122
აპოლოგეტური მოღვაწეობის დაფუძნება ქრისტიანულ ეკლესიაში
ჩვენს წინა საუბარში შევეხეთ ისეთ მნიშვნელოვან ძეგლს, როგორიც იყო
ერმის თხზულება “მწყემსი” და ფაქტობრივად უკვე ქრონოლოგიურად
გადანაცვლებული ვართ II საუკუნეზე. შესავალ ნაწილში, როდესაც ზოგადი
მიმოხილვა გვქონდა ქრისტიანული ლიტერატურის ცალკეული ეტაპებისა და
ეპოქებისა, მაშინ აღვნიშნავდით, რომ პირობითად პირველი პერიოდის შემდეგ
ქრისტიანული მწერლობისა, რასაც სამოციქულო ეპოქა ეწოდება, გამოიყოფა ასევე
პირობითად აპოლოგეტური ეპოქა, აპოლოგეტთა მოღვაწეობის ხანა, რაც არსებითად
II საუკუნეს გულისხმობს.