123–124
ძირითადი აპოლოგეტური მონაცემები
ჩვენს წინა საუბარში უკვე შევეხეთ და ფაქტობრივად დავიწყეთ განხილვა იმ
ეპოქისა, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია საეკლესიო ლიტერატურის ისტორიაში და
აპოლოგეტიკის სახელით არის ცნობილი. რამდენიმე უარსებითეს მომენტს, რამაც
განაპირობა აპოლოგეტიკის აღმოცენება, აპოლოგეტური სამწერლობო ჟანრის და
ზოგადად აპოლოგეტური მოღვაწეობის ასეთი მკვეთრი გამოვლინება სწორედ II
საუკუნეში, აი ამის მიზეზებს ჩვენ ნაწილობრივ წინა საუბარში შევეხეთ და
ამჯერად უკვე კონკრეტულ ძეგლებზე, კონკრეტულ მოღვაწეებზე განვაგრძობთ ჩვენს
საუბარს.