მეორე საუკუნის დიდ საეკლესიო ფილოსოფოსს, წმ. ათენაგორა ათენელს დავესესხებით:
„ყოველ დოგმატსა და მოძღვრებას, დაკავშირებულს არსთა შორის ჭეშმარიტებასთან, თანაშეეზრდება რამ სიცრუე“ (Παντὶ δόγματι καὶ λόγῳ τῆς ἐν τούτοις ἀληθείας ἐχομένῳ παραφύεταί τι ψεῦδος, PG. 6, col. 973 A).
ნიმუშისთვის, საკმარისია გულდასმით გავეცნოთ თუნდაც უწმინდესი
„კურთხევანის“ ძველ ქართულ ხელნაწერებს, რომ სრულად დავრწმუნდეთ ზემორე
დებულების უტყუარობაში, ვინაიდან თვალნათლივ ვნახავთ, რომ ხსენებული
ხელნაწერების უდიდეს ნაწილში განმაღმრთობელ ტექსტებთან ხორცმეტისებრ არის
თანაშეზრდილი არაერთი ფსევდო, ყალბი, აბსოლუტურად ცრურწმენითი „ლოცვა“
(უკეთ, „შელოცვა“), რომელთა გამიჯვნაც ჭეშარიტისგან ფილოლოგიურად საკმაოდ
რთულია.