10-11
ჩვენ განვაგრძობთ საუბარს საეკლესიო ლიტერატირის რაობის შესახებ. ცალკეული ასპექტები უკვე წარმოვაჩინეთ. წინა ორ საუბარში შევეცადეთ წარმოგვეჩინა და განგვემარტა საკითხი იმის შესახებ, რომ არათუ უცხოა საეკლესიო მოძღვრებისთვის მრავალფეროვნება და აზროვნებითი თავისუფლება, არამედ პირიქით ბუნებითად არის ნიშანდობლივი მისთვის, ოღონდ ეს აზროვნებითი თავისუფლება და სამოძღვრო მრავალფეროვნება, რაც ჩვენ საეკლესიო ლიტერატურაში გვხვდება, ესაა მრავალფეროვნება და აზროვნებითი თავისუფლება ჭეშმიარტების წიაღში, ღვთიურობაში, განღმრთობილობაში.
ამჯერად დავუბრუნდებით საკითხს ჟანრობრივი ნაირსახეობის შესახებ, რაც
თავისთავად გულისხმობს საეკლესიო ლიტერატურის მრავალფეროვნებას და ვიქნებით
უფრო კონკრეტულნი, რომ თითოეული ჟანრის რაობა ჩვენს წინაშე წარმოჩნდეს.
კვლავ ხაზს გავუსვამთ იმას, რაც ორი საუბრის წინ აღვნიშნეთ, რომ ჟანრობრივი
მრავალფეროვნება მხოლოდ ფორმაში მრავალფეროვნებაა, საკუთრივ მოძღვრება,
სული კი აბსოლუტურად ერთი და იგივეა ყველა მათგანში. არსებობს გარკვეული
რიგი ჟანრთა ურთიერთმიმდევრობისა. ჩვენ შეიძლება ზოგჯერ ეს ტრადიციული რიგი
დავარღვიოთ მნიშვნელობისდამიხედვით. არა აუცილებლად იმ გაგებით თუ რომელი
რომელზე უფრო მნიშვნელოვანია, არამედ საუბრის თემატიკიდან გამომდინარე,
მსმენელის მიმართებიდან გამომდინარე ჩვენ შეიძლება უფრო უწინარესობა მივცეთ
ზოგიერთ ჟანრს, რომელიც საფუძველია რომელიმე სხვა ჟანრისა და გარკვეული
ახლებური მიმდევრობა ამ ჟანრთა რიგში საუბრების ჟამს ჩამოვაყალიბოთ, ე.ი.
ზეპირ საუბარში შეიძლება ჟანრთა მიმდევრობა ჩვენ მცირედით მაინც შევცვალოთ
საუბრის მიმართულებისგან და გარკვეული აუცილებლობისგან გამომდინარე.
დავიწყებთ საუბარს ისეთი ჟანრით, როგორიც არის ჰაგიოგრაფია. ჰაგიოგრაფია, რაოდენობრივი თვალსაზრისითაც, მოცულობითი თვალსაზრისითაც, შინაარსობრივი დატვირთულობითაც გახლავთ საეკლესიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი გამოვლინება. იმიტომ, რომ ამა თუ იმ წმინდანის მოღვაწეობა ხორცშესხმაა საეკლესიო ჭეშმარიტებისა. ჰაგიოგრაფიაში არის არა მხოლოდ გადმოცემა საეკლესიო მოძღვრებისა, არამედ ესა თუ ის პიროვნება თვითონ არის ხორცშესხმული ნიმუში იმისა, რასაც საეკლესიო ჭეშმარიტება ეწოდება. ხოლო საეკლესიო ჭეშმარიტება ეწოდება აუცილებლად უფალთან ერთად თანამოღვაწეობას, უფალთან ერთად თანამოწამეობას, თანადაფვლას მასთან ერთად და თანააღდგომას, როგორც ეს ნათლობის საიდუმლოში აუცილებლად იგულისხმება. ამ ღვაწლის მარადიულად გამწევია ყველა წმინდანი. ყველა წმინდანი მარადიულად თანამოღვაწეობს მაცხოვართან ერთად. ამიტომ აღვნიშნავდით, რომ ყველა მათგანი ხორცშესხმული ნიმუშია ჭეშმარიტებისა, მიმსგავსებული მაცხოვართან. მაცხოვარი ბუნებითად ხორცშესხმული ნიმუშია ჭეშმარიტებისა, ის ბუნებითი ჭეშმარიტებაა, რომელიც განკაცდა ჩვენთვის და მისდამი მიმსგავსებული ყველა ქრისტიანი უშუალო, ცოცხალი, თვალხილული ნიმუშია ქრისტეს მბაძველისა, იგივე ქრისტიანისა.
ჰაგიოგრაფიის, როგორც საეკლესიო ლიტერატურის ჟანრის შესახებ იმ კუთხითაც შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ, რომ ის ერთ-ერთი უადრესი ჟანრია. საფუძველი, ისევე როგორც ყველა სხვა ჟანრისა, ამ ჟანრისაც საღვთო წერილში ძევს. ჯერ ძველი აღთქმის ღირსეულ მოღვაწეთა თავგადასავალი, მათი ცხოვრება განაპირობებს საეკლესიო ჰაგიოგრაფიის საფუძველს. მაგრამ კიდევ უფრო დიდია და შეუდარებლად აღმატებულია ახალი აღთქმა ამ კუთხით, სახარებანი, რომლებიც მაცხოვრის ამქვეყნიურ მოღვაწეობას აღგვიწერს და გადმოგვცემს, რა თქმა უნდა, ნიმუშსაც გვიდებს იმისას, თუ როგორ უნდა იღწვოდეს ქრისტიანი. ყველა ჰაგიოგრაფიული ძეგლი სახარებისეულ აღწერილობათა შეძლებისამებრ მიბაძვაა. იგივე ითქმის “საქმე მოციქულთას” წიგნის შესახებ, სადაც მოღვაწეობა მთავარმოციქულებისა, ზოგადად სამოციქულო მოღვაწეობა, სწორედ ჰაგიოგრაფიული კუთხით არის გამოკვეთილი და ეს ძეგლიც (“საქმე მოციქულთა”) ერთ-ერთი საფუძველია საეკლესიო ჰაგიოგრაფიისა. ზოგჯერ ყურადღებას მიაქცევენ იმას, რომ საეკლესიო ჰაგიოგრაფია, როგორც ლიტერატურული ჟანრი, პარალელს გულისხმობს ანტიკურ მწერლობასთან, ანტიკური აღწერილობითი ხასიათის ძეგლებთან, თუნდაც პლუტარქეს ბიოგრაფიებთან და სხვებთან. ეს სავსებით შესაძლებელია ასეც იყოს. მაგრამ აქ ჩვენ ხაზს ვუსვამთ არა ფორმას ლიტერატურული ძეგლისას, არამედ შინაარსს, მიზანდასახულობას და ამა თუ იმ წმინდანისაგან აღსრულებული ღვაწლის რაობას, რა გახდა საერთოდ წინასაფუძველი მოღვაწეობის დაწყებისა, როგორ აღსრულდა მოღვაწეობა და ნაყოფი მოღვაწეობისა რა მივიღეთ. ამ მხრივ აბსოლუტურად დიამეტრული განსხვავებაა არა მხოლოდ ანტიკური აღწერილობებისგან, არამედ ნებისმიერი სხვა დროის ბიოგრაფიულ-რომანული აღწერილობებისა საეკლესიო ჰაგიოგრაფიასთან. საეკლესიო ჰაგიოგრაფიაში აღწერილია მოღვაწე, რომლის ღვაწლის წინაპირობაა გაცნობიერება იმისა, რომ ის იმყოფება ტყვეობაში, დაცემულობაში და საჭიროებს გამოხსნას. მხსნელი მოივლინა, მოღვაწე ხედავს მხსნელს, გამომხსნელობით მოძღვრებას, გამომხსნელობით მცნებებს, დოგმატებს და ეძიებს მათ. ანუ წინაპირობა მისი მოღვწეობის დაწყებისა ეს გახლავთ სურვილი გადარჩენისა, სურვილი ცხონებისა. შემდგომ მოღვაწეობა წარემართება აუცილებლად მცნებათა თანახმად, მაცხოვრისებრ, ქრისტესებრ და ნაყოფი, თუ ეს მოღვაწეობა, ეს სულიერი ასპარეზობა ღირსეულად განსრულდა, არის უდიდესი და უბრწყინვალესი – ცათა სასუფევლის დამკვიდრება, იგივე ცხონებულობის მიღწევა. მსგავსი რამ, კვლავ აღვნიშნავთ, არცერთ ანტიკურ, შუა საუკუნეების თუ თანამედროვე მოღვაწეობაში, არც ერთ პირთან დაკავშირებით განსაჭვრეტი არ არის. ეს მხოლოდ საეკლესიო ჰაგიოგრაფიის ნიშანდობლივი თვისება გახლავთ. ამ ზრით არის ჰაგიოგრაფია ჩვენთვის უაღმატებულესი. ფორმის ძიებისას ცალკეული ლიტერატურული გავლენები, ეს არა მხოლოდ ბუნებრივია, არამედ აუცილებელიც კია. ლიტერატურულ გავლენებზე მეტად შეგვეძლო იმაზე მიგვექცია ყურადღება, რომ თვით დოგმატიკის ანუ დოგმატური ლიტერატურის შექმნისას ეკლესიამ ყველა ის მნიშვნელოვანი ტერმინი მოიხმო და გამოიყენა, თუკი ესა თუ ის ტერმინი ამას იტევდა, რაც ანტიკურ პერიოდში იყო შექმნილი. ამის ფონზე რა გასაკვირია, თუ ესა თუ ის გამოთქმითი სახეობა, ლიტერატურული პარალელი იძებნება საეკლესიო ჰაგიოგრაფიასა და ანტიკურ ბიოგრაფიადაღმწერლობას შორის. თუმცა ჩვენ ფორმასთან დაკავშირებითაც უნდა ვთქვათ, რომ ეს ფორმაც მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება მივუსადაგოთ ანტიკურ გარემოს, არსებითად კი ესეც წმინდა ქრისტიანული ფორმაა. როდესაც მაგალითად ჩვენ ვეცნობით ისეთ ძეგლს, როგორიც არის წმინდა “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”, ძალიან ძნელია და ძალიან რთულია, ყოველშემთხვევაში ძალდატანებად გამოჩნდება, რომ რაღაც მკვეთრი პარალელები თვითონ წერის კულტურის თვალსაზრისით, აღწერილობითი ხელოვნების თვალსაზრისით გავავლოთ აუცილებლად ანტიკურ აზროვნებასთან და არა დავუშვათ საღვთო წერილთან. მაშინ როცა ყველა გამოთქმა, ყველა ეპიზოდის სულიერი აზრი უეჭველად ბიბლიისკენ წარმართავს ჩვენ ყურადღებას, ბიბლიისკენ და, თავისთავად ცხადია, ამ ბიბლიაზე დაფუძნებული ადრექრისტიანული ლიტერატურისკენ.
ამრიგად, ჰაგიოგრაფია ეს არის საეკლესიო ლიტერატურის ჟანრი, სადაც წმინდანთა მოღვაწეობაა აღწერილი და თვითონ აღწერილობის ავტორის მიზანდასახულობა არის არა მხოლოდ ის, რომ ამა თუ იმ წმინდანის შესახებ წერილობითი სახე შემოგვინახოს, არამედ ამავე დროს ისიც, რომ წმინდანს მიმბაძველი გაუჩნდეს, რომ ჭეშმარიტებისაკენ სვლა ამ წმინდანის მიბაძვით მრავალმა და მრავალმა აღასრულოს, რომ აღსრულდეს პავლე მოციქულისებრ ნათვქამი და მთელი კაცობრიობა იყოს “ერთი სამწყსო ერთისა მწყემსისა მიმართ”. ამ მიზანდასახულობით იქმნება ჰაგიოგრაფია. ამ მიზანდასახულობის გამოხატულებაა ის გარკვეული, სევდის შემცველი სიტყვები, რომ ჟამთა ვითარებისგან მრავალი წმინდანის მოღვაწეობა გვიანდელი თაობებისთვის დავიწყებას მიეცა და დავიწყებას მიეცა ეს მოვლენა სწორედ იმიტომ, რომ კიდევ ერთი ახოვანი მოღვაწის მაგალითი მიეცემოდა მომავალ თაობებს საწინდარად იმისა, რომ ისინიც განემხნო ღვაწლში, რაც ჭეშმარიტების მოპოვებას უეჭველად უძღვის წინ. ამრიგად, ჰაგიოგრაფიულ ძეგლს აქვს ორი მიზანდასახულობა: ერთი –სიწმინდე შემოინახოს, წმინდანის მოღვაწეობა შემოინახოს და გვიჩვენოს ამ წმინდანის, როგორც პიროვნების, უშუალოდ მისი ღვაწლი ღვთის წინაშე და მეორე, ამისგან განუყოფლად, მოგვცეს მარადიული ნიმუში ახოვანი მხედრისა, ახოვანი მოღვაწისა, რომელსაც უნდა ვბაძვიდეთ.
ჰაგიოგრაფიული ჟანრის აღმოცენება იწყება უადრეს პერიოდშივე (ჩვენ ამ შემთხვევაში უკვე ბიბლიურ საფუძველბს აღარ ვგულისხმობთ, არამედ საკუთრივ საეკლესიო ლიტერატურის ისტორიას) და თავისი ლიტერატურული სახით ის უადრეს პერიოდში უფრო აქტების ჩანაწერებს წარმოადგენდა ამა თუ იმ წმინდა მოღვაწესთან დაკავშირებით. ცნობილია მაგალითად ერთ-ერთი უადრესი ნიმუში ჰაგიოგრაფიისა “მარტვილობა წმიდისა იუსტინესი და მისი მეგობრებისა”, რაც აქტების სახითაა სწორედ ჩაწერილი (სხვათაშორის ახალი ქართული თარგმანი ამ ძეგლისა გამოქვეყნებულია), აგრეთვე, დაახლოებით 180 ლათინურად დაწერილი “სკილიუმის მარტვილთა წამება”, თვით მოციქულთა ღვაწლის ამსახველი მარტვილობანიც, რაც საკუთრივ საეკლესიო ეპოქაში შეიქმნა. ჰაგიოგრაფიის კუთვნილებაა მაგალითად “წამებაი წმიდისა პეტრე მოციქულისაი”, “წამებაი წმიდისა პავლე მოციქულისაი”, “იოანე ღვთისმეტყველის ცხოვრება და მოღვაწობა”, რომელსაც, შეიძლება ითქვას, ცხოვრებითი ელემენტი აქვს. მოგეხსენებათ, როგორც აღვნიშნეთ, ერთია მარტვილობა, მარტვილოლოგიური ხასიათის ჰაგიოგრაფიული ძეგლი და მეორეა ცხოვრების აღწერილობა ამა თუ იმ წმინდანის ასკეტური მოღვაწეობისა, რაც IV საუკუნიდან საკუთრივ განდეგილურ სახეს იძენს. იმიტომ, რომ ასკეტური მოღვაწეობის ის სახეობა, რაც განდეგილობად იწოდება, სწორედ IV საუკუნიდან ხდება გამოკვეთილი საეკლესიო ცხოვრებაში. მაგრამ ასკეტიზმი, თავისთავად ცხადია, მანამდეც არსებობდა. ასკეტიზმი განუყოფელია ქრისტიანისგან, უბრალოდ განდეგილობა გახლავთ ერთ-ერთი სახეობა საეკლესიო ასკეტიზმისა და არა ერთადერთი. ამ კუთხით, ე.ი. განდეგილური ცხოვრების ამსახველი ჰაგიოგრაფიული თხზულების ერთ-ერთ უადრეს ნიმუშად თუ არა ნიმუშის მიმცემად ჩვენ სწორედ იოანე ღვთისმეტყველის ცხოვრება შეგვიძლია დავსახოთ, რომელიც ასევე გახლავთ თარგმნილი ძველქართულად და გამოცემულიც არის.
მოგვიანო პერიოდში, განსაკუთრებით II-III საუკუნეებიდან საეკლესიო ჰაგიოგრაფია ძირითადად მარტვილური გახლავთ ანუ არსებითად გამოკვეთილია მხოლოდ მარტვილობანი, ამ ხასიათის ძეგლები. იმიტომ, რომ ესაა ჯერ კიდევ მოწამეობრივი ეპოქა საეკლესიო ლიტერატურისა. პირველი სამი საუკუნე, მოგეხსენებათ, იყო მკვეთრად გამოხატული მოწამეობრივი ეპოქა, როცა იდევნებოდა საეკელსიო მოძღვრება, საეკლესიო მოძღვრების აღმსარებელნი და მრავალი მოღვაწე ახოვან მხედრად და მარტვილად სწორედ ამ ეპოქაში გამოჩნდა. მაგრამ როცა IV ს-ის დამდეგიდან, ჯერ მილანის ედიქტით და შემდგომ კონსტანტინე დიდის ძალისხმევით ქრისტიანული მოძღვრება, ქრისტიანული აღმსარებლობა ხდება სახელმწიფო სარწმუნოება და ქრისტიანები აღარ იდევნებიან ქრისტიანობის გამო, ჰაგიოგრაფიული ჟანრის ახალი სახეობაც მკვეთრად იჩენს თავს, ეს გახლავთ მეუდაბნოეობითი ცხოვრება-მოღვაწობის აღწერილობანი. მეუდაბნოეობა ანუ განდეგილობა, როგორც უკვე ვთქვით, არსებითად თავს იჩენს სწორედ IV საუკუნიდან, შესამჩნევ მოვლენად სწორედ მაშინ ხდება, თუმცა IV საუკუნემდეც ცალკეულ განდეგილთა არსებობას არავინ გამორიცხავს. ცნობილია კიდეც, მაგალითად პავლე თებელი IV საუკუნემდელი, ასკეტური მოღვაწეობის, განდეგილური მეუდაბნოეობითი ღვაწლის დამწყები. მაგრამ ჩვენ მაინც იმიტომ ვამბობთ, იმას რომ IV საუკუნიდან ფუძნდება განდეგილობა, როგორც მოღვაწობა, რადგან ის საყოველთაოდ ცნობილი მაშინ ხდება, განდეგილური მოღვაწობის პრინციპები მაშინ ყალიბდება და აურაცხელი მიმდევარიც მაშინ გამოჩნდება. ფაქტობრივი დამფუძნებელი საეკლესიო განდეგილობისა ეს გახლავთ ანტონი დიდი, უდიდესი მოღვაწე, რომელიც 356 წელს აღესრულა. რამდენადაც სწორედ მისგან გახდა ცნობილი განდეგილური მოღვაწეობის სიტკბო, როგორც ამას თვით მეუდაბნოენი განსაზღვრავენ, და აურაცხელი მიმდევარი გაუჩნდა მას, აქედანვე ვიწყებთ განდეგილობის ისტორიასაც, ამას ვიღებთ ჩვენ ათვლის წერტილად და შესაბამისად განდეგილური მოღვაწეობის ამსახველი ძეგლებიც ამ დროიდან ჩნდება.
ამრიგად, ეს ორი სახეობა ჰაგიოგრაფიული ლიტერატურისა, ერთი მხრივ მარტვილური შინაარსის მქონე, მეორე მხრივ განდეგილური ღვაწლის ამსახველი, ერთმთლიანობად წარმოჩენილი, გახლავთ სააეკლესიო ჰაგიოგრაფია, რომლის აურაცხელი ნიმუში გახლავთ დაცული და მოღწეული ჩვენამდე. ძველქართულ თარგმანებში თითქმის სრულად არის ეს ყოველივე მოღწეული, მოღწეულია რამდენიმე რედაქციის სახით და ყველაფერი ეს, რაც კარგა ხანია მკვლევართაგან, სპეციალისტთაგან შეისწავლება, ამავე დროს ამ თვალითაც ინტენსიურად უნდა იქნეს შესწავლილი. შეიძლება ითქვას, რომ ეს მხარე კარგა ხანია დავიწყებულია, ყოველშემთხვევაში ასეთ მასობრივ შესწავლაში, რომ ჰაგიოგრაფიული თხზულებები იწერებოდა მხოლოდ იმ მიზანდასახულობით მიმდევრები რომ გასჩენოდათ მოღვაწეებს. იწერებოდნენ ისინი არა აუცილებლად როგორც ლიტერატურული ძეგლები (თუ ღირსეული აღმწერი იყო ეს მხარეც სახეზე იყო და სრულად იყო დაცული), არამედ პირველ რიგში იმ მიზნით, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, რომ წმინდანის მოღვაწეობა მარადიული გამამხნევებელი მაგალითი ყოფილიყო ჩვენთვის ჭეშმაირტების ძიების გზაზე.
10–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ
ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე
აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=tU8O-o7vlGc

საეკლესიო მწერლობის ჰაგიოგრაფიული ჟანრი (მეორე ნაწილი)
ბოლო საუბრის დამასრულებელ ნაწილში ჩვენ ვეხებოდით ერთ-ერთ უმთავრეს
ჟანრს საეკლესიო მწერლობისას – ჰაგიოგრაფიას. კვლავ აღვნიშნავთ, რომ
ჟანრობრივი განხილვები, რასაც ამჯერად ჩვენ წარმოვადგენთ, შესავალ ნაწილად
იგულისხმება ყოველივე იმისა, რასაც შემდგომ ქრონოლოგიური მიმდევრობით
განვიხილავთ. ამიტომ ჩვენ მხოლოდ არსებითს, ის რაც რაობას განსაზღვრავს ამა
თუ იმ ჟანრისა, განვიხილავთ.
ვსაუბრობდით და ისედაც კარგად არის ცნობილი ორი სახეობა ჰაგიოგრაფიული მწერლობისა – მარტვილოლოგიური და ცხოვრება-მოღვაწეობითი. ეს ორი სახეობა სხვა მხარეებსაც გულიხმობს. ნაწილობრივ ამაზე უკვე ვისაუბრეთ. შეგახსენებთ მხოლოდ ერთ დებულებას, რომ ყველა ჰაგიოგრაფიული აღწერილობა ერთი მიზანდასახულობით იქმნებოდა – მომავალ თაობებს ახოვანების ნიმუშად მისცემოდა და გადასცემოდა ამა თუ იმ წმინდანის მოღვწეობა. ჩვენ ამ მომენტს ხაზს ვუსავმთ იმის გამო, რომ მკითხველისთვის ცხადი იყოს არა მხოლოდ წმინდანის მოღვაწეობის დიდი მნიშვნელობა საეკლესიო ისტორიაში, არამედ საკუთრივ აღწერილობისაც, ამა თუ იმ მოღვაწეობის სახეობის, რომელსაც ასევე არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა იმავე, მომავალი თაობებისთვის, მაგალითის მიცემის კუთხით. აქ ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტი.
უკვე ვთქვით, რომ ანტონი დიდი, რომელიც IV ს-ის I ნახევარში ასაფუძვლებს ფაქტობრივად როგორც მოვლენას განდეგილობას და მას აურაცხელი მიმდევრები უჩნდება, თავისი მოღვაწეობით იმდენად გამორჩეული წარმოჩნდება ეკლესიის მამათა წინაშე, რომ მისი ღვაწლი საგანგებოდ აღიწერება წმიდა ათანასე ალექსანდრიელის მიერ. პირდაპირ შეიძლება ითქვას (ეს ძველთაგანვე ცნობილია), რომ არა მხოლოდ ანტონის მოღვაწეობამ, არამედ თვით ამ აღწერილობამ (ზოგ შემთხვევაში აქცენტი სწორედ აღწერილობაზეა) უდიდესი როლი შეასრულა განდეგილური ასკეტიზმის მასობრივად გავრცელებისა და დაფუძნების საქმეში. სწორედ ამ აღწერილობიდან შეიტყვეს მრავალმა და მრავალმა იმის შესახებ, რომ ღვთის დიდება, ღვთის თაყვანისცემა, განღმრთობა, მოშორებით სოფლისაგან, უდიდეს ღვაწლში და გაჭირვებაში, მრავალი მამის და მრავალი მეუდაბნოის მარადიული წინამძღვრის ანტონის მიერ წლების მანძილზე ოდნავ მაინც შეუდრეკელი ახოვანებით აღესრულებოდა. და შეიტყვეს რა ამის შესახებ ხსენებული აღწერილობიდან, როგორც უკვე ვთქვით, ათეულმა და ასეულმა ქრისტიანმა მაიშურა უდაბნოს.
ჩვენ ამ შემთხვევაში ჰაგიოგრაფიაზე მსჯელობას არ განვაგრძობთ, მხოლოდ აღვნიშნავთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც სათავეს იღებს X ს-ის მიწურულიდან, კერძოდ 982 წლიდან, როდესაც სახელგანთქმული და ცნობილი წმიდა სვიმეონ მეტაფრასტი იწყებს თავის მეტაფრასულ მოღვაწეობას. რადგანაც ამ მოვლენას მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა და დღესაც აქვს საეკელსიო ისტორიისთვის, ვფიქრობთ ვალდებულნი ვართ ორიოდე სიტყვით მეტაფრასტიკის რაობაც წარმოვაჩინოთ.
ჯერ იმის შესახებ ვთქვათ, თუ საერთოდ რამ განაპირობა ამ ახალი საღვთისმეტყველო ლიტერატურული მიმართულების აღმოცენება. საქმე ის გახლავთ, რომ თავდაპირველი აღწერილობანი, როგორც მოწამეობისა, ასევე ცხოვრება-მოღვაწეობისა, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვერ იყო იმ ლიტერატურულ სიმაღლეზე (არა მარტო ლიტერატურულ, არამედ უმრავლეს შემთხვევაში საღვთისმეტყველო სიმაღლეზე), რასაც აუცილებლად მოითხოვდა მღვდელმსახურება. ეს შესამჩნევია განსაკუთრებით თავდაპირველი წამების ამსახველ აღწერილობებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ გასაგებია, რომ როდესაც ესა თუ ის მარტვილი მოწამეობრივად აღესრულებოდა, რა თქმა უნდა, მის გვერდით იქ აუცილებლად არ იდგა ვინმე დახელოვნებული მწიგნობარი, რომელიც ასევე დახელოვნებული წესით აღწერდა მის მხნეობას და მის განსაკუთრებულ ღვაწლს. უმრავლეს შემთხვევაში ადრეულ მარტვილთა ღვაწლი აღიწერებოდა შემთხვევითი (არა სარწმუნოებრივი სიმაღლის მიხედვით, არამედ ლიტერატურული განსაწავლულობის მიხედვით) პირებისაგან და აღიწერებოდა იმიტომ, რომ მათი სახელი არ დაკარგულიყო ყოფით ისტორიაში, მათი მხნეობა მომავალ თაობებს ნიმუშად გადასცემოდათ და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ღვთის განგებით უაღრესად მოწონებული იყო თუნდაც ყველაზე პრიმიტიული აღწერილობა. ამიტომაა, რომ ჩვენ ადრეული პერიოდის საეკლესიო ჰაგიოგრაფიაში მრავლად ვპოულობთ ნიმუშებს დაწერილთ ძალიან მარტივი, ზოგ შემთხვევაში ლიტერატურულად დაუხვეწელი და ღვთისმეტყველურად, კერძოდ ტერმინოლოგიურად, ძალიან გაუმართავი ტექსტების სახით. მაგრამ რამდენადაც ეს ტექსტები თავის დროზე აუცილებლად საჯაროდ იკითხებოდა, როდესაც რაოდენობა მარტვილებისა არც ისე ვრცელი გახლდათ (ერთ-ერთი მიზანდასახულობა ამგვარი აღწერილობებისა ისიც იყო, რომ ამა თუ იმ წმინდანის ხსენებისას მათი ღვაწლი საჯაროდ წაკითხულიყო), ხოლო მეორე მხრივ ტექსტები ენობრივადაც და ტერმინოლოგიურადაც დაუხვეწელი იყო მრევლისთვის, ვინც ისმენდა საკითხავს. და ზოგჯერ გაუგებარი რჩებოდა ეს საკითხავი მსმენელისთვის, ანდა მცდარი ტერმინით გადმოცემული გარკვეული სწავლება გარკვეულწილად დამაბრკოლებელიც. ამის აუცილებლობა ადრეც იგრძნობოდა, მაგრამ X ს-ის II ნახევრიდან ღვთის განგებით გადაწყდა, რომ ყოველივე ის რაც წარსულმა გადმოგვცა და ეს უდიდესი განძია, საკუთრივ სამღვდელმსახურო მიზანდასახულობით სიტყვიერად გამშვენებულიყო, ღვთისმეტყველურად, ტერმინოლოგიურად გამართულიყო და ასე დამკვიდრებულიყო ეკლესიაში საკითხავად. ამ სულიერი მიმდინარეობის დამფუძნებელი გახლავთ სწორედ ზემოხსენებული წმინდა სვიმეონ მეტაფრასტი, რომელიც გახლდათ ჩვენი უდიდესი მოძღვრის წმ. ექვთიმე ათონელის მეგობარი. სხვათაშორის სწორედ ექვთიმე იწყებს სვიმეონ მეტაფრასტის პირველი შრომების ქართულად თარგმნასაც.
ამრიგად ჩვენ ასე შეგვიძლია კვალიფიკაცია მივცეთ მეტაფრასტიკას, რომ მეტაფრასტიკა ესაა ადრეული ეპოქის ჰაგიოგრაფიის სიტყვიერი, ტერმინოლოგიური, ლიტერატურულ-საღვთისმეტყველო გამართვა, გამშვენება ანუ ფაქტობრივად განმარტება, კომენტარი, ეგზეგეტიკა. ადრეულ აღწერილობებს ეწოდებოდათ და ეწოდებათ კიმენი. სიტყვა კიმენი, ბერძნული ტერმინი “კეიმენონ” ქართულად ნიშნავს მდებარეს. ეს საკითხავები დადებული იყო ტაძარში ამა თუ იმ წმინდანის ხსენებისას საჯაროდ საკითხავად. კიმენთა საღვთისმეტყველო-ლიტერატურული გადამუშავება ანუ საღვთისმეტყველო-ლიტერატურული განმარტება გახლავთ მეტაფრასტიკა. მეტაფრასტი არ ცვლის არცერთ ფაქტობრივ მონაცემს, პირიქით ფაქტობრივი მონაცემები, რაც ჩვენ კიმენმა შემოგვინახა, განსაზღვრავენ კიდეც უდიდესწილად ამ კიმენური ძეგლების შეუცვლელ და მარადიულ ღირსებას ეკლესიის ისტორიაში. შესაბამისად ფაქტობრივ მონაცემებს უცვლელად იყენებს მეტაფრასტი, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ამა თუ იმ ფაქტის ლიტერატურულ-საღვთისმეტყველო ენაზე გადმოცემა, კიმენისგან განსხვავებით, მეტაფრასულ ძეგლში მოცემულია სრული უცთომელობით და ხარვეზების გარეშე. თვითონ სიტყვა “მეტაფრასის” ქართულად ითარგმნებოდა როგორც “გარდაკაზმვაი”. სხვათაშორის უნდა აღინიშნოს, რომ ამ უდიდესი ლიტერატურულ-საღვთისმეტყველო მიმდინარეობის შესახებ ფასდაუდებელი წყაროები შემორჩენილი გახლავთ სწორედ ქართულ ენაზე. განსაკუთრებით ეს ცნობები უკავშირდება წმ. ეფრემ მცირის სახელს (XI ს-ის II ანხევარი), უდიდეს ქართველ მოღვაწე ღვთისმეტყველს. სვიმეონ მეტაფრასტის შესახებ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია პირველხარისხოვანი ღირებულებისაა ზოგადად ბიზანტინისტიკისათვის, ზოგადად საეკლესიო ლიტერატურისათვის და ეკლესიის ისტორიისათვის. ისევე როგორც უფრო მოგვიანო პერიოდში თარგმნილი სვიმეონ მეტაფრასტის გამგრძელებლის იოანე ქსიფილინოსის შრომები და შესავალი ამ შრომებზე. მეტაფრასულმა ჰაგიოგრაფიამ (ასე შეგვიძლია მას ვუწოდოთ. ერთია კიმენური ჰაგიოგრაფია, მეორეა მეტაფრასტიკა ანუ მეტაფრასული ჰაგიოგრაფია) ფაქტობრივად შეაღწია თითქმის ყველა ჟანრში. ყველა ჟანრში და არა მხოლოდ ჰაგიოგრაფიაში მან მოგვცა ამგვარი გარდაკაზმული საღვთისმეტყველო-ლიტერატურული მიზანდასახულობით გამშვენებული ტექსტები. მაგრამ აქცენტი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ჰაგიოგრაფიაზე იყო მაინც და ჩვენც ამ შემთხვევაში ჰაგიოგრაფიას ვგულისხმობთ, როდესაც მეტაფრასტიკაზე ვსაუბრობთ.
საქართველოში მეტაფრასტიკა საკუთრივ ორიგინალურ ქართულ ჰაგიოგრაფიასაც შეეხო და მრავალია ამის ნიმუში. ცალკე ტომადაც არის გამოცემული ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების ტომეულებში. რამდენიმე ტომადაა გამოცემული ძველი ქართული ჰაგიოგრაფია (ჩვენ ვგულისხმობთ ხელნაწერთა ინსტიტუტის მიერ შესრულებულ მეცნიერულ გამოცემას) და ერთ-ერთი ტომი მთლიანად მეტაფრასულ ნიმუშებს ეხება, იქნება ეს “ასურელ მამათა ცხოვრება”, “წმ. ნინოს მოღვაწეობა” თუ სხვა.
მაგრამ ჰაგიოგრაფიის ისტორია არც მეტაფრასტიკით დასრულებულა. ან თანადროულად ან ოდნავ მოგვიანო პერიოდში თანდათანობით ფართოვდება მესამე სახეობა (მას ჩვენ ჟანრიც შეგვიძლია ვუწოდოთ, ანდა ქვეჟანრი ჰაგიოგრაფიისა, როგორც ლიტერატურული მოვლენა) - სვინაქსარული ჰაგიოგრაფია, რომელსაც აგრეთვე თავისი მკვეთრად გამოხატული მიზანდასახულობა ჰქონდა. ეს მიზანდასახულობა გულისხმობდა შემდეგს: რამდენდაც ჰაგიოგრაფიული აღწერილობანი ძალიან ბევრი დაგროვდა, არადა ეკლესიაში დამსწრე მრევლი ყოველთვის არაა საქმის კურსში ამა თუ იმ წმინდანის, რომლის ხსენებაცაა, ცხოვრება-ღვაწლის შესახებ და ზოგჯერ რამდენიმე წმინდანის ხსენებაა და მათი რიცხვი საკმაოდ შთამბეჭდავია და თითოეული მათგანის მოღვაწეობის შესახებ ვრცელი, მითუმეტეს მეტაფრასული აღწერილობის წაკითხვა, ფაქტობრივად, ლიტურგიის დამაბრკოლებელი იქნებოდა, ამიტომ საჭიროდ იქნა მიჩნეული ამგვარ აღწერილობათა შემოკლებული რედაქციების შემუშავება, რომ მოკლედ, მაგრამ ყველაზე არსებითის აუცილებელი დაცვით შექმნილიყო ეკლესიაში წასაკითხად შესაძლებელი, ლიტურგიის მიმდინარეობის გათვალისწინებით, რომ არანაირი დაბრკოლება მას ხანგრძლივობის თვალსაზრისით არ შექმნოდა. აი ამგვარი მიზანდასახულობით (მას სხვაგავარად ეწოდება ლიტურგიკული მიზანდასახულობა), იგივე სამღვდელმსახურო მიზანდასახულობით შეიქმნა სვინაქსარული ტექსტები, შემოკლებული ტექსტები თავდაპირველი აღწერილობებისა. ქართულადაც ქართველ წმინდანებთან დაკავშირებით მრავლადაა ამგვარი ხასიათის ტექსტები და ისინიც ზემოხსენებულ სერიალში “ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლებისა” ერთ ტომად არის წარმოდგენილი.
ჩვენ ამ კუთხით აღარ განვაგრძობთ მსჯელობას, მაგრამ ერთ მხარეს მაინც მივაქცევთ ყურადღებას. ჰაგიოგრაფია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ჟანრი, იზოლირებული არ გახლავთ საეკლესიო ლიტერატურის დანარჩენი ნაწილისგან. ზოგ შემთხვევაში ძნელიც კია ამა თუ იმ ძეგლის ჟანრი კონკრეტულად და ზუსტად განისაზღვროს იმდენად ერთმთლიანია ყველა ჟანრი საეკლესიო ლიტერატურისა. სული ერთია, არსი ერთია, გამოთქმის ფორმა სხვადასხვაა და ეს გამოთქმის ფორმა უმრავლეს შემთხვევაში შენარჩუნებულია, რაც ჟანრობრივ განაწილებას საფუძველს უქმნის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, როგორც აღვნიშნეთ, მათ შორის უდიდესი სიმჭიდროვის გამო, ამა თუ იმ ძეგლის ჟანრობრივი კვალიფიკაცია ძალიან ჭირს. აქედან გამომდინარე ჩვენ ჰაგიოგრაფიის განხილვისას, ჰაგიოგრაფიის ისტორიის ძალიან მოკლე და უაღრესად ზედაპირული განხილვისას, მაინც ვთვლით საჭიროდ, რომ ერთი სიტყვით ითქვას იმ ქადაგებებზე, რომლებიც წმინდანთა ხსენებებისას მათი ღვაწლისადმია მიძღვნილი. ქადაგებები, რომლებიც სხვა ჟანრში შედის (ესაა კერძოდ ჰომილეტიკა), მრავალგვარია შინაარსობრივად, მრავალ მხარეს ეხება, არის საუფლო დღესასწაულებისადმი ანდა სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულებისამდი მიძღვნილი ჰომილეტიკური ძეგლები, არის საკუთრივ წმინდანებისადმი, წმინდანთა ღვაწლის ამსახველი ჰომილეტიკური თხზულებები, არის ზნეობრივი, სამოძღვო-დამრიგებლობითი და ა.შ. ჩვენ ამ შემთხვევაში ცალკე გამოვყოფთ წმინდანთა ხსენებებისადმი მიძღვნილ ჰომილეტიკურ ძეგლებს, ქადაგებებს, რომლებიც ყველაზე მჭიდროდ უკავშირდება სხვა ჟანრებიდან ჰაგიოგრაფიას. აქ შეგვიძლია ვახსენოთ ისეთი დიდი მოძღვარნი, როგორებიც იყვნენ თუნდაც მაგალითად წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომელსაც სპეციალური შესხმა-ქადაგება აქვს მაგ. წმინდა ათანასე ალექსანდრიელის შესახებ დაწერილი, ანდა წმინდა გრიგოლ ნოსელი, რომლის მრავალი ამ ხასიათის ქადაგება, გრიგოლ ღვთისმეტყველის შრომებთან ერთად, ქართულად გახლავთ თარგმნილი, მელეტი ანტიოქიელისადმი, ბასილი დიდისადმი და სხვათა მიმართ წარმოთქმული, იოანე ოქროპირისა და სხვები. საკუთრივ ქართულ სინამდვილეშიც, სადაც ყველა ჟანრობრივი სახესხვაობა მთელი სისრულით აისახა, ეს მხარე გამოკვეთილად სახეზეა და ამის ნიმუშად იკმარებდა თუნდაც ანტონ კათალიკოსის სახელგანთქმული ნაშრომი “მარტირიკა”, რომელიც ასევე ერთ-ერთ დამაბოლოებელ ტომად არის წარმოდგენილი ზემოხსენებულ სერიალში ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლებისა.
რა თქმა უნდა, ჰაგიოგრაფია ცალკეულ ნიუანსებს მოიცავს, ამის ანალიზი ამჯერად აბსოლუტურად არ არის ჩვენი მიზანდასახულობა. მხოლოდ ერთი თვალის გადავლებით ეს ჟანრი გვინდოდა მსმენელის წინაშე შეძლებისდაგვარად წარმოგვეჩინა. თუმცა კი ერთი გვინდა მაინც აღვნიშნოთ. ამ ჟანრს როგორც ვთქვით ეწოდება ჰაგიოგრაფია. ჰაგიოგრაფია წმინდანის შესახებ აღწერილობას ეწოდება და ასეა დამკვიდრებული (“ჰაგიოს” – წმინდა, “გრაფე” – აღწერილობა), თუმცა ეს არ გახალვთ მთლად მართებული განმარტება, რადგან თუ ჩვენ ამ სიტყვას ჩავუკვირდებით, ზემორე განმარტება ნაკლებ ადეკვატურად წარმოგვიჩნდება. საქმე ისაა, რომ “ჰაგიოგრაფია” ჩვენ რომ ქართულად პირდაპირ ვთარგმნოთ, შესატყვისად იქნება “წმინდა მწერლობა”. არა წმინდანის შესახებ მწერლობა, არამედ წმინდა მწერლობა. ტერმინი “ჰაგიოგრაფია”, მისი ეპითეტური სახე “ჰაგიოგრაფიკოს”, რა თქმა უნდა, ბერძნულ საეკლესიო ლიტერატურაში ძალიან ხშირად გამოიყენება, მაგრამ პირველი შინაარსი, რაც ამ ტერმინში იგულისხმება, მისი ძირითადი შინაარსი გახლავთ “წმინდა წერილი”. თავისი ბუნებითი, ნამდვილი აზრით ტერმინი “ჰაგიოგრაფია” გულისხმობს წმინდა წერილს (“ჰაგიოს” – წმინდა და “გრაფე” – წერილი), იგივე საღმრთო წერილს, იგივე ბიბლიას. “ჰაგიოგრაფიკოს”, რომელიც ქართულად ითარგმნებოდა როგორც “წმინდა მწერლობითი” (თუნდაც ეფრემ მცირის თარგმანებში), პირველ რიგში გულისხმობს, რა თქმა უნდა, “საღვთო წერილის”. მაგრამ ამ ტერმინს აქვს, აგრეთვე, უფრო განზოგადებული შინაარსი. ჩვენ დასაწყის საუბრებში, რამდენადაც შეგვეძლო, ხაზგასმით აღვნიშნავდით, რომ საეკლესიო ლიტერატურა სხვა არაფერია, თუ არა ბიბლიის განმარტება, ანუ იგივე ბიბლია, იგივე საღვთო წერილი, იგივე წმინდა წერილი, ოღონდ განმარტების ენაზე, ეკლესიურ ენაზე გამოთქმული. რამდენადაც ამგვარი იგივეობაა შინაარსის, არსის მიხედვით საეკლესიო მწერლობასა და ბიბლიას შორის და მხოლოდ ფორმაშია, გამოთქმაშია სხვაობა, ცხადია, საეკლესიო მწერლობაც იგივე წმინდა მწერლობაა. უფრო განზოგადებულადაც შეიძლება ითქვას, რომ ტერმინი “ჰაგიოგრაფია” მხოლოდ მწერლობას, ე.ი. ასოებით შესრულებულ ძეგლს არ გულისხმობს. მწერლობა, წერა საეკლესიო ტრადიციაში, მოგეხსენებათ, უკავშირდება აგრეთვე ამა თუ იმ წმინდა გამოსახულებას, ხატს და ტერმინი “ხატწერა”, ანუ ბერძნული იკონოგრაფია (“ეიკონ” – ხატი, “გრაფია” – მწერლობა), ასევე ჰაგიოგრაფიაში შედის, რადგან მრავალი მამის მიერ ტერმინი “ჰაგიოგრაფია” უწმინდეს ხატებსაც და ხატთა გამოსახვასაც გულისხმობს. წმინდა მწერლობა, უხეშად რომ ვთქვათ, მხატვრობითი კუთხით ითქმის წმინდა ხატებისადმიც, ისინიც ჰაგიოგრაფიაა და მათი შემსრულებელიც ჰაგიოგრაფია. ხატმწერი იგივე ჰაგიოგრაფია, ანუ იგივე სიწმინდის წმერალია, სიწმინდის მწერია. ხატმწერი და სიწმინდის მწერი ერთიდაიგივეა და ჰაგიოგრაფი სწორედ ამას ნიშნავს – სიწმინდის დამწერი. საკუთრივ ჟანრობრივად ჰაგიოგრაფიასაც ეს სახელი იმიტომ ეწოდა, რომ წმინდანის შესახებ აღწერილობა თავისთავად უდიდესი სიწმინდეა, უდიდესი წმინდა მწერლობაა და ბიბლიურ სიწმინდეს, ბიბლიურ წმინდა მწერლობას არა უბრალოდ უკავშირდება, არამედ მთლიანად შეერწყმის და შეეზავება. ნებისმიერი საეკლესიო ტერმინი ყოველთვის ამგვარად გრადაციულია, უფრო და უფრო სიღრმისეული შინაარსი შეგვიძლია მასში ამოვიკითხოთ, გაღრმავებადია, როგორც ეგზეგეტიკაზეც აღვნიშნავდით, და ყველა საფეხური ამა თუ იმ ტერმინის შინაარსისა მჭიდროდ უკავშირდება მეორეს. ჩვენ ეს სიღრმეები ტერმინ ჰგაგიოგრაფიისა იმიტომ გამოვკვეთეთ, რომ ამ სიტყვის სიღრმისეული წვდომა გვქონოდა და როდესაც საკუთრივ ჟანრობრივად ჰაგიოგრაფიისადმი მას გამოვიყენებთ, ყოველთვის უნდა ვაცნობიერებდეთ იმ დიდ საფუძველს, რასაც ეს ტერმინი და რასაც ხსენებული ჟანრი გულისხმობს.

11–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ
ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე
აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=oO1C6t7PQG0&t=17s

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე
კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები.
No comments:
Post a Comment