Wednesday, December 26, 2018

ედიშერ ჭელიძე - გამოხმაურება დავით თინიკაშვილის შენიშვნებზე


რედკოლეგიისთვის (იგულისხმება თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომების რედკოლეგია) ცნობილი გახდა დავით თინიკაშვილის შენიშვნები ედიშერ ჭელიძის ერთ-ერთი სტატიის ინგლისურ რეზიუმესთან დაკავშირებით, რაც ამ უკანასკნელს (. თინიკაშვილს) 2016 (უნდა იყოს 2017) - გამოუქვეყნებია საინტერნეტო ფორუმის მასალებში.

სრულად მოვიტანთ დავით თინიკაშვილის შენიშვნების ტექსტს:

"ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორის, პროფესორ ედიშერ ჭელიძის რედაქტორობით გამოცემულ კრებულს აწერია: Theological-Scientific Works, VI, 2015. ამავე ნომერში გამოქვეყნებულია მისივე სტატია, რომლის ინგლისურენოვან რეზიუმეს ასეთი სათაური აქვს:


ინგლისურ ენაში ასეთი ელემენტარული შეცდომა უბრალოდ სირცხვილია. არადა ეს ადამიანი ბევრს გაკერპებული ჰყავს სასულიერო აკადემიაში და მთლიანად ეკლესიაში, როგორც თვალშეუდგამი და უავტორიტეტესი მეცნიერი და მრავალი ენის მცოდნე...

არავინ უარყოფს, რომ სიტყვასაიენსიგამოიყენება სოციალურ მეცნიერებებშიც დასაიენთიფიქ მეთოდკი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. მაგრამ პოსტში ამაზე არ ვამახვილებ ყურადღებას. მხოლოდ იმაზე მაქვს საუბარი, რომ სიტყვასაიენსისგამოყენება არაა მიღებული თეოლოგიასთან, ისტორიასთან, ფილოლოგიასთან, ფილოსოფიასთან მიმართებაში. ამიტომ, დიახაც, ეს ელემენტარული შეცდომაა! რატომ მედავები არ მესმის...

მოცემულ სათაურში სხვა შეცდომებიცაა, რაზეც აღარ გავამახვილე ყურადღება (მაგ., სიტყვა evidence არ უნდა იყოს მრავლობითში. ასევე of-ის ნაცვლად უმჯობესია for იყოს და მისთ.). ეს ყოველი კი ნამდვილადაა ელემენტარული შეცდომები. არა?“

რედკოლეგია გაეცნო გამოთქმულ შენიშვნებს და მათზე განმარტება სთხოვა უშუალო ადრესატს ედიშერ ჭელიძეს.

წარმოგიდგენთ მის პასუხს:

. თინიკაშვილისშენიშვნებისტონს და სტილს, რათქმაუნდა, არ მივაქცევთ ყურადღებას (ქვეტექსტი გასაგებია: თუ ესოდენ უმეცარი პიროვნებააკადემიაში და მთლიანად ეკლესიაში“ „უუუავტორიტეტესადითვლება, თავადაკადემია და მთლიანად ეკლესიარა დონეზე ყოფილა?). შევეხებით საკუთრივ შენიშვნებს, რაც არსებითად სამია:

(I) ოპონენტი აყალიბებს დებულებას:

სიტყვასაიენსისგამოყენება არაა მიღებული თეოლოგიასთან, ისტორიასთან, ფილოლოგიასთან, ფილოსოფიასთან მიმართებაში. ამიტომ, დიახაც, ეს ელემენტარული შეცდომაა!“ „ინგლისურ ენაში ასეთი ელემენტარული შეცდომა უბრალოდ სირცხვილია“.

ამრიგად, . თინიკაშვილის დასკვნა მხოლოდ ერთია:

თუ მავანი სიტყვა Science- გამოიყენებსთეოლოგიასთან, ისტორიასთან, ფილოლოგიასთან, ფილოსოფიასთან მიმართებაში“, ესუბრალოდ სირცხვილიდაელემენტარული შეცდომაიქნება.

ახლა სინამდვილე ვნახოთ:

1877 წელს გერმანულად გამოიცა A. Boeckh-ის უმნიშვნელოვანესი ენციკლოპედიური ნაშრომი სათაურით:

Encyklopädie und Methodologie der philologischen Wissenschaft  (Leipzig: Teubner, 1877).

ჩვენთვის ამჯერად საყურადღებოა ხსენებული სათაურის ინგლისური თარგმანი, რაც ასეთი სახისაა:

Encyclopedia and Methodology of the SCIENCE OF PHILOLOGY1.

აღნიშნული ტექსტი ასე ითარგმნება:

ფილოლოგიის მეცნიერების ენციკლოპედია და მეთოდოლოგია“.

ორივე მხარე რომ ამოვწუროთ (ანუ ვაჩვენოთ, რომ არამხოლოდ Philology-„ფილოლოგიასთან, არამედ Phylological-“ფილოლოგიურთანაც ინგლისურში არათუმიღებულია“, არამედ დაკანონებულიცაა ტერმინი Science), დავიმოწმებთ ზემორე სათაურის მეორეგვარ ინგლისურ თარგმანსაც:

The 19th c. brings forth further attempts to found THE HISTORICAL AND PHILOLOGICAL SCIENCES. G. Droysen’s Grundriss der Historik (Outline of the Principles of History) of 1868 and P. A. Boeckh’s Encyklopadie und Methodologie der philologischen Wissenschaften (Encyclopedia and Methodology OF THE PHILOLOGICAL SCIENCES) being the most prominent ones2.

ქართულად:

„XIX საუკუნე მიმართავს შემდგომ მცდელობებს, რომ დააფუძნოს ისტორიული და ფილოლოგიური მეცნიერებანი“. G. Droysen-ისისტორიის საფუძვლები“ 1868 წლისა, და P. A. Boeckh-ისფილოლოგიურ მეცნიერებათა ენციკლოპედია და მეთოდოლოგია ამ მხრივ ყველაზე სახელგანთქმული შრომებია“.

არადა მავანი გვიმტკიცებდა: სიტყვასაიენსისგამოყენება არაა მიღებული თეოლოგიასთან, ისტორიასთან, ფილოლოგიასთან, ფილოსოფიასთან მიმართებაში. ამიტომ, დიახაც, ეს ელემენტარული შეცდომაა!“.

მკითხველისთვის, ვფიქრობთ, ერთმნიშვნელოვნად ცხადია, თუ სინამდვილეში მართლაც რა არის არათუელემენტარული“, არამედ კატასტროფული შეცდომა და უვიცობა.

გარდა მითითებული ჭეშმარიტად უავტორიტეტულესი წყაროებისა, სიტყვასაიენსისხვა შემთხვევებშიც აურაცხელი, აღურიცხავი რაოდენობით უმკვეთრესად დასტურდება სწორედ ფილოლოგიასთან და ისტორიასთან მიმართებაში“.

აი, რამდენიმე შთამბეჭდავი ნიმუში (მოტანილ ციტატებს ქართულად აღარ ვთარგმნით):

In England the study of language as such has developed so largely in comparison with the wider SCIENCE OF PHILOLOGY under which it used to rank3.

It [ეტიმოლოგია] is a branch of the general SCIENCE OF PHILOLOGY4.

Improving himself with passion IN THE SCIENCE OF PHILOLOGY5.

Dr. Webster’s book is not a mere improved edition of Johnson, as your words would imply, but an entirely original work, the labor of a long life assiduously devoted TO THE SCIENCE OF PHILOLOGY6.

To advance THE SCIENCE OF PHILOLOGY7.

Comparative philology and mythology go hand in hand; and as the language of the Vedas has proved the great critical instrument IN THE CONSTRUCTION OF THE SCIENCE OF PHILOLOGY8.

Ranke’s conception OF A SCIENCE OF HISTORY consisted of this: that it should diligently seek out all available sources and scrutinize them critically before weaving them into a tight narrative fabric9.

Marc Bloch’s plea in behalf of history attests strongly to this relation between observation and explanation IN THE SCIENCE OF HISTORY10.

His writings must be seen as responding to the preceived need for A NEW SCIENCE OF HISTORY11.

THE HISTORICO-PHILOLOGICAL SCIENCES aim at the elucidation of a past or foreign interest12.

The natural sciences, although more independent than others, cannot do without THE HISTORICO-PHILOLOGICAL SCIENCES13.

Society of HISTORICO-PHILOLOGICAL SCIENCES [„ისტორიულ-ფილოლოგიურ მეცნიერებათა საზოგადოება“]14.

Branch OF THE HISTORICO-PHILOLOGICAL SCIENCES15.

და . . და . . დაუთვლელი რაოდენობით.

რაც შეეხება იმავე საიენსის გამოყენებას საკუთრივ თეოლოგიასთან მიმართებით, ამ მხრივ მასალა იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ შესაბამისი ნიმუშების რაოდენობის განსაზღვრა, ძველი ქართული გამოთქმა რომ გამოვიყენოთ, კნინღა-და შეუძლებელ არს“.

მართლაც, თუნდაც ისეთი გახმაურებული პუბლიკაცია ავიღოთ, როგორიც არის Henry Epps-ის Concise Study of Basic Theology. მისი მესამე ტომის პირველი თავი პირდაპირ არის სახელდებული როგორც “THE SCIENCE OF THEOLOGY” ანუ თეოლოგიის მეცნიერება16.

ამ თავში, სხვათა შორის, მოცემულია შემდეგი განმარტება:

He [God, . .] gives us in the Bible the truths, which, properly understood and arranged, constitute THE SCIENCE OF THEOLOGY [„იგი (ღმერთი, . ,) ბიბლიაში გვაძლევს ჩვენ ჭეშმარიტებებს, რომლებიც, სათანადოდ გაგებულნი და დალაგებულნი, შეადგენს თეოლოგიის მეცნიერებას“]17.

ესაა თეოლოგიის მეცნიერების საყოველთაოდ მიღებული განმარტება სხვადასხვა დროის ინგლისურენოვან ავტორთა შორის, რაც ზედმიწევნით იმავე ფორმულირებით გვხვდება, მაგალითად, Ch. Hodge-სთან18, John Harries-სთან19, Roger Lundin, Anthony C. Thiselton, Clarence Walhout-სთან20 და არაერთ სხვა პირთან.

მოვუხმობთ აგრეთვე Francis J. Hall-ის განმარტებას:

Theology is THE SCIENCE of God and things Divine [თეოლოგია ესაა მეცნიერება ღვთისა და საღვთო საქმეთა შესახებ“]21.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული განმარტებით იწყება ნაშრომის პირველი თავი, რასაც სათაურად კვლავ თეოლოგიის მეცნიერება აქვს (შდრ. Chapter I, THE SCIENCE OF THEOLOGY, p. 1).

ასეთია პირუთვნელი სინამდვილე.

ამრიგად, „საიენსისგამოყენების არეალი ზუსტად ვნახეთ (ზედმიწევნით იგივე ვითარებაა ფილოსოფიასთან დაკავშირებითაც22).

მაგრამ იქნებ ზესართავისაიენტიფიკ“ (scientific) ამართლებს ჩვენი ოპონენტის ზრახვებს? იგი ხომ სწორედ ამ ფორმას ბასრობს განსაკუთრებით! კერძოდ, „შენიშვნებისდასაწყისშივე მიანიშნებს, რომმეცნიერულ მტკიცებულებათა“ “SCIENTIFIC Evidences”-ადთარგმნა მცდარია, უსვამს რა მას თავზე კითხვის ნიშანს და ასკვნის რა გამარჯვებულის ტონით:

ინგლისურ ენაში ასეთი ელემენტარული შეცდომა უბრალოდ სირცხვილია“.

ოპონენტი მწარედ ცდება არამხოლოდ აღნიშნული შეფასების პროცესში, არამედ-აღნიშნულ შეფასებამდეც. ეს ნიშნავს, რომ იგი სრულიად ამაოდ დამაშვრალობს ზემორე დასათაურებაში ცდომილებათა გამოსავლენად, და მისი ამგვარი მოქმედება წინდაწინვე სავალალო მარცხისთვისაა განწირული, ვინაიდან სრულიად შეუძლებელია ვინმემ ხსენებულ დასათაურებაში რაიმე შეცდომა იპოვოს, თუმცა არა იმიტომ, რომ ინგლისურის განსაკუთრებული ცოდნით გამოვირჩევით (ეს ენა ვიცით მხოლოდ იმ მოცულობით, რაც გვესაჭიროება მეცნიერული კვლევებისთვის), არამედ სწორედ იმის გამო, რომ ინგლისური ჩვენთვის, რათქმაუნდა, მშობლიური არ არის, ეს გარემოება კი წინდაწინვე სიფრთხილეს გვავალდებულებს, რაც ვლინდება იმ ფაქტში, რომ რაიმე დასათაურებას ჩვენ კი არ ვთარგმნით ჩვენი ინიციატივით (ჩვენს თავზე მინდობით) ქართულიდან ინგლისურად, არამედ ვეძიებთ ინგლისურში უკვე დადასტურებულ ფორმებს ანუ ვეძიებთ და ვიყენებთ მხოლოდ იმას, რაც უკვე გამოყენებულია და გამოკვეთილად აპრობირებულია საკუთრივ ინგლისელ (ან ინგლისურენოვან) მეცნიერთა მიერ საუკუნეთა მანძილზე.

უფრო ნათელი რომ იყოს ის, რასაც ახლა ვამბობთ, ერთ შთამბეჭდავ შემთხვევას გავიხსენებთ:

მიმდინარეობდა სადისერტაციო ნაშრომის დაცვა ისტორიის მეცნიერებაში. დისერტანტი ჩემი ახლო მეგობარი იყო და ვესწრებოდი დაცვას. ერთ-ერთი ოპონენტი, რომელიც მრავალთა შეფასებით (და, რაც მთავარია, თვითშეფასებით) მეტად ღვაწლმოსილ პიროვნებას წარმოადგენდა და, ამავე დროს, ასაკობრივი მხცოვანებითაც მშვენობდა, ახალგაზრდა დისერტანტის კვლევით სიახლეებს საკუთარი წლობით ნალოლიავები .. სამეცნიერო მორჭმულობის საფრთხედ აღიქვამდა. თავის სიტყვაში ხსენებული ოპონენტი ვითომცდა კეთილგანწყობილი ტონით შეუდგა სადისერტაციო ნაშრომის განხილვას და მოწყალედ გამოთქვა რამდენიმე უმნიშვნელო შენიშვნა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ თავადაც დიდად არ ეიმედებოდა თავისივე შენიშვნები, გადაწყვიტა სხვა მხრივ დაეჩრდილა ახალგაზრდა მკვლევარი და ავტორეფერატის ინგლისურ თარგმანს შეეხო, ზოგადად აღნიშნა რა, რომ ხსენებულ თარგმანში ადგილი ჰქონდა მიუტევებელ ენობრივ შეცდომებს, რითაც თითქოსდა დისერტანტის ელემენტარული უვიცობა დასტურდებოდა. მას არ დაუსახელებია არცერთი კონკრეტული შეცდომა იმ მოტივით, რომ, ასე ვთქვათ, არ სურდა დისერტანტის შერცხვენა საზოგადოების წინაშე. და აი ასე, წარმოჩნდა რა, ერთი მხრივ, დიდბუნებოვან, მეორე მხრივ კი, უგზო-უკვლოდ განსწავლულ პიროვნებად (აქამდე არავინ იცოდა, თუ იგი, სხვა ღირსებებთან ერთად, ინგლისურსაცესოდენ უზადოდფლობდა), მხცოვანი ოპონენტი დარბაისლური ნაბიჯებით ჩამოვიდა ტრიბუნიდან და საკუთარი სიდიადის სრული განცდით მძიმედ ჩაეშვა სავარძელში. ტრიბუნაზე წარდგა ახალგაზრდა დისერტანტი, რომელმაც დაახლოებით იმ ტექსტით დაიწყო პასუხის გაცემა ოპონენტისადმი, რაც ზემოთ ვთქვით; კერძოდ, აღნიშნა, რომ შეუძლებელი იყო ავტორეფერატის ინგლისურ თარგმანში არათუ მიუტევებელი, არამედ თუნდაც სრულიად უმნიშვნელო ენობრივი შეცდომის პოვნა. აქ მან პაუზა გააკეთა, რითაც ისარგებლა ოპონენტმა და წარბებ-აძგიბვით დამცინავად მიანიშნა დისერტანტის უზომო ამპარტავნებაზე.

დაელოდა რა დარბაზის რეაქციას, დისერტანტმა განაგრძო და თქვა იმისგან სრულიად საპირისპირო რამ, რაც იგულისხმა ოპონენტმა. კერძოდ, თქვა შემდეგი: „სწორედ იმის გამო რომ ინგლისური ენის ცოდნაში ჩემს თავს არ ვენდობოდი, ჩემგან შესრულებული თარგმანი შესაბამისი საზღაურით თავიდან ბოლომდე გავასწორებინე უზადო კომპეტენციის მქონე შესაბამის მთარგმნელობით ჯგუფს,
რომლისგანაც მიღებული მაქვს ოფიციალური დასკვნა თარგმანის სრული ენობრივი უხარვეზობის შესახებ“. დისერტანტმა წაგვიკითხა აღნიშნული დასკვნა და მოითხოვა ოპონენტისგან თუნდაც ერთი სულ უმნიშვნელო ენობრივი შეცდომის არგუმენტირებული დასაბუთება, მაგრამ... ოპონენტმა დარბაზი დატოვა.

რისთვის გავიხსენეთ აღნიშნული შემთხვევა?

მხოლოდ იმის საჩვენებლად, რომ ჩვენეული სტატიის სათაურის ინგლისური თარგმანი არ არის ჩვენი თვითშემოქმედება, ვინაიდან ვეყრდნობოდით მხოლოდ იმას, რაც ინგლისურენოვან სამეცნიერო ტრადიციაში მიღებული და დამკვიდრებული მონაცემია.

მართლაც, როგორ შეიძლება, ტერმინ SCIENTIFIC-ის გამოყენება ფილოლოგიის მიმართ ვინმემ ჩათვალოს სირცხვილად და ელემენტარულ შეცდომად, მაშინ როცა აღნიშნული ზედსართავი სინამდვილეში ისევე განუყრელად უკავშირდება ნებისმიერი სახის ფილოლოგიურ კვლევას (იქნება ეს ტექსტის დადგენა, პუბლიკაცია, ფილოლოგიური კომენტარის დართვა თუ სხვა რამ), როგორც - ზუსტი მეცნიერებების ექსპერიმენტულ ძიებებს?

ამრიგად, ჭკუათმყოფელთაგან ვერავინ იტყვის, რომ ინგლისელ მკვლევართათვის თითქოსდა მიუღებელი იყოს scientific-ის გამოყენება ფილოლოგიის კონტექსტში, მით უმეტეს, რომ არსებობს თვით სინტაგმამეცნიერული ფილოლოგია“ (SCIENTIFIC PHILOLOGY), რაც დიდი გერმანელი ფილოლოგის ფრიდრიხ აუგუსტ ვოლფის (1759-1824) სახელს უკავშირდება.

მართლაც, Franco Montanari თავის მნიშვნელოვან სტატიაშიწიგნიდან გამოცემამდე: ფილოლოგია ანტიკურ საბერძნეთში“ (From Book to Edition: Philology in Ancient Greece), რაც გამოქვეყნდა ცნობილ კრებულში მსოფლიო ფილოლოგია, კონკრეტულად მეცნიერულ ფილოლოგიასთან დამეცნიერულ კომენტართან დაკავშირებით იყენებს სწორედ SCIENTIFIC- და მკაფიოდ მიუთითებს:

…much progress still remained to be made, and Wolfian SCIENTIFIC PHILOLOGY, the modern critical edition, and THE SCIENTIFIC COMMENTARY were still in the distant future [“…მნიშვნელოვანი პროგრესი (ანტიკურ საბერძნეთში, . .) ჯერ კიდევ მისაღწევი იყო და ვოლფისეული მეცნიერული ფილოლოგია, თანამედროვე კრიტიკული გამოცემა და მეცნიერული კომენტარი ჯერ კიდევ შორეული მომავლისთვის რჩებოდა“]23.

საგულისხმოა, რომ გამოჩენილი ინგლისელი ფილოლოგი Henry Sweet (1845-1912) გერმანიას, უწოდებდა მეცნიერული ფილოლოგიის სამშობლოს (შდრ. Haruko Momma- მითითება: Sweet subsequently went to Germany – a country that he later called “the motherland OF SCIENTIFIC PHILOLOGY” – „სუითი შემდეგში წავიდა გერმანიაში - ქვეყანაში, რომელსაც მან მოგვიანებით უწოდა მეცნიერული ფილოლოგიის სამშობლო)24.

მეცნიერულ ფილოლოგიასთან დაკავშირებით სიმპტომატურია, აგრეთვე, Benjamin Woodbridge Dwight-ის მითითება Frederic Schlegel-თან (1772-1829 წწ.) დაკავშირებით:

That great fundamental principle, which he was the first to state with distinctness, that correspondence in the grammatical structure of different languages proves their identity, … remains still intact, and Will ever remain the basis of all real SCIENTIFIC PHILOLOGY [„ის დიდი ფუნდამენტური პრინციპი, რაც პირველმა სწორედ მან [შლეგელმა, ..] გამოთქვა მკაფიოდ, - რომ განსხვავებულ ენათა შესაბამისობა გრამატიკულ სტრუქტურაში ამტკიცებს მათ იდენტურობას, - ... კვლავაც ხელშეუხებელი რჩება და ყოველთვის დარჩება ყველა ნამდვილი მეცნიერული ფილოლოგიის საფუძვლად“]25.

არ შეიძლება გვერდი ავუაროთ, აგრეთვე, კომპარატიული ფილოლოგიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის Archibald Henry Sayce-ის სახელგანთქმულ სიტყვებს იმის შესახებ, რომ წარსულის (აქედან კი: აწმყოსა და მყოფადის) ჭეშმარიტი ცოდნის გასაღებს წარმოადგენს სწორედ მეცნიერული ფილოლოგია:

To understand the present, and to provide for the future, we must know the past; and the key to this is given us by SCIENTIFIC PHILOLOGY [“აწმყოს გასააზრებლად და მომავლის
უზრუნველსაყოფად ჩვენ უნდა ვიცოდეთ წარსული, ხოლო გასაღები ამისადმი მოცემულია ჩვენთვის მეცნიერული ფილოლოგიის მიერ“]26.

სხვათა შორის, სწორედ ინგლისი გახლავთ ის ქვეყანა, სადაცმეცნიერული ფილოლოგია არსებობას ითვლის უკვე XV -იდან: (შდრ. შემდეგი მითითება: In England, A SCIENTIFIC PHILOLOGY was introduced about the end of the fifteenth century – „ინგლისში მეცნიერული ფილოლოგია შევიდა დაახლოებით მეთხუთმეტე საუკუნის მიწურულს27).

დავძენთ იმასაც, რომ მეცნიერული ფილოლოგია ერთ-ერთი უძველესი დისციპლინაა ანალოგიურ დისციპლინათა შორის, რომლის ფუძეც ალექსანდრიაში დაიდო ძველი წელთაღრიცხვის III-II სს-ში. ამ ფაქტთან დაკავშირებით Helmut Koester აღნიშნავს:

Alexandria played a leading role from the beginnings of SCIENTIFIC PHILOLOGY in the 3d and 2d centuries be until its decline in the 3d century [ალექსანდრიამ ითამაშა წამყვანი როლი მეცნიერული ფილოლოგიის დასაწყისიდან ძვ. . III-II სს-ში ვიდრე მის დაკნინებამდე ჩვ. -ის III -ში.“]28.

არსებობსახალი მეცნიერული ფილოლოგიაც“, როგორც ეს საგანგებოდაა ხაზგასმული L. S. Jacyna- მიერ:

Even IN THE NEW SCIENTIFIC PHILOLOGY, therefore, language retained a special quasi-sacred character [“თვით ახალ მეცნიერულ ფილოლოგიაშიც კი ენამ შეინარჩუნა განსაკუთრებული კვაზი-საკრალური ხასიათი“]29.

რაც შეეხება კონკრეტულად შესიტყვებებს “THEOLOGICAL-SCIENTIFIC WORKS” და “SCIENTIFIC EVIDENCES”, მათგან პირველი, ტერმინსაიენტიფიკისსაკუთრივ და ოდენ ფილოლოგიურ-საღვთისმეტყველო გაგებით, ხაზგასმით დადასტურებულია, მაგალითად, Vladimir Vukašinović-ის პუბლიკაციაში Liturgical Renewal in the 20th Century [“ლიტურგიკული განახლება მეოცე საუკუნეში“], რომლის ორიგინალი გამოსცა სერბიის ორთოდოქსული ეკლესიის თეოლოგიის ფაკულტეტმა,
ინგლისური ტექსტი კი - ცნობილმა გამომცემლობამ: „აღმოსავლური ქრისტიანული პუბლიკაციები“ [Eastern Christian Publications], მითითებულ ნაშრომში Vladimir Vukašinović აღნიშნავს:

Liturgical renewal … was preceded by many THEOLOGICAL-SCIENTIFIC WORKS [„ლიტურგიკულ განახლებას ... წინ უსწრებდა მრავალი საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომა]30.

ასევე, განიხილავს რა ცნობილ თეოლოგიურ კონტროვერსიებს, Ioan-Vasile Leb აღნიშნავს:

The results of this confrontation materialized in the many THEOLOGICAL-SCIENTIFIC WORKS that the Old Catholics, as well as the Greek, Russian, Romanian, Bulgarian, Serb, Czech, Polish, Finn and more recently the American Orthodox drafted [“ამ კონფრონტაციის შედეგები აისახა მრავალ თეოლოგიურ-საღვთისმეტყველო შრომაში, რაც კი დაგეგმეს ძველმა კათოლიკეებმა, აგრეთვე, ბერძენმა, რუსმა, რუმინელმა, ბულგარელმა, სერბმა, ჩეხმა, პოლონელმა, ფინელმა და, უფრო ახლო დროში, ამერიკელმა მართლმადიდებლებმა“]31.

იგივე შესიტყვება, გამოკვეთილად ზემოაღნიშნული შინაარსით, სახეზეა არაერთ სხვა პუბლიკაციაში (იხ. მაგ. The Contemporary Review, Volume 20, 1872, p. 917; The Bibliotheca Sacra, Volume 34, 1877, p. 769; Hans Moscicke, The Scientific Allegory of John Augustine Zahm, p. 926 და სხვ. და სხვ.).

ვინაიდან ოპონენტი განსაკუთრებულ ხაზგასმას რეზიუმეს სათაურზე აკეთებს, უფრო დეტალურად შევეხებით მეორე შესიტყვებას, რაც ქართული ტექსტით არის მეცნიერული მტკიცებულებანი, ინგლისური თარგმანით კი - ოპონენტისგან ესოდენ განბასრული SCIENTIFIC EVIDENCES.

დავიწყებთ იმით, რომ ხსენებული SCIENTIFIC EVIDENCES, თუნდაც სხვა წყაროებზე ამჯერად არაფერი ვთქვათ, სახეზეა ისეთი სახელგანთქმული (და მრავალთაგან ხშირად დამოწმებული) წიგნის სათაურში, როგორიცაა Charles W. Shields-ის მიერ 1900 - გამოქვეყნებული ნაშრომი:

THE SCIENTIFIC EVIDENCES of revealed religion [“გამოცხადებითი რელიგიის მეცნიერული მტკიცებულებანი]32.

ვინაიდან ჩვენს ოპონენტს უყვარს ფოტოებით მანიპულირება, დავიმოწმებთ ფოტოსაც:


აღნიშნული ნაშრომის პირვანდელი ვარიანტი გამოიცა 1888 - Philosophia Ultima- ანუუმწვერვალესი ფილოსოფიისსახელწოდებით, რაც გადაიბეჭდა 1905 -  (შდრ. Philosophia Ultima or Science of the Sciences, vol. III, New York 1905). ამ ნაშრომის მნიშვნელობას განსაზღვრავს ისიც, რომ იგი არაერთგზის არის ციტირებული სხვა მკვლევართა მხრიდან, ამასთან, ბოლო შვიდი წლის მანძილზე განხორციელდა მისი ექვსგზისი ხელახალი გამოცემა (2012, 2013, სამგზის 2015 და 2018 წწ-ში). აი, ნიმუშად, ორი პუბლიკაციის ფოტო:



















მითითებულ პუბლიკაციაში სხვადასხვა სახის მეცნიერულ მტკიცებულებათა შორის განხილულია საკუთრივ ქრისტიანული (Christian Evidences) და, ამავე დროს, ისტორიული მტკიცებულებანიც (Historical Evidences).

პირდაპირ ვიტყვით, რომ სწორედ ამ წიგნის სათაური იყო მიმართულების მიმცემი ჩვენთვის, როდესაც ჩვენეული პუბლიკაცია დავასათაურეთ როგორცსაქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის სამოციქულო დაფუძნებულობის მეცნიერული მტკიცებულებანი, ვინაიდან იმის ნათელსაყოფად, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზემოხსენებული სამოციქულო დაფუძნებულობა (რაც ბევრისთვის დღესაც ლეგენდად რჩება) აბსოლუტური ისტორიული და ფაქტობრივი ჭეშმარიტებაა, ვეძიებდით სწორედ ხელშესახებ, ფაქტობრივ, შეიძლება ითქვას, მატერიალურ მტკიცებულებებს (სახელდობრ, ამგვარად გვესახება ქართულ ენაში უცვალებლად დაცული და შემონახული უარქაულესი და უმნიშვნელოვანესი ბერძნული ლიტურგიკული ტერმინები: ოდიკი, ემბაზი, მარტვილია და სხვა, რომელთა წყაროთმცოდნეობით შესწავლასაც განსაცვიფრებელ შედეგებამდე მივყავართ).

სინტაგმა SCIENTIFIC EVIDENCES ასევე სათაურში აქვს გატანილი William Clark Larrabee-:

Lectures on the SCIENTIFIC EVIDENCES of Natural and Revealed Religion [“ლექციები ბუნებითი და გამოცხადებითი რელიგიის მეცნიერულ მტკიცებულებებზე“]33.

Larrabee- აღნიშნული ნაშრომიც, ასევე, მიმართულების მიმცემი იყო ჩვენთვის ხსენებულ სინტაგმაზე ყურადღების შეჩერებისას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მითითებულ ნაშრომს იმოწმებდა და იყენებდა შემდგომი ეპოქის არაერთი ცნობილი ინგლისელი (და არაინგლისელი) მეცნიერი. მათ შორისაა თუნდაც Bernard Ramm, რომლის 1954 - გამოქვეყნებულ სამეცნიერო შრომაში The Christian View of Science and Scripture [“მეცნიერებისა და წერილის ქრისტიანული ხედვა“], Larrabee- პუბლიკაცია სრულადაა გათვალისწინებული (p. 357).

თვით Larrabee თავისი წიგნის შესავალშივე სრულიად გაუმიჯნავად და აბსოლუტურად თანაბარი შინაარსობრივი დატვირთვით უსადაგებს ტერმინსაიენსს“ (Science) ანუ მეცნიერებას როგორც ასტრონომია-გეოლოგია-ანთროპოლოგიას, ასევე, რაც ამჯერად ჩვენი მხრიდან განსაკუთრებით ხაზგასასმელია, ფსიქოლოგია-რელიგია-ფილოსოფიას, აერთიანებს რა იგი ყველა მათგანს ერთ მთლიანმეცნიერულ მტკიცებულებაში. აი, Larrabee- სიტყვები:

I have endeavored in this volume to collect evidences in favor of revealed religion from the sciences of astronomy, geology, and anthropology. Similar portions of evidence should yet be collected from the sciences of psychology, sociology, comparative religion, and from the PHILOSOPHICAL SCIENCES, in order to complete THE WHOLE BODY OF THE SCIENTIFIC EVIDENCE [“ამ ტომში მე შევეცადე გამოცხადებითი რელიგიის სასარგებლოდ შემეკრიბა მტკიცებულებანი ასტრონომიის, გეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მეცნიერებათაგან. მსგავსი ნაწილები მტკიცებულებისა ჯერ კიდევ შესაკრებია ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, კომპარატიული რელიგიის მეცნიერებებიდან და ფილოსოფიური მეცნიერებებიდან, რომ სრული გახდეს მეცნიერული მტკიცებულების მთლიანი სხეული“].

საზოგადოდ, Larrabee-სგან დამოუკიდებლად, აღნიშნული ორსიტყვედი მონაცემი დასტურდება მრავალ სხვა ავტორთანაც.

დავიმოწმებთ რამდენიმე სხვა საილუსტრაციო ნიმუშს:

The study of the miraculous, prophetic, historical, and SCIENTIFIC EVIDENCES of Christianity [“ქრისტიანობის საკვირველებითი, წინასწარმეტყველებითი, ისტორიული და მეცნიერული მტკიცებულებების შესწავლა“]34.

SCIENTIFIC EVIDENCES of the divinity of Christ [“ქრისტეს ღმერთობის მეცნიერული მტკიცებულებანი“]35.

SCIENTIFIC EVIDENCES concerning it (Bible Account, . .) [„მის (ბიბლიური თხრობის, ..) შესახებ მეცნიერული მტკიცებულებანი“]36.

და . . და . .

ამრიგად, დამოწმებულმა ნიმუშებმა (რომლებიც ზღვაში წვეთია) ცხადად აჩვენა, რომ „Scientific Evidences“ ერთადერთი ადეკვატური შესატყვისია ქართული სინტაგმისა მეცნიერული მტკიცებულებანი“.

ამასთან, ზემორე ნიმუშებმა ძირფესვიანად გააქარწყლა ჩვენი ოპონენტის მეორე შენიშვნაც, რომ თითქოს evidence მარტოოდენ მხოლობითში შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული, ხოლო მისი მრავლობითი ფორმა (evidences) თითქოსდა შეცდომაა (გავიხსენოთ: „სიტყვა evidence არ უნდა იყოს მრავლობითში“). მოტანილ ნიმუშებში, როგორც ვნახეთ, ხსენებული evidence თითქმის ყველგან მრავლობითშია (evidences), რაც ადასტურებს, რომ ამ ტერმინის მრავლობითი ისევეა დაშვებული, როგორც - მხოლობითი (ანალოგიური ნიმუშები evidence-ის მრავლობითობისა აურაცხელია. შდრ. თუნდაც J. McCorkle-ის პრემირებული წიგნი Evidences, 2003).

და კიდევ, ამ ციტატებითვე მხილებულ იქნა მესამე შენიშვნის აბსოლუტური უსაფუძვლობაც, - კერძოდ, იმ შენიშვნისა, რასაც ინგლისური ენის უკიდურეს ნიუანსებში ესოდენგანსწავლულიოპონენტი არ გვზარდება და გაკვრით გვამცნობს:

„of-ის ნაცვლად უმჯობესია for იყოს და მისთ.“

განსაკუთრებით ღიმილისმომგვრელია დამაბოლოებელი და მისთ.“. მართლაც, სად სცალია, ყველა შეცდომა აღგვინუსხოს? (თითქმის იგივე სცენარია არა, რაც ზემოთ მოგითხრეთ?).

მაგრამ მაინც ვნახოთ, of არის უმჯობესი თუ for.

ზემომოტანილი ციტატების უმრავლესობამ მკაფიოდ წარმოაჩინა, რომ of სავსებით ბუნებრივია ზემორე კონტექსტში.

კვლავ გავიმეორებთ რამდენიმე შთამბეჭდავ ნიმუშს:

THE SCIENTIFIC EVIDENCES OF revealed religion,

SCIENTIFIC EVIDENCES OF Christianity,

SCIENTIFIC EVIDENCES OF the Divinity,

SCIENTIFIC EVIDENCES OF Natural and Revealed Religion,

და ასე შემდეგ, თითქმის დაუსრულებლად.

ამავე კონტექსტში, ცხადია, შეიძლება იყოს, აგრეთვე, for, თუმცა არა იმიტომ, რომ იგიუმჯობესია“, არამედ იმიტომ, რომ თავისი ნიუანსობრივი (of-ისგან მცირედით განსხვავებული) გაგება აქვს. მართლაც, ისევე როგორც ქართულში, როდესაც ვსაუბრობთ რაღაცის მტკიცებულებაზე, უნდა იყოს უთანდებულო ნათესაობითი ბრუნვა, როგორც ეს ჩვენი სტატიის სათაურშია („ეკლესიის სამოციქულო დაფუძნებულობის მეცნიერული მტკიცებულებანი“). ამ შემთხვევაში ინგლისურში გამოიყენება of (The Scientific Evidences OF the Apostolic Foundation…), თუმცა როდესაც მოვუხმობთ მტკიცებულებასრაღაცის შესახებ, „რაღაცისთვის, „რაღაცის თაობაზე, ინგლისურში გამოიყენება for. მაგალითად: „მტკიცებულება ღვთის შესახებ – Scientific Evidence FOR God).

და მაინც, კვლავ დავუბრუნდეთ ტერმინ SCIENTIFIC-ის მიმართებას ფილოლოგიისადმი.

მკაფიოდ ვიტყვით, რომ ეს ზედსართავი ისევე განუყრელად უკავშირდება ნებისმიერი სახის ფილოლოგიურ კვლევას (იქნება ეს ტექსტის დადგენა, პუბლიკაცია, ფილოლოგიური კომენტარის დართვა თუ სხვა რამ), როგორც - ზუსტი მეცნიერებების ექსპერიმენტულ ძიებებს. შესაბამისად, ჭკუათმყოფელთაგან ვერავინ იტყვის, რომ ინგლისელ მკვლევართათვის თითქოსდა მიუღებელი იყოს scientific-ის გამოყენება ფილოლოგიის კონტექსტში, მით უმეტეს, რომ არსებობს თვით სინტაგმა მეცნიერული ფილოლოგია“ (SCIENTIFIC PHILOLOGY), რაც დიდი გერმანელი ფილოლოგის ფრიდრიხ აუგუსტ ვოლფის (1759-1824) სახელს უკავშირდება.

მართლაც, Franco Montanari თავის მნიშვნელოვან სტატიაშიწიგნიდან გამოცემამდე: ფილოლოგია ანტიკურ საბერძნეთში“ (From Book to Edition: Philology in Ancient Greece), რაც გამოქვეყნდა ცნობილ კრებულში მსოფლიო ფილოლოგია“, მკაფიოდ მიუთითებს:

…much progress still remained to be made, and Wolfian SCIENTIFIC PHILOLOGY, the modern critical edition, and THE SCIENTIFIC COMMENTARY were still in the distant future [“…მნიშვნელოვანი პროგრესი (ანტიკურ საბერძნეთში, . .) ჯერ კიდევ მისაღწევი იყო და ვოლფისეული მეცნიერული ფილოლოგია, თანამედროვე კრიტიკული გამოცემა და მეცნიერული კომენტარი ჯერ კიდევ შორეული მომავლისთვის რჩებოდა“]37.

საგულისხმოა, რომ გამოჩენილი ინგლისელი ფილოლოგი Henry Sweet (1845-1912) გერმანიას, უწოდებდა მეცნიერული ფილოლოგიის სამშობლოს (შდრ. Haruko Momma- მითითება: Sweet subsequently went to Germany – a country that he later called “the motherland OF SCIENTIFIC PHILOLOGY” – „სუითი შემდეგში წავიდა გერმანიაში - ქვეყანაში, რომელსაც მან მოგვიანებით უწოდა მეცნიერული ფილოლოგიის სამშობლო““)38.

მეცნიერულ ფილოლოგიასთანდაკავშირებით სიმპტომატურია, აგრეთვე, Benjamin Woodbridge Dwight-ის მითითება Frederic Schlegel-თან (1772-1829 წწ.) დაკავშირებით:

That great fundamental principle, which he was the first to state with distinctness, that correspondence in the grammatical structure of different languages proves their identity, … remains still intact, and Will ever remain the basis of all real SCIENTIFIC PHILOLOGY [„ის დიდი ფუნდამენტური პრინციპი, რაც პირველმა სწორედ მან [შლეგელმა, ..] გამოთქვა მკაფიოდ, - რომ განსხვავებულ ენათა შესაბამისობა გრამატიკულ სტრუქტურაში ამტკიცებს მათ იდენტურობას, - ... კვლავაც ხელშეუხებელი რჩება და ყოველთვის დარჩება ყველა ნამდვილი მეცნიერული ფილოლოგიის საფუძვლად“]39.

ანალოგიური ნიმუშები აურაცხელია, თუმცა მეტის დამოწმების აუცილებლობას ვერ ვხედავთ, ვინაიდან, ვფიქრობთ, ძალისამებრ ყოველივე განვმარტეთ.

* * *

და ბოლოს, რაც შეეხება აკადემიის კედლებში ვინმესგაკერპებას“, ამგვარი რამ აბსოლუტურად გამორიცხულია, სრულიად შეუძლებელია, ვინაიდან სინამდვილეში არსებობს მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემითი დამოკიდებულება ერთიმეორის მიმართ, რაც არანაირად არ იბღალება ყველაზე უფრო ცხარე კამათისა თუ სრულიად განსხვავებული შეხედულების გამოთქმის დროსაც კი (ცხადია, ზნეობრივი და სარწმუნოებრივი ნორმების ხელშეუხებელი დაცულობის ფარგლებში)“.

------------------------------------------------------


1 -  შდრ. August Boeckh, in his Encyklopadie und Methodologie der philologischen Wissenschaft (Encyclopedia and Methodology OF THE SCIENCE OF PHILOLOGY, the product of a course Boeckh taught regularly at the University of Berlin between 1809 and 1865), [12] defined PHILOLOGY AS A HISTORICAL SCIENCE, (იხ. Jean Bollack, The Art of Reading: From Homer to Paul Celan. Trans. C. Porter and S. Tarrow with B. King. Edited by C. Koenig, L. Muellner, G. Nagy, and S. Pollock. Hellenic Studies Series 73. Washington, DC: Center for Hellenic Studies, 2016, https://chs.harvard.edu/CHS/article/display/6625.4-reflections-on-the-practice-of-philology).

2 - The Princeton Encyclopedia of Poetry and Poetics: Fourth Edition, [ed. by Stephen Cushman, Clare Cavanagh, Jahan Ramazani, Paul Rouzer], Princeton University Press, 2012, p. 621 [სტატია: Hermeneuties]

3 - John Edwin Sandys, A History of Classical Scholarship: From the End of the Sixth Century B. C. to the End of the Middle Ages, Cambridge University Press, 2011, p. 3

4 - A Dictionary of Science, Literature, & Art: Comprising the History, Description, and Scientific Principles of Every Branch of Human Knowledge; with the Derivation and Definition of All the Terms in General Use, edited by William Thomas Brande, London, 1842, p. 422.

5 - Arthur Quiller-Couch, The Poet as Citizen and Other Papers, Cambridge University Press, 2008, p. 174.

6 - Joseph Chitty, A Treatise on Pleading, and Parties to Actions: With Second and Third Volumes, Containing Precedents of Pleadings, and an Appendix of Forms Adapted to the Recent Pleadings and Other Rules, with Practical Notes, G. & C. Merriam, 1844, p. 3.

7 - Henry Nettleship, Lectures and Essays on Subjects Connected with Latin Literature and Scholarship, Cambridge University Press, 2010, p. 19.

8 - John Dowson, A Classical Dictionary of Hindu Mythology and Religion, Geography, History and Literature, Routledge, 1879, Intr.

9 - Robert L. Carneiro, The Muse of History and THE SCIENCE OF CULTURE, Kluwer Academic Publishers, 2007, p. 147.

10 - Philosophy of History and Action: Papers Presented at the First Jerusalem Philosophical Encounter December 1974, edited by Y. Yovel, 2012, p. 19.

11 - John B. Roney, The Inside of History: Jean Henry Merle D’ Aubigne, and Romantic Historiography, reenwood Publishing Group, 1996, p. 109.

12 - Edgar V. Mcknight, Jesus Christ in History and Scripture: A Poetic and Sectarian Perspective, Mercer University Press, 1999, p. 159 [Howard-ის სიტყვათა ციტაცია].

13 - Friedrich Paulsen, Introduction to Philosophy, transl. by F. Thilly, New York, 1930, p. 34.

14 - Siavonic Encyclopedia, Ed. J. S. Boucek, 1949, p. 1132.

15 - Cyprus Today, vol. 19-22, 1981, p. 73.

16 - Henry Epps, Concise Study of Basic Theology vol. III, 2012. p. 6

17 - Ibid. p. 8.

18 - Ch. Hodge, Systematic Theology, vol. I, New York, 1873, p. 3.

19 - John Harries, A handbook of theology, 1903, p. 11.

20 - Roger Lundin, Anthony C. Thiselton, Clarence Walhout, the responsibility of hermeneutics, Eerdmans, 1985, p. 21.

21 - Francis J. Hall, Theological Outlines, Revised by F. Hudson Hallock, Third Edition, Wipf and Stock Publishers, 2004, p. 1.

22 - იხ. თუნდაც: F. H. George, The Science of Philosophy, 1981 [repr. 2015], და აურაცხელი სხვა პუბლიკაცია.

23 - World Philology, edited by Sheldon Pollock, Benjamin A. Elman, Ku-ming Kevin Chang, Harvard University Press, 2015, p. 44.

24 - Haruko Momma, From Philology to English Studies: Language and Culture in the Nineteenth Century, Cambridge University Press, 2012 p. 157.

25 - Benjamin Woodbridge Dwight, Modern Philology: Its discoveries, History, and Influence. With Maps, Tabular Views, and an Index, First Series, Third Edition, Revised and Corrected, New York, 1877, p. 207.

26 - Archibald Henry Sayce, The Principles of Comparative Philology, Second Edition, Revised and Enlarged, London, 1875, p. XXVII.

27 - Encyclopedia Americana, Ed by F. Lieber, vol. X, Philadelphia, 1851, p. 96.

28 - Helmut Koester, Introduction to the New Testament: History, culture, and religion of the Hellenistic age, Walter de Gruyter, 1995, p. 118.

29 - L. S. Jacyna, Lost Words: Narratives of Language and the Brain, 1825-1926, Princeton University Press, 2009, p. 61.

30 - Vladimir Vukašinović, Liturgical Renewal in the 20th Century, The Theological Faculty of the Serbian Orthodox Church, Belgrade. “Beseda” – Publishing Institution of the Orthodox Diocese of Bačka, Novi Sad, Eastern Christian Publications PO Box 146, BELGRADE – NOVI SAD – VRšAC, 2009, p. 124.

31 - Reseptio 1/2009, p. 100.

32 - New York.

33 - Ed. by B. F. Tefft, Cincinnati, 1851.

34 - The Popular Science Monthly, vol. 6, New York 1875, p. 738.

35 - The Church Standard, vol. 89, 1905, p. 378.

36 - The Grinnell Review, vol. 1-3, 1905, p. 39.

37 - World Philology, edited by Sheldon Pollock, Benjamin A. Elman, Ku-ming Kevin Chang, Harvard University Press, 2015, p. 44.

38 -  Haruko Momma, From Philology to English Studies: Language and Culture in the Nineteenth 
Century, Cambridge University Press, 2012 p. 157.

39 - Benjamin Woodbridge Dwight, Modern Philology: Its discoveries, History, and Influence. With Maps, Tabular Views, and an Index, First Series, Third Edition, Revised and Corrected, New York, 1877, p. 207.


"სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები", ტ. VIII-IX, 2018 წ.























1 comment:

  1. მეთქი რა შეცდომა უპოვათქო.//// ხალხი რაზე ეკიდება ამ კაცს ვერ ვიგებ რა... კაცი აკეთებს ღვთის საქმეს და ამან ისიც უსამართლოდ სიტყვაზე გამოეკიდა.... იგივე მნიშვნელობის სხვა სიტყვა რო ყოფილიყო მერე რა... კაი ვთქვათ მართალი ხარ და შეცდომააა... რა პრობლემაა.... აზრი ხო იგივეა..უბრალოდ სიტყვაა სხვა მაგრამ სინონიმურად ხო იგივეა... მარა ტონში და გამოთქმაში ჩანს ადამიანის დამოკიდებულება... და ღვარძლიანობა... ღმერთმა გვიშველოს და გული მდაბალი მოგვცეს.... უშურველი

    ReplyDelete