[26]1 . თუ ვინმე არ აღიარებს, რომ ჭეშმარიტად ღმერთია
ემმანუელი და, ამის გამო, ღვთისმშობელია წმინდა ქალწული, რადგან
ხორციელად შვა მან ხორცქმნილი სიტყვა მამაღმერთისა, ანათემა!
2. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ მამაღმერთის სიტყვა ჰიპოსტასურად შეუერთდა
ხორცს, რომ ერთია ქრისტე თავისი ხორცითურთ და რომ თვითვეა, ცხადია,
ღმერთიც და ამასთან ადამიანიც, ანათემა!
3. თუ ვინმე ერთ ქრისტეში განყოფს ჰიპოსტასებს შეერთების შემდეგ და
შეაკავშირებს მათ მხოლოდ ღირსებისმიერი ან თვითუფლებრივი ან ძალმოსილებითი
თანაშეკავშირებით და არა, უმალ, ბუნებითი შეერთების შესაბამისი
თანაშერთვით, ანათემა!
4. თუ ვინმე სახარებისეული და სამოციქულო ნაწერების სიტყვებს ანდა
ქრისტეს შესახებ წმინდანთა გამონათქვამებს ან კიდევ თვით მის მიერვე თავის
თავზე თქმულთ ორი პირისადმი ანუ ჰიპოსტასისადმი განყოფს და ერთ ნაწილს
განუკუთვნებს მას როგორც ადამიანს, მამაღმერთის სიტყვისგან განცალკეცებით
მოაზრებულს, მეორე ნაწილს კი, როგორც ღვთის შესაფერისს, მხოლოდ
მამაღმერთის სიტყვას, ანათემა!
5. თუ ვინმე იკადრებს თქმას, რომ ღმერთშემოსილი ადამიანია ქრისტე და
არა, უმალ, ჭეშმარიტად ღმერთი და ერთი და ბუნებითი ძე, როგორც ხორცქმნილი
სიტყვა, და ჩვენს მსგავსად სისხლთან და ხორცთან ზიარებული, ანათემა!