წმ. ეფრემ მცირის სწავლება ადამიანის როგორც პირმშოხატის ხატის შესახებ
ახლა შევეხოთ საკუთრივ ეფემ მცირისეულ სქოლიოს. კვლავ დავიმოწმებთ ტექსტს:
"უცვალებელ ხატ ღმრთისა მამისა არს მხოლოდშობილი ძე, ვითარცა პირმშოჲ ხატი, ხოლო ჩუენ ხატებრ, ესე იგი არს, პირმშოჲსა მის ხატისა ხატადღა ქმნილ ვართ, რომელი-იგი ბუნებით ძე არს, ხოლო ჩუენ მადლით მოგუცემს ძეობასა, რაჟამს მივსცეთ ხატსა ხატებაჲ მისი, რომელი იტყჳს: მე რაჟამს ავმაღლდე, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა, ხოლო თუ სადა მიგვიზიდავს, ამას ესევე მოძღვარი თარგმნის შემდგომთა სიტყუათა შინა" (A-109, 165).

მოვუსმინოთ ოპონენტის "განმარტებას":
"პირმშოჲსა მის ხატისა ხატადღა ქმნილ ვართ, რომელი-იგი ბუნებით ძე არს - ეს იმას ნიშნავს, რომ ბუნებითი ძის განკაცების შემდეგ პირმშო ხატის ხატადღა შევიქმენით. ხოლო ჩუენ მადლით მოგუცემს ძეობასა, რაჟამს მივსცეთ ხატსა ხატებაჲ. - ხოლო
ძეობას მადლით მაშინ გვანიჭებს, როცა ჩვენს ბუნებას (ღმრთის ხატებას)
შესაფერის ზნეობრივსა და სულიერ სახეს ვაძლევთ..." (გვ. 70).