თხზულება „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, რომლის უძველესი ვერსია
შემოგვინახა შატბერდის კრებულმა, შეიცავს მირიან მეფის მიერ „დაწერილ“ წიგნს. აღნიშნულ
„წიგნში“ მირიან მეფე მოგვითხრობს „ზემო“ ეკლესიის მშენებლობის შესახებ და გვაუწყებს:
„აღვაშენე ეკლესიაჲ მაყულოვანსა მას შინა ნინოისსა და
ვქმენ მას შინა საქმეჲ, ქმნული უჩინოჲ და ცხადი,
დიდებაჲ მაყულოვანთა მათ“ (ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, გვ. 354 [ქვემოთ ამ სერიის ტომებს შესაბამისი რიცხვებით
აღვნიშნავთ]; შდრ. Sin. 50: „ვქმენ მას შინა საქმჱ, ქმნილ უჩინოჲ და ცხადი, დიდებაჲ მაყვლოვანთაჲ მათ“).