(გამონაკრებნი)
რწმენა არის ჭეშმარიტი ცოდნა, არადამტკიცებადი სათავეების მქონე, როგორც გონებაზე და სიტყვაზე აღმატებული საქმეების საფუძვლად მყოფი (ὑπάρχουσα ὑπόστασις)1 (წმ. მაქსიმე აღმსარებელი, ორასეული, ღვთისმეტყველებისა და ძე ღმერთის ხორცში განგებულების შესახებ, 1.9).
ვინც ელვარეჰყო გონება საღვთო აზრებით და სიტყვას ჩვევა მისცა, რომ
საღვთო ჰიმნებით დაუცხრომლად თაყვანს სცემდა შემოქმედს, შეუმღვრეველი
წარმოდგენებით2 კი გრძნობა განიწმინდა, ასეთმა ვინმემ ხატისებრიობის3 ბუნებისეულ მშვენიერებას შესძინა მსგავსებისებრობის4 ნებაყოფლობითი (γνωμικόν )5 სიკეთე (1.13).
მორწმუნე მოშიშია, მოშიში მდაბალია, მდაბალი უდრტვინველია (იღებს რა იგი
გულისწყრომისა და გულისთქმის არაბუნებრივ მოძრაობათა უმოქმედო
ნათვისობას), უდრტვინველი იმარხავს მცნებებს, მცნებათა დამცველი
განიწმინდება, განწმენდილი ბრწყინდება, გაბრწყინებული კი საიდუმლოთა განძთსაცავში ღირსი ხდება სიძე-სიტყვასთან თანამეცხედრეობისა6 (1.16).