1
დღეიდან ჩვენ ვიწყებთ სალექციო კურსს ქრისტიანული ლიტერატურის
ისტორიაში რადიო ეთერის გზით. მართალია ეს კურსი უკავშირდება მრავალ
პრაქტიკულ მხარეს, სიღრმისეული შესწავლის ჟამს, კერძოდ წყაროების გაცნობას,
ტექსტებზე მუშობას და სხვა, რაც ხორციელდება კიდეც სასულიერო აკადემიის
კედლებში, სადაც აღნიშნული კურსი სრული მოცულობით იკითხება, მაგრამ
რამდენადაც დიდია დაინტერესება და ჩვენ ამის შესახებ ხშირად გვსმენია,
მორწმუნე მრევლისგან, რომ მათაც მიიღონ ინფორმაცია ამ უმნიშვნელოვანესი
დისციპლინის, შეგვიძლია ასეც ვთქვათ, უმნიშვნელოვანესი მეცნიერების
შესახებ, თუნდაც შედარებით უფრო ზოგადი, აი ამგვარი დაინტერესებიდან
გამომდინარე გადავწყვიტეთ ეთერში, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება
ცალკეული საუბრების სახით (დაახლოებით ოცწუთიანი საუბრების სახით) ყველაზე
უფრო არსებითი ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან, დაინტერესებულ
მსმენელებს მივაწოდოთ.
რა თქმა უნდა გასაგებია, რომ ქრისტიანული ლიტერატურა დიდი მოცულობისაა,
ამოუწურავი ზღვაა და შესაბამისად გარკვეული აქცენტირება, გარკვეულ
მონაკვეთებზე საგანგებო ყურადღების მიქცევა აუცილებელია, ე.ი. მთელი
მოცულობის ერთიანი სისავსით გადმოცემა ცხადია ვერ მოხერხდება, ანდა
უაღრესად გახანგრძლივდება. ამ სირთულიდან გამომდინარე ჩვენ ვამჯობინებთ
პირველადი, ყველაზე უფრო არსებითი ყურადღება მივაქციოთ შედარებით ნაკლებ
ცნობილ მონაკვეთებს საეკლესიო ლიტერატურის ისტორიიდან, შედარებით ნაკლებ
ცნობილ მოღვაწეებს, ხოლო რაც შეეხება საყოელთაოდ ცნობილ ძეგლებსა და
ავტორებს მათ შესახებ ასევე გვექნება ჩვენი შეძლების მიხედვით, რამდენადაც
ეს ეთერში მოსახერხებელია, დაწვრილებითი ლექცია, მაგრამ ცალკეულ
შემთხვევებში შეიძლება მივუთითოთ გარკვეულ პუბლიკაციებზე სადაც უკვე
მსმენელი თვითონ მოიძიებს უფრო ვრცელ ანალიზს და განხილვას. პირველი რაც
საეკლესიო ლიტერატურის ისტორიასთან და ზოგადად საეკლესიო ლიტერატურასთან
დაკავშირებით უნდა ითქვას ეს გახლავთ ცალკეული ტერმინის განმარტება
მსმენელისათვის. ტერმინთგანმარტებანი ყოველთვის წინ უნდა უძღოდეს ნებისმიერ
დისციპლინარულ კურსს რომ შემდეგ და შემდეგ ყოველ ნაბიჯზე ამა თუ იმ
ტერმინის გამოყენებისას მისი და მათი ხელახალი განმარტება ჩვენ აღარ
დაგვჭირდეს. ერთ-ერთი ამგვარი ტერმინი გახლავთ “პატროლოგია”, რომელი
ჩვეულებრივ (უკვე კარგა ხანია) ეწოდება საეკლესიო ლიტერატურის ისტორიას,
მაგრამ არის მეორე ტერმინიც “პატრისტიკა”, რაც ასევე ალბათ მსმენელისათვის
ნაცნობია, და ამ ორი ტერმინის ურთიერთმიმართება ზოგჯერ გარკვეულ პრობლემას
ქმნის. ვფიქრობთ რომ მათი შინაარსი ყოველთვის ვერ არის სათანადოდ გაგებული.
ჩვეულებრივ უდიდესწილად ეს ორი ტერმინი მართლა სინონიმურად მიემართება
ერთანეთს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ენა რომელიც ფლობს ორ ფორმობრივად
განსხვავებულ სიტყვას, თუნდაც ისინი ფუძისეულად ერთნი იყვნენ, ყოველთვის
შინაარსობრივ დიფერენცირებას ახდენს მათ შორის, რომ უფრო გამომსახველობითი
გახდეს მეტყველება. ეს ორი ტერმინიც, მიუხედავად მათი სინონიმურობისა უფრო
მოსახერხებელი იქნებოდა გარკვეული დიფერენცირებით რომ გამოგვეყენებინა ისნი
და ეს დიფერენცირება უკვე დადასტურებულია ცალკეულ კვლევით შრომებში. ჩვენც
ყველაგან, თუ ამ ტერმინებს შემდეგში დავიმოწმებთ, ცალკეული ნიუანსობრივი
განსხვავებებით წარმოვაჩენთ აუცილებლად მათ შინაარსს, აქ ვგულისხმობთ
შემდეგს, პატროლოგია და პატრისტიკა იდენტურია იმ გაგებით, ეს ორი ტერმინი
ერთი მეორისადმი იგივეობრივია იმ გაგებით, რომ ორივე მათგანი საელესიო
მწერლობას, საეკლესიო ლიტერატურას მიემართება. მაგრამ განსხვავება რაში
მდგოამრეობს, განსხავევბას ქმნის ის გარემოება, რომ პატრისტიკა საკუთრივ
საეკლესიო ლიტერატურას აღნიშნავს, ანუ იმ ძეგლებს, იმ ძეგლების ერთობლიობას
რაც ეკლესიის მამათაგან ჩვენ შემოგვენახა, რაც შეეხება “პატროლოგიას” ის
არის მეცნიერება აი ამ ლიტერატურის, აღნიშნულ ძეგლთა ერთობლიობის, ანუ
საკუთრივ პატრისტიკის შესახებ. სხვაგვარად პატრისტიკა არის შესასწავლი
მასალა, ხოლო ამ მასალის განხილვა და გაანალიზება გახლავთ “პატროლოგია”
როგორც მენიერება. შედარების მიზნით რომ ვთქვათ მაგალითად ძველი ქართული
ლიტერატურა, ანდა საზოგადოდ მხატვრული ლიტერატურე ეს ძეგლების ერთობლიობაა,
მაგრამ ლიტერატურის მცოდნეობა არის ამ ძეგლების შემსწავლელი მეცნიერება.
აი ამგვარი მიმართებაა პატრისტიკასა და პატროლოგიას შორის, პატრისტიკა
როგორც, კვლავ ავღნიშნავთ ელესიის მამათა შორმების მთლიანობაა, თვით ეს
შრომები მათ ერთობლიობაში, ხოლო პატროლოგია როგორც ამ ერთბლიობის, ამ
უდიდესი საგანძურის მეცნიერულად შემსწავლელი დისციპლინა. აქედან
გამომდინარე ჩვენი კურსი რა თქმა უნდა ეს არის იგივე პატროლოგია, ხოლო
ჩვენი შესწავლის საგანი ესაა პატრისტიკა. მიუხედავავდ ამისა ჩვენს საუბრებს
მაინც ვუწოდებთ საუბრებს საეკლესიო ლიტერატურის შესახებ, ანდა გნებავთ ასე
ვთქვათ ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ, და არა საკუთრივ პატროლოგიას.
მიუხედვავად იმისა, რომ ამ ბოლო პერიოდში პატროლოგია მკვლევართა მიერ,
ფაქტობრივად ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიის მნიშვნელობით გამოიყენება,
ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ამ ორ გაგებას შორისაც გარკვეული სხვაობა
არსებობს და ეს სხვაობა ხაზგასასმელია. კერძოდ პატროლოგიაში უფრო უმჯობესი
იქნება ვიგულისხმოთ ეკლესიის მართლმადიდებელ მოძღვართა შრომები, საკუთრივ
მართლამდიდეებლური საეკლესიო ლიტერატურის ისტორია, იმიტომ რომ ეს ტერმინი
სწორედ ამას იტევს, “პატერ” მამა გახლავთ, “ლოგია” მეტყველება, მცოდნეობა
და შესაბამისად პატროლოგიას, ჩვენ თუ ქართუად ვთარგმნით კალკირებულად
შეიძლება ასეთი ტერმინი მივიღოთ – “მამათმცოდნეობა” ანდა
“მამათმეტყველება”, ხოლო მამებში ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის ვგულისხმობთ
მართლმადიდებელ მოძრვართ. აი ამ გაგებით “პატროლოგია” უმჯობესია საკუთრივ
მართლამდიდებლური საეკლესიო ლიტერატურის ისტორიის მნიშვნელობით მოვიხმოთ,
“პატრისტიკა” საკუთრივ მართლმადებული ლიტერატურის მნიშვნელობით. ხოლო
საეკლესიო ლიტერატურის ისტორია, საეკლესიო ლიტერატურა, ანდა ქრისტიანული
ლიტერატურის ისტორია, ქრისტიანული ლიტერატურა უფრო ფართო გაგებისაა და აქ
შემოდის არა მხოლოდ მართლმადიდებელ მოძღვართა შრომები, არამედ ის
თხზულებებიც რომლებიც სხვადასხვა კუთხით ერეტიკული შინაარსისანი არიან,
მაგრამ რომელთა გარეშეც, როგორც საეკლესიო ისტორია არ განიხლება, ასევე არ
განიხილება საეკლესიო მართლმადიდებლური ლიტერატურის ისტორიაც, და ეს იმ
მიზეზის გამო, რომ ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ მოძღვრის, ამა თუ იმ წმინდა
მამის თხზულების რაობა ჩვენთვის გასაგები ხდება სწორედ იმ ერეტიკული
თხზულებების ანალიზის ფონზე, რომელთა წინააღმდეგაც ესა თუ ის
მართლმადიდებლური თხზულება დაიწერა. შეუძლებელია ჩვენ, მაგალითად წმ.
ათანასე ალექსანდრიელის ანტიერეტიკული თხზულებები სიღრმისეულად აღვიქვათ
(ეს შრომები კონკრეტულად არაინელური ერესის წინააღმდეგაა მიმართული) თუ არ
გვეცოდინება რას ნიშნავს საკუთრივ არიანელობა, ვინ იყვნენ არიანელები, რა
თხზულებები დაწერეს მათ და რამ განაპირობა მათ წინააღმდეგ ასეთი უშეღავათო
ბრძოლა ეკლესიის ამ ერთ-ერთი უთვალსაჩინეოსი მამისა. იგივე ითქმის ვთქვათ
წმ. კირილე ალექსანდრიელის შესახებ, თუ არ გვეცოდინება თუ რა არის
ნესტორიანელობა, ვინ იყო ნესტორი, საიდან მოდის ეს საშინელი გაუკუღმართება,
ვინ იყვნენ მისი მიმდევრები და რა თხზულებები შეიქმნა ამ ერეტიკოსთაგან,
რა თქმა უნდა გარკვეულწილად აუხსნელი დარჩება წმ. კირილე ალექსანდრიელის
საღვთისმეტყველო მოღვაწეობის მოცულობა, დიაპაზონი, იმიტომ რომ ეს მოძღვარი
მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე სწორედ ამ ერესის ამოძირკვას, აღმოფხვრას
ისახავდა მიზნად, და რა თქმა უნდა ის ამავე დროს ყველგან არ განმარტავდა,
ითვალისწინებდა, რომ ეს ფონი მკითხველისთვის და მსმენელისთვის ცნობილია და
ჩვენთვისაც, როდესაც საეკელსიო მართლმადიდებლური ლიტერატურის ისტორიის
შესწავლასა და გადმოცემას ვახდენთ, ეს ფონი აუცილებლად ცნობილი უნდა იყოს,
რომ ამა თუ იმ ეკლესიის მამის მოღვაწეობა, მისი დამსახურება სრულყოფილად
შევაფასოთ. ითქმის უფრო მეტიც, საკუთრივ ეკლესიის მამათაგნ ხშირად არის
მითითებული იმის შესახებ, რომ მწავლებლური ლიტერატურა, მიუხედავად თავისი
უკიდურესი გაუკუღმართებისა და უარყოფითი შედეგებისა, ერთი მხრივ დადებით
თვისებასაც ამჟღავნებდა, გარკვეული დადებითი შედეგი მასაც ქონდა. ეს შედეგი
გახლავთ, მხოლოდ ის, რომ ამა თუ იმ დოგმატის, ამა თუ იმ მართებული
სწავლების ამა თუ იმ ასპექტის გაცილებით უფრო სიღრმისეული განმარტება
ხდებოდა სწორედ მაშინ როდესაც მოცემულ დოგმატს, ანდა მართებული სწავლების
მოცემულ ასპექტს, რაიმე საფრთხე დაემუქმრებოდა. აი ამით არაპირდაპირ
ერეტიკულმა ძეგლებმა ხელი შეუწყვეს მართლმადიდებლური სწავლების კიდევ და
კიდევ უფრო სიღრმისეული განმარტებების სახით წარმოჩენას. როდესაც არიანულმა
ერესმა ეჭვის ქვეშ დააყენა ძე ღმერთის, ყოვლადწმიდა სამების მეორე
ჰიპოსტასის ბუნებითი ღმერთობის საკითხი, სწორედ მაშინ ივალდებულა ჩვენს
მიერ უკვე ხსენებულმა წმინდა ათანასე ალექსანდრიელმა აღნიშნული დოგმატის,
ე.ი. ძე ღმერთის ბუნებითი ღმერთობის დოგმატის, მთელი სიღრმით გადმოცემა,
რომ არავითარი ნატამალიც, ნიშანკვალიც კი ეჭვისა ამ დოგმატთან დაკავშირებით
არ დარჩენილიყო. ამიტომაა, რომ სწორედ ათანასე ალექსნანდრიელს უკავშირდება
საეკლესიო დოგმატიკის, ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეისი ნაწილის, ძე ღმერთის
ბუნებითი ღმერთობის დოგმატის, ყველაზე უფრო სიღრმისეულ-მოცულობითი და
დაწვრილებითი განმარტება, არა იმიტომ, რომ სხვა მოძღვარი, სხვა წმინდანი
ვერ განმარტავდა მას, არამედ სწორედ მის დროს შეიქმნა ამის აუცილებლობა,
ამის ისტორიული აუცილებობა დადგა სწორედ წმინდა ათანასე ალექსანდრიელის
ჟამს. საერთოდ საეკლესიო ლიტერატურის ისტორია ჩვენ აშკარად გვიმჟღავნებს
საღვთო განგებულებას ამ მხრივაც, კერძოდ იმ მხრივ, რომ ამა თუ იმ წმინდა
მოძღვრის ღვთივმიმადლებულობა, ღვთივსულიერება სწორედ იმით დასტურდებოდა,
რომ მოცემულ ეპაქაში წარმოქმნილი რაიმე გაუკუღმართების აღმოფხვრა ღვთისგან
მისდამი განეჩინებოდა პასუხისმგებლობად და ვალად და ამგვარი მოძღვრის
საღვთისმეტყველო სიდიადეც სწორედ მაშინ წარმოჩნდებოდა. როდესაც
ნესტორიანიზმი აღმოცენდა მაშინ გაჩნდა აუცილებლობა იმისა, რომ დოგმატი
ყოვლადწმინდა მარიამის ერთის მხრივ ღვთისმშობლობის და მეორე მხრივ დოგმატი
განკაცებული ძე ღმერთის ერთპიროვნულობის შესახებ, მთელი სისავსით
გაანაზლიზებულიყო და განმარტებულიყო. რა თქმა უნდა ეს დოგმატი აბსოლუტურად
ასევე სწამდათ წინარე მამებსაც, მაგრამ რადგან მაშინ აუცილებლობა უფრო
ზედმიწევნითი და უფრო დეტალური განმარტებისა არ არსებობდა, აუცილებლობა
ამისა არ არსებობდა იმიტომ რომ ამ დოგმატს ჯერ კიდევ საფრთხე არ შექმნოდა,
ხოლო აუცილებლობა სწორედ მაშინ გამოიკვეთება, როცა საფრთხე შეექმნება ამა
თუ იმ ნაწილს ჭეშმარიტი მოძღვრებისას, შესაბამისად რადგანაც ეს აუციელბლობა
სწორედ კირილე ალექსანდრიელის დროს წარმოიქმნა, იმიტომ რომ ნესტორი სწორედ
მაშინ მოღვაწეობდა, მაშინ ცხოვრობდა, შესაბამისად სწორედ კირილე
ალექსნადრიელზე განეჩინა ღვთისგანმგებლობით პასხუხისმგებლობა და
ვალდებულება იმისა, რომ ეს დოგმატი მას სიღრმისეულად და მთელი ამომწურაობით
განემარტა. იგივე ითქმის ნებისმეირ სხვა ანტიერეტიკულ შრომაზე, ნებისმიერ
სხვა ანტიერეტიკულ მოღვაწეზე, რომლებსაც ჟამი გამაოჩენდა (ასე შეიძლება
ითქვას) სულიერ მოღვაწეობის ასპარეზზე და მათი საღვთისმეტყველო, ზნეობრივი,
სათნოებითი ახოვანება და სიდიადეც აი ამ სულიერი ასპარეზობის ჟამს
გამოიკვეთებოდა. აი ამას ვგულისხმობდით, როდესაც ვამბობდით, რომ ერეტიკული
ლიტერატურის აღმოცენებამ ამას ნამდვილად შეუწყო ხელი, რომ რომელ საკითხსაც,
რომელ ნაწილსაც ჭეშმარიტი მოძღვრებისა ეჭვის ქვეშ აყენებდა ესა თუ ის
ერეტიკოსი, ანდა ესა თუ ის ერეტიკული მიმდიანრეობა, აი ამ ნაწილს ისტორიული
და ჟამითი აუცილებლობის შესაბამისად ესა თუ ის საეკლესიო მოღვაწე საღვთო
ვალდებულებით გაცილებით სიღრმისეულად განმარტავდა, ვიდრე იგი აქამდე
განმარტებული იყო. ამან მოგვცა შედეგად ის, რომ დოგმატთა აბსოლუტურად ყველა
ნაწილი საუკუნეთა მანძილზე თანდათანობით და დღეისათვის ეს მთლიანობაში რომ
წარმოვიდგინოთ, ერთობლივად, მთელი სიღრმით განიმარტა ეკლსიის მამათა მიერ.
ეს არის, კიდევე რთხელ ავღნიშნავ, ძალიან დიდი მოცულობის ლიტერატურა, დიდი
სულიერი სისავსე, და რა თქმა უნდა მხოლოდ დოგმატიკა ამ შემთხვევაში არ
იგულისხმება ეკლესიის მაამთა მოღვაწეობაში, ეს არის გვირგვინი, ესაა
პირველადი მნიშვნელობის, მაგრამ მის გვერდით არის მეორე ნაწილიც საეკლესიო
ლიტერატურისა, რის შესახებაც ცოტათი ქვემოთ მოგახსენებთ, მაგრამ ჯერ რაც
ვთქვით იმას კიდევე ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ პატროლოგია,
მართლამდიდებლური საეკლესიო ლიტერატურა, უპირველეს ყოვლისა აუცილებლად
გულისხმობს დოგმატურ ლიტერატურას, დოგმატურ ჟანრს, დოგმატიკას და ამით
ფასობს ყველა სხვა დანარჩენი ჟანრი, ყველა სხვა დანარჩენი ნაწილი
მართლმადიდებლური საეკლესიო ლიტერატურისა. ამრიგად პატროლოგიაში, როგორც
უკვე ხაზგასმით ავღნიშნეთ ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ აუცილებლად ეკლესიის
მართლმადიდებელ მოძღვართა შრომები, რომელთა არსებითი ნაწილი დოგმატურია.
არის სხვა ჟანრის ძეგლები, მაგრამ ყველა ეს ჟანრი განუყოფლად არის
დაკავშირებული სწორედ იმ გვირგვინთან, ყველაზე ღირსეულ ნაწილთან, დოგმატურ
ნაწილთან და ამით ფასობს ყველა სხვა დანარჩენი, ამით არის ცხოველყოფილი,
ამით ცხოველ იქმნება, მადლმოსილი ხდება ნებისმიერი სხვა ჟანრის ლიტერატურა
იმავე წმინდა მოძღვართაგან დატოვებული და ამის საფუძველზე იქმნება ერთი
სისავსე, მართლმადიდებლური პატრისტიკა და მისი შემსწავლელი
მართლმადიდებლური პატროლოგია. მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნეთ თუ ჩვენ
ვალდებულება და აუცილებლობა გვაქვს იმისა, ზემოაღნიშნული მიზეზების გამო,
რომ პატროლოგიის კურსი და შესაბამისად პატრისტიკის შესწავლა მოვახდინოთ
აუცილებლად იმ მეორე ნაწილთან ერთად, რომელსაც მართლმადიდებლური მოღვაწეობა
უპირისპირდებოდა და აღმოფხვრიდა, აი ამ ორი ნაწილის ერთობლივად განხილვას,
როგორც უკვე ვთქვით, უფრო მიზანშეწონილი იქნება ეწოდოს ქრისტიანული
ლიტერატურის ისტორია, საეკლესიო ლიტერატურის ისტორია, იმიტომ რომ საეკლესიო
ლიტერატურის ისტორიაში მხოლოდ წმინდა მამათა შრომები არ იგულისხმება.
როდესაც წმ. იაონე დამასკელმა დაწერა თავისი ცნობილი შრომა “წყარო ცოდნისა”
(თვითონ სათაურიც ცხადყოფს, რაოდენ აღმატებული თხზულებაა ეს) რა თქმა უნდა
ამ შრომაში მას მხოლოდ ცოდნის წმინდა წყაროს, ანუ მართლმადიდებლური
სწავლები შემცველი წმინდა შრომების მოძღვრება არ გადმოუცია, იქვე ცალკე
ნაწილია ერესებისადმი მიძღვნილი, აგრეთვე ტერმინლოგიური ნაწილიც, მაგრამ ამ
შემთხვევაში აქცენტს ვაკეთებთ ერესებისადმი მიძღვნილ ნაწილზე, რომ შეიტანა
შიგნით არა იმიტომ რომ რა თქმა უნდა რამე შეხება ქონდა სიბნელეს
სინათლესთან, თავსAთვად ცხადია არავითარი ზიარება არა ქვს, მაგრამ ამ
ერესების განხილვა საკუთრივ მართლამდიდებლურ მოძღვრებაში განამტკიცებს
მსმენელს, მკითხველს, მოღვაწეს და ამიტომაა აუცლებელი მათი ჭეშმარიტი
მოძღვრების პარალელურად, განხილვაცა და შესწავლაც. ერესის შესწავლა პირველ
რიგში გულისხმობს გაფრთხილებას ჯერ საკუთარი თავისას, ვინც მას შეისწავლის
და შემდეგ სხვებისას თუ რა ცდომილებას უნდა ავერიდოთ. იმ შემთხვევაში თუკი
არ ვიცით ცდომილების რაობა, შეიძლება ისე ჩავვარდეთ ამ ცდომილებაში, რომ
გვეგონოს ჭეშმარიტების წიაღში ვიმყოფებით, ამიტომ, კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ
აუცულებლობა არის მთლიანოაბაში განხილვისა საეკლესიო ლიტერატურის, მისი
სულის პირველ რიგში, ესა მაართლმადიდებლური ლიტერატურა და ამ სულეირების
სიმაღლის დანახვა გაუკუღმართებული ნაწილის, როგორც ფონის, როგორც
დაცემულობის ანალიზის შედეგად.
და როდესაც გარკვეული შეფასება ჩვენ
ამ მხრივ უკვე გავაკეთეთ, ვფიქრობთ ყურადღება უნდა მივაქციოთ კიდევ ორ
ტერმინს, გარდა პატრისტიკისა და პატროლოგიისა, გარდა საეკლესიო ანუ
ქრისტიანული ლიტერატურისა და ამავე ლიტერატურის ისტორიისა, რომლებიც ერთი
შეხედვით საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ მართებული შინაარის წვდომა ასევე
ამ შემთხვევაშიც ნაკლებად გვხვდება. პირველ რიგში ეს გახლავთ ტერმინი
“დოგმატი”, რაზეც რამდენჯერმა უკვე მივანიშნეთ, მაგრამ დოგმატი არ არის ამ
შემთხვევაში ცალკე განსახილველი. დოგმატის გვერდით არსებობს მეორე
ტერმინიც, რომელიც გახლავთ “დოქსა”. ეს მეორე ტერმინი ნაკლებ გავრცელებულია
ასეთი უთარგმნელი სახით, თუმცა ისიც გვხვდება. ორივე ეს ტერმინი
“დოგმატი” და დოქსა” გახლავთ ბერძნული ტერმინები, მათი შემეცნება ჩვენ
გვიყალიბებს აბსოლუტურად გარკვეულ და კეთილგონივრულ ანუ მართებულ
საფუძვლიან გაგებას იმისას თუ რა არის საეკლესიო ლიტერატურა, რა არის
საეკლესიო მართლმადიდებლური მოძღვრება, არა მხოლოდ ლიტაერატურა, არამედ ამ
ლიტეარტურაში არსებული მოძღვრება, ანდა ზეპირად გადმოცემული. ყოველთვის
მოძღვრება და ლიტერატურა ერთი-მეორეს მოცულობითად არ უდრის, ლიტერატურა
ყოველთვის წერილობითი გადმოცემაა მოძღვრებისა მოგეხსნებათ, მაგრამ
მოძღვრება უფრო ფართო ცნებაა, იმიტომ რომ ის ყოველთვის წერილობით არ
გადაიცემა, არამედ დიდწილად ზეპირად გადაიცემა უცდომელი მოძღვრების
ცალკეული სწავლებანი. ასე რომ მოძღვრერბა შეიცავს ორ ნაწილს,
ზეპირგადაცემით და წერილობით ნაწილებს, წერილობითი გადაცემა ეს იგივე
ლიტერატურაა, მაგრამ მისგან განუყოფელია როგორც უკვე გითხარით ზეპირი
გადაცემის ტრადიცია და ორივე ერთ მთლიანი სულიერი და უცდომელი მოძღვრებაა.
ჩვენ როდესაც ამ ორ ტერმინზე ვსაუბრობთ, კიდევე ერთხელ ხაზს ვუსვამ,
ვსაუბრობთ ჯერ ერთი იმ მიზანდასახულობით, რომ თვითონ ეს ტერმინები
განიმარტოს როგორც მნიშვნელოვანი ტერმინები, მაგრამ მხოლოდ ეს არაა ამ
შემთხვევაში ჩვენი დაინტერესების საგანი. საქმე ის გახლავთ, რომ კვლავ
გავიმეროებ, ამ ორი ტერმინის მართებული წვდომა ჩვენს წინაშე გამოკვეთს,
ჩვენ ჩამოგვიყალიბებს საზოგადოდ მართლმადიდებლური მოძღვრების რაობას,
სწორედ ამ ორი ტერმინის შინაარსი, ამ ორ ტერმინში ნაგულისხმევი აზრი
მთლიანობაში გახლავთ, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, საეკლესიო მოძღვრება,
კერძოდ რა იგულისხმება აქ? ჯერ ის გავიხსენოთ რაც ვთქვით რომ ორივე მათგანი
გახლავთ ბერძნული ტერმინები, ბერძნულად არის ასეთი ზმნა “დოკეო”,
რომლისგანაც ეს ორი ტერმინი მომდინარეობს. “დოკეო” ქართულად ნიშნავს –
მივიჩნევ, ვთვლი, ვფიქრობ, ასე ვირჩევ, ასე მომწონს, ასე მესათნოება, და
მისგან ნაწარმოები ეს ორი სიტყვა, ტერმინი (როგორც უკვე გითხარით ამ
ზმნისგანაა ორივე ნაწარმოები) გარკვეულწილად ერთიმეორესთან შინაარსობრივ
თანხვედრაში არიან, კერძოდ ორივე მათგანი გარკვეულ აზრს ნიშნავს, აზრს
გულისხმობს, ესაა მათი გამამთლიანებელი, მაგრამ ამ გამამთლიანებელის გარდა
აღნიშნულ ტერმინებს აქვთ განმასხვაბელი ძალიან ღრმა გაგება რაც სპეციალურ
განხილვას საჭიროებს. ჩვენ ამ განხილვას რა თქმა უნდა ცალკე შევეხებით,
მაგრამ ამჯერად, რამდენადაც პირველი საუბრის დრო უკვე ამოიწურა
დაგემშვიდოებით და როგორც უკვე გითხარით მეორე მსჯელობის და საუბრის
შინაარსს პირველ რიგში დავუკავშირებთ ხსენებული ორი ტერმინის რაობის
გარკევვას და შემდგომ სხვა საკითხებს.
1–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ
ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე
აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=w2OVDuiAv1Y&t=1s
ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე
აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=w2OVDuiAv1Y&t=1s
ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე
კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები
No comments:
Post a Comment