Μερίζονται τοίνυν οἱ δαίμονες τὴν φαινομένην κτίσιν τῶν τεσσάρων στοιχείων, πρὸς πάθος ὁρᾶν κατ᾽ αἴσθησιν ἡμᾶς παρασκευάζοντες τοὺς ἐν αὐτῇ θείους ἀγνοήσαντας λόγους.  Τὸν δὲ χιτῶνα τῶν ἀρετῶν κἂν ἐπαίρουσιν ἐξ ἡμῶν διὰ τῆς τῶν καλῶν ἀπραξίας,  ἀλλὰ τὴν ἀρετὴν κακίαν εἶναι πεῖσαι οὐ δύνανται. Μὴ τοίνυν πλεονεξίας ἀφορμὴν ποιήσωμεν τὰ πέντε τοῦ Σωτῆρος ἱμάτια, ἀλλὰ γνῶμεν τί τῆς Γραφῆς ὑπάρχει τὸ βούλημα,  καὶ πῶς ἐν ἡμῖν ἀμελοῦσι τῶν καλῶν ὁ Κύριος σταυροῦται καὶ γυμνοῦται διὰ τῆς ἡμῶν ἐν τοῖς καλοῖς ἀργίας, καὶ πρὸς ὑπηρεσίαν παθῶν δι᾽ ἡμῶν,  ὥσπερ ἱμάτια,  μερίζονται τὴν αὐτοῦ κτίσιν οἱ δαίμονες· καὶ ἀσφαλεῖς γενώμεθα φύλακες τῶν ἐκ Θεοῦ χαρισθέντων ἡμῖν ἀγαθῶν· καὶ τὴν κτίσιν καλῶς πρὸς μόνην τὴν αὐτοῦ θεασώμεθα δόξαν· καὶ τὸν χιτῶνα τοῦ λόγου τῆς γνώσεως, φημὶ δὲ τὰς ἀρετάς, διὰ τῆς σπουδῆς τῶν ἀγαθῶν ἔργων ἀναφαίρετον τηρήσωμεν. Εἰ δὲ βούλεσθε, πρὸς τοῖς εἰρημένοις, χιτῶνα μὲν νοεῖν ἄνωθεν ὑφαντὸν τὸν τῶν ἀσωμάτων καὶ νοητῶν οὐσιῶν κόσμον, τὴν ἔξω δὲ περιβολήν, ἣν εἰς τέσσαρα μέρη ὡς στοιχεῖα διεῖλεν ὁ λόγος, εἰς τὴν σωματικὴν φύσιν νοεῖν, οὐχ ἁμαρτήσεσθε τῆς ἀληθείας· ὧν τὸ μὲν σῶμα τῇ φθορᾷ διέλυσαν, ἰσχὺν λαβόντες καθ᾽ ἡμῶν τοῦ νόμου τῆς ἐντολῆς τὴν παράβασιν, τὴν δὲ ψυχήν, [79]ὡς τῆς ἄνωθεν συγγενείας ὑπάρχουσαν, οὐ κατέσχισαν).

ნიმუშების მოტანა კვლავ შეიძლებოდა, მაგრამ ის, რაც დავიმოწმეთ, სავსებით საკმარისია საუფლო კვართის ეკლესიოლოგიის, ზოგადად, მისი ღვთისმეტყველების მართებული შეცნობისთვის.

და მაინც, ისევ და ისევ ისმის კითხვა:

რატომ განეგო უფლისგან კვართის წილხვედრობა ქართლისადმი?

ნაწილობრივ, ფრაგმენტულად ამაზე ზემოთაც მივანიშნებდით, ამჯერად კი უფრო მეტი მკაფიოობით უნდა გავცეთ პასუხი ზემორე კითხვას:

ქართლმა საუფლო კვართი იწილხვედრა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მაცხოვრის ხორციელი მოღვაწეობისას სწორედ ქართლში აღესრულა ის განსაკუთრებული მღვდელმოქმედებითი საიდუმლო, რაც წესით იერუსალიმში უნდა აღსრულებულიყო, რომ არა იმჟამინდელ იერუსალიმელ სამღვდელოთა65 სულიერი დაბრმავებულობა.

ეკლესიის მამები მსჯელობენ იმაზეც, თუ რა სახით უნდა მომხდარიყო ღვთის გამომხსნელობითი განკაცების შეწყნარებულობა იერუსალიმის ძველი აღთქმის ეკლესიის მიერ, კაცობრივ სიბრმავეს რომ არ ემძლავრა იმჟამინდელ მღვდელთმთავართა შორის. პავლე მოციქულიც მიუთითებს:

"რომ სცოდნოდათ, არც აცვამდნენ ჯვარს დიდების უფალს" (I კორ. 2.8: εἰ γὰρ ἔγνωσαν• οὐκ ἂν τὸν κύριον τῆς δόξης ἐσταύρωσαν).

ზემოთ დავიმოწმეთ წმ. კირილე ალექსანდრიელის განმარტება, სადაც ნაუწყებია:

"მათ (იერუსალიმის იუდეველებს, ე.ჭ.) რომ მიეღოთ სარწმუნოება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესადმი, თანაშეიკრიბებოდა მათგან კრებული როგორც დიდი რამ ნაწილი ეკლესიისა, მოედევნებოდა კი მათ წარმართთა სიმრავლეც, მაგრამ ვინაიდან ფრიადი ურჩობის გამო წარმართთა ზურგში აღმოჩნდნენ და რიცხობრივად სწორედ ამათი  (წარმართყოფილთა, ე.ჭ.) სიმრავლე გახდა უფრო მეტი, ხოლო თვით ისინი (იუდეველნი, ე.ჭ.), ცხადია, აღმოჩნდნენ სრულიად მცირედნი, რადგან ნარჩენი ცხონდა66, ამის გამო მცირე რამ ნაწილი იმემკვიდრეს მათ (ებრაელებმა, ე.ჭ.) წმინდა მთაზე, ესე იგი, ეკლესიაში. ამასთან, თუ ვინმე იტყოდა, მაშ, რომ მათგან (ებრაელთაგან, ე.ჭ.) "წმინდა მთად" იწოდება ზენა ქალაქი, ცათა-შინა ეკლესია, წმინდანთა დედა და მზრდელი, და რომ მასში სწადიათ მათ მემკვიდრეობის ნაწილის ხვედრება, მართებული იქნებოდა ამგვარი გულისხმისყოფა"67.

[80]ძველი აღთქმა, როგორც წინასწარმეტყველება ახალი აღთქმის შესახებ, სწორედ ახალი აღთქმით იღებს ცხოველყოფას, სულიერ სიცოცხლეს, სულს, განუყრელად თანაშეგვამოვნებულია რა მასთან. შესაბამისად, წმ. კირილეს ზემორე სწავლების კვალობაზე, სწორედ ძველი აღთქმის ეკლესიის მსახურთ მართებდათ მიეღოთ უდიდესი წადიერებით განკაცებული მაცხოვარი, რაც მათვე კათოლიკე მართლმადიდებელი ეკლესიის "დიდ ნაწილად" გამოაჩინებდა და ამ გზით სწორედ ისინი, იერუსალიმის ძველი აღთქმის ეკლესიის სამღვდელონი, ერთი მხრივ, ახალი აღთქმის ეკლესიის სამღვდელოთა ხარისხამდე აღიწეოდნენ, ახალი აღთქმის ეკლესიად, ქრისტეს სულიერ სხეულად, ქრისტეშემოსილად გარდაიქმნებოდნენ, მეორე მხრივ კი ამავე ქრისტეს ეკლესიისკენ მეწინამძღვრეებად გაუხდებოდნენ წარმართებს, მაგრამ სულიერმა სიბრმავემ ცხონებისგან გამოსწირა ისინი. ასეთ დროს, - სრულიად მკაფიოდ და ხაზგასმით უნდა ითქვას, - სწორედ ქართლის, კონკრეტულად მცხეთის ძველი აღთქმის ეკლესიაში აღსრულდა ის, რაც ვერ განხორციელდა იერუსალიმში.

ქართლის ებრაელმა მებაგინეებმა (მეშაბათეებმა) გული გაუხსნეს მოვლინებულ ჭეშმარიტებას, თანამარტვილნი გაუხდნენ მაცხოვარს, სულიერად მაცხოვართან ერთად თანაჯვარსეცვნენ (სიდონიას და ელიოზის დედის აღსასრული, სიდონიას აღსასრული) და მასთან თანადაიფლნენ (სიდონიას და კვართის თანადაფლვა), რითაც კვართისებრ "იწილხვედრეს" მათ მაცხოვარი და აღდგომის ანუ ცხოველქმნილთა ეკლესიის კრებულს თანაშეერთვნენ, ძველი აღთქმის ებრაული მებაგინეობის სანაცვლოდ ახალი აღთქმის მეეკლესიეებად (მეკვირიაკეებად) გამოგვიჩნდნენ. ამიტომ, ერთი მხრივ ირღვევა და ემხობა ზოგადად ბაგინი როგორც ახალი აღთქმის უარყოფისა და მაცხოვრის ჯვარცმის სიმბოლო68, მაგრამ არ ირღვევა მცხეთის ბაგინი69 როგორც ძველი აღთქმის [81]შეურყვნელი (ახალი აღთქმის განმჭვრეტი) ეკლესიის ჭეშმარიტის ახე.

კვართი იქ დამკვიდრდა, სადაც პირველად გაუხსნეს გული ძველი აღთქმის ბაგინის მღვდლებმა უფალს, სადაც მაცხოვრის ჯვარცმამდეც [82]იყო შემეცნებული განკაცებული ღმერთის ჭეშმარიტება, სადაც გაიდო პირველი "ულპოლველი" ხიდი ძველი აღთქმიდან ახალი აღთქმისკენ, რითაც ძველი აღთქმის ქართლი და მის კვალს მიდევნებული წარმართული ქართლი (ზედმიწევნით იმგვარად, როგორც ეს ნავარაუდევი იყო წმ. კირილე ალექსანდრიელის ზემოციტირებულ სიტყვებში) გადავიდა სულიერ იორდანეზე ახალი აღთქმის ქვეყანაში, ახალი აღთქმის ეკლესიაში, სადაც ძველმა აღთქმამ და ძველი აღთქმის ეკლესიამ ბუნებითად შეიტკბო ახალი აღთქმა და ძველი აღთქმის ბაგინი გარდაიქმნა ახალი აღთქმის ეკლესიად70.

მაცხოვრის მღვდელმოქმედება მცხეთის მიმართ, რაც გულისხმობს ქართლის დედაქალაქის გარდაქმნას იერუსალიმად71, მართლმადიდე[83]ბლობის დედაქალაქად72 სათავეს იღებს უშუალოდ მაცხოვრის ჯვარცმიდან (როდესაც ხმა უფლის ჯვარზე მიმსჭვალვისა ანუ მილურსმნვისა საიდუმლოებითად მცხეთამდე გახმიანდება73) და გვირგვინდება IV ს-ში მცხეთის ძლევაშემოსილი ჯვრის აღმართვით, რაც, როგორც ქვემოთ ვნახავთ, იგივე გოლგოთის ჯვარია და იმგვარივე მსოფლიო (და არა კერძოობითად ეროვნული) სიწმინდეა, როგორც თავად კვართი, ამიტომ [84]აღიმართა მცხეთის ჯვარი (უკეთ, მცხეთაში გამოჩინებული იერუსალიმის ჯვარი), თანახმად მისი პოსტამენტის წარწერისა, "მცველად ყოვლისა სოფლისა", რაც კვლავაც სწორედ იმას ცხადყოფს, რომ ქართლის ეკლესია სწორედ კათოლიკე ანუ საყოველთაო ეკლესიაა ადგილობრივ მწირობაში, იმ ღვაწლისთვის მარადისი ახოვანებით მორკინალი, რაც ერთი წმინდა კათოლიკე და მართლმადიდებელი ეკლესიის ანუ ქრისტეს ერთი სხეულის, ქრისტეს ეკლესიის მარადგანურღვეველი კვართის ებგურობას გულისხმობს ვიდრე ჟამთა აღსასრულამდე.

ამრიგად, როგორც აღვნიშნეთ, მცხეთის ჯვარი იგივეა, რაც მცხეთაში აღმართული გოლგოთის ჯვარი.

შესაბამისად, მცხეთის იერუსალიმად გარდაქმნა, მისი გაიერუსალიმება ესაა საღვთო მღვდელმოქმედება, დასაბამ-დადებული იერუსალიმში გოლგოთის ჯვარზე და სრულქმნილი მცხეთაში იმავე გოლგოთის ჯვარზე.

---------------------------------------------------------

შენიშვნები

1 - შდრ. Hoc unitatis sacramentum, hoc vinculum concordiae inseparabiliter cohaerentis ostenditur, quando in evangelio tunica Domini Jesu Christi non dividitur omnino nec scinditur, sed sortientibus de veste Christi quis Christum indueret, integra vestis accipitur et incorrupta atque indivisa tunica possidetur. Loquitur ac dicit Scriptura divina: De tunika autem, quia de superiore parte non consutilis, sed per totum textilis fuerat dixerunt ad invicem: Non scindamus illam, sed sortiamur de ea cujus sit (Joan 19, 23. s.). Unitatem ille portabat de superiore parte venientem, id est de coelo et a Patre venientem, quae ab accipiente ac possidente scindi omnino non poterat, sed totam simul et solidam firmitatem inseparabiliter obtinebat. Possidere non potest indumentum Christi qui scindit et dividit Ecclesiam Christi. Contra denique cum Salomone moriente regnum ejus et populus scinderetur, Achias propheta Jeroboam regi obvius factus in campo, in duodecim scissuras vestimentum suum discidit dicens: Sume tibi decem scissuras, quia haec dicit Dominus: Ecce scindo regnum de manu Salomonis et dabo tibi decem sceptra, et duo sceptra erunt ei propter ervum meum David et propter Hierusalem civitatem quam elegi, ut ponam поmен meum illic (3 Reg. 11, 31. ss.). Cum duodecim tribus Israel scinderentur, vestimentum suum propheta Achias discidit. At vero quia Christi populus non potest scindi, tunica ejus per totum textilis et cohaerens divisa a possidentibus non est. Individua, copulata, connexa ostendit populi nostri, qui Christum induimus, concordiam cohaerentem. Sacramento vestis et signo declaravit Ecclesiae unitatem (იხ. S. Cyprianus Episcopus Carthaginensis Et Martyr, Liber De Catholicae Ecclesiae Unitate, cap. VII. Tunica indivisa Christi praefigurabatur unitas Ecclesiae; შდრ. ინგლ. თარგმ. This sacrament of unity, this bond of a concord inseparably cohering, is set forth where in the Gospel the coat of the Lord Jesus Christ is not at all divided nor cut, but is received as an entire garment, and is possessed as an uninjured and undivided robe by those who cast lost concerning Christ's garment, who should rather put on Christ. Holy Scripture speaks, saying, "But of the coat, because it was not sewed, but woven from the top throughout, they said one to another, Let us not rend it, but cast lost whose it shall be." That coat bore with it an unity that came down from the top, that is, that came from heaven and the Father, which was not to be at all rent by the receiver and the possessor, but without separation we obtain a whole and substantial entireness. He cannot possess the garment of Christ who parts and divides the Church of Christ. on the other hand, again, when at Solomon's death his kingdom and people were divided, Abijah the prophet, meeting Jeroboam the king in the field, divided his garment into twelve sections, saying, "Take thee ten pieces; for thus saith the Lord, Behold, I will rend the kingdom out of the hand of Solomon, and I will give ten sceptres unto thee; and two sceptres shall be unto him for my servant David's sake, and for Jerusalem, the city which I have chosen to place my name there." As the twvelve tribes os Israel were divided, the prophet Abijah rent his garment. But because Christ's people cannot be rent, His robe, wonen and united throughout, is not divided by those who possess it; undivided, united, connected, it shows the coherent concord of our people who put on Christ. By the sacrament and sign of His garment, He has declared the unity of the Church.

2 - Lect-ით აღვნიშნავთ ლექციონარის ნუსხათა ტექსტს (მოსეს ხუთწიგნეულის ფარგლებში შესაბამისი მონაცემებისთვის იხ. ნ. მელიქიშვილი, ხუთწიგნეული ძველი ქართული ლექციონარების მიხედვით, თბ. 1974, საკანდ. დის., თბ. 1974. დანარჩენი ლექციონარული მასალისთვის იხ. ქართული ლექციონარის პარიზული ხელნაწერი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს კ. დანელიამ, სტ. ჩხენკელმა და ბ. შავიშვილმა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო კ. დანელიამ, ტ. I, ნაწ. I, თბ. 1987; ტ. I, ნაწ. II, თბ. 1997).

3 - "G" აღნიშნავს სახარების გიორგისეულ რედაქციას.

4 - წმ. იოანე ოქროპირი, თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ, თარგმანი წმ. ეფთვიმე მთაწმიდელისა, წიგნი III, თბ. 1998, გვ. 427; საყურადღებოა, რომ თავად "იოანეს სახარების განმარტების" თარგმანში სახეზეა არა "ზემოით-ქსოვილი", არამედ - "ზეით-მოქსოილი//ზეით-მოქსოვილი", იხ. წმ. იოანე ოქროპირი, განმარტება იოანეს სახარებისა, თარგმანი წმ. ეფთვიმე მთაწმიდელისა, ნაწილი II, თბ. 1993, გვ. 309;

5 - სომხ. Երբ զինուորները խաչեցին Յիսուսը, առին անոր հանդերձները ու բաժնեցին չորսի, իւրաքանչիւր զինուորի՝ բաժին մը. նաեւ բաճկոնը: Բաճկոնը առանց կարի էր, ամբողջովին հիւսուած՝ վերէն վար: Ուստի ըսին իրարու. Չպատռե՛նք զայն, հապա վիճա՛կ ձգենք անոր վրայ՝ թէ որո՛ւ պիտի ըլլայ». որպէսզի իրագործուի այն գրուածը՝ որ կ՚ըսէ. Իմ հանդերձներս բաժնեցին իրենց մէջ, եւ իմ պատմուճանիս վրայ վիճակ ձգեցին: Ուրեմն զինուորնե՛րը ըրին այս բաները.

6 - ბერძნული ტერმინი "ქიტონი" (χιτών) წმინდა წერილში არაერთგზის გვხვდება. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ იგი ქართულად ითარგმნებოდა არა მხოლოდ როგორც "კვართი" [თუმცა ამგვარად თარგმნის შემთხვევები საკმაოა: ლევ. 16.4, AK: "კუართი ტილოსა წმიდაჲ" - χιτῶνα λινοῦν ἡγιασμένον [შდრ. G: "სამოსელი სელისაჲ განწმედილი"]; იობ. 30.18, ODS: "სამოსელსა ჩემსა; ვითარცა საყელჱ კუართისა ჩემისაჲ გარე-მომადგეს მე" - ἐν πολλῇ ἰσχύι ἐπελάβετό μου τῆς στολῆς ὥσπερ τὸ περιστόμιον τοῦ χιτῶνός μου περιέσχεν με. მთ. 5.40: "რომელსა უნდეს საშჯელად და მიღებად კუართი შენი [კუართისა შენისა, ხანმეტ.], მიუტევე მას სამოსელიცა შენი" - τῷ θέλοντί σοι κριθῆναι καὶ τὸν χιτῶνά σου λαβεῖν ἄφες αὐτῷ καὶ τὸ ἱμάτιον; ლკ. 6.29: "რომელი მიგიღებდეს შენ სამოსელსა შენსა, კუართსაცა შენსა ნუ აყენებ" - ἀπὸ τοῦ αἴροντός σου τὸ ἱμάτιον καὶ τὸν χιτῶνα μὴ κωλύσῃς. იხ. აგრეთვე პარალელები ჰადიშის ოთხთავიდან], არამედ, უფრო ხშირად, ზოგადი ტერმინით "სამოსელი", რომელიც ამავე დროს სისტემურად გადმოსცემს სხვა ბერძნულ ტერმინებსაც, როგორებიცაა: στολή, ἱμάτιον, ἱματισμός, ἔνδυμα და მისთ. საკუთრივ "სამოსელისა" და χιτών-ის ტერმინოლოგიური თანხვედრა სახეზეა, მაგალითისთვის, შემდეგ მუხლებში: შესაქ. 3.21: "სამოსელნი ტყავისანი"; შესაქ. 37.3: "სამოსელი ჭრელი"; შესაქ. 37.23; შესაქ. 37.31.32.33; გამოსლ. 28.4, {O}B: "და ესე სამოსელნი არიან, რომელნი უქმნნე მას: სამკერდე და სამჴრე და ფერჴთა სასხმელი, სამოსელი ფესუედი და ვარშამანგი, და სარტყელი. და უქმნე სამოსელი წმიდა აჰრონს და ძეთა მისთა სამღდელოდ ჩემ წინაშე" - καὶ αὗται αἱ στολαί ἃς ποιήσουσιν τὸ περιστήθιον καὶ τὴν ἐπωμίδα καὶ τὸν ποδήρη καὶ χιτῶνα κοσυμβωτὸν καὶ κίδαριν καὶ ζώνην καὶ ποιήσουσιν στολὰς ἁγίας ααρων καὶ τοῖς υἱοῖς αὐτοῦ εἰς τὸ ἱερατεύειν μοι); გამოსლ. 28.39-40, {O}B: "სადგმელნი სამოსელთა მათთანი ზეზისანი... და ძეთა აჰრონისთა უქმნე სამოსელი" - καὶ οἱ κόσυμβοι τῶν χιτώνων ἐκ βύσσου... καὶ τοῖς υἱοῖς ααρων ποιήσεις χιτῶνας. გამოსლ. 29.5, {O}B: "და მოიღო სამოსელი და შეჰმოსო აჰრონ, ძმაჲ შენი, და სამოსელი იგი ფერჴთაჲ, და სამჴრე იგი საკითხავი, და შეადგა სამჴრე იგი საკითხავსა" (შდრ. AKCS: "და მომხუმელმან შესამოსელთა წმიდათამან შეჰმოსო აჰრონ, ძმაჲ შენი, და სამოსელი პოდირი შესამოსლისაჲ და სამჴარი და სიტყჳერი, და შეაყო სიტყჳერი იგი სამჴარსა თანა" - καὶ λαβὼν τὰς στολὰς ἐνδύσεις ααρων τὸν ἀδελφόν σου καὶ τὸν χιτῶνα τὸν ποδήρη καὶ τὴν ἐπωμίδα καὶ τὸ λογεῖον καὶ συνάψεις αὐτῷ τὸ λογεῖον πρὸς τὴν ἐπωμίδα; მთ. 10.10, ყველა რედაქცია (ხანმეტისა და ჰადიშურის გარდა): "ნუცა ორსა სამოსელსა" - μηδὲ δύο χιτῶνας (შდრ. ხანმეტ-ჰადიშ.: "ნუცა ორი კუართი"); მრ. 6.9, ყველა რედაქცია (ჰადიშურის გარდა): "ნუცა შემოსად ორი სამოსელი" - μηδὲ δύο χιτῶνας (შდრ. ჰადიშ.: “ნუ შეიმოსთ მრჩობლსა კუართსა"); მრ. 14.63, ყველა რედაქცია (ჰადიშურის გარდა): "ხოლო მღდელთ-მოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი" - ὁ δὲ ἀρχιερεὺς διαρρήξας τοὺς χιτῶνας αὐτοῦ (შდრ. ჰადიშ.: "ხოლო მღდელთმოძღუარმან დამოიპო კუართი თჳსი") და ა.შ. ხსენებული χιτών არაიშვიათად ითარგმნება, აგრეთვე, ტერმინით "შესამოსელი", რაც ჩვეულებრივ, ვარიანტულად ენაცვლება ზემორე "სამოსელს" (მაგ. ზემოდამოწმებული გამოსლ. 28.4, {O}B-ის სანაცვლოდ, სადაც სახეზეა "სამოსელი", AK-ში შემდეგი ტექსტია: "და ესე არიან შესამოსელნი, რომელნი უქმნენ: მკერდის ზედა და სამჴარი და პოდირი, და შესამოსელი [გამოცემაშია: შესამოსმელი] და კიდარი და სარტყელი. და უქმნენ შესამოსელნი წმიდანი არონს და ძეთა მისთა მღდელობად ჩემდა"; იხ. აგრეთვე, გამოსლ. 29.8, AKSC: "შესამოსელნი" (შდრ. {O}B: "შემოსე სამოსელი"]) და ა.შ. საყურადღებოა, რომ გამოსლ. 36.34 (39.25)-ში (BS) ნუსხების მიხედვით) ბერძნული χιτών გადმოტანილია იშვიათი ლექსიკური ერთეულით "პალეგავტი (S; პარეგავტი B; =პალეკარტი)"; "პარეგავტი B) ზეზისა ქმნულქსოილი აჰრონისთჳს და ძეთა მისთა" (შდრ. AK: "და უქმნეს კუართები იგი ზეეზისა საქმე ქსელისაჲ აჰრონს და ძეთა მისთა" - καὶ ἐποίησαν χιτῶνας βυσσίνους ἔργον ὑφαντὸν ααρων καὶ τοῖς υἱοῖς αὐτοῦ). ყურადღებას იქცევს საქ. 9.39, სადაც შესატყვისია ასევე იშვიათი ლექსიკური ერთეული "კუბასტი": "უჩუენებდეს კუბასტებსა და სამოსლებსა" (ἐπιδεικνύμεναι χιτῶνας καὶ ἱμάτια).

7 - აღვნიშნავთ, რომ ტერმინი "კვართი", რაც სახარების ქართულ თარგმან-რედაქციებში გამოიყენება მაცხოვრის "უკერველი, ყოვლად ზეითქსოვილი" სამოსლის აღსანიშნად, მოცემულ შემთხვევაში, ისევე როგორც  მრავალ სხვა ადგილას, გადმოსცემს ბერძნულ χιτών-ს (ლათ. tunica; სლავ. ...; სომხ. ...), თუმცა ეგევე "კვართი" არაიშვიათად დასტურდება, აგრეთვე, შესატყვისად ზოგადად "სამოსლის" აღმნიშვნელი ბერძნული ტერმინისა "სტოლე" (στολή) ან "ქიტონზე" გარეშემოსაცმელი სამოსლისა - "ჰიმატიონ" (ἱμάτιον) ან კიდევ, ზოგადად, გარემოსაცმელისა "პერისტოლე" (περιστολή) ანთუ "მატყლის შემოსაცმელის" აღმნიშვნელი სემანტემისა μανδυή, ანდა, ერთგზის, ფს. 21.19-ის ცნობილი ἱματισμός-ისა. პირველის ნიმუშია, მაგალითად, გამოსლ. 35.19, რომლის AK რედაქციაში ტერმინი "კუართი" ერთდროულად გადმოსცემს ბერძნულ στολή-საც და χιτών-საც (იხ. "იგი წმიდა მღდელობისა მის აჰრონისისა და კუართები იგი ძეთა მათ მისთა" - καὶ τὰς στολὰς τὰς ἁγίας ααρων τοῦ ἱερέως... καὶ τοὺς χιτῶνας τοῖς υἱοῖς ααρων. შდრ. OBS: "და სამოსელსა მას წმიდასა არონის მღდელისასა... და სამოსელსა მას ძეთა აჰრონისთასა სამღდელოსა"); შდრ. აგრეთვე, გამოსლ. 36.8, AK: "იწყეს საქმედ კუართებისა სიბრძნითა" (ἐποίησεν πᾶς σοφὸς ἐν τοῖς ἐργαζομένοις τὰς στολὰς, შდრ. {O}BS: "სამოსელი"); კიდევ, მსჯ. 14.12-13, DS: "ოცდაათი კუართი... ოცდაათი კუართი" (τριάκοντα στολάς... τριάκοντα στολάς ἱματίων, შდრ. G: "შესამოსელნი... ცვალებულნი შესამოსელნი"); კიდევ, მსჯ. 14.19, G: "შესამოსლები მათი და მისცნა კუართნი" (ἔλαβεν τὰ ἱμάτια αὐτῶν καὶ ἔδωκεν τὰς στολὰς, შდრ. DS: "და მოიღო და მისცა მათ სამოსელი იგი"); კიდევ, ლევ. 17.10, G: "კუართი შესამოსლისაჲ და სიცოცხლისა შენისა მიმართნი" (στολὴν ἱματίων καὶ τὰ πρὸς ζωήν σου, შდრ. BDS: "სამოსელი და საზრდელი შენი"); კიდევ, ზირ. 45.10, O: "კუართი იგი სიწმიდისაჲ" (στολῇ ἁγίᾳ); კიდევ, ლკ. 15.22, ჰადიშური: "გამოართუთ მაგას კუართი იგი წინაჲ" (ἐξενέγκατε στολὴν τὴν πρώτην, სხვა რედაქციები: "გამოიღეთ სამოსელი იგი პირველი"). ἱμάτιον-"კუართის" შესატყვისობა სახეზეა, მაგალითად, I მფ. 4.12, OS: "და მოვიდა სელომად მას დღესა კვართდაპებული და მიწაგარდასხმული თავსა ზედა" (τὰ ἱμάτια αὐτοῦ διερρηγότα καὶ γῆ ἐπὶ τῆς κεφαλῆς αὐτοῦ ); შდრ. II მფ. 1.2, OFS: "კუართი დაეპო და მიწაჲ გარდაესხა თავსა მისსა" (τὰ ἱμάτια αὐτοῦ διερρωγότα καὶ γῆ ἐπὶ τῆς κεφαλῆς αὐτοῦ , შდრ. Ja: "კუართ-დაპებული და მიწაგარდასხმული"; შდრ. აგრეთვე, II მფ. 14.30); შდრ. აგრეთვე, იერ. 41.6-ის ოშკურ-იერუსალიმურ რედაქციაში: "ოთხმეოცნი კაცნი წუერ-ყჳნულნი და კუართ-დაპებულნი" (ὀγδοήκοντα ἄνδρες ἐξυρημένοι πώγωνας καὶ διερρηγμένοι τὰ ἱμάτια, შდრ. GS: "ოთხმეოცნი კაცნი, დამყუენელნი წუერთანი და დამბძარველნი სამოსელთა მათთანი"); შდრ. აგრეთვე, ლევ. 13.45, AKSB: "კუართი მისი იყავნ წარჴსნილ" (τὰ ἱμάτια αὐτοῦ ἔστω παραλελυμένα, შდრ. G: "სამოსელნი მისნი იყვნენ განრღუეულ"). "პოდირის" ანუ ფეხებამდე ჩამოშვებული სამოსლის (ποδήρης) შესატყვისად ერთგან AK-ში დასტურდება "კუართი კოჭოდენი" (ე.ი. კოჭებამდე სამოსელი): "ნივთად ზემდგომარისა მის კუართისა კოჭოდენისა" (εἰς τὴν ἐπωμίδα καὶ τὸν ποδήρη, შდრ. OS: "დასაწუელთა [?]"); ზემომითითებული μανδυή "კვართად" თარგმნილია II მფ. 10.4, O-ში: "კუართისა მათისანი და განუტევნა" (ἀπέκοψεν τοὺς μανδύας αὐτῶν ἐν τῷ ἡμίσει ἕως τῶν ἰσχίων αὐτῶν καὶ ἐξαπέστειλεν, შდრ. Ja: "მოჰკუეთნა კალთანი კუართთა მათთანი და განუტევნა იგინი", S: "მოჰკუეთნა კალთა სამოსელთა მათთანი და განუტევნა"); შდრ. II მფ. 20.8, B: "კუართითა სამოსლითა მისისათა" (περιεζωσμένος μανδύαν τὸ ἔνδυμα αὐτοῦ). ტერმინი "კუართი" ბერძნულ περιστολή-ს გადმოსცემს ზირ. 45.7 მუხლში: "შთააცუა მას კუართი იგი დიდებისაჲ", O (περιέζωσεν αὐτὸν περιστολὴν δόξης). რაც შეეხება მეფსალმუნის ღმრთივსულიერ წინასწარმეტყველებას (ფს. 21.19) "მაცხოვრის კვართზე წილისყრის" შესახებ ("განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი [წილს-იგდებდეს BCDE"), ხსენებული წინასწარმეტყველება, როგორც ცნობილია, ციტატის სახით არის დამოწმებული, ერთი მხრივ, მათეს სახარების ზოგ ბერძნულ ნუსხაში (27.35; თუმცა ბერძნულ ნუსხათა მნიშვნელოვანი ნაწილი, ისევე როგორც ვულგატა და სლავური თარგმანი აღნიშნულ ფსალმუნურ ციტატას არ შეიცავენ) და იოანესთან (21.24). უნდა აღვნიშნოთ, რომ და სამივე შემთხვევაში (ე.ი. ფსალმუნურ მუხლშიც და ამავე ფსალმუნური მუხლის მათესეულ და იოანესეულ ციტაციებში) უკლებლივ ყველა ქართული რედაქცია და ნუსხა შეიცავს ტერმინ "კვართს" თუმცა ხსენებული წინასწარმეტყველური მუხლის საკუთრივ ბერძნულ ტექსტში (უკლებლივ ყველა ნუსხის მიხედვით) ქართული "კუართის" შესატყვისად დასტურდება არა ზემორე χιτών, როგორც მოსალოდნელი იყო, არამედ "ჰიმატიონთან" საერთო ძირის მქონე და, მისებრ, ზოგადად "სამოსლის" (ან, კიდევ უფრო ზოგადად, "შემოსილობის") აღმნიშვნელი "ჰიმატისმოს" (ἱματισμός. შდრ. სლავ. იოანეს სახარების მიხედვით: ... ; თვით "ფსალმუნთა" სლავური თარგმანის ტექსტში მოცემულ ადგილას სახეზეა არა..., არამედ ...: ... . შდრ. რუს. об одежде Моей бросали жребий). საგულისხმოა აღინიშნოს, რომ მითითებული ἱματισμός, გარდა ზემორე ფსალმუნური დამოწმებისა, კიდევ დაახლოებით 30-გზის დასტურდება წმინდა წერილში, თუმცა არცერთხელ მის შესატყვისად აღარ გვხვდება "კუართი" (ხსენებული ἱματισμός უდიდესწილად, - კერძოდ, 20-ზე მეტ შემთხვევაში, - გადმოტანილია ტერმინით "სამოსელი", ფაქტობრივად თითოგზის კი, როგორც: "საშესამოსლე", გამოსლ. 22.8, G; "შემოსილებაჲ", ეს. 3.18, G; "სამკაული", ეზეკ. 26.16, OJ; "შესამოსელი", ეზეკ. 26.16, G). საფიქრებელია, რომ ქართველი მთარგმნელები აცნობიერებდნენ ფს. 21.19-ის ἱματισμός-ისა და იოან. 19.24-ის χιτών-ის იდენტურობას და, ამიტომ, ერთი და იმავე შესატყვისით თარგმნეს ორი სხვადასხვა ბერძნული ტერმინი (სხვათა შორის, ამგვარივე ვითარებაა ბიბლიის ლუი სეგონის ფრანგულ თარგმანაში, სადაც ფს. 21.19-ის ἱματισμός-იცა და იოან. 19.24-ის χιτών-იც გადმოტანილია ერთი და იმავე ტერმინით tunique. ძველი თარგმანებიდან ამავე სურათს გვიჩვენებს სომხურიც, სადაც ორივეგან სახეზეა ასევე ერთი და იგივე ტერმინი ...

8 - საყურადღებოა, რომ ელიოზი იერუსალიმში ჩანს უფრო ადრეც, იოანე ნათლისმცემლის მიერ უფლის ნათლობისას. შდრ. შატბერდული რედაქცია: "წყალსა მას იორდანისასა ზაქარიაჲს ძისა განვიდოდეს ყოველნი ნათესავნი ისრაჱლისანი, და შენი მამის დედის ძმაჲ ელიოს თანავე იყო და აჰა ესერა ცაჲ ქუხდა და ქუეყანაჲ იძვროდა" (ძქალძ, I, გვ. 127); ჭელიშური რედაქცია: "წყალსა მას მდინარესა იორდანესა ზაქარია[ჲ]ს ძისაგან ნათე[ლ]-იღო. და განვიდოდეს ყოვლნი ნათეს[ა]ვნი იერუსალჱმისნი, და შენი მამის დედის ძმაჲ ელიოზ თანა იყო" (იქვე); Sin 50: "წყალსა მას მდინარესა ჲორდანესა ზაქარიაჲს ძისა, განვიდოდეს ყოველნი ნათესავნი იერუსალჱმისანი, და შენი მამის დედის ძმაჲ ელიოზ თანა იყო". როგორც ჩანს, ელიოზი პერიოდულად ჩადიოდა იერუსალიმში.

9
- ამ წილხვდომილობაზე ხაზგასმა სახეზეა ყველა ადრეულ ტექსტში: შატბერდული რედაქცია: "ჯუარსა აცუეს და სამოსელსა მისსა ზედა წილ-ითხინეს და წილით ჰხუდა ჩრდილოთა, მცხეთელთა, კუართი იგი უფლისა იესუჲსი" (ძქალძ, I, გვ. 112); ჭელიშური რედაქცია: "ჯუარს-აცუეს და სამოსელსა მისსა ზედა წილი იგდეს; და მიხუდა სამოს[ე]ლი იგი ჩრდილოს, მცხეთელთა მოქალაქეთა, და მათ წარიღეს და დაჰკრძ[ა]ლეს. და ვერვინ შემძლებ[ე] არს ხილვად და ვერცა შეძრვად მისსა, ვიდრემდის არა თჳთ უფალსა უნდეს" (ძქალძ, I, გვ. 112); Sin 50: "რაჲ იგი თჳთ უნდა, მათ აღასრულეს: ჯუარს-აცუეს, სამოსელი მისი წილ-ითხიეს და ჰხუდა წილითა სამოსელი იგი ჩრდილოჲელთა, (!) მცხეთელ მოქალაქეთა, და მათ წარმოჲღეს და დაჰკრძალეს. და ვერ შემძლებელ არიან შეძრვად, ვიდრემდის არა თჳთ უფალსა უნდეს"; შატბერდული რედაქცია: "ხოლო სამოსელი იგი ჰხუდა ამას ქუეყანასა წილით და წარმოიღო ელიოზ" (ძქალძ, I, გვ. 128); ჭელიშური რედაქცია: "ხოლო სამოსელი იგი ხუდა ქართველთა ჰურიათა, და წარმოიღო ელიოზ" (ძქალძ, I, გვ. 128); Sin 50: "ხოლო სამოსელი იგი ხუდა ქართველთა ჰურიათა, და წარმოჲღო ელიოზ"; ჭელიშური რედაქცია: "აღივსო სიხარულითა მეფე და მყის მოხადნა ყოველთა ჰურიათა და ჰკითხა, თუ: "ნამდჳლვე?" და მათ აუარეს მართ[ა]ლი და არა უარ-ყვ[ე]ს. და თქუეს, ვითარმედ: "აქეთ წარვიდეს ელიოზ მცხეთ[ე]ლი და ლონგინოზ კანისელი და თალენავ და მისაელ". და კუართისა მის თქუეს წილით-ხუედრებაჲ ამათი, ხოლო ადგილი იგი უარ-ყვეს. მაშინ განმხიარ[უ]ლდა მირიან მეფე, რაჟამს ეუწყა, ვითარმედ პირველ მოწევნ[უ]ლ იყო კუართი იგი ქრისტესი იერუსალჱმით მცხეთად" (ძქალძ, I, გვ. 128); "არს ამ[ა]ს ქალაქსა შინა სამოს[ე]ლი ქრისტესი ყოლად ზეგარდ[ა]მო ქსოვილი, რომელი ჯუარისმცუმელთა მათ განიყვეს, და კუართი იგი ამათ იხუედრეს, ჩრდილოსა ამ[ა]ს ქალაქსა შინა დაფარეს" (დასახ. გამოც. გვ. 87).

10 - შდრ. "კითხვაჲ: ოდეს პასენიკმან კუერითა ჰკრა სამსჭუალსა მაცხოვრისასა, სადა ვის ესმა ანუ ვინ მოკუდა? მიგებაჲ: ქართლს ელიაზარისა [დედასა] ესმა და იკრჩხიალა და თქუა: "ვაჲ თავსა ჩემსა, რომელ არა უწინვე მოვკუედ", და მას ზედა შეისუენა" (იხ. კ. კეკელიძე, ეტიუდები, VII, თბ. 1961, გვ. 230; აგრეთვე, გაზეთი "საეკლესიო სიწმინდენი" №3, 2000 წ. გვ. 2). ეგევე ამბავი

11 - შდრ. შატბერდული რედაქცია: "ხოლო დედასა მისსა, ვითარცა ესმა ჴმაჲ, ოდეს პასანიკმან ჯუარსა ზედა სამშჭუალსა დასცა კუერი მჭედლისაჲ იერუსალჱმს, აქა ესმა ჴმაჲ და იკრჩხიალნა მწარედ დედაკაცმან მან" (ძქალძ, I, გვ. 128); ჭელიშური რედაქცია: "ხოლო დედ[ა]სა ელიოზისსა ესმა ჴმაჲ იერუსალემით მცხეთად, ოდეს-იგი პასანიკმან ჯუარსა ზედა სამსჭუალსა დასცა კუერი მჭედლისაჲ გოლგოთა[ს]. აქა ესმა და იკრჩხიალნა დედაკაცმან" (ძქა;ძ, I, გვ. 128); Sin 50: "ხოლო დედასა ელიოზისსა ესმა ჴმაჲ იერუსალემით მცხეთას, ოდეს პასანიკმან ჯუარსა ზედა სამრჭაუალსა დასცა კუერი მჭედლისაჲ გოლგოთას. აქა ესმა, იკრჩხიალნა დედაკაცმან მან"; ქართლის ცხოვრება: "ხოლო რაჟამს-იგი იერუსალემს დაჰმსჭუალვიდეს უფალსა, ცემასა მას კუერისასა სამსჭუალთა ზედა მყისებრ მასვე ჟამსა მცხეთას ჴმაჲ ესმა დედასა ელიოზისასა. ხოლო მან საშინელითა კრჩხიალებითა დაიზახნა" (ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. I, თბ. 1955, გვ. 37); "ხოლო ოდეს დამსჭუალეს უფალი და პასანიკმან კუერითა დაჰკრა სამსჭუალთა, აქა დედასა ელიოზისსა ესმა, და იკრჩხიალნა" (იქვე, გვ. 99); "ხოლო ეჰა საკჳრველი და დიდებული სასწაული, და ჭეშმარიტი საღმრთოჲსა მოქმედებისაჲ, რამეთუ დღესა მას და ჟამსა, ოდეს ჯუარს-აცუეს მეუფე უსჯულოთა მათ და მიამთხჳა კუერი ლუსმარსა ჴელთა მათ საუფლოთა ბოროტმან მან მტარვალმან ადგილსა გოლგოთისასა, მასვე ჟამსა მიიწია ყურთა გულისათა დედისა ელიოზისასა მცხეთას და ჴმა-ყო ძლიერად აღძრულმან სულისა მიერ" (არსენ ბერი, ცხორებაჲ ნინოჲსი, ძქალძ, III, გვ. 32); "ხოლო მას ჟამსა ჯუარცუმისასა, ოდეს ლუსმარსა ჰკრა კუერი მტარვალმან ჴელთა ზედა უფლისათა, ჟამსა მას მიიწია ყურთა ელიოზის დედისათა და ჴმა-ყო ძლიერად აღძრულმან სულისაგან" (ანონიმი, ცხორებაჲ ნინოჲსი, ძქალძ, III, გვ. 70).

12
- დავიმოწმებთ შესაბამის ადგილებს ადრეული (კიმენური) რედაქციებიდან (სათანადო გამოცემებზე და გვერდებზე მითითებანი იხ, წინა სქოლიოში): შატბერდის კრებული: "იკრჩხიალნა მწარედ დედაკაცმან მან და თქუა: "მშჳდობით, მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა მაცხოვარი და მჴსნელი და იქმნენით ამიერითან მტერ შემოქმედისა. ვაჲ თავსა ჩემსა, რომელ არა წინარე მოვკუედ, რომელმცა ეს არღარა სმენილ იყო, და არცა კნინ უკუანაჲს-რე დავრჩი, რომელმცა მეხილვა ნათელი გამობრწყინვებული წარმართთა ზედა და დიდებაჲ ერისა ისრაჱლისაჲ". და ამას სიტყუასა ზედა შეისუენა დედაკაცმან მან, დედამან ელიოსისმან". ჭელიშური რედაქცია: "იკრჩხიალნა დედაკაცმან და თქუა: "მშჳდობით, მეფობ[ა]ო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალით ღმერთი ჴორცითა მოსრული და მაცხოვარი, და იქმნენი[თ] მტერ შემოქმედისა. ვაჲ მე საწყალობელსა თავსა ჩემსა, რომელ არცა წინარე მოვკუედ, რათა-მცა ჴმაჲ ესე არა სმენილ იყო ჩემდა, და არცა კნინ უკანარე, რომელ არა მეხილვა, და აჰა აწ გამობრწყინვებად წარმართთა ზედა დიდებაჲ ისრაჱლისაჲ", და ამას ზედა შეისუჱნა დედამან ელიოზისმან". Sin 50: "იკრჩხიალნა დედაკაცმან მან და თქუა: "მშჳდობით, მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ ღმერთი ჴორცითა, თჳსი მაცხოვარი, და იქმნენით მტერ შემოქმედ[ი]სა. ვაჲ მე საწყალობელსა თავსა ჩემსა, რომელ არცა წინარე მოვკუედ, რომელ ესე-მცა ჴმაჲ არა სმენილ იყო, და არცა-ღა კნინ უკაჲს-რე, რომელ არა-მცა მეხილვა, გამობრწყინებად დიდებაჲ წარმართთა ზედა". და ამას ზედა შეჲსუენა დედამან ელიოზისმან". ქართლის ცხოვრება: "იკრჩხიალნა და თქუა: "მშჳდობით, მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა თქუენისა მაცხოვარი და იქმნენით მკლველ შემოქმედისა. ვაი, თავსა ჩემსა, რომელ არა წინავე მოვკუედ, რათამცა არა სმენილ იყო ყურთა ჩემთა". და ამას ზედა შეისუენა".

13
- იხ. დაწვრილებით ე. ჭელიძე, ეკლესიის მამათა სწავლება ავაზაკისა და სამოთხის შესახებ, გაზ. "თბილისის სასულიერი აკადემია და სემინარია", 1999, №11-12, გვ. 16-17.
14
- საუფლო კვართის მცხეთისადმი წილხვედრილობა, როგორც ღვთიური განგების გამოვლინება, სულიერი აზრით სავსებით საწვდომია და ამ განგებულების ძალისამებრი განმარტება ზემოთ წარმოვადგინეთ, თუმცა, მეორე მხრივ, სადღეისოდ ძნელი დასადგენია, თუ ყოფითად, ფაქტობრივად როგორ განხორციელდა ელიოზის მიერ წილისყრით კვართის მოპოვება. საქმე ისაა, რომ უფლის კვართზე წილისყრა მოხდა მხოლოდ ოთხ "ერისაგანს" ანუ ოთხ ჯარისკაცს შორის (შდრ. "ამრიგად, როდესაც ჯარისკაცებმა ჯვარს აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსლები და შექმნეს ოთხი ნაწილი, თითო ჯარისკაცს - ნაწილი. და - კვართი. ... თქვეს, ამრიგად, ერთიმეორეში: ნუ გავხევთ მას, არამედ ვყაროთ მასზე წილი, ვისი იქნება... ჯარისკაცებმა, ამრიგად, ეს გააკეთეს" - Οἱ οὖν στρατιῶται, ὅτε ἐσταύρωσαν τὸν Ἰησοῦν, ἔλαβον τὰ ἱμάτια αὐτοῦ καὶ ἐποίησαν τέσσαρα μέρη, ἑκάστῳ στρατιώτῃ μέρος, καὶ τὸν χιτῶνα... εἶπαν οὖν πρὸς ἀλλήλους• μὴ σχίσωμεν αὐτόν, ἀλλὰ λάχωμεν περὶ αὐτοῦ τίνος ἔσται... οἱ μὲν οὖν στρατιῶται ταῦτα ἐποίησαν. სლავ. ...; რუს. Воины же, когда распяли Иисуса, взяли одежды Его и разделили на четыре части, каждому воину по части, и хитон... Итак сказали друг другу: не станем раздирать его, а бросим о нем жребий, чей будет... Так поступили воины; ლათ. milites ergo cum crucifixissent eum acceperunt vestimenta eius et fecerunt quattuor partes unicuique militi partem et tunicam... dixerunt ergo ad invicem non scindamus eam sed sortiamur de illa cuius sit... et milites quidem haec fecerunt; აღნიშნული მუხლის ძველი ქართული თარგმან-რედაქციების შესახებ იხ. ზემოთ; შდრ. აგრეთვე, წმ. იოანე ოქროპირის კომენტარი იოან. 19.24-ზე: "საცნაურ არს ამათ სიტყუათაგან, ვითარმედ ოთხნი სადმე ერისაგანნი მთავრისანი მივიდეს მუნ ასისთავისა მის თანა", წმ. იოანე ოქროპირი, თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ, დასახ. გამოც. გვ. 427). ცხადია, გასაგებია, რომ წილისყრაში გამარჯვებულ ჯარისკაცს შეეძლო სხვისადმი მიეცა (მიეყიდა) კვართი, თუმცა, ნათელია, რომ ამ "სხვისადმი" ხსნებული კვართი უკვე წილისყრით რგებული არ იქნებოდა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ ან ის, რომ ელიოზი ერთ-ერთი იყო ზემოხსენებულ ჯარისკაცთაგან (წილისყრაში მონაწილეობა გაგებული უნდა იყოს არა თანაზიარებად ჯვარმცმელებთან, არამედ მხოლოდ იმის გამოხატულებად, რომ ელიოზი მორჩილებით აღასრულებდა მისდამი - შესაძლოა ხილვითად - განცხადებულ საუფლო ნება-განგებას კვართის მცხეთაში გარდაუვალი მოვანებისა და, ამ მიზანდასახულობით, კვართზე წილისყრაში მისი მონაწილეობის გამართლებულობის შესახებ) ან კიდევ ის, რომ კვართი წილისყრით არ რგებია ქართლს და რომ ეს დიდი სიწმინდე ქართველმა ებრაელებმა წილისყრის გარეშე, სხვა გზით მოიპოვეს. საგულისხმოა, რომ "წმინდა ნინოს ცხოვრების" არსენისეულ რედაქციაში, სადაც, ტრადიციის კვალობაზე, მცხეთისადმი კვართის წილხვდომილობა ერთგან აღნიშნულია, ამავე დროს, აშკარა ხაზგასმას ვხედავთ იმაზე, რომ კვართი მცხეთელი ებრაელების მიერ მოპოვებულია (მოთხოვნილია) და არა წილისყრით რგებული (შდრ. "ხოლო ვითარცა აღესრულა ნებსითი იგი ვნებაჲ მაცხოვრისაჲ, და ვითარცა წერილ არს, "განიგდეს წილი სამოსელსა ზედა მისსა", რომელი-იგი იყო უკერველ, ზეით მოქსოვილ, ესე ხოლო მოითხოვა და თჳსად მოიღო ელიოზ და მის თანა დაჰკრძალა" (დასახ. გამოც. გვ. 32). ცხადია, სხვა არის მოთხოვნით მოპოვებული და სხვა - წილისყრით რგებული.

15 - 84-ე შეგონება, იხ. სათნოებათამოყვარეობა, I, თბ. 2006, გვ. 28.

16 - დიდი მოძღვარი ნივთიერი დამზადებულობის კუთხითაც განიხილავს საუფლო კვართს და აღნიშნავს: "ზოგიერთები კი ამბობენ, რომ მახარებელი კვართის თვით სახეს მაუწყებლობს, რამეთუ ვინაიდან პალესტინაში ორ ძონძს შეაერთებენ და ასე ქსოვენ სამოსლებს, ცხადყოფს რა იოანე, რომ ამგვარი იყო კვართი, ამბობს: "ზევიდან მოქსოვილი", ამის თქმით კი, ვფიქრობ, მოასწავებს [უფლის] სამოსელთა სიმდიდრეს და იმას, რომ ისევე როგორც ყველა სხვა მხრივ, ასევე შესამოსლის მხრივაც უბრალოებას იცავდა იგი" (In Ioannem, PG. 59, col. 461: Τινὲς δὲ αὐτὸ τὸ εἶδος τοῦ χιτωνίσκου φασὶ τὸν εὐαγγελιστὴν ἱστορεῖν. Ἐπειδὴ γὰρ ἐν Παλαιστίνῃ δύο ῥάκη συμβάλλοντες, οὕτως ὑφαίνουσι τὰ ἱμάτια, δηλῶν ὁ Ἰωάννης, ὅτι τοιοῦτος ἦν ὁ χιτωνίσκος, φησὶν, Ἐκ τῶν ἄνωθεν ὑφαντός. Τοῦτο δὲ ἐμοὶ δοκεῖ λέγειν, αἰνιττόμενος τὸ εὐτελὲς τῶν ἱματίων, καὶ ὅτι καθάπερ ἐν τοῖς ἄλλοις ἅπασιν, οὕτω καὶ ἐν τῇ στολῇ τὸ λιτὸν ἐδίωκε σχῆμα. შდრ. წმ. ექვთიმე ათონელისეული თარგმანი: "და კუალად ვიეთნიმე იტყჳან, ვითარმედ სახესა მისცა სამოსლისასა მოასწავებს მახარებელი, რამეთუ პალესტინეს ორთა სამოსელთა შეაერთებენ და მოჰქსოვენ ერთად და შეიქმან მას კუართად და უწოდენ მას "ზეით-მოქსოვილად" და თქუა იგი მახარებელემან, რაჲთამცა მოასწავა უნდოებაჲ იგი მისი, რამეთუ ეგევითარი-იგი კუართი უნდოჲ არს, რომელი-იგი სახჱ იყო პირველთქუმულისა მის სიტყვისაჲ, რომელ ვთქუთ ამისთჳს "ზეით-მოქსოვილისა", წმ. იოანე ოქროპირი, განმარტება იოანეს სახარებისა, თარგმანი წმ. ექვთიმე მთაწმიდელისა, ნაწილი II, თბ. 1993, გვ. 309).
17
- იხ. გაზ. "თბილისის სასულიერი აკადემია და სემინარია", 1999, №1(2), გვ. 8.

18
- შდრ. ჭელიშური რედაქცია: "მიხუდა სამოს[ე]ლი იგი ჩრდილოს, მცხეთელთა მოქალაქეთა, და მათ წარიღეს და დაჰკრძ[ა]ლეს. და ვერვინ შემძლებ[ე]ლ არს ხილვად და ვერცა შეძრვად მისსა, ვიდრემდის არა თჳთ უფალსა უნდეს" (ძქალძ, I, გვ. 112); Sin 50: "ჰხუდა წილითა სამოსელი იგი ჩრდილოჲელთა, (!) მცხეთელ მოქალაქეთა, და მათ წარმოჲღეს და დაჰკრძალეს. და ვერ შემძლებელ არიან შეძრვად, ვიდრემდის არა თჳთ უფალსა უნდეს"; ჭელიშური რედაქცია: "ჟამი მისი მერმე არს, ოდეს გამოჩნდეს დიდებით ქუეყანასა ზედა" (ძქალძ, I, გვ. 87); შატბერდული რედაქცია: "ხოლო ელიოზ დაჰმარხა დაჲ იგი თჳსი, და ჴელთა მისთა აქუნდა სამოსელი იგი. და არს ადგილი იგი, რომელი ღმერთმან იცის, და იცის დედამან ჩემმან ნინო და არა იტყჳს, რამეთუ არა ჯერ-არს სიტყუად აწ. არამედ ესე ხოლო კმა-იყავნ ნინოჲს მოწაფეთათჳს და ქრისტჱს მორწმუნეთა, რამეთუ მახლობელ არს ადგილი იგი ნაძუსა მის ლიბანით მოსრულსა და მცხეთას დანერგულსა" (ძქალძ, I, გვ. 129); ჭელიშური რედაქცია: "და ელიოზ დაჰმ[ა]რხა დაჲ თჳსი, და ჴელთა აქუს სამოს[ე]ლი იგი, და არს ადგ[ი]ლი იგი, რომელი ღმერთმან იცის, და იცის დედამ[ა]ნ ჩემმანცა და არა იტყჳს, რამეთუ არა ჯერ-არს აწ კაცითა სიტყუად, არამედ ესე ოდენ თქ[უ]ა: კმა-იყავნ ნინო[ჲ]ს მოწაფეთა ქრისტეს მორწმუნეთათჳს, რამეთუ მახლობ[ე]ლ არს ადგილი იგი ნაძუსა მას ლიბანით მოღებულსა და მცხეთას აღმაღლებულსა" (იქვე, I, გვ. 129); სინური რედაქცია: "და ელიოზ დაჰმარხა დაჲ თუისი და ჴელთა აქუს სამოსელი იგი, და არს ადგილი იგი, რომელი ღმერთმან ჲცის, და ჲცის დედამანცა ჩემმან დაარა ჲტყუის, რამეთუ არა ჯერ-არს აწ კაცთა სიტყუად, არამედ ესე ოდენ კმა-ჲყავნ ნინოჲს მოწაფეთათუის და ქრისტეს მორწმუნეთათჳს, რამეთუ მახლობელ არს ადგილი იგი ნაძუსა მას ლიბანით მოღებულსა და მცხეთას ამაღლებულსა"; სინური რედაქცია: "და აწ ესე სამოსელი იესუჲს[ი] აქა შინა არს უთქუმელად სიტყუითა, ვიდრე ჟამამდე მისა, რამეთუ მრავალგზის მაბირა დედამან ჩემმან ნინო მამისა ჩემისა მიმართ, რაჲთა-მცა გამოვსწლილე ადგილი იგი სამოსლისა მის ჭეშმარიტად, ხოლო მან გულითად ესე ოდენ დადვა ჩემ თანა და თქუა: "არს ადგილი იგი სამარხუი(!) მისი, ადგილი, რომელსა ენანი კაცთანი არა დადუმდენ გალობად ღმრთისა მიმართ მას ზედა. არს ადგილი იგი, ვითარცა ადგილი ჲაკუბის (!) კიბედ ხილული ზეცად აღწევნულად მიერ[ი]თგან უკუნისამდე, დიდება მოუკლებელად მარადის"; ჭელიშური რედაქცია: "და აწ ესე სამოს[ე]ლი იესუჲსი აქა არს უთქუმ[ე]ლად ვიდრე ჟამადმდე მისსა, რამეთუ მრ[ა]ვალგზის მაშრომა დედამან ჩემმან ნინო მამისა ჩემისა მიმართ, რათამცა გამოვსწულილე ადგილი იგი სამოსლისა მის ჭეშმარიტად, ხოლო მან გულითად ესე ოდენ დადვა ჩუენ თანა: "არს ადგილი იგი წმიდა სამარხოჲ მისი, რომელსა ზედა ენანი ანგელოზთა და კაცთანი არა დადუმდენ გ[ა]ლობად ღმრთისა მიმართ, მას ზედა ხოლო არს ადგილი იგი, ვითარცა ადგ[ი]ლი იგი იაკობის[ი] კიბედ ხილული ზეცად მიმართ აღწევნულად ამიერითგან უკუნისამდე, ამენ" (იქვე, I, გვ. 130); შატბერდული რედაქცია: "რამეთუ მრავალგზის მაბირა მე დედამან ჩემმან ნინო მამისა ჩემისა მიმართ, რაჲთა გამოვსწულილო ადგილი იგი სამოსლისაჲ მის გულითად. ხოლო მან ესთენ დადვა ნაწილი ჩემ თანა და მრქუა: "აქა არსო ადგილი სამარხვოჲ მისიო, რომელსა ენანი კაცთანი არა დადუმნენ გალობად ღმრთისა მიმართ, მას ზედა არს ადგილი იგი, ვითარცა ადგილი იაკობისი, კიბედ ხილული და ზეცად აღწევნული ამიერითგან და უკუნისამდე, დიდება და ქება მოუკლებელი" (ძქალძ, I, გვ. 130; როგორც ვხედავთ, შატბერდულ რედაქციაში არ არის სინურ-ჭელიშურის დასაწყისი სიტყვები, სადაც ხაზგასმული მითითებაა საკუთრივ "იესუჲს სამოსელზე". ამ მითითების გარეშე, წინარე აბზაციდან გამომდინარე, შატბერდული ტექსტი იმ აზრს აყალიბებს, რომ საუბარი ეხება არა მაცხოვრის კვართს, არამედ ელიას ხალენს. თუ ამ შემთხვევაში შატბერდული ტექსტია რედაქტირებული, მაშინ ამ რედაქტირების მიზანი უნდა ყოფილიყო აღნიშნულ ციტატაში გადმოცემული აზრის შეთანხმება ადრე ნაუწყებთან იმის შესახებ, რომ კვართის ადგილი "იცის დედამან ჩემმან ნინო").

19 - ე.ი. განეშორება, გაემიჯნება.

20
- Gregorii Nysseni Opera, vol. V, In Inscriptiones Psalmorum, In sextum Psalmum, In Ecclesiasten Homiliae, ed. J. Mc Donough, P. Alexander, Leiden, 1962, p. 108-409.

21
- შდრ. I კორ. 1.12, D: " ხოლო ვიტყჳ ამას, რამეთუ კაცად-კაცადი თქუენი იტყჳს, ვითარმედ: მე პავლესი ვარ, ხოლო მე - აპოლოჲსი ვარ, ხოლო მე - კეფაჲსი ვარ, ხოლო მე - ქრისტესი. გან-მე-ყოფილ არსა ქრისტე? ანუ პავლე ჯუარს-ეცუაა თქუენთჳს? ანუ სახელისა მიმართ პავლესისა ნათელ-იღეთა?

22 - შდრ. წმ. ეპიფანე კვიპრელის ზემოდამოწმებული სიტყვები: "სახელი ეკლესიისა ყველამ (ყველა მოციქულმა, ე.ჭ.) ერთი დადო, არა თავიანთი, არამედ - უფლისა მათისა იესო ქრისტესი, ... რაც არის მხოლო კათოლიკე ეკლესია, არარა სხვა სახელის მქონე, თუ არა ქრისტესი" (შდრ. Haer 2.174.11-14: ὄνομα τῆς ἐκκλησίας οἱ πάντες ἓν ἐπέθεντο, οὐχ ἑαυτῶν ἀλλὰ τοῦ κυρίου αὐτῶν Ἰησοῦ Χριστοῦ... ὅπερ ἐστὶν ἡ μόνη καθολικὴ ἐκκλησία, οὐκ ἄλλο τι ἔχουσα ὄνομα ἀλλὰ Χριστοῦ).

23 - შდრ. უდაბნოს მრავალთავი (თბ. 1994), გვ. 53.

24 - სიტყვ. "გადადებას" (ἀποθέσθαι); შდრ. ეფეს. 4.22-24, CD: "განიშორეთ (ἀποθέσθαι) თქუენგან პირველისა მისებრ სლვისა თქუენისა ძუელი იგი კაცი, განხრწნილი გულის თქუმისა მისებრ მის საცთურისა, და განახლდებოდეთ თქუენ სულითა მით გონებისა თქუენისაჲთა და შეიმოსეთ ახალი იგი კაცი, ღმრთისა მიერ [ბერძნ. "ღვთისამებრ"] დაბადებული, სიმართლითა და სიწმიდითა ჭეშმარიტებისაჲთა" (შდრ. ἀποθέσθαι ὑμᾶς κατὰ τὴν προτέραν ἀναστροφὴν τὸν παλαιὸν ἄνθρωπον τὸν φθειρόμενον κατὰ τὰς ἐπιθυμίας τῆς ἀπάτης, ἀνανεοῦσθαι δὲ τῷ πνεύματι τοῦ νοὸς ὑμῶν καὶ ἐνδύσασθαι τὸν καινὸν ἄνθρωπον τὸν κατὰ θεὸν κτισθέντα ἐν δικαιοσύνῃ καὶ ὁσιότητι τῆς ἀληθείας).

25
- "ძონძისებრი" - შდრ. ῥακώδης (ბერძნული ῥακός ძველ ქართულად ითარგმნებოდა როგორც "ძონძი". იხ. ეს. 64.6, OJ: "ვიქმნენით არაწმიდა ჩუენ ყოველნი, ვითარცა ძონძი დედაკაცისა წიდოანისაჲ", G: "ვიქმნენით, ვითარცა არაწმიდანი, ჩუენ ყოველნი და ვითარცა ძონძი დაშტანისაჲ" - ἐγενήθημεν ὡς ἀκάθαρτοι πάντες ἡμεῖς ὡς ῥάκος ἀποκαθημένης; ესთ. 4.17, O: "მძაგს იგი, ვითარცა ძონძი გარეშე მჯდომელისაჲ" - βδελύσσομαι αὐτὸ ὡς ῥάκος καταμηνίων.

26
- შდრ. ეფეს. 4.24: "შეიმოსეთ ახალი ადამიანი, ღვთისამებრ დაბადებული ჭეშმარიტების სიმართლესა და სიწმინდეში" (შდრ. სლავ. ...; ლათ. induite novum hominem qui secundum Deum creatus est in iustitia et sanctitate veritatis; ინგლ. that ye put on the new man, which after God is created in righteousness and true holiness. რუს. облечься в нового человека, созданного по Богу, в праведности и святости истины).

27 - შდრ. რომ. 13.14: "შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე".

28 - ე.ი. ძველ ადამიანს.

29 - შდრ. მარკ. 6.9, გ: "ნუცა შემოსად ორი სამოსელი [=კვართი, ქიტონი]" -  μὴ ἐνδύσασθαι δύο χιτῶνας. შდრ. მთ. 10.10; ლკ. 3.11; 9.3.

30 - შდრ. II კორ. 6.14: "რაჲ ზიარებაჲ არს ნათლისა და ბნელისა?"

31
- შდრ. ლკ. 5.36, გ: "არავინ სადგმელი სამოსლისა ახლისაჲ დაადგის სამოსელსა ძუელსა, რაჲთა არა ახალიცა იგი განაპოს; და ძუელსა მას ვერ შეჰგავს სადგმელი ახლისა სამოსელისაჲ". მთ. 9.16, გ: " არავინ დაადგის სადგმელი უმურკნველი სამოსელსა ძუელსა, რამეთუ აღიღის სავსებაჲ სამოსლისა მისგან, და უფროჲსი განხეთქილებაჲ იქმნის".

32 - ე.ი. აიყოლებს, აიკრავს.

33 - შდრ. მრკ. 6.9, გ: "არა ვინ სადგმელი ახალი დაადგის სამოსელსა ძუელსა, უკუეთუ არა, მოაპის მისგან ცოცხალიცა იგი, ახალმან მან ძუელისაჲ მის, და უძჳრესად განიპის".

34 - შდრ. ქებ. 5.3, O, გ: "განვიძარცუე სამოსელი ჩემი, ვითარ-მე შევიმოსო იგი?"

35 - ე.ი. შემოცმულად.

36 - Gregorii Nysseni Opera, vol. VI, In canticum Canticorum, ed. H. Langerbeck, Leiden, 1960, p. 328-329 (შდრ. ბერძნ. σάρκα δὲ εἰπὼν τὸν πολαιὸν λέγω ἄνθρωπον, ὃν ἐκδύσασθαί τε καὶ ἀποθέσθαι κελεύει ὁ θεῖος ἀπόστολος τοὺς μέλλοντας τῷ λουτρῷ τοῦ λόγου τὸν ῥύπον τῶν βάσεων τῆς ψυχῆς ἀποκλύσθαι. οὐκοῦν ὁ τὸν παλαιὸν ἀπεκδυσάμενος ἄνθρωπον καὶ περιελον τῆς καρδίας τὸ κάλυμμα, ἤνοιξε τῷ λόγῳ τὴν εἴσοδον, ὃν ἐντὸς γτνόμενον ἔνδυμα ποιεῖται ἑαυτῆς ἡ ψυχὴ κατὰ τὴν τοῦ ἀττο στόλου ὑφήγησιν, ὃς κελεύει τὸν ἐκδυσάμενον τὴν ῥακώδη τοῦ παλαιοῦ ἀνθρώπου περιβολὴν 'Ενδύσασθαι τὸν καινὸν χιτῶνα τὸν κατὰ θεὸν κτισθέντα ἐν ὁσιότητι καὶ δικαιοσύνῃ• 'Ιησοῦν δὲ λέγει εἶναι τὸ ἔνδυμα. ἡ δὲ ὁμολογία τῆς νύμφης τοῦ μηκέτι τὸν ἀποβληθέντα χιτῶνα πάλιν ἀναλαμβάνειν, ἀλλ' ἀρκεῖσθαι τῷ ἑνὶ χιτῶνι κατὰ τὸν δοθέντα τοῖς μαθηταῖς νόμον, ὃν διὰ τῆς ἄνωθεν γεννήσεως ἀνακαινισθεῖσα μετημφιάσατο, βαβαιοῖ τοῦ κυρίου τὸν λόγον τὸν κελεύοντα τοὺς ἅπαξ τῷ θείῳ κοσμηθέντας ἐνδύματι μηκέτι ἐπενδύσασθαι τὸν τῆς ἁμαρτίας χιτῶνα, μηδὲ δύο χιτῶνας ἔχειν, ἀλλὰ τὸν ἕνα μόνον, ἵνα μὴ δύο περὶ τὸν αὐτὸν ὦσιν οἱ ἀσύμβατοι πρὸς ἀλλήλους χιτῶνες. τίς γὰρ κοινωνία τῷ σκοτεινῷ ἐνδύματι πρὸς τὸ φωτοειδές τε καὶ ἄϋλον; οὐ μόνον δὲ τοῦτό φησιν ὁ νόμος τὸ μὴ δύο χιτῶνας ἔχειν, ἀλλὰ μηδὲ ἐπιρράπτειν τὸ καινὸν ὕφασμα τῷ παλαιῷ ἱματίῷ, ἵνα μὴ χείρων γένηται ἡ ἀσχημοσύνη τοῦ τὸ τοιοῦτον περιβαλλομένου μήτε τοῦ ἐνραφέντος καὶ τοῦ παλαιοῦ χεῖρον τὸ σχίσμα παθόντος καὶ δυσθεράπευτον• Αἴρει γάρ, φησί, τὸ πλήρωμα τὸ καινὸν τοῦ παλαιοῦ καὶ χεῖρον σχίσμα γίνεται, ὡς δημοσιεύεσθαι δι' αὐτοῦ τὰ ἀσχήμονα. διὰ τοῦτό φησιν 'Εξεδυσάμην τὸν χιτῶνά μου• πῶς ἐνδύσομαι αὐτόν; τίς γὰρ ἂν βλέπων περὶ ἑαυτὸν τὸν ἡλιοειδῆ τοῦ κυρίου χιτῶνα τὸν διὰ καθαρότητος καὶ ἀφθαρσίας ἱστουργηθέντα, οἷον ἐπὶ τῆς "ἐπὶ" τοῦ ὄρους μεταμορφώσεως ἔδειξεν, εἶτα καταδέχεται τὸ πτωχόν τε καὶ ῥακῶδες ἱμάτιον ἑαυτῷ περιθεῖναι).

37 - წმ. იოანე ოქროპირი, განმარტება იოანეს სახარებისა, თარგმანი წმ. ექვთიმე მთაწმიდელისა, ნაწილი II, თბ. 1993, გვ. 309.
38
- შდრ. შესაქ. 3.21: "და უქმნ[ნ]ა უფალმან ღმერთმან ადამს და ცოლსა მისსა სამოსელნი ტყავისანი და შეჰმოსნა მათ" (შდრ. Lectkl: "და უქმნა უფალმან ღმერთმან ადამს და ცოლსა მისსა სამოსელი ხალენისაჲ [ტყავისაჲ Lectsn] და შეჰმოსა მათ"; ბერძნ. καὶ ἐποίησεν κύριος ὁ θεὸς τῷ αδαμ καὶ τῇ γυναικὶ αὐτοῦ χιτῶνας δερματίνους καὶ ἐνέδυσεν αὐτούς. ლათ. fecit quoque Dominus Deus Adam et uxori eius tunicas pellicias et induit eos; სლავ. ...; სომხ. ...).

39
- იგულისხმება დაუნაწილებლობა განკაცებული ღმერთი-სიტყვისა.

40
- საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ხსენებული ჰომილიის ზემომოტანილი მონაკვეთი, ისევე როგორც, ზოგადად, დიდი ნაწილი ჰომილიის ტექსტისა, როგორც ირკვევა, ქართულად უთარგმნია და "მათეს სახარების განმარტების" ოქროპირისეულ ტექსტში ჩაურთავს ექვთიმეს. ეს ნიმუში კიდევ ერთი მეტყველი დადასტურებაა ეფრემის ცნობილი შემფასებლობითი გამონათქვამისა ექვთიმესეული შემატება-კლებითი მთარგმნელობითი მოღვაწეობის შესახებ. მითითებული მოვლენა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ცნობილი ხდება წმ. ათანასეს ავტორობით მოღწეული ზემორე ჰომილიის მნიშვნელოვანი ნაწილის ძველი ქართული (ექვთიმესეული) თარგმანის არსებობა. რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენთვის საყურადღებო მონაკვეთს, იგი იოანე ოქროპირის ავტორობით გამოყენებულია ზემომითითებულ პუბლიკაციაში (იხ. წმ. იოანე ოქროპირი, თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ, თარგმანი წმ. ეფთვიმე მთაწმიდელისა, წიგნი III, თბ. 1998, გვ. 438: "ხოლო ესე რაჲ ეგულებოდა ქმნად, აღიძარცუნა სამოსელნი თჳსნი, რამეთუ ჯერვე ესრეთ იყო, რაჲთა შეიყვანებდეს რაჲ კაცსა სამოთხედ, განსძუარცნეს სამოსელნი იგი ტყავისანი, რომელნი მიიხუნა ადამ, გამოვარდა რაჲ სამოთხით და მოკუდავ იქმნა, რაჲთა იყვნენ იგინი სახედ სიკუდილისა მის, რომელი ცოდვისა მიერ შეემთხჳა. ხოლო უფალმან, რომელმან ყოველივე ბუნებაჲ ჩუენი მიიღო თჳნიერ ცოდვისა, შეიმოსა ესე სამოსელი, რაჲთა განიძარცოს და განმძუარცნეს ჩუენ ტყავისა იგი სამოსელნი, და მათ წილ შეგუმოსოს ცხორებაჲ და უხრწნელებაჲ. და შეიმოსა სამოსელთა მათ თჳსთა თანა კუართიცა იგი უკერველი, ზემოჲთ ქსოვილი ყოვლად, და აღიძუარცა იგი, აღვიდოდა რაჲ ჯუარად, რაჲთა ჰრწმენეს ჰურიათა, თუ ვინ არს, ანუ ვინაჲ, რომელსა ესე ჰმოსიეს. რამეთუ არა კაცი ლიტონი იყო, არამედ სიტყუაჲ, ზეცით მოსრული, რომელმან შეიმოსა კაცებაჲ. და ვითარმედ არა განიყოფის, არამედ განუყოფელ არს მამისაგან. და ვითარმედ კაც იქმნა რაჲ, არა აქუნდეს ჴორცნი კერულნი მამაკაცისაგან და დედაკაცისა, არამედ - ქალწულისაგან, ხოლო ქსოვილნი ჴელოვნებითა მით სულისა წმიდისაჲთა. ამისთჳსცა მტარვალთა მათ სხუაჲ იგი სამოსელი განიყვეს, რამეთუ განყოფილნი იყვნეს, და ყვეს იგი ოთხად ნაწილად, რამეთუ ოთხკერძოთა მათ ცოდვათათჳს სოფლისათა ეცუნეს იგი უფალსა: აღმოსავალისა, დასავალისა, ჩრდილოჲსა და სამხრისა. რომელი-იგი იხილა იოვანე შემოსილი და თქუა: "აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი". ხოლო კუართისა მის განხევად ვერ იკადრეს შიშისაგან სასწაულისა მის, რომელსა იგი მოასწავებდა").

41 - იგულისხმება, რომ ბიოლოგიურად ხრწნადი ბუნების მქონე სხეული მაცხოვრისა არ გახრწნილა საფლავში ღმერთ-ჰიპოსტასთან შეერთებულობისა და თვით საფლავშიც ღვთისსხეულობის გამო.

42 - შდრ. ექვთიმესეული თარგმანი: "და ესრეთ კაცებისა ყოველივე შეიმოსა და მიიღო და თავისა მიერ თჳსისა თანანადები ჩუენი გარდაიჴადა. და დაგუაგნა და შეგუაწყნარნა ჩუენ მამასა, რაჲთა ვნებითა თჳსითა უვნებელ-ყოს ვნებული ბუნებაჲ კაცთაჲ, და მცირეთა წილ დიდნი საქმენი ცვალნეს. რამეთუ გარდამოჴდა, რაჲთა ჩუენ ზეცად აღსლვაჲ მოგუანიჭოს; იშვა, რაჲთა ჩუენ მის მიერ უშობელსა მას მამასა დავეგნეთ; მოუძლურდა ჩუენთჳს, რაჲთა ჩუენ აღვდგეთ ძალითა და ვთქუათ პავლესებრ: "ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ". მიიხუნა ჴორცნი განხრწნადნი, რაჲთა განხრწნადსა მას შეჰმოსოს უხრწნელებაჲ; შეიმოსა ბუნებაჲ იგი მოკუდავი, რაჲთა მოკუდავსა მას შეჰმოსოს უკუდავებაჲ; მოკუდა ბუნებითა მით კაცობრივითა, რაჲთა ჩუენ მოკუდავნი ესე კაცნი განვცხოელდეთ, და არღარა სუფევდეს ჩუენ ზედა ცოდვაჲ, არცა გუეუფლოსღა, ვითარცა მოციქული ქადაგებს. ამისთჳს ჯუარს-ეცუაცა, რაჲთა წყევისაგან მოგჳყიდნეს და კურთხევაჲ მოგუანიჭოს, რამეთუ მას ვნებისა მისგან ჯუარცუმისა არარაჲ ევნებოდა, უფროჲსღა კეთილსა გჳყოფდა. და მო-რაჲ-კუდა, არა დაშთებოდა სიკუდილსა შინა, არამედ უფროჲსღა მკუდართა განაცხოელებდა. დაიკლვოდა, გარნა არა წარწყმდებოდა, არამედ სისხლითა თჳსითა ყოველთა წარწყმედისაგან იჴსნიდა და თავადი ეგო უვნებელად. ხოლო უკუეთუ ვინ იკითხვიდეს, თუ: ვითარ იქმნა ესე? ისმენდინ და ვიტყოდი: ორთა საქმეთა შეერთებაჲ იქმნა მის შორის. საქმეთა ვიტყჳ არა თუ სწორთა, არამედ ყოვლითურთ შეუმსგავსებელთა. რამეთუ მოკუდავი უკუდავსა შეეყო და ჴორცნი იგი ხრწნადნი უხრწნელსა მას სიტყუასა შეერთნეს; და მოკუდავი იგი არა ავნებდა უკუდავსა მას, რამეთუ უვნებელ იყო უკუდავი იგი, უფროჲსღა მოკუდავიცა უვნებელ-ყო უფლებისა მისგან სიკუდილისა, ... ამისთჳს შეერთებულისა მის ძლით, უკუდავისა სიტყჳსა, სიკუდილი უჩინო იქმნებოდა საკჳრველად მის შორის, ვითარცა ცეცხლისაგან განილევის ლერწამი; და უხრწნელი იგი სიტყუაჲ სარგებელ-ეყოფოდა განხრწნადსა მას შეერთებითა მისითა, რამეთუ ბნელი ნათლისაგან განათლდების, და "უდარესი იგი უმჯობესისაგან იკურთხევის", ვითარცა მოციქული იტყჳს. ამისთჳსცა აწ მტარვალთაგან განიძუარცების უფალი, რომელნი-იგი ჩუენ ადამის მიერ შევიმოსენით ტყავისა სამოსელნი, რაჲთა შეუძლოთ მათ წილ შემოსად ქრისტე. ამისთჳს განყოფაჲცა სამოსელთაჲ თავს-იდვა რაჲთა ჩუენ მამისაგან განუყოფელი სიტყუაჲ გუაქუნდეს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: "მე და მამაჲ ერთ ვართ" (წმ. იოანე ოქროპირი, თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ, ... დასახ. გამოც. გვ. 429-430).

43 - ე.ი. თვალს არიდებს, ყურადღებას არ აქცევს.

44 - შდრ. ექვთიმესეული თარგმანი: "ამისთჳს კუართსაცა ზედა წილ-იგდეს და არა დააყენნა უფალმან, რაჲთა ნაწილ ჩუენდა იყოს ქრისტე, ვითარცა იტყჳს მეფსალმუნე: "უფალი ნაწილ არს მკჳდრობისა ჩემისა და სასუმელისა ჩემისა" (დასახ. გამოც. გვ. 430).
45 - In Mamantem martyrem, PG. 31. col. 596: Ἰουδαίοις πρέπει τὸ σχίζεσθαι· ἡ δὲ τοῦ Θεοῦ Ἐκκλησία, τὸν χιτῶνα τὸν ἄῤῥαφον, τὸν ἐκ τῶν ἄνωθεν ὑφαντὸν, δεξαμένη, τὸν ἄσχιστον ὑπὸ στρατιωτῶν διαφυλαχθέντα, ἡ Χριστὸν ἐνδυσαμένη, μὴ σχιζέτω τὸ ἱμάτιον.

46 - ე.ი. გარდა თხრობითი, ზედაპირული მნიშვნელობისა.

47 - იგულისხმება ფს. 21.19: "სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი" (შდრ. διεμερίσαντο τὰ ἱμάτιά μου ἑαυτοῖς καὶ ἐπὶ τὸν ἱματισμόν μου ἔβαλον κλῆρον). ბერძნულში, როგორც ვხედავთ, "სამოსელის" შესატყვისი ἵμάτια მრავლობითშია. საგულისხმოა, რომ ექვთიმე იოანე ოქროპირის "მათეს თავის განმარტების" თარგმანში საკუთრივ სახარებისეული მუხლის დამოწმებისას, რაც, თავის მხრივ, შეიცავს ზემორე ფსალმუნურ მუხლს, ასევე მხოლობითი რიცხვის "სამოსელს" ინარჩუნებს, თუმცა თვით განმარტებით ნაწილში მრავლობით ფორმას მოუხმობს: "განყოფაჲცა სამოსელთაჲ თავს-იდვა [უფალმან, ე.ჭ.]", წმ. იოანე ოქროპირი, თარგმანებაჲ მათეს სახარებისა", დასახ. გამოც. გვ. 430.

48 - ე.ი. წმინდა წერილის წიგნთა.

49 - "გარეგანი ნასიტყვობანი" - შდრ. αἱ πρόχειροι... λέξεις. მოცემულ შემთხვევაში "ნასიტყვობა" აღნიშნავს წმინდა წერილის სულიერი, არამატერიალური აზრის მატერიალურ გამოთქმას ანუ შინაგანი აზრის მატერიალურ სიტყვაში როგორც ნივთიერად (წერილობით და სმენადობით) აღსაქმელ ფორმაში გამოხატვას. რაც შეეხება "გარეგანის" შესატყვის ბერძნულ ტერმინს πρόχειρος, იგი, როგორც ცნობილია, საეკლესიო ეგზეგეტიკაში, და კონკრეტულად დიდიმესთან, აღნიშნავს წმინდა წერილის ზედაპირულ, გარეგან (არასიღრმისეულ) ანუ ყველასთვის ზედაპირულად საწვდომ გააზრებას საპირისპიროდ სულიერისა ანუ მისტიკურისა. მაგალითად, როდესაც ხსენებული დიდიმე განმარტავს ფს. 1.3 მუხლს ("იყოს იგი ვითარცა ხე, დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თჳსსა და ფურცელნი მისნი არა დასცჳვენ"), - კერძოდ კი სიტყვებს: "ნაყოფი" და "ფურცელნი", - აღნიშნავს: "... მაგრამ წყალთა გასასვლელებთან დარგული ხის (ხოლო ეს არის ღვთის სიბრძნე) ნაყოფი, ერთი მხრივ, ესაა წერილთა მისტიკური და სულიერი მნიშვნელობა, ხოლო ხსენებული ნაყოფის დამფარველი ფურცლები, მეორე მხრივ, გარეგანი ნასიტყვობანია, რომლებიც გარდა იმისა, რომ ასრულებენ თავიანთ დანიშნულებას ნაყოფთა დაცვით (ე.ი. უკეთურთაგან წმინდა წერილის ღრმა აზრის დაფარვით, ე.ჭ.), ამავე დროს საზრდოდ უხდებიან უზაკველ ადამიანებს (ე.ი. წმინდა წერილის ზედაპირული მნიშვნელობაც, ჯეროვნად აღქმული, სასარგებლოა უზაკველი ადამიანებისთვის და მათი მასაზრდოებელია, ე.ჭ.)" (შდრ. ̓Αλλὰ καὶ τοῦ ξύλου τοῦ πεφυτευμένου παρὰ τὰς διεξόδους τῶν ὑδάτων (τοῦτο δέ ἐστιν ἡ τοῦ θεοῦ σοφία) καρπὸς μέν ἐστιν ἡ μυστικὴ καὶ πνευματικὴ τῶν γραφῶν διάνοια, φύλλα δὲ σκέποντα τὸν εἰρημένον καρπὸν αἱ πρόχειροι λέξεις εἰσὶν αι πρὸς τῷ ποιεῖν τὸ ἴδιον ἔργον ἐν τῷ φυλάττειν τοὺς καρποὺς καὶ τροφὴ γίνονται τῶν ἀκεραιοτέρων ἀνθρώπων τῶν δι' ἁπλότητα κτηνῶν λεγομένων κατὰ τὸ ̓Ανθρώπους καὶ κτήνη σώσεις, κύριε. PG. 39, col. 1160 A). მოცემულ შემთხვევაში დიდიმეს მინიშნება იმაზეა, რომ წმინდა წერილის გარეგან სიტყვიერ გამოხატულებაში მწვალებლები თავიანთ უკეთურ შინაარსს დებენ.

50 - ე.ი. წმინდა წერილის გარეგან გამოთქმაში ღმრთივსულიერი შინაარსია, მაცხოვრის შესახებ დაფარული მაუწყებლობაა.

51 - შდრ. ფს. 44.10, გ: "დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა, სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირად-პირადად"; ფს. 44.14, გ: " ყოველი დიდებაჲ ასულისა მეფისა შინაგან, ფესვედითა ოქროვანითა შემკულ არს და შემოსილ პირად-პირადად".

52 - შდრ. I კორ. 1.24: "ქრისტე ღმრთისა ძალ არს და ღმრთისა სიბრძნე".

53 - ხსენებული ავტორის თითქმის იგივე განმარტება სახეზეა სხვა ფრაგმენტშიც (იხ. Didymos der Blinde: Psalmenkommentar (Tura-Papyrus), I: Kommentar zu Psalm 20-21. Hrsg. und iibersetz von L. Doutreleau, Adolphe Gesche und M. Gronewald, Boon, 1969, s. 160, გერმ. თარგმ. s. 161).

54 - დიალექტური (დღეისთვის) "მწუთხე", რაც ("მარილიანისგან" განსხვავებით) მხოლოდ უარყოფითი შინაარსის მატარებელია და აღნიშნავს როგორც "უსიამოვნოდ (მეტისმეტად) მლაშეს", ასევე, გადატანით, "წუთხთან" (ჩირქგროვასთან) კავშირში - მწარეს, გამამწარებელს" (განსაკუთრებით ზმნურ ფორმაში: "გემწუთხა" - "გემწარა"), ზედმიწევნით თანხვდება ბერძნულ ἁλμυρός-ს. სიტყვა "მწუთხე" ადრე, ცხადია, დიალექტური არ იყო და იგი დამოწმებულია საბას მიერაც: "მწუთხე - მეტად მლაშე".

55 - "ბრძმედი" ბერძნულში წარმოდგენილია ტერმინით ἐργαστήριον, რაც, ზოგადად, "სახელოსნოს" ნიშნავს. ხსენებული ტერმინი დასტურდება წმ. გრიგოლ ნოსელის ათნროპოლოგიურ შრომაში "ადამიანის შექმნის შესახებ", რომლის გიორგი მთაწმიდლისეულ თარგმანში შესატყვისად გვხვდება სწორედ "ბრძმედი": "არა მკუდარი იყო, არცა უსულოჲ, რომელი-იგი ბრძმედმან მან ბუნებისამან შეიწყნარა" (ქართული თარგმანის ტექსტისთვის იხ. ნ. შალამბერიძის სადისერტაციო ნაშრომი: "გრიგოლ ნოსელის "დაბადებისათჳს კაცისა" გიორგი მთაწმიდლისეული თარგმანი, ტექსტი გამოკვლევით და ლექსიკონით, თბ. 1968, დანართი: გვ. 136; აგრეთვე ახალი პუბლიკაცია ე. კოჭლამაზაშვილისა: ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, II, თბ. 2009, გვ. 216; შდრ. ბერძნ. τὸ μὴ νεκρόν τε καὶ ἄψυχον ἐν τῷ ἐργαστηρίῳ γενέσθαι τῆς φύσεως, PG. 44, col. 240. კრიტიკული გამოცემა: sancti Patris Nostri Gregorii Nysseni Basilii Magni Fratris, quae supersunt omnia in unum corpus collegit, ad fidem codd. MSS. recensuit, latinis versionibus quam accuratissimis instruxit et genuina a suppositiis discrevit Georgius H. Forbesius, Tomus Primus, Fasciculus Secundus, Burntisland, 1861, p. 290, PG. 44. col. 240; შდრ. იქვე ლათ. თარგმ. non sit mortuum nec exanime quod... opificio naturae deponitur, p. 291; შდრ. რუს. не мертвым и не неодушевленным бывает то, что... влагается в художническую храмину природы). აღვნიშნავთ, რომ გიორგი მონაზონის "ქრონოგრაფის" არსენისეულ თარგმანში შესატყვისად გვაქვს "საფარდული": "მირბიოდეს საფარდულად უსჯულოებისად" (ს. ყაუხჩიშვილი, ხრონოგრაფი გიორგი მონაზონისა, თბილისი, 1920 წ. გვ. 250; შდრ. ბერძნ. παρήδρευον τῷ ἐργαστηρίῳ τῆς ἀνομίας, Georgii Monachi Chronicon, Edidit Carolus De Boor, vol. II, Lipsiae, 1904, p. 479).

56 - ტერმინი "განგებულება" (οἰκονομία) მაცხოვრის ხორცშესხმასთან დაკავშირებით უიგივდება ტერმინ "განკაცებას" (ἐνανθρωπησις). შდრ. აღნიშნული და უშუალოდ მომდევნო სიტყვების Costante Berselli-ისეული ინგლ. თარგმ. The great and marvellous loom of the Incarnation on which was ineffably wonen the tunic of union, in which the Holy Spirit was the weaver, virtue, the spinner, foretold from on high, wool, the ancient fleece of Adam, Constante Berselli, Sing the Joys of Mary, Morehouse-Barlow, 1983, p. 52; შდრ. კონკრეტულად ზემორე ბერძნული სიტყვის Nicholas Constas-სეული თარგმანი: the divine economy (ხსენებული მკვლევრის მიერ შესრულებული თარგმანის სრული ტექსტი ზემორე მონაკვეთისა იხ. ქვემოთ).

57 - ბერძნ. ἱστός წმინდა წერილის ძველ ქართულ რედაქციებში ძირითადად ითარგმნებოდა როგორც "ქსელი" (ეს. 30.17, OJ - G: "საყე", ეს. 38.12; ეს. 59.5; ეს. 59.6). "ქსელთან" ახლოს დგას "ნაქუსი" (ეს. 33.23, GS); თითოგზის გვხვდება "კარვის-ძელი" (ეს. 33.23, OJ), "ნავის-სახერველი" (ეზეკ. 27.5, OJ), "ანძაჲ სანავე" (ეზეკ. 27.5, GS).

58 - შდრ. ინგლ. თარგმ. She who called us here today is the Holy Mary; the untarnished vessel of virginity; the spiritual paradise of the second Adam; the workshop for the union of natures... the only bridge for God to mankind; the awesome loom of the divine economy upon which the robe of union was ineffably wonen. The loom-worker was the Holy Spirit; the woolworker the overshadowing power from on high. The wool was the ancient fleece of Adam; the interlocking thread the spotless flesh of the Virgin. The weaver's shuttle was propelled by the immeasurable grace of him who wore the robe; the artisan was the Word who entered in through her sense of hearing, Ibid, p. 137.

59 - შდრ. ინგლ. თარგმ.: If Christ is one (person)and God the Word another, then there is no longer a Trinity, but a quaternity. Do not rend the robe of the incarnation which was "wonen from above". Do not be the disciple of Arius, for he in his impiety divided the divine essence; you must take care not to sunder the union, lest you be sundered from God, Ibid, p. 145.

60 - ბერძნული ტექსტისთვის იხ. კრიტიკული გამოცემა: Maximi Confessoris Opera, Questiones ad Thalassium, Questiones I-LV, unda cum Latina Interpretatione Ioannis Scotti Eriugenae, Juxta posita, ediderunt Carl Laga et Carlos Steel, Corpus Christianorum, Series Graeca, 7, Brepols-Turnhout, 1980, p. 61-3.

61 - ე.ი. კარგი საქმეების კეთებისგან მოგვამედგრებენ ანუ გაგვაზარმაცებენ, გაგვამცონარებენ (ცხადია, ჩვენივე ნებელობით სისუსტისა და სიკეთეში უმდგრადობის მიზეზით).

62 - წერილის სიტყვამ. "განყო სიტყვამ" ნიშნავს: "[სამოსელთა] განყოფის შესახებ გვაუწყა სიტყვამ".

63 - ე.ი. უსხეულოსგან და სხეულიანისგან.

64 - შდრ. ბოლო მონაკვეთის (სიტყვიდან: "ამათგან") ლათინური თარგმანი: quorum corpus quidem corruptioni dissolverunt, fortitudinem accipientes contra nos legis mandati transgressionem, animam vero, quippe de superna cognatione subsistentem, non diviserunt", Ibid, p. 62.

65 - ძველი აღთქმის ეკლესიის სამღვდელოთა.

66 - ე.ი. იუდეველთაგან მხოლოდ მცირე ნაწილმა ირწმუნა მაცხოვრისა და სულიერად გადარჩა, ცხონდა მარტოოდენ კნინი ნაწილი ერისა, ნარჩენი ანუ ნაშთი. შდრ. ეს. 10.22, OJ: "დაღათუ იყოს ერი შენი, ისრაჱლ, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, ნეშტი ოდენ ცხონდეს" (GS: "და უკეთუ იქმნეს ერი ისრაილისა, ვითარცა ქჳშა ზღჳსაჲ, ნეშტი მათი ცხოვნდეს" - καὶ ἐὰν γένηται ὁ λαὸς ισραηλ ὡς ἡ ἄμμος τῆς θαλάσσης τὸ κατάλειμμα αὐτῶν σωθήσεται); შდრ. რომ. 9.27: " ხოლო ესაია ღაღადებს ისრაჱლისათჳს: დაღათუ იყოს რიცხჳ იგი ძეთა ისრაჱლისათაჲ, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, ნეშტი ოდენ ცხონდეს".

67 - შდრ. εἰ μὲν γὰρ παρεδέξαντο τὴν πίστιν, τὴν εἰς τὸν Κύριον ἡμῶν  ‘Ιησοῦν τὸν Χριστὸν, συναγήγερτο ἂν ἐξ αὐτῶν εἰς πολύ τι μέρος τῆς ‘Εκκλησίας τὸ σύστημα, προσεπενεχθείσης αὐτοῖς καὶ τῆς τῶν ἐθνῶν πληθύος. ‘Επειδὴ δὲ διὰ πολλὴν ἀπείθειαν κατόπιν γεγόνασι τῶν ἐθνῶν, καὶ ἀριθμοῦ μὲν χρείττων ἡ ἐκείνων ἐστὶ πληθὺς, αὐτοὶ δὲ δὴ κομιδῇ βραχεῖς. σέσωσται γὰρ τὸ χατάλειμμα. διὰ τοῦτο μικρόν τι κεκληρονομήκασι μέρος ἐν τῷ ὄρει τῷ ἁγίῳ, τουτέστι, τῇ ‘Εκκλησίᾳ. Εἰ δὲ δή τις λέγοι τὴν ἄνω πόλιν, τὴν ἐν οὐρανοῖς Έκκλησίαν, τὴν τῶν ἁγίων μητέρα καὶ τροφὸν, ὄρος ἄγιον ὀνομάζεσθαι παρ’ αὐτῶν, καὶ ἐν αὐτῷ βούλεσθαι κλήρου μέρος λαχεῖν, ὀρθῶς συνήσεις, PG. 70, col. 1393-1396.

68 - შდრ. ასტირონის სიტყვები გაქრისტიანებული აბიათარისადმი: "ბაგინი დაგიმჴობია, და უფროჲს ყოველთასა ხარ შენ მოსწრაფე ქრისტჱს მსახურებასა" (Sin. 50; შდრ. ჭელიშ. "ბაგინი დაგიმჴობია, და უფროჲს ყოველთასა ხარ შენ მოსწრაფე, ქრისტეს მსახურებისა", ძქალძ, I, გვ. 103). მსგავსადვე, წმ. ეპიფანე კვიპრელი აღნიშნავს: "ქრისტეს მოსვლიდან და ვნებიდან დაიჩრდილა იუდეველთა ბაგინი, ხოლო გაცისკროვნდა სახარება" (შდრ. Haer 2.247.19-20: ἀπὸ τῆς τοῦ Χριστοῦ παρουσίας καὶ πάθους ἠμαυρώθη ἡ Ἰουδαϊκὴ συναγωγή, κατηύγασε δὲ τὸ εὐαγγέλιον).

69 - ტერმინი "ბაგინი" ძველ ქართულში, საზოგადოდ, სინონიმია და ხშირად ვარიანტულად მონაცვლეც ტერმინისა "ბომონი" (ბერძნ. βωμός), რაც აღნიშნავს წარმართულ სამსხვერპლოს ანუ საკერპოს (იხ. ი. აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბ. 1973, გვ. 28). ესაა ტერმინ "ბაგინის" ძირითადი მნიშვნელობა (ამიტომ ჩვეულებრივია გამოთქმა "ბაგინი კერპთაჲ"), თუმცა გარდა ტერმინ βωμός-ისა, იგი გადმოსცემს აგრეთვე საკუთრივ ტაძრის მნიშვნელობის მქონე ἱερόν-ს (მაგ. ივდით. 4.1), თითქმის იმავე შინაარსის ("სალოცავის") დამტევნელ τεμενός-ს (მაგ. ოსე, 8.14), "მემსხვერპლეობათა" და, აქედან, "მემსხვერპლეობის სამსახურებელ ტაძართა" შინაარსის შემცველ τελετή-ს (ამოს. 7.9: OJ: "საკერპონი ისრაჱლისანი", SB: "ისრაჱლისანი", Lect: "ბაგინნი იგი ისრაჱლისანი" - αἱ τελεταὶ τοῦ ισραηλ) და "საკურთხევლის" აღმნიშვნელ θυσιαστήριον-ს (მაგ. IV მფ. 21.3, O). საყურადღებოა, რომ IV მფ. 23.12-ში ორგზისაა დამოწმებული  θυσιαστήριον, ოშკურ რედაქციაში კი პირველ შემთხვევაში შესატყვისია "საკურთხეველი", ხოლო მეორე შემთხვევაში - "ბაგინი" (შდრ. "და საკურთხეველნი იგი, რომელ იყვნეს ზედა ქორსა მას, რომელ-იგი ქმნეს მეფეთა მათ იუდაჲსთა, და ბაგინნი იგი, რომელ ქმნნა მანასე" - καὶ τὰ θυσιαστήρια τὰ ἐπὶ τοῦ δώματος τοῦ ὑπερῴου Αχαζ, ἂ ἐποίησαν βασιλεῖς Ιουδα, καὶ τὰ θυσιαστήρια, ἂ ἐποίησεν Μανασσης, შდრ. სლავ. ...). "საკურთხეველისა" და "ტაძრის" გააზრებით, ტერმინი "ბაგინი", წარმართული სამსხვერპლოს გარდა, აღმნიშვნელი ხდება საკუთრივ ებრაული ანუ ძველი აღთქმის ეკლესიისა, სინაგოგისა, როგორც ეს სრულიად ნათელია თუნდაც "წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობიდან": "ჰურიათა თანაცა ბაგინად შევიდი და მათსაცა მას მსახურებასა ვხედევდი" (ძქალძ, I, გვ. 35). კიდევ: "ხოლო ბაგინად ღამე შევიდი ჰურიათასა, ვერაჲ ვცნი, რასა იტყჳედ" (იქვე, გვ. 36). ეგევე ჩანს ცნობილი ადრექრისტიანული ძეგლიდან "პოვნაჲ ნაწილთაჲ წმიდისა სტეფანჱსი". მაგალითად: "ესე ოც წელ შჯულის მოწაფე იყო უფროჲს ჩემსა და პავლჱს თანა იზარდებოდა ბაგინსა შინა" (Le synaxaire géorgien. Rédaction acienne de i'union arméno-géorgienne, publié et traduit daprès le manuscrit du couvent Iviron du Mont Athos par N. Marr, Paris 1926, Patrologia Orientalis, 195, p. 37). კიდევ: "ბაგინსა მას ღმრთისასა განზრდილ იყო და დედაკაცი მებერვე არა ეხილვა გარნა დედაჲ თჳსი ხოლო" (Ibid, გვ. 40; შდრ. აგრეთვე: "და ვპოვეთ ბაგინსა მას წინა სამარიტელთასა ცხრაას და ათცხრამეტი სული", წარტყუენვაჲ იერუსალემისი, თ. 23: ებისტოლე ზაქარია პატრიაქისაჲ, რომელი მიუწერა ბაბილოვნით იერუსალჱმად მათა რომელნი დაშთომილ იყვნეს ტყუეობისაგან, La prise de Jérusalem par les Perses en 614, édité par Gérard Garitte, Louvain 1960, Corpus Scriptorum Christianorum Orientalium, 202 Scriptores iberici, 11, გვ. 79). განსაკუთრებით ცხადია "ბაგინის" აღნიშნული შინაარსი "მოქცევაჲს" ზემომითითებული რედაქციებიდან, მაგალითად, თუნდაც მეთორმეტე (ჭელიშ.-Sin მეცხრე) თავის სათაურიდან: "რომელი თქუა აბიათარ, რომელი იყო პირველ მღდელი ბაგინსა შინა ჰურიათასა მცხეთას". შდრ. წმ. ნინოს სიტყვები: "მოვედ [მივედ Sin. 50] ბაგინსა ჰურიათასა ენისათჳს ებრაელებრისა" (შატბ. კრებ., თბ. 1979, გვ. 334; ჭელიშ. "მივე[დ] ბაგინსა ჰურიათასა ენისათჳს ებრაელთასა", ძქალძ, გვ. 117); შდრ. აგრეთვე ასტირონ მთავრის სიტყვები ებრაელი მღვდლის აბიათარისადმი: "ბაგინისანი იყვენით თქუენ და არასადა ვის ასმია მათგანსა თქუენგან ქებაჲ ქრისტეანთაჲ" (Sin. 50; შდრ. ჭელიშური: "ბაგენისნი იყვენით, არასადა ვის ასმია მათგანსა ქებაჲ ქრისტეანეთაჲ", ძქალძ, I, გვ. 103).

70 - ძველი აღთქმის ბაგინის ახალი აღთქმის ეკლესიად გარდაქმნა შთამბეჭდავადაა ნაუწყები ჰურიათა ბაგინის მღვდელყოფილის, აბიათარის მიერ: "ხოლო სახლი ელიოზისი იყო ქალაქსა დასავალით, კარსა დასავ[ა]ლით მოგუთისასა, მტკუარსა ზედა. და იყო მცირჱ ბაგინი, სამარხოჲ მათი, რომელსა ზედა აღმართა ჯუარი ქრისტჱსი ნინო დედამან ჩემმან, ერთ-ერთსა ნათელ-სცემდა მუნ შინა ჴელითა იაკობ მღდელისაჲთა და პროსილა მთავარდეაკონისაჲთა, მთავარ[თა] შვილებსა, წიაღ ქალაქისათა. და ერქუა ადგილსა მას მთავართა სანათლო" (Sin. 50; შდრ. შატბ. "სახლი ელიოზისი იყო ქალაქსა შინა დასავალითსა, იყო კარსა მოგუეთისასა, მტკუარსა ზედა. და იყო მცირჱ ბაგინი, სამარხვოჲ მათი, რომელსა ზედა აღჰმართა წმიდამან ნინო ჯუარი ქრისტესი. და ერთ-ერთსა ნათელსცემდა მუნ შინა ჴელითა იაკობ მღდელისაჲთა და პროსილა მთავარდიაკონისაჲთა, მთავართა შვილებსა, წიაღთა ქალაქისათა. და ერქუა ადგილსა მას მთავართა სანათლოჲ", შატბერდ. კრებ. გვ. 347). საგულისხმოა, უწყება იმის შესახებ, თუ როგორ შეინარჩუნა აბიათარმა ბაგინი დაუნგრევლად: "ხოლო ბაგინისათჳს [ა]იძულებდა მეფესა, რაჲთა არა შეძრან ნაშენები იგი მისი, არამედ რაჲთა შესძინოს აღშენებაჲ, რამეთუ ვიდრე არღა გამოჩინებულ იყო ახალი მადლი ქუეყანასა ამას, მუნ შინა იყო დიდებული სახელი საუკუნოჲსაჲ მის ღმრთისაჲ. და ერჩდა მეფჱ მისთა დღეთა, და იყვნეს მუნ შინა ელიოზის ნათესავნი მღდელად ჰურიათა ზედა", შატბერდ. კრებ. გვ. 350; შდრ. Sin. 50: "ხოლო ბაგინისათჳს ჲძულებნ მეფესა, რაჲთა არა შეძრან ნაშენები მისი, რამეთუ ვიდრე არღა გამოჩინებულ იყო ახალი მადლი ქუეყანასა ამას, მუნ შინა იყო დიდებულ სახელი საუკუნოჲსაჲ მის. და ერჩდა მეფჱ მისთა დღეთა, და იყუნეს მუნ შინა მღდელად ელიოზის ნათესავნი ჰურიათა ზედა"; ჭელიშ. "[ი]ძულებენ ჰურიანი (?) იგი მეფესა, რათა არა შეძრან ბაგინი იგი. ვიდრე-ღა არა გამ[ო]ჩენილ იყო ახ[ა]ლი მადლი ქუეყანასა ამ[ა]ს, ტაძარსა მას შინა იყო სახელი საუკუნოჲსაჲ მის. და ერჩდ[ა] მეფე დღ[ე]თა მისთა, და იყვნეს მას შინა მღდელა[დ] ელიოზის ნათესავნი ჰურიათა ზედა", ძქალძ, I, გვ. 152).

71 - ამ გარდაქმნის შთამბეჭდავი გამოხატულება, გარდა ზემოთქმულისა, ისიცაა, რომ სწორედ მცხეთაში ხდება მაცხოვრის წილ "გამოთხოვილი" ბარაბას შთამომავლობის გაქრისტიანება, რაც უნიკალური ისტორიული ფაქტიცაა და განსაკუთრებული სიღრმის სულიერი სინამდვილეც (მცხეთის მადლიან წიაღში ანუ ჭეშმარიტ იერუსალიმში თვით ბარაბეანნიც ანუ ბარაბას შთამომავალნიც დაეგნენ ანუ შეურიგდნენ უფალს). მოვიტანთ ციტატას: "[ებრაელებმა] იწყეს წარსლვად საჲდაჲთვე თჳნიერ ბარაბიანთასა, რომელ მოინათლა ორმოცი სული სახლისა მათისაჲ და მკჳდრ იქმნეს მცხეთას შინა. და მიუბოძა მეფემან დაბაჲ, რომელსა რქჳან ციხედიდი, და იყუნეს დიდ წინაშე მეფისა და ქრისტეანე ჭეშმარიტად მადლითა ნეტარისა ნინოჲსითა და მოძღურებითა მისითა" (Sin. 50; შდრ. შატბ. "[ებრაელებმა] იწყეს სადაჲთვე წარსლვად თჳნიერ ხოლო ბარაბეანთასა, რომელნიცა მოინათლნეს ორმეოც და ათი სული სახლისა მათისაჲ. და მკჳდრ იქმნეს მცხეთას შინა. და მიუბოძა მირეან მეფემან დაბაჲ ერთი, რომელსა ჰრქვიან ციხე-დიდი, და იყვნეს დიდ წინაშე მეფისა და ქრისტეანეთასა მადლითა ნეტარისა ნინოჲსითა და მოძღურებითა მისითა", შატბ. კრებ. 347). 

72 - "დედაქალაქი" ანუ "მეტროპოლისი" (μητροπολις) სულიერი სახელია ჭეშმარიტი ანუ ზეციური იერუსალიმისა. შდრ. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: "" (Or. 45,23: Ποιησώμεθα κεφαλὴν, μὴ τὴν κάτω Ἱερουσαλὴμ, ἀλλὰ τὴν ἄνω μητρόπολιν· μὴ τὴν ὑπὸ στρατοπέδων νῦν πατουμένην, ἀλλὰ τὴν ὑπ' ἀγγέλων δοξαζομένην, PG. 36, col. 656, შდრ. წმ. ეფრემ მცირის თარგმანი: "ვიქმნნეთ თავ ნუ ქუენაჲ იერუსალიმი, არამედ ზენაჲ დედაქალაქი, ნუ აწ მჴედართ-ყრმებისგან დათრგუნვილი, არამედ ანგელოზთაგან დიდებული", Sancti Gregorii Nazianzeni Opera, Versio Iberica, I, Orationes I, XLV, XLIV, XLI, Cum Introductione a Helene Metreveli et Edisher Tschelidze, Turnbout - Leuven, 1988, p. 129. აღვნიშნავთ, რომ 45-ე ჰომილიის ეფრემისეული თარგმანის გამომცემელს ძირითად ტექსტში მცდარად აქვს გატანილი მოქმედებითი გვარის ფორმა "ვქმნეთ" ["ვქმნეთ თავ ნუ ქუეყანაჲ იერუსალიმი"], ხოლო AC ნუსხების მართებული წაკითხვა "ვიქმნნეთ" სქოლიოში ჩაუტანია უთუოდ იმ მიზეზით, რომ იგი მიუჩნევია ვნებითი გვარის ფორმად. სინამდვილეში, მოცემულ ადგილას "ვიქმნნეთ" არის არა ვნებითი გვარის ფორმა [ანუ მისი მნიშვნელობაა არა "გავხდეთ"], არამედ - მოქმედებითი გვარის სათავისო ქცევისა და ნიშნავს: "გავიკეთოთ, ჩვენთვის ვყოთ", ანალოგიურად იმისა, რომ გვაქვს: "ვიქმენ" ანუ "გავიკეთე ჩემი თავისთვის", "იქმენ" ანუ "გაიკეთე შენი თავისთვის" და "იქმნა" ანუ "გაიკეთა თავისი თავისთვის"; შდრ. მაგ. "მიიღე ესე შენდა საჴმრად, და იქმენ თავისა შენისა სამოსელი", Vies géorgiannes de S. Syméon Stylite 1" Anicien et de S. Ephrem, éditées par Gérard Garitte, Louvain 1957, p. 14]. ამას უეჭვოდ ცხადყოფს ორიგინალი, სადაც ქართული სათავისო ქცევის შესაბამისი მედიუმის ფორმა გვაქვს: ποιησώμεθα. ასევეა ექვთიმეს თარგმანშიც, სადაც სახეზეა სათავისო ქცევის ტოლფასი ფორმა "ვყოთ ჩუენდა", რაც ნიშნავს იმავეს, რასაც ზემოხსენებული "გავიკეთოთ". შდრ. წმ. ექვთიმეს თარგმანი: "ვყოთ უკუე თავად ჩუენდა ნუ ქუეყანისა იერუსალემი, რომელი გარემოიცვეს მჴედრობათა, არამედ ზეცისა ქალაქი, რომელი იდიდების ანგელოზთაგან", დასახ. გამოც. გვ. 128).

73 - ცხადია, ეს გახმიანება სულიერი ხმოვანებაა, სულიერი სასმენელით აღსაქმელი "კვერის-ცემაა", რაც გულისხმობს ჯვარცმულისა და ჯვარცმის ჭეშმარიტი აზრის შემეცნებას. "წმინდა ნინოს ცხოვრების" არსენისეულ რედაქციაში პირდაპირაა ნაუწყები, რომ ელიოზის დედამ ჯვარზე მაცხოვრის მიმსჭვალვის ხმა ისმინა სწორედ გულისხმიერი ყურით (შდრ. "ოდეს ჯუარსაცუეს მეუფე უსჯულოთა მათ და მიამთხჳა კუერი ლუსმარსა ჴელთა მათ საუფლოთა ბოროტმან მან მტარვალმან ადგილსა გოგლოთისასა, მასვე ჟამსა მიიწია ყურთა გულისათა დედისა ელიოზისასა მცხეთას და ჴმა-ყო ძლიერად აღძრულმან სულისა მიერ" (არსენ ბერი, ცხორებაჲ ნინოჲსი, ძქალძ, III, გვ. 32).

ჟურნალი "გული გონიერი", №1 (4), 2012 წ.
კავებში ჩასმული ([]) ნუმერაციით მითითებულია ჟურნალის გვერდები

No comments:

Post a Comment