118
იერარქიულობა საღმრთო სახელებს შორის წმ. დიონისე არეოპაგელის შრომის “საღმრთოთა სახელთათვის” მიხედვით
ჩვენს წინა საუბრებში იერარქიულობის შესახებ წმინდა დიონისე არეოპაგელის
მოძღვრება სხვადასხვა კუთხით წარმოვაჩინეთ. უშუალოდ წინა საუბარში
ვეხებოდით საკუთრივ იერარქიული საფეხურების არსებობის წესის საფუძვლებს.
განვიხილავდით იმ სულიერ საღვთო თვისებებს, რითაც ჭეშმარიტად
განპირობებულია ჯერ საკუთრივ მათი მყოფობა და შემდგომ ზემორეებთან და
ქვემორეებთან ამა თუ იმ ხარისხის ურთიერთდამოკიდებულება.