მრავალენოვანი ბიბლია ანუ “Biblia Polyglotta”. საქართველოში, ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორის ედიშერ ჭელიძის მიერ მომზადებული ბიბლიის მრავალენოვანი გამოცემა, სადაც პარალელურ სვეტებად არის განლაგებული მთელი ბიბლიის სხვადასხვაენოვანი ტექსტი. ჯერჯერობით პუბლიცირებულია მხოლოდ ერთი ტომი, რომელშიც წარმოდგენილია "შესაქმის" წიგნი.
მკვლევრის მითითებით, პუბლიკაციის მიზანი გახლავთ ქართულენოვანი ბიბლიის რედაქციული მრავალფეროვნების წარმოჩენა, რაც სრულად არის იგნორირებული მსგავსი ტიპის წინარე გამოცემებში, მათ შორის ტიგრან აივაზიანის მიერ ბოლო პერიოდში მომზადებულ „ახალ პოლიგლოტაში“.
"რედაქციული მრავალფეროვნებისა და მასალობრივი (მათ შორის ტერმინოლოგიური) სიმდიდრის კუთხით ქართულენოვანი ბიბლიური ტექსტები ბევრად აღემატება ყველა სხვა ენას, რომელზეც კი ბიბლია არსებობს. შესაბამისად, „მრავალენოვანი ბიბლიის“ ფარგლებში აღნიშნული სიმდიდრის იგნორირება სრულიად დაუშვებლად გვესახება, რის გარკვეულ გამოსწორებასაც ისახავს წინამდებარე პუბლიკაცია" (ე. ჭელიძე).
„შესაქმის“ ქართულენოვანი ტექსტის რედაქციები და წყაროები:
წიგნში წარმოდგენილია ქართულენოვანი „შესაქმის“ ოთხი რედაქცია, რომელთა წყაროები გახლავთ შემდეგი გამოცემები:
წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი 978 წლის ხელნაწერის მიხედვით: ტომი 1, ნაკვეთი 1: დაბადებისაჲ. გამოსლვათაჲ, გამოსც
ა აკაკი შანიძემ; თბ. 1947.
წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი: ნაკვეთი I: შესაქმისაჲ, გამოსლვათაჲ, გამოსაცემად მოამზადეს ბაქარ გიგინეიშვილმა და ცოტნე კიკვიძემ; გამოკვლევა ბაქარ გიგინეიშვილისა, თბ. 1989 (პირველ სვეტად წარმოდგენილია ოშკის ბიბლია [ა. შანიძისეული პუბლიკაციის მცირედი შესწორებებით]; მეორე სვეტად - საბასეული ბიბლია [S], და ხელნაწერები: H 1207 [A], ქუთ. № 28 [K], ქუთ. 671 [H, ფრაგმენტი]; მესამე სვეტად - ბაქარის ნაბეჭდი ბიბლია [B] და ხელნაწერი A 179 [C]; შესაბამის მუხლებთან ცალკე სვეტებადაა წარმოდგენილი ხანმეტი ფრაგმენტები ხელნაწერიდან H 999 [Pc] და, აგრეთვე, Sin 34-ის ერთი ფრაგმენტი [M]).
მცხეთური ხელნაწერი (მოსეს ხუთწიგნეული, ისო ნავე, მსაჯულთა, რუთი), ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო ელ. დოჩანაშვილმა, თბ. 1981.
ნ. მელიქიშვილი, ხუთწიგნეული ძველი ქართული ლექციონარების მიხედვით, ტექსტი და გამოკვლევა, სადისერტაციო ნაშრომი ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი, 1974 (მანქანაზე ნაბეჭდი).
ქართული ლექციონარის პარიზული ხელნაწერი, ძველი და ახალი აღთქმის საკითხავები, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს კ. დანელიამ, სტ. ჩხენკელმა, და ბ. შავიშვილმა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო კორნელი დანელიამ, ტ. I, თბ. 1987, ტ. I, ნაწილი II, თბ. 1997.
წყაროდ გამოყენებული სხვაენოვანი პუბლიკაციები:
სხვაენოვან რედაქციებთან ქართულ თარგმან-რედაქციათა შედარების მიზანდასახულობით მკვლევარი დაეყრდნო შემდეგ მეცნიერულ პუბლიკაციებს:
Vetus Testamentum ex Versione Septuaginta Interpretum secundum Exemplar Vaticanum Romae editum, accuratissime denuo recognitum, una cum Scholiis ejusdem editionis, Variis Manuscriptorum Codicum Veterumquc Exemplarium Lectionibus, necnon fragmentis Versionum Aquilaa, Symmachi, et Theodotionis, Summa cura edidit Lambertus Bos, Franequerae, 1709.
Vetus Testamentum Graecum cum variis lectionibus, Edidit Robetus Holmes, T. Primus, Oxonii, 1798.
Genesis Graecae, Edidit P. A de Lagarde, Lipsiae, 1868.
Vetus Testamentum Graecae iuxta LXX Interpretes, … Prolegomenis et Epilegomenis Instruxit C. Tischendorf, Editio Quarta, T. I, Lipsiae, 1869.
The Old Testament in Greek According to the Septuagint, Edited for the Syndics of the University Press by H. B. Swete, vol. I, Cambridge, 1901.
The Old Testament in Greek, Edited A.E. Brooke, and N. Mclean, Cambridge, vol I, Part I: Genesis, University Press, 1906.
Septuaginta id est Vetus Testamentum Graece Iuxta LXX Interpretes, Edidit Alfred Rahlfs. Vol. I – II. Editio quarta. Stuttgart, 1950.
Septuaginta, Vetus Testamentum Graecum, Auctoritate Academiae Scientiarum Gottingensis editum, I, GENESIS, Edidit John William Wevers, Gottingen 1974.
პუბლიკაციის აღნაგობა
ოთხი ქართული რედაქციის გვერდით წარმოდგენილია ბერძნული ტექსტი არსებითად Wevers-ის რედაქციისა, თუმცა ზოგჯერ ფრჩხილებში ან სქოლიოში ეთითება განსხვავებული მონაცემიც Brooke-ის პუბლიკაციიდან.
ბერძნულის გვერდით წარმოდგენილია ლათინური თარგმანი იერონიმესეული (ვულგატური) რედაქციისაა (წყარო: Bibliorum s
acrorum latinae versions antiquae, seu Vetus Italica, et Caeterae quaecunque in Codicibus Mss. et antiquorum libris reperiri poterunt: Quae cum
Vulgata Latina, et cum Textu Graeco comparatum, … Opera et Studio Petri Sabatier, Tomus Primus, Remis, 1743.).
მეორე რიგის პირველ სვეტში წარმოდგენილი სომხური ტექსტი ეყრდნობა 1805 წ-ის ცნობილ გამოცემას: Աստուածաշունչ Մատեան Հին եւ Նոր կտակարանների... Վվենետիկ, 1805.
სომხურის მომდევნოდ წარმოდგენილია სლავური ტექსტი (წყარო: Библия, Книги Священного Писания Ветхого и Нового Завета, На церковнославянском языке с параллельными местами, Москва 1997.
სლავურის მომდევნოა ებრაული ტექსტის ზედმიწევნითი ინგლისური თარგმანი (Genesis Hebrew), რაც სამარიტული „შესაქმის“ პარალელურ სვეტად არის წარმოდგენილი B. Tsekada-ს პუბლიკაციაში: The Israelite Samaritan Version of the Torah: First English Translation Compared with the Masoretic Version, Benyamin Tsekada-Editor and Translator, Sharon Sullivan co-editor, Cambridge, 2013, pp. 3-123
მარცხენა გვერდის ძირითად მონაკვეთში მოთავსებულია ებრაული ტექსტი და, აგრეთვე, თარგუმები ებრაულად შემდეგი თანმიმდევრობით: ებრაული ტექსტი, ონკელოსის თარგუმი, ფსევდო-იონათანის თარგუმი, ნეოფიტის თარგუმი, თარგუმის ორი ფრაგმენტი: ერთი პარიზული ნუსხა, შემოკლებით FTP (Fragment Targum Paris), მეორე ვატიკანური ნუსხა, შემოკლებით FTV (Fragment Targum Vatican)
ამავე მარცხენა გვერდზე, ებრაული ტექსტისა და თარგუმების ქვემოთ, მოცემულია სირიული (არამეული) პეშიტა [პეშიტო] ანუ ებრაულიდან თარგმნილი სირიული „შესაქმე“. აღნიშნული ტექსტის კომპიუტერული დამუშავებისთვისაც გამოყენებულია შემდეგი წყარო: http://call.cn.huc.edu.
მარჯვენა გვერდის ქვემორე რიგში წარმოდგენილია ონკელოსისა და პალესტინურ-იერუსალიმური თარგუმების ინგლისური თარგმანი (წყარო: J.W. Etheridge, The Targums of Onkelos and Jonathan ben Uzziel on the Pentateuch, with the fragments of the Jerusalem Targum from the Chaldee, Genesis and Exodus, London 1862, pp. 35-156 (ონკელოსის თარგუმი) და pp. 157-344 (პალესტინურ-იერუსალიმური თარგუმი).
აღნიშნული თარგუმების გვერდით, მესამე სვეტში დამოწმებულია არამეული ბიბლიის ინგლისური თარგმანი, რაც მთარგმნელის სახელის კვალობაზე „ლამსას ბიბლიად“ არის ცნობილი (იხ. Holy Bible from the Ancient Eastern Text, George M. Lamsa’s Translation from the Aramaic of the Peshitta, 1989).
მარჯვენა გვერდის სულ ქვედა მონაკვეთში, „შესაქმის“ XII თავიდან დაწყებული (მანამდე შესაბამისი ხელნაწერი ნაკლულევანია), წარმოდგენილია ცნობილი „სამარიტული თარგუმი“, რაც, როგორც ცნობილია, ეფუძნება „სამარიტული ხუთწიგნეულის (პენტატევქის)“ ტექსტს და ინტენსიურად შეისწავლება ბიბლეისტების მიერ.
დანართები
წიგნის მეორე ნაწილში (დანართებში) წარმოდგენილია „შესაქმის“ წიგნის შემდეგი სხვაენოვანი რედაქციები:
ეთიოპური თარგმანი (წყარო: Veteris Testamenti Aethiopici Tomus Primus, sive Octateuchus Aethiopicus : ad librorum manuscriptorum fidem edidit et apparatu critico instruxit Dr. Augustus Dillmann, Fasciculus Primus, Lipsiae, 1853, pp. 1-56].
კოპტური თარგმანი (წყარო: Der Pentateuch Koptisch, Herausgegeben von P. De Lagarde, Leipzig, 1867, ss. 1-12.)
„სამარიტული ხუთწიგნეულის“ ინგლისური თარგმანი, შესრულებული ა. სიგალოვის მიერ (https://sites.google.com/site/interlinearpentateuch/online-samaritan-pentateuch-in-english. საკუთრივ სამარიტული ტექსტისთვის იხ. Der hebräische Pentateuch der Samaritaner, herausgegeben von August Freiherrn von Gall, Erster Teil: Prolegomena und Genesis mit 4 Tafeln, Verlag von Alfred Töpelmann, Giessen, 1914 ).
დანართი სრულდება „შესაქმესთან“ დაკავშირებული ორიგენესეული ჰექსაპლური ფრაგმენტების წარმოდგენით, რომლებიც თავის დროზე უდიდესი რუდუნებითა და შეუფასებელი წყაროთმცოდნეობითი კვლევით გამოაქვეყნა I. Field-მა (მკვლევარი გვერდი-გვერდ წარმოგვიდგენს ებრაულ ორიგინალს, ლათინურ თარგმანს და სეპტუაგინტას, აგრეთვე, აკვილას, სვიმაქოსისა და თეოდოტიონის თარგმანებს, რომლებსაც თან ურთავს უაღრესად ინფორმატიულ სქოლიოებს. იხ. Origenis Hexaplorum Quae Supersunt; Sive, Veterum Interpretum Graecorum in Totum Vetus Testamentum Fragmenta. Post Flaminium Nogilium, Drusium, et Montefalconium, adhibita etiam versione Syro-Hexaplari, concinnavit, emendavit, et multis partibus auxit Fridericus Field, Tomus 1, Oxonii, 1875, pp. 1-75).
No comments:
Post a Comment