განსჯათამიერი კეთილწესიერებისა და
იმის თაობაზე, რომ არ არის შესაფერისი ყველა ადამიანისთვის, არცთუ ყველა
ჟამისთვის, ღვთის შესახებ განსჯა
[94]ა. ვინაიდან მოსწრაფებით შემოიკრიბეთ და კრებულიც ხალხმრავალია, თან, - სწორედ ამიტომ, - ყველაზე მეტად არის ჟამი მუშაკობისა, მოდი, გიბოძებთ თქვენ სასყიდელს1 რასმე, - თუმცა კი უღირსს საზოგადო მოსწრაფებისთვის, მაგრამ არა უდარესს2 ჩემეული შემძლეობისათვის, რადგან პირველი3 უმეტესს ითხოვს, ხოლო მეორე4 ზომიერებას განგვიკუთვნებს; და უმჯობესია მინიჭება ძალისებრისა, ვიდრე მოკლება ყოველივესი, რადგან თუნდ საღვთო, თუნდ, მსგავსადვე, ადამიანურ საქმეებში დამნა[95]შავე ის როდია, ვინც ვერ შეძლო ამგვარი რამ, არამედ ბრალი იმას აქვს, ვისაც სურვილიც არ ჰქონია. ვარ კი მწყემსი მცირე და უპოვარი, არცთუ ჯერაც მოსაწონი სხვა მწყემსებისთვის (ვინაიდან ზომიერია ამგვარად თქმა) სათნოჩენისა და მართალი სიტყვის გამო ანთუ, სულმოკლეობისა და მოპაექრეობის მიზეზით5, "არ ვიცი, ღმერთმა იცის", ამბობს საღვთო მოციქული6 და აშკარად ასაჩინოებს გამოცხადების დღესა და საბოლოო ცეცხლს, რითაც განისჯება და განიწმინდება ყოველივე ჩვენეული. მაინც, ვეცდები კი ძალისამებრ, არათუ დავფარო მადლი, ანთუ ხვიმირის ქვეშ დავდო სასანთლე7, ანდა დავფლო "ტალანტი"8, - რაზეც ხშირად მსმენია თქვენგან, უმოქმედობას რომ მიკიჟინებდით და მდუმარებას რომ მოიძაგებდით, - არამედ განგსწავლოთ ჭეშმარიტების სიტყვებით და სულიწმინდასთან9 შეგანაწევროთ.
ბ. მაშ, საიდან ვიწყო თქვენი სრულქმნა, ძმანო? და რა
სიტყვებით მივაგო პატივი მოღვაწეებს, რომლებისაც არის ამჟამინდელი
დღესასწაული? რას ვუწოდო პირველი, რას უდიდესი? რა არის ის, რაც
განსაკუთრებით არგებს თქვენს სულებს? ანდა რა არის ამ ჟამისთვის ყველაზე
მეტად სასარგებლო? შევიტყობდით კი ამგვარად: რა არის ჩვენეულ სიტყვებში
ყველაზე მეტად მშვენიერი? მშვიდობა; დავძენ კი, რომ ესაა, აგრეთვე, ყველაზე
მეტად სასარგებლოც. და რაღაა უმეტესად სარცხვინო და საზიანო? უთანხმოება.
ამასთან, რადგან ეს კითხვა დავსვი კიდეც და ვუპასუხე, აქვე ვიკითხავ
მეორესაც: რა არის ის, რასაც განსაკუთრებით სძულს ეს10?
და რა არის, რასაც შემოაქვს იგი? ამ სახით, ისევე როგორც სნეულებებთან
დაკავშირებით, მრგვლივმოვკვეთთ რა მიზეზებს და ზღუდეს დავუდებთ რა (ანთუ
დავაშრობთ) ვნებათა წყაროებს, თანამოვკვეთთ, აგრეთვე, იქიდან მომავალ
დინებებსა და შედეგებს, ვინაიდან არავის ძალუძს, კარგად იცოდეს რამ
დასასრულის შესახებ, თუ მართებულად არ საზრობს იგი დასაბამის თაობაზე.
გწადიათ კი, მაშ, რომ თქვენვე თქვათ და მაუწყოთ მიზეზი? ანთუ მე, მკურნალს,
დამრთავთ ნებას, ვაჩინო იგი და კურნებულგყოთ? ვინაიდან მზად ვარ
იმისთვისაც, რომ ვისაც სურს, ვესაუბრო, ხოლო უფრო მზად - იმისთვისაც, რომ
ყური ვუგდო მოსაუბრეს, და ვუწ[96]ყი კარგად, რომ ნებას
დამრთავთ, ვინაიდან, ჩანს, არ გეგულვით ამგვარ სენთა ხენეშ მკურნალად,
არცთუ - უმეცრად სულთა კურნებისა, საზრობთ რა ასე ცთომილად თუ მართებულად.
ნუ გაიკვირვებთ კი, თუ სიტყვას რასმე გეტყვით უცნაურს, ვინაიდან უცნაურია
იგი მართლაც, თუმცა - ჭეშმარიტი, როგორც მე მითქვამს და თქვენგანაც დასტურს
მივიღებ, თუკი დაითმენთ ბოლომდე სმენას; არკი შეგემთხვეთ ის, რასაც
ვკიცხავ, და არ წამოდგეთ, სიცხარის გამო, ვიდრე სიტყვის დასრულებამდე.
გ. ბუნებანი ცხარენი და მედიდურნი11
მიზეზნი არიან ამგვარი მშფოთვარებისა, ესე იგი არათუ მარტივად -
მგზნებარენი და დიადნი (ვინაიდან არანაირად არ ვგმობთ იმ მხურვალებას,
რომლის გარეშეც შეუძლებელია მოვიღვაწოთ დიდი რამ საქმე კეთილმსახურებისა თუ
სათნოებისა), არამედ - ძალგულოვანნი, თანაშერთულნი უგუნურებას, უვიცობას
და უკეთურ ნაშიერს მისას - კადნიერებას (სწორედ კადნიერებაა უვიცობის
ნაშიერი), ვინაიდან უძლურნი, ერთი მხრივ, რომლებიც თანაბრად მცონარენი და
ძნელადაღძვრადნი არიან როგორც სათნოების, ასევე უკეთურების მიმართ, დიდწილ
არცერთ მხარეს არ მიდრკებიან და გაშეშებულებს ემსგავსებიან მოძრაობებში,
ხოლო ძალგულოვანნი, მეორე მხრივ, რომლებსაც უმასწავლებლებს და განჰმართებს
მოაზროვნეობა, დიდად შეეძინებიან სათნოებას12, თუმცა კი მეცნიერებასა და მოაზროვნეობას მოკლებულნი თანაბრადვე13
ჰპოვებენ ადგილს ბოროტებაში, ვინაიდან ცხენიც ხომ მგზნებარე ხამს და
ძალგულოვანი, რომ ძლევამოსილად გამოჩნდეს ბრძოლასა და შერკინებაში, თუმცა
კი კარგს ვერარას ეწევა იგი, აღვირით თუ არ აღიზრდება და არ ისწავლის
თვინიერებას დამქანცველი წვრთნა-გარჯილობით.
დ. სწორედ ესაა14, უმრავლესგზის, რამაც განყო ასო-ნაწილნი15,
რამაც განყარა ძმანი, აღაშფოთა ქალაქნი, აღაბორგა ხალხნი, შეჭურვა
წარმართნი, აღძრა მოქიშპედ მეფენი, მღვდელნიც - ხალხისა და ურთიერთის
მიმართ, ხალხი - თავის თავისა და მღვდელთა მიმართ, მშობლები - შვილთა
მიმართ, შვილნი - მშობელთა მიმართ, კაცნი - ქალთა მიმართ, ქალნი - კაცთა
მიმართ, ანუ ყველანი, კეთილმოთნეობის სახელით ცნობილნი16, მონანი და ბატონნი - ურთიერთისადმი, ურთიერთისადმი - მას[97]წავლებელნი
და მოსწავლენი, აგრეთვე - მოხუცნი და ჭაბუკნი, და შეურაცხყო რა კრძალვის
რჯული, - უდიდესი შემწე სათნოებაში, შემოიღო რჯული თავმოთნეობისა17, და გავხდით ჩვენ არათუ "ტომი და ტომი თავთავისთვის"18, არათუ ისრაელი და იუდა, - ორი ნაწილი ერთი ერისა, და ისიც მცირისა, არამედ დავიყავით კიდეც სახლებად და ნათესაურ სამოყვსოებად19, ანთუ თითქოსდა საკუთარი თავისადმიც თითოეული, მსოფლიოც მთელი და ყველა მოდგმა ადამიანთა, რაოდენიც კი წარიმსრბოლა20 საღვთო სიტყვამ, რაჟამს უმთავრობობად21 იქცა მრავალმთავრობა22, და "განიბნია ჩვენი ძვლები ჯოჯოხეთთან"23, რის გამოც გამართლებული იყო ჩვენზე, რომ გარეშე მტერთა შემპყრობელნი მოვშთობილიყავით ურთიერთისგან და, ბორგნეულთა24 მსგავსად, საკუთარი ხორცის დამჭრელთ25
არ გვქონოდა ამის შეგრძნება, არამედ გვეხარა კიდეც ბოროტებით უფრორე
მეტად, ვიდრე იმ სხვებს, - მშვიდობისმყოფელთ, და შეგვერაცხა ბედკრულობა
ჩვენდა სარგებლად, ანკი გვესაზრა ღვთისადმი მიძღვნილ მსახურებად26 დაქცე[98]ულობა,
და შეგვეძინა განყოფა და ცეცხლში დაწვა, თუმცა განყოფა არათუ საქებარი,
არამედ გასაკიცხი, არცთუ განმწმენდი დაწვა ცეცხლში, არამედ მხოლოდ
წარმწყმედელი, ვინაიდან არათუ ის ხდება, რომ განმკვეთი სიტყვა - ქრისტეს
მახვილი27 - ურწმუნოთაგან განყოფდეს
მორწმუნეებს, არცთუ ის, რომ ცეცხლი იტყორცნებოდეს და აალდებოდეს, რაც არის
სარწმუნოება და სულიწმინდის მდუღარება, - მომსპობი და შთანმთქმელი
ნივთიერებისა, არამედ, საწინააღმდეგოდ ზემოთქმულისა, ჩვენვე ვისპობით და
განვიკვეთებით.
ე. ეს არის, რამაც შედეგად მოიტანა
მრავალნაწილად მყოფობა ერთი ეკლესიისა და რამაც განყო იგი არა ერთ პავლედ
ან კეფად ან აპოლონად ანთუ ვინმე მენერგედ და ვინმე მომრწყველად28,
არამედ გამოაჩინა მან მრავალი პავლე, აპოლონი და კეფა, რომელთაგანაც
ვიწოდებით, და ვითქმით, რომ მათგანნი ვართ, ნაცვლად იმისა, რომ ქრისტესგან
გვქონდეს ეს დიდი და ახალი სახელი29. და
ნეტამც მხოლოდღა ესოდენი იყოს ჩემგან სათქმელი. პირიქით, ისიც ხდება, რომ
(ვძრწი ამის თქმისას) შემოჰყავთ ერთის ნაცვლად მრავალი ქრისტე - შობილი,
ქმნილი, მარიამისგან დაწყებული ანთუ დაშლადი იმად, რისგანაც შემოვიდა
არსებობაში, აგრეთვე უგონებო ადამიანი, არსებული, წარმოჩენილი. შემოჰყავთ
მრავალი სულიწმინდაც: უქმნელი, ქმნილი, თანამოპატივე, ქმედება, ლიტონი
სახელი.
გვმართებს ვიცოდეთ ერთი მამა, დაუსაბამო და უშობელი, და ერთი [99]ძე, შობილი მამისგან30, და ერთი სულიწმინდა, ღვთისგან მყოფობის მქონე31,
გამიჯნული მამისგან უშობელობის მხრივ და ძისგან შობილობის მხრივ, სხვა
ყველაფრით კი თანაბუნებითი, თანამოსაყდრე, თანადიდებული და თანამოპატივე.
ეს უნდა ვიცოდეთ, ამას ვაღიარებდეთ, ამათზე უნდა ვჩერდებოდეთ32, ხოლო უფრო მეტი ყბედობა და სიტყვათა "ბილწი ამაოდხმობანი"33 უსაქმურებს გადავულოცოთ.
რა არის ის, რამაც აღძრა ეს ყოველივე? დაუოკებელი მხურვალება [100]მოაზროვნეობისა და მეცნიერების გარეშე, და სარწმუნოებითი ცურვა34 მესაჭის გარეშე.
ვ.
ვიცით რა, მაშ, ძმანო, ეს, ნურც მცონარენი ვიქნებით სიკეთის მიმართ,
არამედ სულიწმინდით ვმდუღარებდეთ, რომ არ დაგვეძინოს არაგვარად
სიკვდილისადმი მცირე-მცირედ, არცთუ ის მოხდეს, რომ ჩაძინებულებს დაგვითესოს
მტერმა უკეთური თესლი35, რადგან მცონარება
თანამეუღლეა ძილისა; ნურც მგზნებარენი ვიქნებით უგუნურებითა და
თავმოთნეობით, რომ არ აღმოვჩნდეთ წარტაცებულნი, არცთუ განვვარდეთ სამეუფო
გზისგან, შეგვემთხვევა რა უთუოდ ორიდან ერთი: ან მცონარების გამო
საწერტელნი36 დაგვესართება37 ან მხურვალება გადაგვჩეხავს, თუმცა ორივესგან მიმღებნი იმისა, რაც სასარგებლოა (პირველისგან38 - სიმშვიდისა, მეორისგან39
კი - ჟინისა), ორივესგანვე განვევლტოდეთ, რაოდენ ძალგვიძს, იმას, რაც
გვავნებს, სახელდობრ, პირველისგან - სიზანტეს, მეორისგან კი - კადნიერებას,
რომ არც დაკლებულობამ40 გაგვხადოს უნაყოფონი, არცთუ სიჭარბემ41
ჩაგვაგდოს საფრთხეში, ვინაიდან თანაბრად უსარგებლოა უსაქმო მცონარება და
განუწვრთნელი მხურვალება, რომელთაგან პირველი სიკეთემდე ვერ აღწევს, მეორე
კი - ზედგადაცდება, მოქმედებს რა იგი მარჯვენაზე უმარჯვენესს რასმე42. კარგად უწყოდა ეს სოლომონმაც, როდესაც თქვა: "ნუ მიდრკები ნურც მარჯვნივ, ნურც მარცხნივ"43,
რომ ამ საპირისპიროთა მიერ არ ჩავარდე ერთსა და იმავე უკეთურებაში, რაც
არის ცოდვა, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებითი მარჯვნივობა საქებარია, ვინაიდ[101]ან "გზანი, - ამბობს, - მარჯვნივნი უწყის ღმერთმა, მარცხნივნი კი გამრუდებულნი არიან"44.
როგორღა აქებს, მაშ, "მარჯვნივს" და, ამავე დროს, როგორღა განგვარიდებს
"მარჯვნივისაგან"? ცხადია, რომ იგი განგვარიდებს ამ მოჩვენებითი და
არანამდვილი "მარჯვნივისგან", რისკენაც განიმზერს, აგრეთვე, სხვა ადგილას
და ამბობს: "ნუ იქნები მეტად მართალი, ნურც მეტისმეტს ბრძნობ"45.
მართლაც, ერთი და იგივეა ეს ვნება როგორც სამართლიანობის, ასევე სიბრძნის
მხრივ, რაც არის, კერძოდ, მხურვალება საქმესა და სიტყვაში, სიჭარბის გამო
სიკეთისა და სათნოებისგან განვრდომილი. ასე რომ, მოკლებულობაც და
მოჭარბებულობაც ერთნაირად მავნებელია, ისევე როგორც კანონისადმი შემატება
და დაკლება.
ზ. ამრიგად, ნურავინ იქნება იმაზე
მეტად ბრძენი, ვიდრე ეს კარგია, ნურც რჯულზე ურჯულიერესი იქნება იგი, ნურც
სინათლეზე უბრწყინვალესი, ნურც კანონზე უმართლესი, ნურც მცნებებზე
უზემოესი.
მაგრამ როგორღა იქნება ეს?46
თუკი გვეცოდინება სიმწყობრე47, თუკი ვისათნოებთ48 ბუნებისეულ რჯულს, თუკი მივყვებით წესრიგს და არ შეურაცხვყოფთ კეთილწესიერებას
შთაიჭვრიტეთ49 მაღლა ცისკენ და დაბლა მიწისკენ50, და შეიცანით, [102]როგორ შემყარდება ყოველივე და საიდან, ანკი რა იყო იგი კეთილშეწყობამდე და აწ რა არის სახელი ყოველივესი.
წესრიგის51
მიერ შემწყობრდა ყოველივე და სიტყვაა, რომელმაც შეამწყობრა, და თუმცა
ძალუძდა მას, რომ ერთნაირად და მყისიერად შეეგვამოვნებინა ყოველივე, რადგან
არარსებულთათვის არსებობის, ქმნილთათვის კი ფერთა და ნაკვთთა მიმცემი
არანაირად არ იყო უძლური ერთბაშად წარმოეჩინა და შეემწყობრებინა
ყოვლიერება, მაგრამ სწორედ იმიტომ აღირიცხება პირველი რამ, მეორე, მესამე
და ასე შემდეგ, რომ მყისვე ქმნილებებთან ერთად თანაშემოვიდეს წესრიგი.
ჱ. ამრიგად,
წესრიგმა შეამყარა ყოვლიერება. წესრიგს უპყრია ზეციერნი და მიწიერნი,
წესრიგია გონისეულთა შორის, წესრიგია გრძნობადთა შორის, წესრიგია ანგელოზთა
შორის, წესრიგია ვარსკვლავთა შორის - მოძრაობაშიც, სიდიდეშიც,
ურთიერთისადმი მოთვისეობაშიც52 და
ბრწყინვალებაშიც: "სხვა არის დიდება მზისა, სხვა - დიდება მთვარისა და სხვა
- დიდება ვარსკვლავთა, რადგან ვარსკვლავი ვარსკვლავისგან სხვაობს დიდებით"53; წესრიგია ჟამთა და დროთა შორის, სოფლად რომ წარმოდგებიან და უკუმიინავლებიან, თან შუალედურობის გზით ზომიერს რომ ხდიან სიმკვეთრეს54;
წესრიგია დღისა და ღამის საზომთა და ხანგრძლივობათა შორის. წესრიგია
სტიქიონებში, რომლებისგანაც არის სხეულები. წესრიგმა გარეშემოწერა ცა,
განავრცო ჰაერი, ქვედააფუძნა, - ანთუ ზედააფუძნა55, - მიწა, ადინა და შემოკრიბა თხევადი ბუნება, მიუშვა ქარნი, ამასთან არათუ ზედმიუშვა56,
წყალი შეამაგრა ღრუბლებში, ამასთან არათუ შეაკავა, არამედ მიმოთესა იგი
მთელი მიწის ზედაპირზე, კეთილწესიერად და თანაშეზომილად, - და ეს ყოველივე
არა მცირედით, არცთუ ერთ რომელსამე დროსა თუ ჟამს, არამედ დასაბამიდან
აღსასრულამდე წარიმართება და ირგვლივ მსვლელობს, მედეგობს და მოძრაობს, [103]ერთი მხრივ - კანონზომიერებით, მეორე მხრივ კი - მდინარებით57. "დაადგინა ისინი უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე, ბრძანება დააწესა და არ გადაივლის58"59.
ესაა ის, რაც სიმყარეს განეკუთვნება, და თუ რამ იქმნა ან წარმოიშვა, ეს
მდინარებისაა. ამიტომ, რაჟამს წესრიგი მპყრობელობს, სიმწყობრე, ყოვლიერება
და მშვენიერება უძრავია, მაშინ როცა უწესრიგობამ და უმწყობრობამ გზა
გაუკვალა ჰაერში ქარიშხლებს, ქვეყნად მიწისძვრებს, ზღვაში წყალდიდობებს,
ქალაქებსა და სახლებში ომებს, სხეულებში უძლურებებს, სულებში ცოდვებს. ეს
ყოველივე სახელდებაა არათუ წესრიგისა და მშვიდობისა, არამედ -
მშფოთვარებისა და უწესრიგობისა. მუდმივ სალაპარაკო გახრწნილება60,
რასაც მოველით, სხვა არაფერი მგონია, ძმანო, თუ არა უწესრიგობის
ზეჭარბობა, ვინაიდან წესრიგი, ერთი მხრივ, შეამტკიცებს, უწესრიგობა კი,
მეორე მხრივ, არღვევს, რაჟამს ყოველივე დასარღვევად ან გარდასაქმნელად
წარმოუდგება შემამტკიცებელს61.
თ. წესრიგმა ყველა ცხოველისათვის რჯულდებულყო წარმოშობა62,
საკვები და, აგრეთვე, ყოველი მათგანის შესაბამისი ადგილი. დიახ, არც
დელფინი უნახავს ვისმე, ხნული რომ გაჰყავდეს, არც ხარი - წყალთა შორის
მოსიარულე, არც მზე - ღამით დამცრობილი ანდა გავსებული, არცთუ მთვარე -
დღისით მოკაშკაშე.
"მაღალი მთები საყუდელია ირმებისა, ხოლო კლდე - კურდღლებისა. შექმნა მთვარე ჟამთათვის. მზემ იცნო თავისი ჩასვლა"63. ღამეა და, ძილ[104]ით
იბოჭება ადამიანი, ცხოველები კი გულადდებიან და ყოველი მათგანი ეძიებს
შემოქმედისაგან მისთვის ბოძებულ საკვებს. დღეა და, ცხოველები
შეიმწყვდევიან, ადამიანი კი საქმეზე მიეშურება. ასე რომ, ურთიერთისადმი
დათმობას ვიჩენთ ბუნებითი წესის, რჯულისა და წესრიგის შესაბამისად.
დავძენ იმას, რაც უდიდესია და უმახლობელესი:
წესრიგმა
შეამტკიცა მოაზროვნეობითი და არამოაზროვნეობითი ნაზავისგან ადამიანი, -
მოაზროვნე ცხოველი, თანაშეაკრა რა, საიდუმლოებითად და გამოუთქმელად,
მიწამტვერი64 გონებას, გონება კი სულს65,
და რომ უფრო აღმატებული რამ ესაკვირველთმოქმედა თავის შენაქმნში, ვინაიდან
ერთი მათგანი ზედშემოიყვანა, მეორე კი ქვეგაიყვანა, ისევე როგორც ეს ხდება
დინებაში66, და მოკვდავს უკვდავება მოუმუშაკა განქარვების გზით67.
ამავე
წესრიგმა პირუტყვთაგან გაგვმიჯნა ჩვენ. მანვე აგვიგო ქალაქები, დაგვიდო
რჯული, პატივი მიაგო სათნოებას, დასაჯა უკეთურება, ისაზრა ხელოვნებანი,
შეანაწევრა მეუღლეობა, ნაშობთა მიმართ სიყვარულით გააფაქიზა ეს ცხოვრება და
ქვენა და ხორციელ ლტოლვაზე უმჯობესი რამ დააფუძნა, - ის, რაც ღვთისადმია.
ი. რადღა გვმართებს ცალკეულად თქმა?
წესრიგია
არსთა დედა და მედეგობა და მხოლოდ მას შეეძლო, ხმა რომ ჰქონოდა, კეთილად
ეთქვა ის, რაც ყოვლისდამბადებელი სიტყვისაა: "რაჟამს ყოველივე დაარსდა
ღვთისგან და შეგვამოვნდა, "მე ვიყავი მასთან"68
შემამწყობრებლად, "რაჟამს ქარებზე განამზადებდა თავის ტახტს და ძალმოსილს
ხდიდა ზენა ღრუბლებს, რაჟამს ასაძირკვლებდა მიწას და შეურყევლად აფუძნებდა
ცისქვეშეთის წყაროებს"69 და "თავისი პირის სულით" [105]რაჟამს ბოძებულჰყოფდა "ყველა ძალას"70.
მაგრამ (რის გამოც განვიხილე ეს ყოველივე და რისკენაც თავიდანვე ისწრაფდა ჩემი71 სიტყვა) წესრიგმა განსაზღვრა ეკლესიებშიც, რომ მავანი იყოს სამწყსო, მავანნი - მწყემსნი, მავანი იმთავრებოდეს72,
მავანი მთავრობდეს, მავანი იყოს როგორც თავი, მავანი - ფეხნი, მავანი -
ხელნი, მავანი - თვალი, მავანი კი - სხვა რამ ნაწილი სხეულისა,
კეთილშესაწყობლად და სარგებლად ყოველთა, - უქვემოესთა და უზემოესთა. და
ისევ როგორც ეს ხდება სხეულთა შორის, რომელთა ნაწილები არც ურთიერთისგან
განიხეთქებიან (არამედ ერთი სხეულია ყოველივე, სხვადასხვა ნაწილისგან
თანაშერთული), არცთუ ერთი და იგივეა მათი ქმედება (თუმცა კი ერთი და იგივეა
ის, რომ არგონ ურთიერთს კეთილგონიერებისა და თანხმობის საჭიროებისამებრ),
ისე, რომ არც თვალი დადის, არამედ გზას უჩვენებს, არც ფეხი იხედება წინ,
არამედ მიაბიჯებს და გადაადგილდება, არც ენა ისმენს სიტყვებს, ვინაიდან
ყურის საქმეა ეს, არც ყური მეტყველებს, ვინაიდან ენის საქმეა ეს, ისევე
როგორც ცხვირია სუნის შემგრძნობი, "სასა კი საჭმელს სინჯავს"73,
იობის თქმისებრ, ხოლო ხელი მიცემისა და აღების ორგანოა, გონება კი ყველას
წინამძღოლობს, რომლისგანაც ხდება შეგრძნობა და რომლისადმიც არის გრძნობა, -
ასევეა ჩვენს შორისაც, ქრისტეს საერთო სხეულში.
ია. რამეთუ ყველანი ერთი სხეული ვართ ქრისტეში, თითოეულად კი - ქრისტეს და ურთიერთის ნაწილები74,
ვინაიდან ერთი მთავრობს და მეწინამძღვრეობს, მეორე კი იწინამძღვრება და
იმართება, და თუ ერთი და იგივე არ არის ის, რომ მავანი მთავრობს, მავანი კი
იმთავრება, არც ის შეიძლება, რომ ერთსა და იმავეს მოქმედებდეს ორივე
მათგანი.
და ერთი ხდება ორივე მათგანი ერთი ქრისტეს მიმართ, ერთი და იმავე სულიწმინდისგან თანაშენაწევრებული და თანაშედგმული.
ამასთან,
თავის მხრივ, რაოდენია დაშორება იმათ შორისაც, რომლებიც იმთავრებიან,
არიან რა ისინი გამიჯნულნი განსწავლულობით, გაწვრთნილობითა და ასაკით,
ასევე, რაოდენი რამ განასხვავებს მეწინამძღვრეებს, და ის, რომ
"წინასწარმეტყველთა სულები წინასწარმეტყველთ ემორჩილებიან", როგორც უთქვამს
პავლეს75, ნუ გეეჭვება. "და რომლებიც დაადგინა, - [106]ამბობს, - ღმერთმა ეკლესიაში, პირველად მოციქულნი, მეორედ წინასწარმეტყველნი, მესამედ მწყემსნი და მოძღვარნი"76, პირველად - ჭეშმარიტებისათვის, მეორედ - ჩრდილის გამო77,
მესამედ - სარგებლობისა და განმანათლებლობის საზომად. და სულიწმინდა
ერთია, ნიჭნი კი თანასწორნი არ არიან, რადგან არც სულის ჭურჭელნია78 თანასწორნი79.
მართლაც, ზოგს სულიწმინდის მიერ ეძლევა სიტყვა სიბრძნისა და ჭვრეტისა,
ზოგს - სიტყვა ცოდნისა და გამოცხადებისა, ზოგს - სარწმუნოება მტკიცე და
შეუორგულებელი, ზოგს - კურნებათა მადლმოსილებანი, შემწევნელობანი ანუ
მეურვეობანი, წარმმართველობანი ანუ ხორცის განმსწავლელობანი, ენათა
გვარეობანი80, ენათა თარგმანებანი81, უმჯობესნი ნიჭნი და მეორადნი, შესაბამისად სარწმუნოებისა.
იბ. ამ წესრიგს ვეკრძალვოდეთ, ძმანო, ამას ვიცავდეთ:
[107]მავანი ვინმე იყოს ყური, მავანი - ენა, მავანი - ხელი, მავანი კი - სხვა რამ ამათგან.
მავანი ასწავლიდეს, მავანი სწავლობდეს, ხოლო მავანი თავისი ხელით იქმოდეს სიკეთეს, რომ მიუბოძოს იგი მთხოვნელსა და მსაჭიროებელს.
მავანი მთავრობდეს და მეწინავეობდეს, მავანი კი მსახურებითი გზით განმართლდებოდეს, ხოლო ვინც მოძღვრობს, კეთილმშვენად მოძღვრობდეს82, რომ "წინასწარმეტყველი ორი ან სამი მეტყველებდეს, ამასთან თითო-თითოდ, ხოლო ერთი განმარტავდეს"83, ხოლო რაჟამს სხვას გაეცხადება, მას უთმობდეს ადგილს პირველი.
ამასთან, მსწავლელი კეთილმორჩილებით სწავლობდეს, მბოძებელი სიხარულით მიუბოძებდეს, მომსახურე კი წადიერად ემსახურებოდეს.
ნუ ვიქნებით ყველანი ენა, უმეტესად განმზადებული84. ნუ ვიქნებით ყველანი მოციქულნი, ყველანი წინასწარმეტყველნი, ყველანი განმმარტებელნი85.
დიდია ღვთის შესახებ მეტყველება?
მაგრამ უფრო დიდია, საკუთარი თავი რომ განვუწმინდოთ ღმერთს, ვინაიდან "ბოროტხელოვან სულში სიბრძნე არ შევა"86. და გვებრძანა, რომ "ვთესდეთ სამართლიანობისთვის87 და ვიმკიდეთ ცხოვრების ნაყოფს" (ოსე 10.12), რომ გავსინათლდეთ ცოდნის სინათლითაც. პავლესაც სურს, [108]რომ უფლისადმი ჩვენი სიყვარულის კვალობაზე შევიცნობდეთ ღვთისგან88, ხოლო შეცნობილნი განვისწავლებოდეთ89. აი, ეს გზა იცის მან ცოდნისკენ, უმჯობესი ამპარტავნულ თავმოთნეობაზე.
იგ. დიდი რამ არის, ასწავლიდე, მაგრამ უსაფრთხოა, განისწავლებოდე90.
რად წარმოაჩენ მწყემსად შენს თავს, როდესაც ცხვარი ხარ? რად ხდები თავი,
როდესაც ფეხი ხარ? რად ცდილობ სარდლობას, როდესაც ჯარისკაცთა შორის ხარ
დაწესებული? რად სდევ ზღვის დიდ და სახიფათო მოსახვეჭელთ91, ძალგიძს რა უსაფრთხოდ ამუშავებდე მიწას, თუნდაც რომ სარგებელი ნაკლები იყოს? და თუკი ხარ მამაკაცი ქრისტესებრ92, გაწვრთნილი გაქვს რა გრძნობის ორგანოები93 და ბრწყინავს რა შენთვის ცოდნის სინათლე, იმეტყველე სიბრძნე ღვთისა, სრულთა შორის ნამეტყველები94 და საიდუმლოში დაფარული95, და ესეც მაშინ, რაჟამს დროს ჰპოვებ და, ამას[109]თან, რაჟამს ეს განგეკუთვნება96, ვინაიდან რა გაქვს შენი თავისგან, რაც არ მოგცემია და არ მიგიღია?97
ხოლო თუ ჯერაც ჩვილი ხარ, გონებით მიწაზე მძრომი და ვერშემძლე იმისა, რომ
მიეახლო უზემოესთ, იყავი კორინთელი, რძით ისაზრდოე. რად ითხოვ უფრო მაგარ
საკვებს, რასაც ვერ ითვისებენ ნაწილები და უძლურების გამო საზრდოდ ვერ
გარდაქმნიან?98 თქვი, მაშ, გაქვს კი რამ დუმილზე უმჯობესი (ვინაიდან იცი, რომ საქებარია ისიც, ბაგეებს თუ წესს განუსაზღვრავ99)?
შეიყვარე მყუდროება100, სადაც სიტყვაზე უმჯობესია დუმილი. დაე, რამ ითქმებოდეს, რამ კი ისმინებოდეს, რამ ისათნოებოდეს101, რამ კი, არა [110]უხეშად102, განიგდებოდეს.
იდ.
არ უწყით ჩვენეული სიმძიმილი, ძმანო, ან თქვენს წინ რომ ამაყად ვართ
დაბრძანებულნი და ამ ყოველივეს შევაგონებთ თქვენს სიმრავლეს, მაშინ როცა
შესაძლოა ბევრმა ჩვენგანმაც არ იცოდეს (რაც არის სწორედ სატირალი), რაგვარ
აღიწყება ღვთის წინაშე აზრიც ყოველი, სიტყვაც ყოველი და საქმეც, და არა
მხოლოდ ღვთის, არამედ - ადამიანთა უმრავლესობის წინაშეც კი, რომლებიც,
თავისეულთა გვიანი მსაჯულები, სხვებისას უმალ გამოეძიებენ, და მავანთ თუ
ადვილად მიუტევებენ დიდსაც კი, ჩვენ - უმცირესსაც არა. ამასთან, თუნდაც რომ
უფროისღა უსწავლელნი იყონ, მაინც უსწრაფესადვე დაგმობენ ჩვენს უღვთოებას,
ვიდრე იმ სიმდარეს უმეცრებისას, მათში რომ არის. არ უწყით, ღვთისგან
რაოდენი საბოძვარია დუმილი და ის, რომ არ იყოს საჭიროება არანაირი
სიტყვისა, რაჟამს უფლება გაქვთ აირჩიოთ ან განირიდოთ103, და საკუთარ თავში დაიუნჯოთ სიტყვაც და დუმილიც, ვინაიდან ყოველი სიტყვა ბუნებითად განქარვებადია104 და ადვილშეცვლადი105, და, მისი მოქიშპე106
სიტყვის გამო, არმქონეა თავისუფლებისა, ხოლო ღვთის შესახებ ნათქვამი
სიტყვა იმდენად უფროა ამგვარი, რაოდენ აღმატებულია თავად საგანიც, რაოდენვე
უმეტესია მოსწრაფეობაც და უმძიმესია საფრთხეც. რას ვუშინდებით და რა
გვეიმედება? ნუთუ გონება ანთუ სიტყვა ან სასმენელი? ამ სამს შორის
მიმოიქცევა საფრთხე, ვინაიდან შემეცნებაც საძნელოა, განმარტებაც -
შეუძლებელი, განწმენდილი სასმენლის პოვნაც - უფროისღა დამქანცველი.
იე.
სინათლეა ღმერთი და სინათლეა უმწვერვალესი, რომლის ქვეწვდენილი მცირე რამ
გამოღვრა და გამოცისკრება ყოველი სინათლე, რაგინდ ზებრწყინვალედ
გამოჩინებული. მაგრამ იხილე - თრგუნავს იგი ჩვენეულ წყვდიადს, რომელმაც107 "წყვდიადი დადო თავის საფარველად"108, დადო კი თავის და ჩვენს შორის, ისევე როგორც ძველად მოსემ საფარველი - თავის და ისრაელის სიბრმავეს შორის109, რომ, ერთი მხრივ, ჩაწყვდიადე[111]ბულ
ბუნებას ადვილად არ დაენახა საკრძალველი და მცირედთა ღირსი მშვენიერება,
რათა ადვილად მოპოვებული, სწორედ შეძენის სიადვილის გამო, ადვილადვე არ
მოეძაგებინა, მეორე მხრივ კი, რომ სინათლე110 ზიარებოდა სინათლეს, მარადის სიმაღლისკენ მიმზიდველს სურვილის მიერ111, და წმინდაქმნილი გონება მას, უწმინდესს, მიახლებოდა, ისე რომ, ერთი რამ ახლა ჩენილიყო, მეორე - შემდეგ112, ჯილდოდ სათნოებისა და ამსოფლითვე მისკენ მიდრეკისა ანუ მისდამი მიმსგავსებისა113, ვინაიდან "ვხედავთ ახლა, - ამბობს, - სარკის მიერ და მოსწავებითად114, ხოლო მაშინ - პირისახით პირისახის მიმართ. ახლა ვიცი ნაწილობრივ, მაშინ კი შევიცნობ იმგვარად, როგორც შევემეცნე115"116.
[112]რაოდენია
ჩვენი უბადრუკება! და რაზომია აღთქმულება - ცოდნა ღვთისა იმდენად,
რამდენადაც შეცნობილნი ვართ! ეს თქვა პავლემ, ჭეშმარიტების დიდმა საყვირმა,
წარმართთა განმსწავლელმა სარწმუნოებაში117, სახარების ფრიადი გარეშემოვლის118 სრულმყოფელმა119, არათუ სხვა ვინმეთი, არამედ ქრისტეთი ცოცხალმა120, ვიდრე მესამე ცამდე მიწევნულმა121, სამოთხის მხილველმა122 და სრულყოფის გამო ხორციდან გასვლის მოსურნემ123.
ივ. მოსემაც ძლივს იხილა ზურგი უფლისა კლდიდან124 (რასაც არ [113]უნდა
ნიშნავდეს ეს "ზურგი" და ეს "კლდე") და თან - დიდი ვედრებისა და აღთქმის
მიღების შემდეგ, თუმცა არ უხილავს მას, რაოდენიც სწადდა, არამედ
წარმოჩენილზე მეტი ის იყო, რაც წარუსხლტა125;
მოსე კი გახლდათ ფარაონის ღმერთი, ესოდენი ერის წინამძღვარი, სასწაულთა
ეგზომი ძალმოსილების მავლინებელი, ხოლო შენ - ვინღა ასაზრდოე ციდან, ანკი
რომელი წყალი გამოადინე126 კლდისგან, რომელი
ზღვა გააპე კვერთხით, რომელი ხალხი გაიყვანე თხევადში როგორც მშრალში,
რომელი მტერი დაანთქე მასში, ვის უძღოდი ცეცხლისა და ღრუბლის სვეტით,
რომელი ამალეკი დასძლიე ლოცვით, ხელთა განპყრობითა და შორიდან საიდუმლოდ
წინაგამოსახული ჯვრით127, - დიახ, რაიმე მსგავსი იმოქმედე კი128, რომ შენთვისაც უბედურება ყოფილიყო ვერწვდომა ღვთისა სრულყოფილად, ამის გამო კი ყოველივე შეძრულიყო და ზევით-ქვევით მიმოქცეულიყო129?
ხოლო
რაჟამს ვახსენე მოსე, განა ამით ვერ შეიცანი მადლის განგება და წესრიგის
რჯული? თუკი, მაშ, ხარ მოსე, შედი ღრუბლის შიგნით, ემეტყველე ღმერთს,
ისმინე მისი ხმა, მიიღე რჯული და ირჯულმდებლე, ხოლო თუ აარონი ხარ,
მოსესთან ერთად ადი ზემოთ130, თუმცა ღრუბლის გარეთ დადექი, ახლოს. თუ ითამარი ხარ ვინმე, ან ელიაზარი, და მესამე [114]მოსეს შემდეგ, ანდა ბერობისაგან ვინმე131 და სამოცდაათთაგანი132,
ჯერაც შორიდან დადექი, თუნდაც მესამე ადგილი გქონდეს. და თუ ერთი ვინმე
ხარ ხალხისა და სიმრავლისაგან, არ შეგიწყნარებს შენ მთა, რომელთან შემხები
მხეციც კი ქვით ჩაიქოლებოდა133. ქვევით დარჩი და მხოლოდ ხმა ისმინე, თუმცა ესეც იმის შემდეგ, რაც განიწმენდ და განისპეტაკებ შენს თავს, როგორც ეს განწესებულია134.
იზ. და, - უფრო მეტისგან რომ განგსწავლო შენ, - ვინ აკურთხა მღვდელთა ხელნი135? მოსემ. ვინ არის კურთხევადთაგან პირველი? აარონი, [115]ანდა, ჯერ კიდევ ამ მოვლენებამდე, ვინ "იყო მისთვის136 ღვთის მონაცვლედ"137? [116]და ვინ "იყო ხმის ნაცვალი ხალხისადმი"138? ხოლო წმინდათა წმინდაში ვინ შედიოდა, გარდა ერთისა? ყოველთვის შედიოდა იგი? არანაირად, არამედ ერთგზის წელიწადში139 და დადგენილ დროს140.
მიჰქონდა კარავი ვინმეს, გარდა ლევიტელებისა? და ამათაც განა არა ისე,
როგორც განწესებული იყო, რომ ზოგს მიჰქონდა კარვის უფრო მეტად საკრძალველი
ნაწილები, ნაწილს კი - უფრო ნაკლებნი, შესაბამისად წამღებთა ღირსებისა?
ხოლო თუ კარვის დაცვაც იყო საჭირო, იცავდნენ მავანნი; და როგორ? ერთნი ერთ
მხარეს, მეორენი მეორე მხარეს, და არაფერი იყო, უკნინესთაგანაც კი,
განუგებლად და უწესრიგოდ. ჩვენ კი, თუნდაც რომ მცირე დიდება მოვიპოვოთ,
ანდა ხშირად არათუ ეს, არამედ, ალალბედზეც141 რომ დავისწავლოთ წერილის ორი ან სამი სიტყვა, - და ისიც ამოგლეჯილად და გაუაზრებლად, - (რასაც ჰქვია სწორედ დღიური142 სიბრძნე და ქალანის [117]კოშკი143,
რამაც კარგად განყო ენები), უკვე შესაფერისად ვთვლით, რომ უკიდურესად
ვეამპარტავნებოდეთ მოსეს და გარდავიქმნებოდეთ დათანად და აბირონად, -
მაგინებლებად და უღმერთოებად, თუმცა განვერიდოთ მათეულ თავხედობას144 და ნურც მათსავე უკიდურეს ცუდმედიდობას ვემსგავსებით, რომ არ ვეწიოთ იმავე შედეგს145.
[118]იჱ.
გსურს კი, გიჩვენო შენ, აგრეთვე, სხვა წესრიგი, საქებარი ისიც და ღირსი
ამჟამინდელი ხსენებისა და დამოძღვრისა? ხედავ, რომ ქრისტეს მოწაფეთაგან, -
მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი აღმატებულია და გამორჩეულობის ღირსი146, - ერთი "კლდედ" ითქმის და მას ეკლესიის საძირკვლები ერწმუნება, მეორე უმეტესად შეიყვარება147 და იესუს მკერდზე მიისვენება, სხვები კი - დაითმენენ ამათ უპირატესობას148, ხოლო როდესაც მთაზე უფლის ასვლა ხდება საჭირო149, რომ გაბრწყინდეს იგი150 ხატებით151, [119]გამოავლინოს
ღმრთეება და გააშიშვლოს ის, რაც ხორცში იყო დაფარული, ვინ ადის მასთან
ერთად (რადგან ყველანი როდი იყვნენ მჭვრეტელნი საკვირველებისა)? პეტრე,
იაკობი და იოანე, რომლებიც სხვებზე უპირატესნი იყვნენ და აღირიცხებოდნენ
კიდეც ამგვარად152. კიდევ, როდესაც უფალი
ურვაში იყო, მცირედით ვნების უწინარეს განეშორებოდა და ლოცულობდა, ვინ
იმყოფებოდა მასთან ერთად? კვლავაც ისინი153. აი, ესაა ქრისტესეული უპირატესმყოფელობა154. ხოლო რაოდენია დანარჩენი კეთილშეწყობილება და წესრიგი? ერთს რასმე პეტრე ეკითხება155 მას, მეორეს - ფილიპე156, მესამეს - იუდა157, მეოთხეს - თომა158,
სხვას კიდევ - ვინმე სხვა, და არა ერთსა და იმავეს - ყველა, არცთუ
ყველაფერს - ერთი, არამედ თითოეული - კერძოობითად და ცალკე. იქნებ თქვა
შენ, - თითოეული იმას ეკითხებოდა, რისი საჭიროებაც ჰქონდაო? მაგრამ როგორღა
წარმოგვიჩნდება შემდეგი: სურს ფილიპეს რაღაცის თქმა და ვერ ბედავს მარტო,
არამედ ანდრიასაც თან იახლებს159. ესაჭიროება პეტრეს რაღაცის კითხვა და, ანიშნებს რა, იოანეს აწვევს160. სად არის აქ ან წყრომა161 ანდა მთავრობისმოყვარეობა? [120]ანკი
უფრო უკეთ რაგვარ შეძლებდნენ ისინი ეჩვენებინათ, რომ მოწაფენი არიან
ქრისტესი, - გულით მშვიდისა და მდაბლისა, რომელიც მონა გახდა ჩვენთვის,
მისი მონებისთვის, და რომელიც ყველა დიდებას მამისადმი აღავლენდა
ყოველივეში162, რომ ჩვენდამი მოეცა მას სახე კეთილწესიერებისა და მდაბლობისა163, რის პატივისცემასაც164 იმ ზომამდე ვართ განყენებულნი165,
რომ მხოლოდღა ეს თუ შეიძლებოდა მესურვა, არ ვყოფილიყავით ყველაზე მეტად
კადნიერნი, თუმცა კი სწორედ მდაბლებად ვაჩვენებთ თავს უდიადესთა შესახებ და
უდიადესთა შორის166.
[121]ით. არ იცი, რომ თავმდაბლობა167
არა იმდენად მცირეთა შორის ცნაურდება (რადგან შეიძლება საქმე გვქონდეს
თვითწარმოჩენასთან და სათნოების ცრუდ მოპირფერებასთან), რამდენადაც
გამოიცდება იგი დიდთა შორის? და ჩემთვის მდაბალცნობიერი168
არის არა ის, ვინც თავისი თავის შესახებ ცოტას საუბრობს, ამასთან - ცოტა
ადამიანის წინაშე და იშვიათად, არცთუ ის, ვინც თავმდაბლურად მოიკითხავს
მასზე ნაკლები პატივის მქონეს, არამედ ის, ვინც მდაბლად169 მეტყველებს ღვთის შესახებ და იცის, [122]რომ
რაღაც შეიძლება ითქვას, რაღაცაზე, პირიქით, თავშეკავებაა საჭირო, ხოლო
რაღაცასთან დაკავშირებით აღიარება უნდა ხდებოდეს მისგან იმისა, რომ
უმეცრებაშია, და რომ არსებობს ვინმე უფრო სულიერი და ჭვრეტაში უფრო მეტად
წარმატებული, რომლისადმიც რწმუნებულია ამაზე მსჯელობა, და მას უნდა
დაუთმობდეს170, ვინაიდან სამარცხვინოა ის, რაც
ხდება, რომ, ერთი მხრივ, სამოსელსა და საჭმელს ვირჩევთ არა აღმატებულს,
არამედ მდარეს, ამასთან, მუხლებზე წყლულებით, ცრემლთა ნაკადულებით,
მარხვებით, მღვიძარებებით და მიწაზე წოლით, აგრეთვე დამაშვრალობითა და
ყოველგვარი გვემულებით თავმდაბლობასა და საკუთარი უძლურების განცდას
წარმოვაჩენთ, მეორე მხრივ კი, თვითმპყრობელნი და ტირანნი ვართ ღვთის
შესახებ სიტყვებში, არავის არაფერს ვუთმობთ და ყველა რჯულისმოძღვარზე მაღლა
ზეავიზიდავთ წარბს171, მაშინ როცა სწორედ ასეთ შემთხვევაში არის თავმდაბლობა არა მხოლოდ კეთილსახელოვნების, არამედ საიმედოობის მქონეც172.
კ. მაშ,
რა? ამასაც გვიბრძანებო, - არ დაგვაცლის ვინმე უმხურვალესთაგანი, -
დავიდუმებდეთ ღვთის შესახებ? ანკი მასზე თუ არა, რისღა შესახებ იქნებოდაო
უმჯობესი, რომ გვესაუბრა? როგორღა გავიგოთო, მაშ, ეს სიტყვები: "მარადის
იყოს მისი ქება ჩემს პირში"173, ისევე როგორც: "ვაკურთხო უფალი ყოველჟამს"174, ან კიდევ: "ჭეშმარიტება მოიღვაწოს ჩემმა სასამ"175, ანთუ: "აჰა, ჩემს ბაგეებს არ დავაბრკოლებ"176?
[123]და
გვეტყვის იგი ამგვარადვე ნამცნებ და განჩინებულ სხვა გამონათქვამებსაც,
მაგრამ მის მიმართ გვმართებს მშვიდად და განუმკაცრებლად სიტყვის მიგება,
რომ ამ მხრივაც კეთილწესიერება ვასწავლოთ მას.
არათუ დადუმებას
გიბრძანებ, ჰოი უბრძნესო, არამედ იმას, რომ კამათისმოყვარეობითად არ
შეიმართებოდე, არათუ დაფარო ჭეშმარიტება, არამედ - არ ასწავლო რჯულის
გარეგანი. მე ვარ პირველი იმათგან, სიბრძნეს რომ აქებენ და საღვთო სიტყვებს
რომ იმუშაკებენ ანთუ მომუშაკებას რომ ესწრაფვიან. ამიტომაც, არ მომხდარა,
რომ ოდესმე შემერაცხოს რამ ამ მუშაკობაზე უმჯობესად, ანთუ მსმენოდეს, ვით
"სიბრძნისა და სწავლულების არაფრად ჩამგდებს", თავად "სიბრძნისგან"177, რომ ამის გამო "უბადრუკი" ვარ178.
თუმცა, ამასთან, გავურბი კი უზომოებას და ვკიცხავ უძღებობას, მივიჩნევ რა,
რომ უმჯობესია უმოქმედობა (თუმცა ჯეროვანი არ არის ეს), ვიდრე -
მიმომწვლილველობა179 (თუ, რა თქმა [124]უნდა,
არ ძალგვიძს, რომ განვერიდოთ ორივე მათგანს) და ამ გზით მიახლება
მდაბლობასთან, რადგან უმჯობესია ჯეროვანზე მეტი მოშიშება, ვიდრეღა მეტი
კადნიერება, შენი მოქმედება კი იმის მსგავსია, მაგალითად, ბრალად რომ
მდებდე მე, საჭმლის უზომოების ამკრძალველს, საერთოდ საჭმლის ამკრძალველობას
ანდა კეთილკრძალულად ხედვის განმაწესებელს - მეხოტბეობას სიბრმავისას.
კა. "თუკი არის შენთან სიტყვა გულისხმისყოფისა, უპასუხე, - ამბობს180, - და არავინაა დამაბრკოლებელი, მაგრამ თუ - არა, ბორკილი დაედოს შენს ბაგეებს"181.
რაოდენ უფრო შეჰფერის ეს სიტყვები მოძღვრობისთვის განმზადებულებს?
მართლაც, თუ არის შენთვის ჟამი, ასწავლე, ხოლო თუ არა, შეჰკარი ენა და
განაღე სმენა. დიახ, განისწავლე იმათში, რაც საღვთოა, მაგრამ საზღვართა
შორის იმყოფებოდე! იმეტყველე სულიწმინდისანი და, თუ შესაძლებელია, სხვა -
არაფერი! მეტყველებდე უფრო მეტად, ვიდრე ამოისუნთქავდე, რადგან კარგია და
ღვთიურია ეს, რომ საღვთოთა ხსენებით მარადის ღვთისკენ წარისწრაფებდე, თუმცა
კი შეიმეცნებდე იმ საზღვრებში, რაც განგეკუთვნა.
ნუ გამოიწვლილავ მამის ბუნებას, მხოლოდშობილი ძის არსმყოფობას182,
სულიწმინდის დიდებასა და ძალას, ერთ ღმრთეებასა და ბრწყინვალებას სამში,
ბუნებას განუყოფელს, ისევე როგორც - აღსარებას, დიდებასა და მორწმუნეთა
სასოებას. შეემტკიცე იმ სწავლებებს, რომლებითაც ხარ აღზრდილი, მეტყველება
კი განკუთვნილი იყოს უფრო ბრძენთათვის. გეკმაროს შენ, რომ ფუძე გაქვს, ხოლო
ზედმშენებლებლობდეს ოსტატი. გეკმაროს შენ, რომ პურმა განგიმტკიცოს გული,
ხოლო ნუგბარი მდიდრებს დაუთმე, რადგან არათუ ღარიბული ტრაპეზის გამო
გაგკიცხავს ვინმე გონიერთაგანი, არამედ - მხოლოდ იმის გამო, თუკი შენ,
რომელსაც თუნც ესოდენი მაინც ძალგიძს, არ მიუბოძებ პურს და არ დაარწყულებ
წყლით მავანს, ქრისტეს მოწაფეს ანთუ სხვას ვისმე.
ნუ იქნები "სიტყვებში სწრაფი", გიბრძანებს შენ "სიბრძნე"183, "ნუ თანაშეეზომები184 მდიდარს, ხარ კი ღარიბი"185, ნურც ეძიებ, აგრეთვე, იმას, [125]რომ
იყო ბრძენთა უბრძნესი. სიბრძნეა საკუთარი თავის ცოდნაც, მაგრამ ნუ
აღზვავდები, ნურც შეგემთხვევა იგივე, რაც - ხმას, საერთოდ რომ იკარგება, თუ
დაიბგერებს ზომაზე მეტად. უმჯობესია, ბრძენი იყო და დაუთმობდე, ვიდრე ის,
რომ უსწავლელი იყო და უტიფრობის გამო ზესთაგანივრცობდე186. სისწრაფე გქონდეს ვიდრე აღსარებამდე, თუკი ოდესმე მოგთხოვენ ამას187, უფრო მეტს კი188 მეტადვე უფრთხოდე, რადგან იქ189 დაყოვნებაა სახიფათო, აქ კი190 - სისწრაფე.
კბ. რად არის შენთვის სამძიმო, თუკი ყველა სიტყვაში ვერ გაიმარჯვებ და ვერ გექნება მეწინავეობა ყველა საკითხსა191 თუ საძიებელში, არამედ გამოჩნდებიან სხვანი, შენზე ბრძენნი და გამბედავნი? მადლი ღმერთს, რადგან გამორჩეულთა192
მბოძებელიცაა იგი და ჩვეულებრივთა მიერაც ძალუძს ცხონება. ეს საკვირველება
ვლინდება არა მხოლოდ სიტყვათა წიაღ, არამედ, თუკი ოდესმე დაკვირვებიხარ,
თვით შესაქმეშიც, რადგან ქმნილებათა შორის უპირატესნიც193 ზოგთათვის როდია მხოლოდ, არამედ - ყველასთვის და ერთი მადლია ეს მთელი შენაქმნისა. სარწმუნოებაშიც, ასევე, საცხოვნებელნი194
უმძლავრესთათვის როდია, არამედ - მნებებელთათვის. რა არის უკეთესი ჰაერზე,
ცეცხლზე, წყალზე, მიწაზე, წვიმებზე, შინაურ და ველურ ნაყოფზე195, სახურავზე, შესამოსელზე? ამათი მოხმარება საერთოა, ნაწილისა - ყოვლითურთ196, ნაწილისა - ზომიერად, და არავინაა [126]ესოდენ ტირანი, რომ მარტოოდენ ის ტკბებოდეს საერთო მადლით.
"ამოჰყავს მზე" თანასწორად, "უწვიმებს" მდიდრებსაც და ღარიბებსაც197.
საერთოა დღისა და ღამის მონაცვლეობაც, საერთო საბოძვარია ჯანმრთელობაც,
ისევე როგორც საერთოა საზღვარი სიცოცხლისა, საერთოა საზომი და მადლი
სხეულისა, საერთოა გრძნობათა ძალა. ამასთან, შესაძლოა, ღარიბს მეტიც
ჰქონდეს, მეტადვე მადლობელი იყოს იგი ამ ყოველივესთვის და მეტი სიამითაც
ტკბებოდეს საერთოთაგან, ვიდრე სიუხვეთაგან - უმძლავრესნი.
მაშ, ეს
ყოველივე საერთოა და თანასწორად ჰგიეს ყველასთვის, როგორც ნიშნები საღვთო
სამართლიანობისა, ხოლო ოქრო თუ გამჭვირვალე და ძვირფასი ქვები, ანთუ რაც
შეიძლება რბილი და დახვეწილი სამოსელი, ან კიდევ მოელვარე და გასაგიჟარი
პურობა, ანდა მეტი და მეტი შენაძენი, რაც არის სწორედ საწუხარი
შემძენთათვის, მხოლოდ მცირედთა სამშვენისია.
--------------------------------------------------------------------------
შენიშვნები
1 - ე.ი. "შესასყიდს", "საყიდელს" ანუ "საფასურით შესაძენ ნივთს". ტერმინი "სასყიდელი", რაც გარდა "ფასისა" (ანუ "საფასურისა", "საზღაურისა", "გასამრჯელოსი") ვარიანტული წაკითხვით თანხვდება, აგრეთვე, "მოსაგებელს" (შდრ. ი. აბულაძე, ძვ. ქართ. ენის ლექს., გვ. 371), ნიშნავს, შესაბამისად, "შესასყიდსაც", "საყიდელსაც" ანუ "საფასურით შესაძენ ნივთსაც" (შდრ. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი: "სასყიდელი - 1. რაისამე გასამრჯელო, საფასური... 2. საყიდელი"). ზედმწიევნით ამგვარი შინაარსისაა შესაბამისი ბერძნული ἐμπόρευμα (შდრ. ინგლ. a sampling of my wares; რუს. нечто для купли). აქ სახეობრივი მინიშნებაა იმაზე, რომ წმ. გრიგოლი მსმენელებს "შესასყიდად" სთავაზობს "ნივთს" (ანუ მოძღვრებას), რისი საფასურიც ანუ "შესასყიდი ფასიც" იქნება მსმენელთაგან გამოვლენილი გულმოდგინება და მათ მიერ წადიერი შესმენა დამოძღვრისა.
2 - "არა უდარესს" - შდრ μὴ ἐνδεέστερον. რუსულ თარგმანში სახეზეა მცდარი შესატყვისი не недостаточное (უნდა ყოფილიყო не ... ), რაც წინადადებას სრულიად განსხვავებული აზრით მსჭვალავს (შდრ. по крайней мере не недостаточное по моим силам; შდრ. ინგლ. yet it is in keeping with my ability, St. Gregory of Nazianzus, Select Orations, Trans. by Martha Vision, The Fathers of the Church, New York 1984, p. 191).
3 - საზოგადო მოსწრაფება.
4 - პირად შემძლეობას.
5 - ე.ი. სხვა მწყემსები არ იწონებენ გრიგოლს და ჯერ კიდევ გარკვეულ ხარვეზს ხედავენ მასში ან გულშემატკივრულად, ე.ი. მისდამი კეთილგანწყობით და საღი მოძღვრების უმაღლესი პრინციპებიდან გამომდინარე
(ამგვარი არმოწონება, რაც დადებითი მოვლენაა, მიმართულია იქითკენ, რომ
უფრო მეტად წარემატოს და სრულ-იქმნას გრიგოლი), ანდა უბრალოდ მოქიშპეობისა
და შუღლის მიზეზით (რადგან მტრულად, მოშურნეობითად არიან განწყობილნი
მისდამი).
6 - შდრ. II კორ. 12.3. რუსულში მცდარად მითითებულია I კორ. 11.11.
7 - შდრ. მთ. 5.15; მარკ. 4.21; ლკ. 11.33.
8 - შდრ. მთ. 25.25.
9 - მთავრული ასოთი დაწყებული Πνεῦμα-ს, როგორც საკუთრივ სულიწმინდის აღმნიშვნელს, ყოველთვის ამგვარად ვთარგმნით.
10 - უთანხმოება.
11 - "ბუნებანი ცხარენი და მედიდურნი"
- ე.ი. სიამაყისა და მოუთმენლობის ანუ ადვილაგზნებადობის თვისებები და ამ
თვისებებით გამსჭვალული ადამიანები (შდრ. Φύσεις θερμαὶ καὶ μεγάλαι.
რუსული უფრო განმარტებითია: природная горячность и великость духа).
12 - წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი "ძალგულოვანთა" (ბერძნ. γενναῖον) ორ სახეობას გამოყოფს:
ერთნი, მარტოოდენ საკუთარი ძალის მოიმედენი, ამასთან უმეცარნი, უგუნურნი
და, შესაბამისად, კადნიერნი, რომლებიც არიან მიზეზნი მშფოთვარებისა, და
მეორენი, მოძღვრების მიერ აღზრდილნი და წარმართებულნი, რომლებიც დიდად
წარემატებიან სათნოებაში და ახოვან მოღვაწეებად წარმოჩნდებიან.
13 - "თანაბრადვე" ანუ იმავე ძლიერი შემართებულობითა და შეუპოვრობით.
14 - უგუნური შეუპოვრობა.
15 - იგულისხმება ერთი სხეულის ნაწილები.
16 - სიტყვ. "ყველა კეთილმოთნეობის სახელი", ე.ი. ყველა ის სიყვარულისმიერი კავშირურთიერთობა, რაც ადამიანთა შორის არსებობს.
17 - ე.ი. კადნიერი და უკრძალველი თვითდაჯერებულობისა.
18 - შდრ. ზაქ. 12.14.
19 - "სამოყვსოებად" - შდრ. συζυγίας (რუს. тесных обществах).
20 - "წარიმსრბოლა" - ე.ი. გაირბინა, სრბოლით, სირბილით წარვლო (შდრ. ἐπέδραμεν. რუს. достигло).
21 - ე.ი. ანარქიად (ἀναρχία).
22 - ე.ი. პოლიარქია (πολυαρχία).
23 - შდრ. ფს. 140.7: "განიბნინეს ძუალნი მათნი ჯოჯოხეთს შინა". ბერძნული უფრო აღსაქმელია როგორც "ჯოჯოხეთთან", "ჯოჯოხეთის წინ", "ჯოჯოხეთის პირას" და არა, პირდაპირ რომ ვთქვათ, "ჯოჯოხეთში", რადგან წინდებული παρά აკუზატივთან გაიგება სწორედ რაღაცის ახლოს, რაღაცის წინ, რაღაცასთან ყოფნის მნიშვნელობით და ძველ ქართულშიც ტერმინოლოგიურად ითარგმნებოდა ან როგორც "თანა", ან როგორც "წინაშე" (შდრ. სლავ. ...; ლათ. dissipata sunt ossa nostra secus, Sn. "გასწვრივ", "-თან". Dch: infernum; სეპტუაგინტის ბრენტონისეული თარგმანი: our bones have been scattered by the [mouth of] the grave; კინგ ჯეიმსის ბიბლია: Our bones are scattered at the grave's mouth; ფრანგ. ლუი სეგონის: Anisi nos os sont dispersés à l'entrée du séjour des morts; გერმ. Unsere Gebeine sind zerstreut bis zur Hölle).
საგულისხმოა, რომ წმ. იოანე ოქროპირი ფსალმუნთა აღნიშნული მუხლის ერთ-ერთ
წაკითხვად უთითებს შემდეგ ტექსტობრივ ვარიანტს: οὕτως ἐσκορπίσθη τὰ ὀστᾶ
ἡμῶν εἰς στόμα ᾅδου ("ასე განიბნია ჩვენი ძვლები ჯოჯოხეთის პირთან", Expositio in Psalmos, PG. 55, col. 441; შდრ. აგრეთვე თეოდორიტე კვირელის განმარტება: "ჯოჯოხეთთან უწოდა [მეფსალმუნემ] საფლავებს", Interpretatio in Psalmos, PG. 80, col. 1952).
24 - "ბორგნეულთა" - ე.ი. ცოფიანთა (ბერძნ. μαινομένους).
25 - სიტყვ. "შემხებელთ (შდრ. ἁπτομένους, რუს. терзать).
26 -
შდრ. ἡγεῖσθαι λατρείαν εἰσφέρειν τῷ Θεῷ τὴν κατά λυσιν. რუს. думать
етим истреблением службу приносити Богу; შდრ. იოანე 16.2: πᾶς ὁ
ἀποκτείνας ὑμᾶς δόξῃ λατρείαν προσφέρειν τῷ θεῷ. "ყოველმან რომელმან
მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა"
(გიორგისეული); "ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ
მსხუერპლი შეწირა ღმრთისა" (ჯრუჭ-პარხლის რედაქცია); "ყოველი რომელი
მოგკლვიდეს თქუენ, შეირაცხოს ვითარცა სამსახურებელი წინაშე ღმრთისა"
(ჰადიშური).
27 - შდრ. ებრ. 4.12: "რამეთუ ცხოველ არს სიტყუაჲ ღმრითსაჲ და მწე" [შემწე, ბგ] და უმკუეთელეს უფროჲს ყოვლისა მახჳლისა ორპირისა" (AB); "რამეთუ ცხოველ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ძლიერ და უმკუეთლეს უფროჲს ყოვლისა მახჳლისა ორპირისა" (CD).
28 - შდრ. I კორ. 3.6: "მე დავასხ (=დავრგი, ე.ჭ.), აპოლო მორწყო".
29 - შდრ. I კორ. 1.12-13: "ხოლო ვიტყჳ ამას, რამეთუ კაცად-კაცადი თქუენი იტყჳს, ვითარმედ: მე პავლესი ვარ, ხოლო მე - აპოლოჲსი, ხოლო მე - კეფაჲსი, ხოლო მე - ქრისტესი. გან-მე-ყოფილ არსა ქრისტე? ანუ პავლე ჯუარს-ეცუაა თქუენთჳს? ანუ სახელისა მიმართ პავლესისა ნათელ-იღეთა?"; აგრეთვე I კორ. 3.4-10: "რამეთუ რაჟამს ვინმე იტყოდის, ვითარმედ: მე პავლესი ვარ, და სხუაჲ იტყოდის: მე აპოლოჲსი ვარ, არა ჴორციელვეღა [CD, შდრ. ἄνθρωποί. "კაცნივეღა" AB, შდრ. σαρκικοί] ხართა? რამეთუ რაჲ არს პავლე? ანუ რაჲ არს აპოლო? არამედ მსახურნი, რომელთაგან თქუენ გრწმენა, და კაცად-კაცადსა, ვითარცა უფალმან მისცა. მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა. აწ უკუე არცა დამსხმელი რაჲ არს, არცა მომრწყველი, არამედ აღმაორძინებელი ღმერთი. ხოლო დამსხმელი იგი და მომრწყველი ერთ არიან; და კაცად-კაცადმან თჳსი სასყიდელი მიიღოს თჳსისაებრ შრომისა. რამეთუ ღმრთისა თანამოქმედნი [თანაშემწენი ABC; συνεργοί]
ვართ; ღმრთისა ნამუშაკევნი, ღმრთისა აღშენებულნი ხართ. მადლითა მით
ღმთისაჲთა, მოცემულითა ჩემდა, ვითარცა ბრძენმან ხუროთმოძღუარმან, საფუძველი
დავდევ, ხოლო სხუაჲ იგი აშენებდინ. ხოლო კაცად-კაცადი ეკრძალენ, ვითარ-ძი
აშენებდეს. რამეთუ საფუძველი სხუაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად გარეშე
მისსა, რომელი-იგი დადებულ არს, რომელ არს იესუ ქრისტე."
30 - "შობილი მამისგან" - შდრ. γεγεννημένον ἐκ τοῦ Πατρὸς (ეს სიტყვები რუსულ თარგმანს რატომღაც აკლია. შდრ. Должно ведать единого Бога Отца, безначального и нерожденного, и единого Сына, и единого Духа).
31 - "და ერთი სულიწმინდა, ღვთისგან მყოფობის მქონე" - შდრ. καὶ Πνεῦμα ἓν ἐκ Θεοῦ τὴν ὕπαρξιν ἔχον. რუსულშია არა "ღვთისგან", არამედ - "მამისგან" (რუს. и нерожденного, и единого Сына, и единого Духа, имеющего бытие от Отца). ცხადია, მოცემულ კონტექსტში "ღმერთი" ჰიპოსტასურად "მამაღმერთს" გულისხმობს,
თუმცა რუსი მთარგმნელისგან უშუალოდ ტექსტში შეტანა ცვლილებისა
გამართლებული არ არის, რადგან ბერძნული ტექსტის ზემორე ჩვენებას ვარიანტული
წაკითხვა არ აქვს (შდრ. ლათ. et unum Spiritum ex Deo substantiam habentem).
32
- "ამათზე უნდა ვჩერდებოდეთ" - ე.ი. ამათით ვიფარგლებოდეთ, არ გავდიოდეთ
ამათ გარეთ. სიტყვ. "ვიდრე ამათამდე უნდა ვჩერდებოდეთ (დავდგებოდეთ)" (შდრ.
μέχρι τούτων ἵστασθαι).
33 - შდრ. I ტიმ. 6.20: ὦ Τιμόθεε, τὴν παραθήκην φύλαξον ἐκτρεπόμενος τὰς βεβήλους κενοφωνίας καὶ ἀντιθέσεις τῆς ψευδωνύμου γνώσεως. შდრ. აგრეთვე II ტიმ. 2.16: τὰς δὲ βεβήλους κενοφωνίας περιΐστασο• ἐπὶ πλεῖον γὰρ προκόψουσιν ἀσεβείας. საგულისხმოა, რომ კომპოზიტი κενοφωνία, რაც კალკირებულად ნიშნავს "ამაო ხმას" (κενός - "ამაო", "ფუჭი", ძვ. ქართ. "ცუდი"; φωνή - "ხმა", შდრ. I ტიმ. 6.20-ის "პავლეთა" CD რედაქციები: "ჵ ტიმოთე, ვედრი იგი დაიმარხე და განეშორე ბილწთა მათგან ცუდთა ჴმათა და სიტყჳს-გებათა მათგან ტყუვილით სახელის მეცნიერებისასა"), ნუსხათა ნაწილში წარმოდგენილია მსგავსი ფონეტიკური დაწერილობის მქონე სიტყვით καινοφωνία, რომლის კალკირება იქნებოდა "ახალი ხმა" (შდრ. ნაწილობრივ, AB რედაქციების შემცველი ნუსხები [გდე-ს გარდა], რომლებშიც ფაქტობრივად ორივე მნიშვნელობაა ასახული: "ტიმოთე, ვედრი იგი დაიმარხე და განეშორე ბილწთა მათ ცუდთა ახალ-ჴმათა [G: "ცუდად ჴმათა"; DE: "ცუდთა ჴმათა"] და სიტყჳს-გებათა მათ ტყუილით-სახელსა მეცნიერებისასა"; საყურადღებოა აღნიშნული მუხლის ციტაცია "შატბერდის კრებულში": "არა ცუდად რაჲ ნეტარი იგი მოციქული ასწავებს მიწერითა მით ტიმოთეს: "ჵ ტიმოთე, სარწმუნოებაჲ ეგე კრძალულად იპყარ და ჰრიდებდ ურწმუნოვებისთა მათ ახალჴმათა და მჴდომთა მათგან სახეთა რომელნი აღსარებასა მას სარწმუნოებისასა შესცთეს", შატბ. კრებ., გვ. 269). საყურადღებოა, რომ წმ. იოანე ოქროპირი ტიმოთესადმი ეპისტოლის განმარტებაშის წორედ მეორე ვარიანტს იმოწმებს (τὰς δὲ βεβήλους καινοφωνίας, In epistolum ii ad Timotheum, PG. 62, col. 626). იგივე ვითარებაა მსოფლიო კრებათა სინოდალურ აქტებში, სადაც "პავლეთა" ხსენებული მუხლი რამდენჯერმე დამოწმებულია სწორედ καινοφωνία-ს ფორმით. დავძენთ, რომ ზემორე ბერძნული ტერმინი (ორივე ვარიანტის ხელნაწერული მონაცვლეობით) დამოწმებულია აგრეთვე II ტიმ. 2.16 მუხლში, რომლის ძველი ქართული თარგმანი არსებითად ერთსახოვანია: ხოლო ბილწთა მათ და ცუდთა ჴმათა განეშორე, რამეთუ უმეტჱს წარემატნიან უღმრთოებასა [AB; "უშჯულოებითა", CD; შდრ. ἀσεβείας]"
34 - "სარწმუნოებით ცურვა" - შდრ. πίστεως πλοῦς (ლათ. fidei navigium; რუს. плавание веры).
35 - შდრ. მათ. 13.25: "და ვითარცა დაიძინეს კაცთა მათ, მოვიდა მტერი მისი და დასთესა ღუარძლი შორის იფქლსა მას და წარვიდა".
36 - "საწერტელნი" - ე.ი. წყლულნი, გვემანი, განმსწავლელობითი სატანჯველი (შდრ. κέντρα).
37 - "დაგვესართება" - "დაგვემატება", "დაგვჭირდება", "გაგვიხდება საჭირო".
38 - ე.ი. მცონარებისგან.
39 - ე.ი. მხურვალებისგან.
40 - დაკლებულობამ მიზნის მიღწევაში, რისი მიზეზიც მცონარება და უმოქმედობაა.
41 - ე.ი. სიჭარბემ მხურვალებისა.
42
- "მოქმედებს რა მარჯვენაზე უმარჯვენესს რასმე" - შდრ. τοῦ δεξιοῦ
ποιουμένη τι δεξιώτερον (ლათ. dextro dexterius aliquid effeiciens; რუს.
делает что-то правее правого). იგულისხმება, რომ სიჭარბე მარჯვნივ
მიმართული უკიდურესობისა, რომლის შედგიც, მარცხნივ მიმართული უკიდურესობის
ანუ მცონარების მსგავსად, უსარგებლოა, რადგან მიუხედავად მხურვალებითი
მგზნებარების ძალმოსილებისა, რაც თითქოსდა სიკეთისკენ (მარჯვენა მხარისკენ)
სწრაფვას გულისხმობს და რისგანაც დაკლებულია მცონარება, აღნიშნული
ძალმოსილების მოუთოკავობა, განუწვრთნელობა და მოჭარბებულობა ანუ, ასე
ვთქვათ, "მეტისმეტად მარჯვნივ" მსწრაფველობა, რასაც წმ. გრიგოლ
ღვთისმეტყველი უწოდებს "მარჯვენაზე უმარჯვენეს მოქმედებას", მცონარების
საპირისპირო უკიდურესობაში ჩავარდნას ანუ "გადაჩეხვას" იწვევს.
43 - შდრ. იგავ. 4.27.
44 - შდრ. იგავ. 4.28.
45
- შდრ. ეკლ. 7.17: ... (OSJ; "ნუ იქნები მართალი ფრიად და ნუ ჰბრძნობ
ნამეტნავად, ნუთუ არა ოდეს განცჳფრდე", B; "ნუ იქნები ზედმეტად მართალი და
მეტისმეტად ნუ დაბრძენდები - რად გინდა, რომ შეძრწუნდე?", საპატრ. ბიბლ.)
46 - რუსულ თარგმანში ბერძნული ტექსტის კითხვითი ფორმა (შდრ. Ἔσται δὲ τοῦτο πῶς) გაუქმებულია: А етого достигнем несколько, если (ლათინური მართებულია: Id vero qua tandem ratione consequemur?).
47 - "სიმწყობრის" შესატყვისი ბერძნული κόσμος, როგორც ცნობილია, ნიშნავს, ამავე დროს, "სამყაროს", "სოფელს", "მსოფლიოს", თუმცა მოცემულ კონტექსტში მას უთუოდ "სიმწყობრის" მნიშვნელობა აქვს (შდრ. ლათ. nempe si ordinem noverimus). რუსულში ხსენებული ტერმინი მცდარად გაგებულია სწორედ "მსოფლიოს" მნიშვნელობით: познаем если мир (საგულისხმოა, რომ მცირედით ქვემოთ ტერმინი κόσμος კვლავ მეორდება ზედმიწევნით იმავე გაგებით. რუსულ თარგმანში ამჯერად უკვე მართებული შესატყვისი გვაქვს: устройства). დავძენთ, რომ მოცემულ ადგილას არც познаем ჩანს მთლად მართებული, რადგან შესაბამისი ბერძნული εἰδῶμεν (εἴδω-დან) უფრო ნიშნავს არა "შეცნობას", არამედ - "ცოდნას".
48 - სიტყვ. "შევაქებთ" (ἐπαινῶμεν, რუს. восхвалим), თუმცა აღნიშნულ ადგილას მითითებულ ბერძნულ სიტყვას საკუთრივ "მოწონების" ანუ "სათნოჩენის" გააზრება აქვს (შდრ. ლათ. comprobemus).
49 - წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ცის მიმართ ახედვასაც და მიწის მიმართ დახედვასაც ერთდროულად გამოხატავს "შინაგანისკენ" მიმართული ზმნისწინიანი ფორმით: Ἐμβλέψατε (გრიგოლის აღნიშნულ სიტყვათა წერილისეულ წყაროში, კერძოდ, "ესაიას წინასწარმეტყველების" შესაბამის მუხლში, ცის მიმართ მოხმობილია "ზეახედვის" აღმნიშვნელი ἀναβλέψονται, მიწის მიმართ კი - "შთახედვის" აღმნიშვნელი ზემოდამოწმებული ἐμβλέψονται, იხ. მომდ. კომ). ნათელია, რომ მოძღვარი ამით აქცენტს აკეთებს არა ცისკენ საკუთრივ ფიზიკურ ზეახედვაზე ანდა მიწისადმი ფიზიკურ "დახედვაზე", არამედ- ხილული სამყაროს შინაგან ბუნებაში წვდომაზე, ამა სოფლის შინაგანი წესრიგის განჭვრეტაზე.
50 - შდრ. ეს. 8.22: "და ქუეყანად დამართ" (OJ; "და აღიხილნენ ზეცად მიმართ ზე და ქუეყანად მიმართ დახედნენ ქუე", G; ბერძნ. καὶ ἀναβλέψονται εἰς τὸν οὐρανὸν ἄνω καὶ εἰς τὴν γῆν κάτω ἐμβλέψονται). იხ. წინა კომენტარი.
51 - ტერმინ "წესრიგით" ვთარგმნით ბერძნულ Τάξις-ს (შდრ. ლათ ordo, რუს. порядок).
52 -
ჩვენ ამჯერადაც ბერძნულ σχέσις-ს ვთარგმნით "მოთვისეობად", რაც ნიშნავს
"მთვისებლობას", "თვისობრივ მიმართებას", "თვისობრივ კავშირურთიერთობას",
"რელაციას".
53 - I კორ. 15.41.
54
- იგულისხმება, რომ დრო-ჟამთა მონაცვლეობა მიმდინარეობს თანდათანობით და
არა მკვეთრი უკიდურესობით (ვთქვათ, სიცხის პერიოდს მყისვე როდი ენაცვლება
ყინვების სეზონი, არამედ მათ შორის არის ზომიერი დროის გარდამავალი
შუალედი).
55 - იგულისხმება, რომ "ზედააფუძნა წყალზე".
56 - "ამასთან არცთუ ზედმიუშვა" - შდრ. καὶ οὐκ ἐπ αφῆκεν. იგულისხმება, რომ მართალია, უფალმა ქარები მიუშვა, რომ ექროლათ, მაგრამ სრულიად აულაგმავად როდი მიუშვა ისინი. მოცემულ კონტექსტში "ზედმიშვება" ანუ ბერძნული ἐπ αφίημι ნიშნავს "სრულ მიშვებას", "უკონტროლო მიშვებას", რაც არ მისცემია ქარებს (ე.ი. ღვთის მიშვებით მათი ქროლვაც წესრიგის საზღვრებშია).
57 - "ეს ყოველივე... მედეგობს და მოძრაობს, ერთი მხრივ - კანონზომიერებით, მეორე მხრივ კი - მდინარებით" - შდრ. καὶ ταῦτα... πεπηγότα τε καὶ κινούμενα, τὸ μὲν τῷ Λόγῳ, τὸ δὲ τῇ ῥεύσει
(ლათ. idque... fixaque siimul ct motu agitata; illud vi Verbi et
facultate, hoc rei fluxae et caducae natura; რუს. И все это... одно неизменно, а другое изменяемо, в первом случае относительно к закону, во втором - течению). იგულისხმება, რომ კანონზომიერებაა ქმნილებათა მედეგობა ანუ ის, რაც მყარად და შეუძრავად არის მათში, ხოლო მდინარება ის თვისებაა, რითაც აღმოცენდება მოძრაობა.
58 - ე.ი. არ გაუქმდება.
59 - შდრ. ფს. 148.6: დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაჲ დასდვა, და არა გარდავლენ" (ათონამდელი რედაქციები; შდრ. გიორგისეული რედაქცია: "და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაი დასდვა, რომელი არა წარხდეს").
60 - ე.ი. სიკვდილი, რაც უწესობამ, ღვთივდადგენილი რჯულის დარღვევამ მოიტანა შედეგად.
61 - შემოქმედის ანუ შემამტკიცებლის წინაშე ყოველივეს დარღვევის ანდა გარდაქმნის აუცილებლობა წარმოდგება სწორედ უწესრიგობის მიზეზით, რადგან, როგორც წინა კომენტარში მივუთითეთ, საკუთრივ უწესობამ, უწესრიგობამ, ღვთივბოძებული წესრიგისა და რჯულის დარღვევამ გააუკუღმართა თავდაპირველი უხრწნელება და წესრიგი, რითაც, თავის მხრივ, გარდაუვალი გახდა გაუკუღმართების აღმოფხვრისა და ცოდვითდაცემული ქმნილების განახლების სამომავლო ღმერთმოქმედება.
62 - ე.ი. დაბადების სახე, წესი, წარმომშობლობის გვარი.
63 - შდრ. ფს. 103.18-19: "მთანი მაღალნი ირემთა, კლდენი შესავედრებელად ყურდგელთა. შექმნა მთოვარე ჟამთათჳს, მზემან ჰსცნა ჟამი დასლვისა თჳსისაჲ" (გიორგისეული რედაქცია. ამ რედაქციას ქვემოთ ყველგან აღვნიშნავთ ლიტერით G, მაშინ როცა წინაათონურებს - ლიტერებით A-B).
64 - ტერმინ "მიწამტვერის" და მისი ბერძნული (χοῦς) და ლათინური (limus) შესატყვისების შესახებ იხ. "გული გონიერი", 2011, №3, გვ. 30, შენ. 1.
65 - აქ "სული" შეესატყვისება ბერძნულ "პნევმას" (შდრ. συνέδησε μυστικῶς τε καὶ ἀῤῥήτως τὸν χοῦν τῷ νοῒ, καὶ τὸν νοῦν τῷ πνεύματι. ლათ. arcano modo, et qui nullis verbis explicari queat, terram cum mente, mentem cum spiritu vinxit. რუს. таинственно и неизъяснимо связал персть с умом и ум с духом).
66
- ჩანს, მსჯელობაა იმაზე, რომ ერთ ადამიანს მეორე ცვლის, ისევე როგორც
დინებაში ერთ ნაკადს, ერთ ტალღას ცვლის მეორე (ე.ი. ერთი ტალღა რომ ჩაივლის
ანუ "ქვეგაიყვანება", მის სანაცვლოდ მეორე მოიწევა ანუ "ზედშემოიყვანება". შდრ. ბერძნ. Τὸ μὲν γὰρ ἐπεισήγαγε, τὸ δὲ ὑπεξήγαγεν, ὥσπερ ἐν ῥεύματι. ლათ. alterum enim superinduxit, alterum subduxit, non secus atque in aquarum fluxu). გაუგებარია რუსული თარგმანი: одно вводит, другое похищает, как в речном потоке (არც ბერძნული ὑπεξάγω, არც ლათინური subduco არ ნიშნავს похищатъ-ს).
67 -
იგულისხმება, რომ ხორციელი სიკვდილის ანუ ნივთიერი დარღვევისა და
განქარვების შედეგად უკვდავებაში შევდივართ, რაც სიკვდილს აღარ
ექვემდებარება.
68 - შდრ. იგავ. 8.27: "რაჟამს განჰმზადებდა ცათა, მე მის თანა ვიყავ".
69 -
შდრ. იგავ. 8.27-28: "რაჟამს განჰმზადებდა ცათა, მე მის თანა ვიყავ, და
ოდეს განაჩინებდა საყდართა თჳსთა ქართა ზედა. და ოდეს განაძლიერებდა
ზესკნელთა ღრუბელთა ზედა, ვითარ-იგი კრძალულად დასდებდა წყაროთა ცასა
ქუეშე" (27 - OS; 28-S).
70 - შდრ. ფს. 32.6: "სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისაჲთა - ყოველი ძალი მათი" (ABG).
71 - მართალია, "ჩემის" შესატყვისი ბერძნულში არ არის, მაგრამ იგი უთუოდ იგულისხმება (შდრ. ლათ. oratio nostra; რუს. мое слово).
72 - ე.ი. სხვისგან იწინამძღვრებოდეს ანუ სხვის მთავრობას, გამგებლობას ექვემდებარებოდეს.
73 - შდრ. იობ. 34.3: "ყურად-იღეთ, რამეთუ სასმენელმან სიტყუანი განიკითხნის, და სასამან გემოჲ იხილის ჭამადთაჲ" (S).
74 -
შდრ. რომ. 12.5: "ეგრეთცა ჩუენ ყოველნი ერთ გუამ ვართ ქრისტეს მიერ, ხოლო
თითოეული [AB: თითოეულად] ურთიერთას ასოებ [ასოება ვთ] ვართ".
75 - I კორ. 14.32.
76 - I კორ. 12.28.
77 - იგულისხმება, რომ წინასწარმეტყველნი მოსწავებითად ანუ "ჩრდილისებრ" (ἐν σκίᾳ) მაუწყებლობდნენ ჭეშმარიტებას და არა განცხადებითად (როგორც მახარებელ-მოციქულნი), არცთუ განმარტებითად (როგორც ეკლესიის მწყემსნი და მოძღვარნი).
78 - ე.ი. სულიწმინდის მადლის მიმღები ადამიანები.
79 - ორგზის დამოწმებული "თანასწორნი" ბერძნულში ერთგზისაა, მეორეგზის კი იგულისხმება (შდრ. Καὶ τὸ μὲν πνεῦμα ἓν, τὰ χαρίσματα δὲ οὐκ ἶσα, ὅτι μηδὲ τὰ δοχεῖα τοῦ πνεύματος), რაც კანონზომიერად არის აღდგენილი ლათინურში და, მის კვალობაზე, რუსულში (შდრ. ლათ. Et Spiritus quidem unus est, non autem pares gratiae: quandoquidem nec paria Spiritus conceptacula; რუს. И хотя Дух один, однако же дарования не равны, потому что не равны приемники Духа).
80 - ე.ი. სხვადასხვა გვარის ენაზე მეტყველება (შდრ. γένη γλωσσῶν. ძვ. ქართ: "თესლად-თესლადი ენათაჲ").
81 - შდრ. I კორ. 12.8-12 (ეფრემისეული): "რამეთუ რომელსამე სულისა მისგან მიეცემის სიტყუაჲ სიბრძნისაჲ, ხოლო სხვასა სიტყუაჲ მეცნიერებისაჲ მითვე სულითა, და სხვასა სარწმუნოებაჲ მისვე სულისაგან, რომელსამე მადლი კურნებათაჲ მისგანვე სულისა, რომელსამე მოქმედებაჲ ძალთაჲ, რომელსამე წინაჲსწარმეტყუელებაჲ, რომელსამე განკითხვაჲ სულთაჲ, და სხუასა თესლად-თესლადი ენათაჲ, და სხუასა თარგმანებაჲ ენათაჲ. ხოლო ამის ყოველისა მაქმნეველ არს ერთი და იგივე სული, განუყოფს თითოეულად კაცად-კაცადსა, ვითარცა ჰნებავს. ვითარცა-იგი გუამი ერთ არს, და მრავალ ასოებ, და ყოველი იგი ასოები ერთისა მის გუამისაჲ მრავალ ღათუ არს, ერთ გუამვე არს, ეგრეცა ქრისტე, რამეთუ ერთითა სულითა ჩუენ ყოველთა ერთისა მიმართა გუამისა ნათელ-ვიღეთ, გინათუ ჰურიათა, გინათუ წარმართთა, გინათუ მონათა, გინა აზნაურთა; და ყოველთავე ერთისა მიერ სულისა მორწყულ ვართ". კიდევ, I კორ. 12.27-31 (ეფრემისეული): თქუენ ხართ გუამ ქრისტესსა და ასო ზოგებით. და რომელნიმე დაადგინნა ღმერთმან ეკლესიათა შინა: პირველად მოციქულნი, მეორედ - წინაჲსწარმეტყუელნი, მესამედ - მოძღუარნი, მერმე - ძალნი, მაშინღა მადლნი კურნებათანი, შეწევნანი, მმართებლობანი, თესლად-თესლადი ენათაჲ. ნუ ყოველნი მოციქულ იყვნენა? ნუ ყოველნი წინაჲსწარმეტყუელ? ნუ ყოველნი მოძღუარ? ნუ ყოველნი ძალ? ნუ ყოველთა მადლი აქუნდეს კურნებათაჲ? ნუ ყოველნი ენათა იტყოდიან? ნუ ყოველნი გამოსთარგმანებენ? ჰბაძევდით მადლთა ამათ უმარგებელესთა, და მერმე აღმატებული გზად გიჩუენო თქუენ".
82 - გამეორება ზმნისა "მოძღვრობდეს", რაც თარგმანში აუცილებელია, ბერძნულში იგულისხმება. ქვემოთ ანალოგიურ შემთხვევებს კომენტარს აღარ ვუკეთებთ.
83
- შდრ. I კორ. 14.27-29 (ეფრემისეული): "უკუეთუ ენითა ვინმე იტყოდის, ორნი
გინა თუ უმრავლეს სამნი, თჳსად-თჳსად, და ერთი გამოსთარგმანებდინ. ხოლო
უკუეთუ არა იყოს თარგმანი, დუმნენ ეკლესიასა შინა, თავსა თჳსსა ეტყოდენ და
ღმერთსა. ხოლო წინაჲსწარმეტყუელნი ორნი გინა სამნი იტყოდედ, და სხუანი იგი
სცნობედ" (თ).
84 - უმეტესად განმზადებული სამეტყველოდ.
85 - შდრ. I კორ. 12.29-30: "ნუ ყოველნი მოციქულ იყვნენა? ნუ ყოველნი წანაწარმეტყუელ? ნუ ყოველნი მოძღუარ? ნუ ყოველნი ძალ? ნუ ყოველთა მადლი აქუნდეს კურნებათაჲ? ნუ ყოველნი ენათა იტყოდიან? ნუ ყოველნი გამოსთარგმანებდენ?" (გიორგისეული, ვ).
86 - შდრ. სიბრძნ. სოლ. 1.4: "ბოროტისა მოქმედსა სულსა არა შევიდის სიბრძნჱ" (OS; შდრ. B: "ბოროტჴელოვანსა შინა არა შევიდეს სიბრძნე").
87 - "სამართლიანობისთვის" - შდრ. ბერძნ. εἰς δικαιοσύνην (იხ. ოსე 10.12, OJ: "სიმართლედ, მოისთულეთ ნაყოფად ცხორებისა"; GSB: "სთესთ თავთა თჳსთა სიმართლედ მოისთულეთ ნაყოფად ცხოვრებისად"). საყურადღებოა, რომ იგივე εἰς δικαιοσύνην გვხვდება რომ. 10.4 მუხლში (τέλος γὰρ νόμου Χριστὸς εἰς δικαιοσύνην παντὶ τῷ πιστεύοντι), რომელსაც არ მოეპოვება ვარიანტული წაკითხვა არც ბერძნული ტექსტის შემცველ ნუსხებში, არც რომელიმე სხვაენოვან თარგმანში (ანუ ყველგან სახეზეა "სამართლიანობის" შესატყვისი ტერმინი). ამ ფაქტს ხაზს ვუსვამთ იმის გამო, რომ "პავლეთა" უკლებლივ ყველა ქართულ რედაქციასა და ნუსხაში, მეორე მხრივ, უგამონაკლისოდ სახეზეა სრულიად სხვა შესატყვისი: "მაცხოვრად" (შდრ. "რამეთუ დასასრული შჯულისაჲ [სჯულისაჲ, ეფრ.] ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა"). ამ წაკითხვის წყაროს ვერ ვადგენთ.
88 - შდრ. I კორ. 8.3: "ხოლო რომელსა უყუარს ღმერთი, იგი ცნობილ არს მის მიერ".
89 - შდრ. I კორ. 13.12: "რამეთუ ვხედავ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ. აწ ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვიცნა, ვითარცა შევემეცნე [ცნობილ ვიქმენ, კ]".
90 - სხვათა დამოძღვრას საფრთხეც დიდი ახლავს იმისა, რომ მცდარი ან არასრული სწავლებით დაზიანდეს მრავალი ადამიანი, რაც სასჯელსაც დიდს ექვემდებარება, მაშინ როცა მოსწავლე, თუ მას ღირსეული მოძღვარი ჰყავს, უსაფრთხოდ იღებს სწავლებას და, ამასთან, რადგან მხოლოდ სწავლობს იგი და არ ესწრაფვის, ამავე დროს, სხვათა განმსწავლელობას, იმ დიდ საფრთხესაც განირიდებს, რაც მოუმზადებელი მასწავლებლისგან მისდამი მინდობილთა სულიერ გაუკუღმართებას გულისხმობს.
91 - იგულისხმება დიდი მოგების
მოიმედე ვაჭართა მგზავრობანი ზღვაზე, რაც, არაიშვიათად სავალალოდ
დასრულებულა ან გემის ჩაძირვით ანუ "ნავდანთქმულობით" (სტიქიონის
მძვინვარების შედეგად) ანდა მეკობრეთა შორის ხანგრძლივი ტყვეობითა და
ტანჯვა-წამებით.
92 - შდრ. ეფეს. 4.13: "ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა, მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა" (CD; "ვიდრემდის მივეწიფნეთ ჩუენ ყოველნი ერთობასა მას სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა, მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისად [ჰასაკისა, ლ; ასაკისა გდე] სავსებისა მის ქრისტჱსისა", AB).
93 - შდრ. ებრ. 5.14: "ხოლო სრულთაჲ არს მტკიცჱ იგი საზრდელი, რომელთა [რომელსა დ] სახითა მით გონებანი [="გრძნობის ორგანოები" - τὰ αἰσθητήρια] წურთილნი ჰქონედ ცნობად კეთილისა და ბოროტისა" (AB; "ხოლო სრულთაჲ არს მტკიცე იგი საზრდელი, რომელთა წესითა მით გონებანი [საცნობელნი, წ; აშიაზე ტექსტის ხელით ვზ] წურთილნი ჰქონედ განრჩევად კეთილისა და ბოროტისა", CD).
94 - "ნამეტყველების" ანუ ბერძნული λαλουμένην-ის
(ლათ. quae preadicatur) შესატყვისი რუსულს აკლია (შდრ. то вещай Божию
премудрость, глаголемую в совершенных и в тайне сокровенную).
95 - შდრ. I კორ. 2.6-7: "ხოლო სიბრძნესა ვიტყჳთ [ვიტყჳ, D] სრულთა მათ მიმართ, ხოლო სიბრძნესა არა ამის სოფლისასა, არცა მთავართა მათ სოფლისათა განქარვებადთაჲსა [D; რომელნი განქარვებად არიან, C]; არამედ ვიტყჳთ სიბრძნესა ღმრთისასა, საიდუუმლოდ დაფარულსა მას, რომელი-იგი პირველადვე განაჩინა ღმერთმან უწინარეს საუკუნეთა სადიდებელად ჩუენდა" (CD; "ხოლო სიბრძნესა მას ვიტყჳ სრულთა მათ მიმართ, სიბრძნესა არა ამის სოფლისასა, არცაღა მთავართასა მას ამის სოფლისასა, რომელნი განქარვებად არიან, არამედ ვიტყვთ [ბგ; ვიტყჳ, al.] ღმრთისა სიბრძნესა, საიდუმლოსა მას დაფარულსა, რომელი-იგი პირველადვე გამოაჩინა [განაჩინა ბე] ღმერთმან უწინარჱს საუკუნეთა სადიდებელად ჩუენდა" AB).
96 - ე.ი. დაგევალება, გერწმუნება, მოგენდობა ღვთისგან ეს საქმე.
97 - შდრ. I კორ. 4.7: "ანუ რაჲ გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? ხოლო [-AB] უკუეთუ მიგიღებიეს, რაჲსა იქადი, ვითარცა არა-მიღებულსა?" შდრ. წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: "ეს რაც დავწერე, ჰოი მამებო და ძმებო, არა იმიტომ, რომ წარმოვჩნდე (ნუ მოხდება ეს!), ანკი გვაქვს რამ საკუთარი, რაც წარმოგვაჩენს,
გარდა ცოდვისა, სიბილწისა, უღვთოებისა, დედის მუცლიდან თან რომ დაგვყვება
აურაცხელი და მათი სიმრავლე, - ასე ვფიქრობ, - ზღვის ქვიშაც კი ვერ
ესწორება?!" (I სამადლობელი, იხ. "გული გონიერი", 2011 წ. №1, გვ. 75).
98
- შდრ. I კორ. 3.2: "სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი, რამეთუ არღა გეძლო,
არამედ [-AB] არცაღა აწ გიძლავს". შდრ. აგრეთვე ებრ. 5.12-14: "და იქმნენით
მოქენე სძისა და არა მტკიცისა საზრდელისა. რამეთუ ყოველი, რომელი მიიღებნ
სძესა, უმეცარ არნ სიტყუასა მას სიმართლისასა, რამეთუ ჩჩჳლ არს [არნ, თიკ].
ხოლო სრულთაჲ არს მტკიცე იგი საზრდელი, რომელთა წესითა მით გონებანი
[საცნობელნი, წ; აშიაზე ტექსტის ხელით ვზ] წურთილნი ჰქონედ განრჩევად
კეთილისა და ბოროტისა" (CD; "და იქმნენით თქუენ, ვითარცა გიჴმდა, სძჱ და
არა მტკიცჱ იგი საზრდელი. ხოლო სრულთაჲ არს მტკიცჱ იგი საზრდელი, რომელთა
[რომელსა დ] სახითა მით გონებანი [= "გრძნობის ორგანოები" - τὰ αἰσθητήρια]
წურთილნი ჰქონდედ ცნობად კეთილისა და ბოროტისა", AB).
99 - "ბაგეებს თუ წესს განუსაზღვრავ" - შდრ. τάξιν στείλασθαι χείλεσιν (ლათ. quis ordinem labiis adhibeat - "ვინც წესს განუკუთვნებს ბაგეებს"). შდრ. იგავ. 31.25: στόμα αὐτῆς διήνοιξεν προσεχόντως καὶ ἐννόμως καὶ τάξιν ἐστείλατο τῇ γλώσσῃ αὐτῆς (ძვ. ქართ. თარგმ. "პირი მისი აღიღო სიბრძნით და წესი განუჩინა ენასა მისსა", OS; შდრ. "ცხორებაჲ გრიგოლ ხანძთელისაჲ", თავი ბ, სადაც პირდაპირაა ციტირებული "იგავთა" ზემორე მუხლი: "რაჟამს იტყჳნ, ბრძნად აღაღის პირი თჳსი და წესი განუჩინის ენასა თჳსსა"). შდრ. აგრეთვე იგავ. 10.19: ἐκ πολυλογίας οὐκ ἐκφεύξῃ ἁμαρτίαν φειδόμενος δὲ χειλέων νοήμων ἔσῃ (ძვ. ქართ. თარგმ.: "მრავლისსიტყჳსაგან ვერ განერე ცოდვასა, ერიდებოდი-რაჲ ბაგითა, გონიერ იყო", OS).
100 - "მყუდროებად" ვთარგმნით, პეტრე გელათელის კვალობაზე, ბერძნულ ἡσυχία-ს (იხ. გული გონიერი, 2011, №1, გვ. 19, შენ. 2).
101 - სიტყვ. "იქებოდეს" (ἐπαινέσαι). როგორც ზემოთ, ამჯერადაც ხსენებულ სიტყვას "მოწონების", "სათნოჩენის" მნიშვნელობა აქვს და გულისხმობს წადიერად მიღებას იმისას, რაც სხვისი სმენისას გვესათნოება (შდრ. რუს. одобрять).
102 - "არა უხეშად" - ხაზგასმაა იმაზე, რომ, თუ რაიმე არ გვესათნოება ვინმეს სიტყვებში, თავაზიანად უნდა უარვყოთ და არა უხეში სიმკვეთრით (შდრ. ბერძნ. μὴ πικρῶς. ლათ. non tamen acerbe, რუს. без огорчения).
103 - ე.ი. ავირჩიოთ ან განვირიდოთ სხვათაგან თქმული.
104 - სიტყვ. "დამპალი", "ხრწნილებითი", "ლპობადი" (შდრ. ბერძნ. σαθρὸς. რუს. гнило).
105 - სიტყვ. "ადვილშეძრვადი", "ადვილამოძრავებადი", "ადვილმოძრავი" (შდრ. ბერძნ. εὐκινετόν. ლათ. facileque percellator; რუს. удобоколеблемо).
106 - სიტყვ. "საწინააღმდეგოდ-მებრძოლი" (შდრ. (შდრ. ბერძნ. ἀντιμαχόμενον. ლათ. repugnantem. რუს. сопротивного).
107 - უფალმა.
108 - ფს. 17.22; II მფ. 22.12.
109 - შდრ. გამოსლ. 34.32-35:
[O]B: "და ამისა შემდგომად მოუჴდეს ყოველნი [- S] ძენი ისრაელისანი და
ამცნო მათ ყოველი, რაოდენსა ეტყოდა უფალი მოსეს მთასა ზედა სინასა. და
ვითარცა დასცხრა მოსე სიტყუად მათ [მათდა S] მიმართ, დაიბურა საფარველი [საბურველი S] პირსა მისსა. და ოდეს შევალნ მოსე წინაშე უფლისა სიტყუად მისა, აღიჴადის საფარველი იგი ვიდრე გამოსლვადმდე მისა და გამო-რა-ვიდის, ეტყჳნ ყოველთა ძეთა ისრაელისათა, რაოდენი უბრძანის [უბრძანა OB] უფალმან. და იხილეს ძეთა ისრაელისათა პირი მოსესი, რამეთუ დიდებულ იყო [არს, OB], და დაიბურის მოსე [- OB] საფარველი პირსა მისისა, ვიდრე შესლვადმდე მისა წინაშე უფლისა [+ OB] თანაზრახვად მისა";
AK: "მაშინ-ღა მოახლებად დგეს მისა ყოველნი იგი ძენი ისრაელისანი და
ამცნებდა მათ ყოველთა მათ ბრძანებათა, რომელთა ეტყოდა მას უფალი მთასა მას
ზედა სინასა. აღ-რა-ასრულა ბრძანება იგი მათი მათ მიმართ, დაიბურა ვარშამანგი იგი პირსა მისსა. და ვითარცა შევალნ მოსე წინაშე უფლისა სიტყუად მისა, მოიძარცუის ვარშამანგი იგი გამოსლვადმდე. რაჟამს გამოვიდის სიტყუად ერისა მის, დაიბურის ვარშამანგი იგი პირსა მას თჳსსა. რამეთუ ხედვიდეს ძენი იგი ისრაელისანი პირსა მას მოსესა, რამეთუ დიდებულებანი იგი გარდამოსრულ იყვნენ და დადგრომილ პირსა მას მისსა ზედა".
110 - აღნიშნულ სიტყვას ბერძნულში ახლავს შემდეგი სქოლიო: "ესე იგი, გონება განწმენდილი და წმინდა მიეახლოს ჭეშმარიტ სინათლეს. ხოლო "ჩაწყვდიადებულ ბუნებად" ამბობს ცოდვისმიერ მდგომარეობას, ვინაიდან
შეუძლებელია, რომ ღმერთს ჩაწყვდიადებული შეექმნა ადამიანის ბუნება, რადგან
არის რა კეთილი, ფრიად კარგი შექმნა ყოველივე" (შდრ. Τουτέστι, νοῦς καθαρὸς καὶ ἅγιος τῷ ἀληθινῷ φωτί πλησιάσῃ. "σκοτεινὴν δὲ φύσιν" λέγει τὴν ἁμαρτητικὴν κατάστασιν. Σκοτινὴν γὰρ ἀνθρώπου φύσιν τὸν Θεὸν ποιῆσαι ἀμήχανον. ἀγαθὸς γὰρ ὤν, καλὰ λίαν πάντα ἐπόησεν, PG. 36, col. 191-192, n. 87).
111 - სურვილის მიერ სწორედ ამ სინათლისადმი.
112 - "ერთი რამ ახლა ჩენილიყო, მეორე - შემდეგ" -
იგულისხმება ღვთისკენ მარადის გაძლიერებადი წინსწრაფვა ანუ საუკუნო და
დაუბოლოებელი ეპექტატური (წინწვდომითი) ზეაზიდვა "მაღალთა შინა". ესაა ის
საღვთო ეპექტასისი ("წინმწვდომელობა"), რომლის მოზიარე განღმრთობადი სული
მარადის ახალ-ახალ სიკეთეებს, ახალ-ახალ გამოცხადებისეულ მშვენიერებებს,
ახალ-ახალ ნათელჩენებს, ზეციური მადლის მარადგანახლებად დაუსრულებელ
ვლენათა ახალ-ახალ ცხოველმყოფელ ნაკადულებს დაუსრულებადვე თანაშეერთვის,
წარემატება რა იგი, წმ. გრიგოლ ნოსელის თქმისებრ, "მარადის საკუთარ თავზე
მაღლა".
113 - ღვთისადმი "მიმსგავსება" ანუ ბერძნ. ἐξομοίωσις, ეკლესიის მამათა სწავლებით, ესაა ერთადერთი სამოღვაწეო მიზანი ჭეშმარიტი ქრისტიანისა.
114 - ე.ი. სიმბოლურად, სახეობრივად, სახისმეტყველურ მოსწავებაში.
115 - "შევემეცნე", რაც სახეზეა "პავლეთა" აღნიშნული მუხლის ძველ ქართულ რედაქციებში (ეფრემისეულის გარდა, იხ. მომდევნო სქოლიო), ნიშნავს: "შემეცნებულ-ვიქმენ" ანუ "შეცნობილი გავხდი" (ბერძნ. ἐπεγνώσθην. სლავ. ...; ლათ. cognitus sum; ინგლ. I am known, და ა.შ. შდრ. ეფრ. "ცნობილ ვიქმენ").
116 - შდრ. I კორ. 13.12, CD: "რამეთუ ვხედავთ [იკ; ვხედავ al. CD] აწ ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ; აწ უწყი [იკ; ვიცი al. Cd] კერძოდ [იკ; მცირედ al. Cd], ხოლო მაშინ [თიკ; მერმე al. Cd] ვიცნა, ვითარცა ცნობილ ვიქმენ [იკ; შევემეცნე al. Cd]" შდრ. AB: "ვხედავ აწ ვითარცა სარკითა სახესა, ხოლო მაშინ პირსპირ [პირისპირ ბგე]; აწ ვიცი [ვიცით ე] მცირედ, ხოლო მერმე ვიცნა, ვითარცა-იგი [ვითარცა ბე] შევემეცნე".
117 - შდრ. II ტიმ. 1.11: "რომლისათჳს დადგინებულ ვარ მე ქადაგად და მოციქულად და მოძღურად წარმართთა".
118 - სიტყვ. "წრის" (κύκλον), ე.ი. მქადაგებლური მიმოსვლის.
119 - შდრ. რომ. 15.19 (CD): "ძალითა სასწაულებისა [სასწაულებითა ვლნ; სასწაულთა თიკ] და ნიშებისაჲთა [ნიშებითა ვლნ], ძალითა სულისა ღმრთისაჲთა, რაჲთა მე იერუსალჱმითგან და გარემო (κύκλῳ) ვიდრე ილურიკიადმდე [ილორიკიადმდე C] აღსავსე-ვყვენ [კ; აღსავსე-ვყვენ თი; აღვასრულო C] სახარებაჲ იგი ქრისტესი [ქრისტეს სახარებითა თჲჴ]".
120 - "არათუ სხვა ვინმეთი, არამედ ქრისტეთი ცოცხალმა" - ზედმიწევნით ამგვარია ბერძნულ-ლათინური (შდრ. ბერძნ. ὁ μὴ ἄλλῳ τινὶ ζῶν, ἢ Χριστῷ,. ლათ. qui nulli alii, quam Christo, vixit). აღნიშნული სიტყვები ხაზგასმაა იმაზე, რომ პავლე თვით კი აღარ ცოცხლობს თავის თავში, არამედ მასში ცოცხლობს ქრისტე. შდრ. გალ. 2.20: "ხოლო ცხოველ არღარა [არღა დე] მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე. ხოლო [-AB] რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ჴორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაჲთა, რომელმან შემიყუარა მე და მისცა თავი თჳსი ჩემთჳს" (ABCD). აღნიშნულის ფონზე არადეკვატურია რუსული თარგმანი: жил не для кого иного, как только для Христа.
121 - შდრ. II კორ. 12.2:
"ვიცი [უწყი თ] კაცი ქრისტეს მიერ უწინარეს ათოთხმეტისა [ათორმეტის გე]
წლისა, გინათუ ჴორცითა, არა [-AB] ვიცი [-AB] გინათუ თჳნიერ ჴორცთაჲსა
[ჴორცთა AB], არა ვიცი, ღმერთმან იცის, აღიტაცა ესევითარი კაცი ვიდრე მესამედ ცადმდე [ცამდე თიკ]".
122 - შდრ. II კორ. 12.3 (CD): "და ვიცი ესევითარი კაცი, გინა თუ ჴორცითა გინა თუ გარეშე ჴორცთაჲსა არა ვიცი, ღმერთმან იცის, რამეთუ მიიტაცა სამოთხედ და ესმნეს უთქუმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად".
123 - შდრ. ფილ. 1.23 (CD): "ხოლო შეპყრობილ ვარ ორთა ამათგან: გული მეტყჳს განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად, უფროჲს და უმჯობეს ფრიად, ხოლო დადგრომაჲ ჴორცთა შინა უნებელადრე თქუენთჳს".
124 - შდრ. გამოსლ. 33.20-24: OB: "და ჰრქუა უფალმან მოსეს: ვერ ძალ-გიც პირისა ჩემისა ხილვად, რამეთუ არა არს კაცი, რთმელმანცა [რომელმან S] იხილა პირი ჩემი და ცხონდა. და ჰრქუა უფალმან: აჰა ესერა, ადგილი შენ წინაშე და სდგე შენ კლდესა ზედა. რაჟამს წარვიდეს [წარვიდოდის SB] დიდებაჲ ჩემი და [B; -OS] დაგდვა შენ ჴურელსა კლდისასა და დაგფარო [+შენ S] ჴელითა ჩემითა შენ ზედა, ვიდრემდე [ვიდრემდის B] წარვიდე. და აღვიღო ჴელი ჩემი და მაშინ იხილო ზურგით ჩემსა, ხოლო პირი ჩემი არა [ვერ S] იხილო". შდრ. AK: "და თქუა: ვერ ძალ-გიც შენ ხილვად პირისა ჩემისა, რამეთუ არა იხილოს კაცმან პირი ჩემი და ცხოვნდეს. და თქუა უფალმან: აჰა, ადგილი მთა და დასდგე კლდესა ზედა. რომელი წარვლიდეს დიდება ჩემი და [-AK] დაგდვა შენ ჴურელსა კლდისასა და დაგბურო ჴელი ჩემი შენ ზედა, ვიდრემდის წარვლო. და აღვიღო ჴელი და მაშინ იხილნე ზურგითნი [C; ზურგნი AK] ჩემნი, ხოლო პირი ჩემი არა გეჩუენოს შენ".
125 - "წარუსხლტა" - ე.ი. დაეფარა მოსეს მზერას (შდრ. ბერძნ. διέφυγεν. ლათ. fugit; რუს. укрывшееся от его взора).
126 - სიტყვ. "მიეცი".
127 - მოსეს ცხოვრების აღნიშნული მოვლენები, რაზეც დაწვრილებით მოგვითხრობს "გამოსვლათა წიგნი", იმდენად ცნობილია, რომ, ვფიქრობთ, შესაბამის ბიბლიურ მუხლებზე ცალკეულად მითითების საჭიროება არ არის.
128 - "დიახ, რაიმე მსგავსი იმოქმედე კი"
- ეს სიტყვები ბერძნული ტექსტის ლაკონურ სტილში ბუნებრივად ნაგულისხმევია,
თუმცა ორიგინალის აღნიშნული იმპლიციტურობა ქართულ თარგმანში ვერ
ნარჩუნდება და ერთი მონაკვეთიდან მეორე მონაკვეთზე სწორი აზრობრივი
გადასვლისთვის აუცილებელი ხდება ზემორე სიტყვების (ორიგინალში, კვლავ
აღვნიშნავთ, ბუნებრივად ნაგულისხმევის) შემოტანა.
129 - იგულისხმება, რომ "ყოველივე შეძრულიყო და ზევით-ქვევით მიმოქცეულიყო", მოსესებრ, მიმართვის ობიექტისთვის (ნაცვალსახელი "შენთვის" უკავშირდება როგორც უშუალოდ მომდევნო სიტყვებს "უბედურება ყოფილიყო", ასევე ზემომოტანილ დამაბოლოებელ ნაწილს: "ყოველივე შეძრულიყო და ზევით-ქვევით მიმოქცეულიყო"). ეს სიტყვები ხაზგასმაა იმაზე, რომ მოსესთვის ქვეყნის დაქცევას უდრიდა მიზნის მიუღწეველობა.
130 - "მოსესთან ერთად ადი ზემოთ" - შდრ. ბერძნ. συν-ανά-βηθι, რაც ასე იშლება: συνανάβηθι - "თანა-ზე-ვიდოდე" (შდრ. ლათ. simul ascende). ისედაც ცხადია, რომ აარონი არ შედის მოსესთან ერთად ნისლში. შესაბამისად, მცდარია რუსული взойди ("შედი"), რაც იმავე რუსული თარგმანის მომდევნო ნაწილთანაც შეუსაბამოა: А ежели ты Аарон, то взойди с Моисеем, но стань вблизи, вне облака.
131 - "ბერობისაგანი ვინმე" - შდრ. ბერძნ. τῆς γερουσίας τις (ლათ. ordinis senatorii unus; რუს. один из старейшин). ტერმინი γερουσία წმინდა წერილის ძველ ქართულ რედაქციებში ითარგმნება სამგვარად: "მოხუცებულნი", "მოხუცებულობაჲ" და "ბერობაჲ". მაგალითად: გამოსლ. 3.16, OBSAK: "შეკრიბენ მოხუცებულნი ძეთა ისრაელისათანი"; C: "შეკრიბე ბერობა ძეთა ისრაელისათა"; გამოსლ. 3.18, OBSAK: "შეხჳდე შენ და მოხუცებულნი ძეთა ისრაელისათანი ფარაოსა"; C: "შეხჳდეთ შენ და ბერობა ძეთა ისრაელისათა მეფისა მიმართ ეგჳპტისა". გამოსლ. 4.29, OBSAK: "შეკრიბნეს მოხუცებულნი ძეთა ისრაელისათანი"; C: "შეკრიბეს ყოველი მოხუცებულობა ძეთა ისრაელისათა"; გამოსლ. 12.21, OBSAK: "მოუწოდა მოსე ყოველთა (-AKS) მათ (-AKS) მოხუცებულთა ძეთა ისრაელისათა"; C: "უწოდა მოსე ყოველსა ბერობასა ძეთა ისრაელისათასა" და ა.შ.
132 - შდრ. გამოსლ. 24.1: "და მოსეს ჰრქუა: აღმოვედით [აღმოვედ AK] ჩემდა [C; -OBAKS] შენ და აჰრონ და ნადაბ და აბიუდ უფლისა და სამეოცდაათნი მოხუცებულნი [მოხუცებულთაგან CS] ისრაელისანი [ისრაელისათა CS] და თაყუანის-სცენ შორით უფალსა". იხ. აგრეთვე: გამოსლ. 24.9.
133 - შდრ. გამოსლ. 19.13, OB: "ეკრძალენით თავთა თქუენთა და ნუ აღხუალთ მთასა მას შეხებად რასმე მისა! ყოველი, რომელი შეეხოს მთასა მას, სიკუდილითა აღესრულოს. ქვითა განიტჳნნეთ, ანუ თუ ისრითა განიდევნნეთ, გინათუ საცხოვარი,
გინა კაცი, არა ცხონდეს. რაჟამს ჴმანი იგი და საყჳრი იგი და ღრუბელი
წარვიდეს მთისა მისგან, მაშინ იგინი აღმოვიდენ მთად" (AK); შდრ. CS:
"ეკრძალენით თავთა თქუენთა აღსლვად მთად და შეხებად რასმე მისსა. ყოველი, რომელი შეეხოს მთასა, სიკუდილითა აღესრულოს. ქვითა დაიქოლოს, ანუ სატყორცნითა განიშურდლოს, უკუეთუ საცხოვარი, უკუეთუ კაცი არა ცხოვნდეს, რაჟამს ჴმანი და საყჳრნი და ღრუბელი წარვიდენ მთით, მაშინ აღვიდენ იგინი მთად".
134 - შდრ. გამოსლ. 19.21, OB: "ჰრქუა უფალმან მოსეს: გარდაგუალე და უწამე ერსა მას და წმიდა-ყვენ (ἅγνισον) იგინი დღეს და ხვალე, განირცხენ [განირცხედ AK] სამოსელი მათი!"; შდრ. CS: "განიწიმდენ იგინი დღეს და ხვალე და განირცხენ [განირცხნეს S] სამოსელნი მათნი [-C]!".
135 - "აკურთხა მღვდელთა ხელნი" -
ე.ი. მღვდელმოქმედების (მღვდელმესრულეობის, მღვდელმემსხვერპლეობის)
აღმსრულებლად გამოაჩინა ხელნი ანუ მოახდინა ხელების კონსეკრაცია,
"ამღვდელმოქმედა ხელნი", "მღვდელმესრულეჰყო ხელნი". შესაბამისი ბერძნული
τῶν ἱερέων ἐτελείου τὰς χεῖρας, სიტყვა-სიტყვით ნიშნავს: "სრულქმნა
მღვდელთა ხელნი" (შდრ. ეფრ.: "ვინ სრულჰყოფდა მღდელთა ხელებსა?"), თუმცა
მოცემულ კონტექსტში ტერმინი τελειόω ხელთა საკუთრივ კონსეკრაციას ანუ
"კურთხევას", იგივე "წმიდა-ქმნას" ე.ი. მათ "სამღვდელმოქმედოდ განწმენდას"
აღნიშნავს. ზედმიწევნითია ლათინური თარგმანი: quis sacerdotum manus
consecrabat. ამგვარი მნიშვნელობა ხსენებული ზმნისა გამომდინარეობს იქიდან,
რომ ბერძნულ საეკლესიო ტექსტებში ტერმინი τελείωσις, გარდა ზოგადი გაგების
"სისრულისა", არაიშვიათად აღნიშნავს სწორედ "მღვდელმოქმედებას",
განსაკუთრებით ხშირად კი "კურთხევას", "სატფურებას", "წმინდაქმნას" ანუ
კონსეკრაციას (მაგალითად Ath. alexsandr. PG. 26, col. 237: ἡ τοῦ
βαπτίσματος τελείωσις - "ნათლისღების სისრულე ანუ მღვდელმოქმედება"; Dion
Areop. Eccl. 2.3.8: Ἡ γὰρ ἱερὰ τῆς θεογενεσίας τελείωσις ἑνοῖ τὰ
τελεσθέντα τῷ θεαρχικῷ πνεύματι - "რამეთუ ღმრთივშობილობის [=ნათლისღების]
სამღვდელო სისრულე [=მღვდელმოქმედება] აერთებს სრულებამიღებულთ
[=ნათელღებულთ] ღმერთმთავრობითი სულით", - ძვ. ქართ. თარგმ.: "რამეთუ
წმიდაჲ იგი ღმრთივშობილებისა სრულება[ჲ] შეაერთებს სრულქმნილთა მათ სულითა
ღმერთმთავრობითითა", სამს. ენუქ. გამოც. გვ. 168; Dion Areop. Eccl. 2.2.7:
τρισὶ τοῦ παναγεστάτου μύρου σταυροειδέσι χύσεσι τελειώσας αὐτὸ -
"ყოვლადწმინდა მირონის სამგზისი ჯვრისსახოვანი შთაღვრით სრულყოფს
[=აკურთხებს] მას [=წყალს]", - ძვ. ქართ. თარგმ. "სამითა ყოვალდწმიდისა
მიჰრონისა ჯუარისსახედ შთასხმითა სრულ-ჰყოფს მას", იქვე, გვ. 163; შდრ.
აგრეთვე Dion Areop. Eccl. 5.2. Tit.: Μυστήριον ἱερωτικῶν τελειώσεων -
"საიდუმლო სამღვდელო სრულებისა [მღვდელმოქმედებისა ანუ კურთხევისა]", შდრ.
ძვ. ქართ. თარგმ.: "საიდუმლოჲ სამღდელოთა სრულებისაჲ", იქვე, გვ. 198 და
ა.შ.). დავძენთ, რომ აღნიშნულ ადგილას წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის შრომის
რუსული თარგმანი სრულიად გაუგებარია: кто из иереев простер руки? იქვე
მითითებული ბიბლიური მუხლი, რაც არის გამოსლ. 29.9, სლავურში გვთავაზობს
ასეთ ტექსტს: ... . სინოდალურშია: наполни руки Аарона и сынов его. საიდან
გაჩნდა ზემორე რუსულ თარგმანში კონტექსტისათვის სრულიად შეუსაბამო простер
руки, რაც წმინდა წერილში სულ სხვა კონტექსტში უკავშირდება მოსეს, ვერ
ვადგენთ. მცდარია დასაწყისი სიტყვებიც: кто из иереев, რაც ნიშნავს:
"მღვდელთაგან ვინ", მაშინ როცა მოცემულ მუხლში საუბარია არა იმის შესახებ,
თუ მღვდელთაგან ვინ იყო ანუ რომელი მღვდელთაგანი იყო, რომელმაც აკურთხა
ხელნი, არამედ ის, თუ ვინ აკურთხა "მღვდელთა ხელნი", რადგან იგულისხმება,
რომ მოსემ აკურთხა (ე.ი. სრულქმნა ანუ სამღვდელმოქმედოდ განწმინდა)
მღვდლების - აარონისა და მისი ძეების ხელნი (შდრ., წმინდა წერილის
მიხედვით, უფლის მიმართვა მოსესადმი: B(O): "და შენ მოიყვანნე თავისა
მომართ შენისა აჰრონ, ძმა შენი, და ძენი მისნი ძეთაგან ისრაელისათა
მღდელობად ჩემდა, აჰრონ და ნადაბ და აბიუდ და ელეაზარ და ითამარ, ძენი
აჰრონისნი, ... განწმიდენ იგინი მღდელობად ჩემდა, ... დაჰბურო ვარშამანგები
და იყოს იგი მათდა სამღდელოდ წინაშე ჩემსა უკუნისამდე, და სრულ-იყვნეს
ჴელნი აჰრონისნი და ჴელნი ძეთა მისთანი", გამოსლ. 28.1; 29.1; 29.9; შდრ.
ACKS: "და შენ მოიყვანენ თავისა მომართ შენისა აჰრონ, ძმა შენი, და ძენი
მისნი ძეთაგან ისრაელისათა მღდელობად ჩემდა, აჰრონ და ნადაბ და აბიუდ და
ელეაზარ და ითამარ, ძენი აჰრონისნი, ... განწმიდენ იგინი, რათა
მიმღდელობდენ მე იგინი, ... და დაადგინე მათ კიდარნი და იყოს მათდა
მღდელობა ჩემი უკუნისამდე, და განასრულნე ჴელნი აჰრონისნი და ჴელნი ძეთა
მისთანი". შდრ. ბერძნ. καὶ σὺ προσαγάγου πρὸς σεαυτὸν τόν τε ααρων τὸν
ἀδελφόν σου καὶ τοὺς υἱοὺς αὐτοῦ ἐκ τῶν υἱῶν ισραηλ ἱερατεύειν μοι ααρων
καὶ ναδαβ καὶ αβιουδ καὶ ελεαζαρ καὶ ιθαμαρ υἱοὺς ααρων... ποιήσεις
αὐτοῖς ἁγιάσαι αὐτοὺς ὥστε ἱερατεύειν μοι αὐτούς... καὶ ζώσεις αὐτοὺς
ταῖς ζώναις καὶ περιθήσεις αὐτοῖς τὰς κιδάρεις καὶ ἔσται αὐτοῖς ἱερατεία
ἐμοὶ εἰς τὸν αἰῶνα καὶ τελειώσεις τὰς χεῖρας ααρων καὶ τὰς χεῖρας τῶν
υἱῶν αὐτοῦ).
136 - აარონისთვის.
137 - "იყოს მისთვის ღვთის მონაცვლედ" - შდრ. τὰ πρὸς Θεὸν ἦν (ლათ. ea. qua ad deum spectabant, curabat; რუს. был ему вместо Бога). იხ. გამოსლ. 4.16, სადაც უფალი აარონთან დაკავშირებით ასე მიმართავს მოსეს: "შენ ეყო მას ღმრთისა მიერ" (OB; "და შენ ეყო მას ღმრთისა მიმართ", AKS; "ხოლო შენ მისდა იყო ღმრთისა მიმართ", C).
138 - შდრ. გამოსლ. 4.16, სადაც უფალი კვლავაც აარონთან დაკავშირებით ამას ეუბნება მოსეს: "და მან გატყუას შენ ერისა მიმართ და იგი იყოს პირ შენდა" (COBჳ; "და იგი ეტყოდის შენ წილ ერსა მას და იგი იყოს პირ შენდა", AKS; "და იტყოდის შენ წილ იგი ერისა მიმართ და იგი იყოს შენდა პირ", C).
139 - შდრ. გამოსლ. 30.10, (OB: "და ლხინება-ყოს აჰრონ რქათა მისთა ზედა ერთგზის წელიწადსა შინა სისხლისა მისგან განსაწმედელისა ცოდვათასა. ერთგზის წელიწადსა განწმიდოს იგი ნათესავსა შორის მათსა, რამეთუ წმიდა წმიდათა არს უფლისა"; AKCS: "და ლხინება-ყოს აჰრონ რქათა მისთა ზედა ერთგზის წელიწადსა შინა სისხლისაგან განსაწმედელისა ცოდვათასა სალხინებელისა, ერთსა ჯერსა წელიწადისასა [წელიწდისასა S] განწმიდოს იგი ნათესავსა შინა მათსა, რამეთუ წმიდა წმიდათა უფლისა [- AKC] არს". შდრ. ებრ. 9.6-7: CD: "და ესე რაჲ ესრეთ აღმართებულ იყო, პირველსა მას კარავსა მარადის შევლენედ მღდელნი და მსახურებასა მას აღასრულებედ. ხოლო შინაგანსა მას ერთგზის წელიწადსა მღდელთმოძღუარი იგი ხოლო შევიდის და არა თჳნიერ სისხლისა, რომელი-იგი შეწირის თავისა თჳსისათჳს და ერისა უმეცრებისათჳს"; შდრ. აგრეთვე AB: "და ესე ესრჱთ აღმართებულ იყო, გარეშესა მას კარავსა მარადის [-გ] შევლენედ მღდელნი [+მარადის გ] და მსახურებასა მას [- გ] აღასრულებედ. ხოლო შინაგანსა მას ერთგზის წელიწადსა [+შევიდე გ] მღდელთმოძღუარი იგი ხოლო შევიდის [- გ] და არა [+ხოლო გ] თჳნიერ სისხლისა, რომელი-იგი შეწიროს [შეიწირის გ] თავისა თჳსისათჳს და ერისა უმეცრებისათჳს".
140 - სიტყვ.: "იყო, როცა [იყო]" (ἦν ὅτε. შდრ. ლათ. statuto tempore; რუს. в определенное время.).
141 - "ალალბედზე" - ე.ი. შემთხვევით, სტიქიურად, გაუცნობიერებლად (შდრ. ὡς ἔτυχεν. ლათ. temere; რუს. как ни попало; ეფრ. "დამთხუევით").
142 - "დღიური" - ე.ი. ერთი დღის განგრძლივობისა, დღევანდელი დღისა, იგივე ეფემერული. შდრ. αὐθημερινὴ (Lidell-Scott-თან თარგმნილია სიტყვით: ephemeral). ეფრ.-ის თარგმანში შესატყვისია "სამარადისოჲ" ("ესე თჳთ ესრეთ მეოცნის ჩუენ სამარადისოდ სიბრძნედ"), თუმცა ზემოხსენებულ ბერძნულ αὐθημερινός-ს ეს შინაარსი არ აქვს. ეს ტერმინი, სხვათა შორის, დასტურდება იობის წიგნში: μισθίου αὐθημερινοῦ ἡ ζωὴ αὐτοῦ (სლავ. ...), რაც ძველ ქართულად თარგმნილია ლექსიკური ერთეულით "მდღევრი" ("მორეწისა მდღევრისაჲ ჟამი მისი", ODS).
143 - შდრ. ეს. 10.9, GS: "არა მოვიღე სოფელი ზენაკერძო ბაბილონისა და ხალანისა, სადა გოდოლი აღეშენა,
და მოვიღე არაბია და დამასკოჲ და სამარიაჲ". შდრ. ოშკური, სადაც რატომღაც
სახეზეა მრავლობითი "გოდლები": და თქუა[ს]: არა დავიპყარ სოფელი ზემო კერძო
ბაბილონისა და ქალანისა, სადა-იგი გოდლები შენებულ იყო, და დავიპყარ არაბიაჲ და დამასკჱ და სამარიაჲ?, (შდრ. ბერძნ. καὶ ἐρεῖ οὐκ ἔλαβον τὴν χώραν τὴν ἐπάνω βαβυλῶνος καὶ χαλαννη οὗ ὁ πύργος ᾠκοδομήθη
καὶ ἔλαβον ἀραβίαν καὶ δαμασκὸν καὶ σαμάρειαν. ლათ. numquid non
principes mei simul reges sunt numquid non ut Charchamis sic Chalanno et
ut Arfad sic Emath numquid non ut Damascus sic Samaria; სლავ. ...;
სომხ. ...). ეფრ.-ის თარგმანი გავრცობილია და ორიგინალთან ნაკლებად
თანხვედრი: "ესე თჳთ ესრეთ მეოცნის ჩუენ სამარადისოდ სიბრძნედ, რომლისა
მიერ ხალანისაცა იგი გოდოლი საძიებელად ჩუენდა იქმნის".
144 - ბერძნ. εὐθαδεία ძველ ქართულად ტერმინოლოგიურად, ჩვეულებრივ, ითარგმნებოდა როგორც "თავჴედობაჲ". მაგალითად, ტიტ. 1.7 (CD): "რამეთუ ჯერ-არს ეპისკოპოსისა უბიწო ყოფაჲ, ვითარცა ღმრთისა მნისაჲ, ნუ თავჴედ (μὴ αὐθάδη), ნუ გულ-მწყრალ, ნუ მოღჳნე, ნუ მოლალე, ნუ საძაგელის შემძინელ" (იგივე შესატყვისია AB-ში); შესაქ. 49.3 (BC): "ფიცხლად სჩნდი, ფიცხლად და თავჴედად (αὐθάδης) მაწყინებდი" (იგივე შესატყვისია სხვა რედაქციებშიც); შესაქ. 49.7 (BC): "თავჴედ (αὐθάδης)" (იგივე შესატყვისია სხვა რედაქციებშიც); II პეტრ. 2.10, ABGD: "კადნიერნი და თავჴედნი, დიდებათათჳს არა ძრწიან" - Τολμηταί αὐθάδεις, δόξας οὐ τρέμουσιν. შესატყვისად გვხვდება აგრეთვე "ლაღი", "სილაღე" (შდრ. იგავ. 21.24, OS: "ფიცხელსა და ლაღსა ბილწ ჰრქჳან" - θρασὺς καὶ αὐθάδης καὶ ἀλαζὼν λοιμὸς καλεῖται. ეს. 24.8: "სილაღე და სიმდიდრე უღმრთოთაჲ, დაცხრომილ არს ჴმაჲ ქნარისაჲ" - πέπαυται εὐφροσύνη τυμπάνων πέπαυται αὐθάδεια καὶ πλοῦτος ἀσεβῶν πέπαυται φωνὴ κιθάρας).
145 - შდრ. რიცხ. 16.25-33,
S: "და აღდგა მოსე და მივიდა დათანისა და აბირონისა და მივიდეს მის თანა
ყოველნი მოხუცებულნი ისრაელისანი. და ეტყოდა კრებულსა და ჰრქუა:
გამოეშოვრენით კარავთა მაგათგან კაცთა ფიცხელთასა და ნუ შეეხებით
ყოველსავე, რომელ-რაჲ არს მათი, ნუუკუე წარსწყმდეთ ცოდვათა მათთა თანა. და
გამოეშოვრნეს გარემო კარავთა მათ კორესთა და გამოვიდეს დათან და აბირონ,
დადგეს კართა თანა კარვისა მათისათა ცოლნი მათნი, და შვილნი მათნი და
ყოველი ჭურჭერი მათი... და განეღო ქუვყანაჲ და შთანთქნა იგინი და
სახლნი მათნი და ყოველნი კაცნი, რომელნი იყუნეს კორეს თანა და ყოველი
საცხოვარი მათი და ყოველივე, რაჲცა იყო მათი ცხოველნი, [შთაჴდეს] ჯოჯოხეთა.
და დაფარნა იგინი ქუეყანამან და წარწყმდეს იგინი შორის კრებულისა მის."
(~AK); შდრ. G: "და აღდგა მოსე და წარვიდა დათანისსა და აბირონისსა და
თანა-წარვიდეს მის თანა ყოველნი მოხუცებულნი ისრაელისანი. და იტყოდა
შესაკრებელისა მიმართ, მეტყუელი: გამოსთქდით კარავთაგან კაცთა ამათ
ფიცხელთაჲსა და ნუ შეეხებით ყოველთა, რაოდენნი-რაჲ არიან მათნი, ნუსადა
თანა-წარსწყმდეთ ყოველსა შინა ცოდვასა მათსა. და განეშორნეს კარვისაგან
კორესსა, დათანისსა და აბირონისსა გარემოჲს; და დათან და აბირონ გამოვიდეს
და დადგეს კართა თანა კარავთა მათთასა, და ცოლნი მათნი და შვილნი მათნი და
ჭურჭელი მათი... და განეღო ქუეყანაჲ და შთანთქა იგინი და სახლნი
მათნი და ყოველნი კაცნი, მყოფნი კორეს თანა, და საცხოვარნი მათნი, და
შთავიდეს იგინი და ყოველნი, რაოდენნი იყვნეს მათნი ცოცხალნი, ჯოჯოხეთად. და
დაფარნა იგინი ქუეყანამან და წარწყმდეს საშუალ შესაკრებელისაგან".
146 - "ღირსი
ამჟამინდელი ხსენებისა... და გამორჩეულობის ღირსი" - ტერმინ "ღირსის"
განმეორება, რაც თითქოსდა ტავტოლოგიის განცდას იწვევს, ორიგინალისეულია
(შდრ. ბერძნ. ἀξίαν τῆς εἰς τὸ παρὸν μνήμης... καὶ τῆς ἐκλογῆς ἀξίων. ლათ. ; რუს. достойный, чтобы напомянуть о нем... и достойны избрания). ეფრემთან განსხვავებული ტექსტია: "ღირსი აწინდელისა ამის სჯულიდებისაჲ... და ზოგად ყოველთა რჩეულებისა" (465).
147 - "მეორე კი უმეტესად შეიყვარება" - გასაგებია, რომ იგულისხმება წმ. იოანე მახარებელი, რომელიც შეყვარებული იყო უფლისგან (შდრ. იოანე, 13.23-25: "და იყო ერთი მოწაფეთა მისთაგანი მიყრდნობილ წიაღთა თანა იესუჲსთა, რომელი-იგი უყუარდა იესუს. წამ-უყვნა მას სიმონ-პეტრე, რაჲთა ჰკითხოს, ვინ არს, რომლისათჳს იტყჳს ხოლო იგი მიეყრდნა მკერდსა იესუჲსსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს?"; იოანე 21.7: "ჰრქუა პეტრეს მოწაფემან მან, რომელი უყუარდა იესუს, ვითარმედ: უფალი არს"; აგრეთვე, იოანე 21.20: "მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი, რომელი უყუარდა იესუს, მისდევდა რაჲ, რომელი-იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?". ამრიგად, სრულიად ნათელკია, რომ საუბარია იესოს მიერ შეყვარებულ მოწაფეზე (შდრ. ლათ. ille impensius ametur, et supra pectus Jesu requescat [იქვე სქოლიოში მითითებულია იოანე 13.25]; ეფრ.: "ხოლო მეორე შეყუარებულ იქმნა უფროჲს და მკერდსა ზედა იესუჲსსა განისუენებდა"). ამ უაღრესად აშკარა ფაქტზე ხაზგასმას ვაკეთებთ მხოლოდ იმის გამო, რომ რუსულ თარგმანაში ხსენებული "მეორე" (ე.ი. იოანე მახარებელი) წარმოდგენილია სხვებზე უფრო შეყავრებულად არა უფლისგან, არამედ ჩვენგან (შდრ. другой больше других любим и возлежит на персях Иисуса). ამგვარი გაგება, ცხადია, მცდარია და არ ეთანხმება ორიგინალს.
148 - "დაითმენენ მათ უპირატესობას" - ე.ი. არ დრტვინავენ იმისთვის, რომ ხსენებულ ორს (პავლემდე) უპირატესობა განეკუთვნათ მაცხოვრისგან. შდრ. καὶ φέ ρουσιν οἱ λοιποὶ τὴν προτίμησιν (ლათ. ac reliqui discipul eos sibi praeferri aequo animo ferant; რუს. прочие же не оскорбляются таким предпочтением; ეფრ. "და სხუანი იგი თავს-იდებდეს უპირატესობასა მათსა").
149
- "ხოლო როდესაც მთაზე უფლის ასვლა იყო საჭირო" - შდრ. Ἀναβῆναι δὲ εἰς τὸ
ὄρος δεῆσαν (ლათ. cum in montem ascendendum fuisset; რუს. Когда Иисусу
надлежало взойти на гору).
150 - მაცხოვარი.
151 - წინამდებარე თარგმანში, ისევე როგორც ჩვენს სხვა თარგმანებში, ხატოვნებითი ტერმინოლოგიის კონტექსტში ვიცავთ შემდეგ შესატყვისობას: μορφή - "ხატება", εἰκών - "ხატი", χαρακτήρ - "ხატოვნება".
152 - შდრ. მათ. 17.1-2 (G): "და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე
და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა
თჳსაგან. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი
ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი".
153 - შდრ. მათ. 26.36-39
(G): "მაშინ მოვიდა იესუ მათ თანა ადგილსა, რომელსა ჰრქჳან გეთსიმანია, და
ჰრქუა მათ: დასხედით მანდა, ვიდრემდე მივიდე იქი და ვილოცო. და წარიყვანნა პეტრე და ორნი ძენი ზებედესნი და იწყო მწუხარებად და ურვად. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილადმდე; დაადგერით აქა და იღჳძებდით ჩემ თანა. და წარვიდა მცირედ და დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ილოცვიდა".
154 - "ქრისტესეული უპირატესმყოფელობა" - ე.ი. ქრისტეს მიერ უპირატესობის მინიჭება ანუ ქრისტესეული გამომრჩევლობა (შდრ. ბერძნ. Αὕτη μὲν ἡ τοῦ Χριστοῦ προτίμησις. ლათ. atque haec Christi praelatio et electio fuit; რუს. Но в зтом видно предпочтение Христово; ეფრ. 466: "ხოლო შენ იხილე სხუასა ყოველსა ზედა ქრისტესი წესთდამცველობაჲ").
155 - იოანე 13.6 (G): "ჰრქუა მას პეტრე: უფალო, შენ დამბანა ფერჴთა ჩემთა?".
156 - იოანე 14.8 (G): "ჰრქუა მას ფილიპე: უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა".
157 - იოანე 14.22 (G): "ჰრქუა მას იუდა, არა ისკარიოტელმან: უფალო, რაჲ არს, რამეთუ ჩუენ გამოგჳცხადებ თავსა შენსა და არა სოფელსა?".
158 - იოანე 14.5 (G): "ჰრქუა მას თომა: უფალო, არა ვიცით, ვიდრე ხუალ, და ვითარ შემძლებელ ვართ გზისა მის ცნობად?".
159 - იოანე 12.22 (G): "მივიდა ფილიპე და ჰრქუა ანდრეას; და მოვიდეს ანდრეა და ფილიპე და ჰრქუეს იესუს".
160 - იოანე 13.23-24 (G): "და იყო ერთი მოწაფეთა მისთაგანი მიყრდნობილ წიაღთა თანა იესუჲსთა, რომელი-იგი უყუარდა იესუს. წამ-უყვნა მას სიმონ-პეტრე, რაჲთა ჰკითხოს, ვინ არს, რომლისათჳს იტყჳს?".
161 - იგულისხმება გულისწყრომა, გაცხარებულობა ერთმანეთისადმი ანუ ურთიერთის მიმართ მოქიშპეობით გაღიზიანებულობა.
162 - "რომელიც ყველა დიდებას მამისადმი აღავლენდა ყოველივეში" - ზედმწიევნით ასეა ბერძნულში: πᾶσαν τῷ Πατρὶ τὴν δόξαν ἐν πᾶσιν ἀναπέμποντος (შდრ. ლათ. omnem in ominibus rebus gloriam ad Patrem transmittentis; რუს. во всем воздающего всякую славу Отцу). შესაბამისად, ეფრ.-ის თარგმანი ორიგინალის არსებული ტექსტისგან დაცილებულია: "ყოველივე მამული დიდებაჲ თავსა შორის თჳსსა დაიფარა" (466).
163 - "მდაბლობად" ვთარგმნით ბერძნულ μετριότης-ს, რაც პირდაპირი გაგებით ნიშნავს "ზომიერებას", თუმცა არაიშვიათად (განსაკუთრებით საეკლესიო ტექსტებში) გულისხმობს მოკრძალებულობას, თავშეკავებულობას, მორიდებულობას (შდრ. ლათ. moderatio; რუს. скромность; ეფრ. "სიმდაბლე").
164 - ე.ი. "მდაბლობის" (ბერძნ. μετριότης. შდრ. ლათ. moderatio; რუს. скромность; ეფრ. "სიმდაბლე") პატივისცემას, დაფასებას.
165 - "რის პატივისცემასაც იმ ზომამდე ვართ განყენებულნი" - შდრ. ბერძნ. Ἣν τοσοῦτον τιμᾷν ἀπέχομεν (ლათ. quam tamen tantum abest, ut colamus et amplectamur; რუს. которую мы до того не уважаем).
ეფრ.-თან ეს სიტყვებიც და მომდევნო ნაწილიც (აბზაცის ბოლომდე) სრულიად
სხვა ტექსტს წარმოგვიდგენს: "...რაჲთა ჩუენ მომცეს [მაცხოვარმა, ე.ჭ.] სახე
სიმდაბლისაჲ და კეთილადწესიერებისაჲ, რაჲთა ესოდენ ვეკრძალებოდეთ პატივსა,
რაჲთა არა გამოვჩნდეთ სხუათა ულაღესად და უკადნიერესად, არამედ საყუარელ
გჳჩნდეს, რაჲთა დავიჭირვნეთ მცირენი ესე და წარმავალნი დიდ-დიდთა მათთჳს და
წარუვალთა" (466).
166 - "სწორედ მდაბლებად ვაჩვენებთ თავს უდიადესთა შესახებ და უდიადესთა შორის" - იგულისხმება, რომ (და ქვემოთ უფრო ცხადადაა ნათქვამი ეს) საკუთრივ "უდიადესთა შესახებ და უდიადესთა შორისაც".
თუმცა სინამდვილეში უაღრესად კადნიერნი და უკრძალველნი ვართ, მაინც ამ
მხრივ გარეგნულად თავს "მდაბლებად", მორიდებულებად წარმოვაჩენთ. ფრაზაში "უდიადესთა შესახებ და უდიადესთა შორის" ტერმინი "უდიადესნი" უნდა გულისხმობდეს საკუთრივ მამას, ძეს და სულიწმინდას ანუ ერთარსება ღმერთის სამ ჰიპოსტასს. ამ აზრს გვიდასტურებს შემდეგი: წმ. გრიგოლი ტერმინს "უდიადესნი" (გენეტივში: τῶν μεγίστων)
სხვა შემთხვევაშიც იყენებს, კერძოდ 39-ე სიტყვაში ("წმინდა ნათლისღების
შესახებ"), რომლის მეცხრე თავშიც ვკითხულობთ: "რამეთუ სადაც არის შიში,
იქაა მცნებათა დამცველობა, სადაც არის მცნებათა დამცველობა, იქაა განწმენდა
ხორცისა - სულზე ზედდადებული ღრუბლისა, რაც აბრკოლებს საღვთო სხივის სიწმინდით ხედვას, ხოლო სადაც არის განწმენდა, იქაა გაბრწყინებაც, გაბრწყინება კი ესაა სრულყოფა სურვილისა იმათთვის, რომლებიც ისწრაფვიან უდიადესთა ანდა უდიადესის ან კიდევ დიადზე უზესთაესის მიმართ" (შდრ. Οὗ γὰρ φόβος, ἐντολῶν τήρησις• οὗ δὲ ἐντολῶν τήρησις, σαρκὸς κάθαρσις, τοῦ ἐπιπροσθοῦντος τῇ ψυχῇ νέφους, καὶ οὐκ ἐῶντος καθαρῶς ἰδεῖν τὴν θείαν ἀκτῖνα• οὗ δὲ κάθαρσις, ἔλλαμψις• ἔλλαμψις δὲ, πόθου πλήρωσις, τοῖς τῶν μεγίστων, ἢ τοῦ μεγίστου, ἢ ὑπὲρ τὸ μέγα
ἐφιεμένοις, PG. 36, col. 344). წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის აღნიშნულ
სიტყვებს წმ. მაქსიმე აღმსარებელი ასეთ განმარტებას ურთავს: "ამბობენ
საღვთო საიდუმლოთა მცოდნენი, რომ სადაც არის სათნოებათამიერი განწმენდა სულისა, იქვე, აგრეთვე, თავს იჩენს, არსთა კეთილსარწმუნოებრივი განხილვის შემდგომ, გაბრწყინება ცოდნისა, რასაც სული აჰყავს ღვთიურის წვდომისკენ, თანაშეამსჭვალავს რა მის (სულის) სურვილს საწადელთაგან უაღრესს, რაც არის ღმერთი, რომელიც "უდიადესთა შორის" და "უდიადესში" და "დიადზე უზესთაეს" საკუთრივად მყოფობს და შეიცნობა, კერძოდ, ერთი მხრივ, "უდიადესთა შორის" - როგორც სამ ჰიპოსტასში,
რომლებიც არიან თანაარსნი, თანაძალოვანნი და, ამასთან, შეურევნელნი
თითოეულ მათგანთან დაკავშირებული ზედმიწევნითი და უცვალებელი თვისებით, ესე
იგი - უშობელობით, შობილობითა და გამომავლობით; მეორე მხრივ, "უდიადესში" - შესაბამისად ღმრთეების არსობრივი ერთობისა, იგივეობისა და მხოლოობისა, ხოლო, მესამე მხრივ, "დიადზე უზესთაეს" - ამისდა კვალობაზე, რომ ღვთიურობა არ გარეშემოიწერება რამ რაოდენობით, სიდიდით ან განზომილებით და არ გარეშეიცვის იგი რამ საზღვრებით" (102-ე აპორია; შდრ. Φασίν οἱ τῶν θείων ἐπιστήμονες μυστηρίων ὅτι ἔνθα κάθαρσις ψυχῆς ἡ διά τῶν ἀρετῶν, ἐκεῖ καί ἔλλαμψις γνώσεως μετά τήν εὐσεβῆ τῶν ὄντων διάσκεψιν ἀναφαίνεται, πρός τήν τοῦ θείου κατανόησιν τήν ψυχήν ἀναβιβάζουσα, καί τόν πόθον αὐτῆς προσηλοῦσα τῷ ἐσχάτῳ τῶν ὀρεκτῶν, ὅπερ ἐστίν ὁ Θεός, ὁ ἐν τοῖς μεγίστοις καί ἐν τῷ μεγίστῳ καί ὑπέρ τό μέγα κυρίως ὑπάρχων καί γινωσκόμενος· "ἐν τοῖς μεγίστοις" μέν, ὡς ἐν τρισίν ὑποστάσεσιν
ὁμοουσίοις καί ὁμοδυνάμοις, ἀσυγχύτοις τε τῇ ἀκριβεῖ καί ἀμεταβόλῳ
περί ἑκάστην ἰδιότητι, ἀγεννησίᾳ λέγω καί γεννήσει καί ἐκπορεύσει· "ἐν τῷ μεγίστῳ" δέ, διά τό κατ᾿ οὐσίαν ἕν καί ταὐτόν καί μοναδικόν τῆς θεότητος· ὑπέρ τό μέγα δέ, διά τό "μή ποσῷ τινι ἤ μεγέθει ἤ πηλικότητι περιγράφεσθαι" καί πέρασί τισι διαλαμβάνεσθαι τό θεῖον).
167 - "თავმდაბლობა" - გამომდინარე იქიდან, რომ ძველი ქართული "სიმდაბლე" სადღეისოდ უარყოფითი გაგებითაა დამკვიდრებული (კერძოდ, უიგივდება "სულმდაბლობას"), შესაძლებლად ვთვლით, რომ თუ ყველგან არა, იმ ტექსტებში მაინც, რომლებიც მასობრივი მკითხველისთვისაა გათვალისწინებული, ბერძნული ταπεινότης ითარგმნოს ტერმინით "თავმდაბლობა".
168 - როგორც ჩვენს სხვა თარგმანებში, ამჯერადაც ტერმინი "მდაბალცნობიერი"
(ე.ი. შეგნებულად, ცნობიერად ანუ ნადმვილად თავმდაბალი, კერძოდ ის, ვინც
აცნობიერებს თავის სიმდარეს, დაცემულობას, ცოდვილიანობას და, შესაბამისად,
არანაირ ღირსებას, არანაირ პატივს თავის თავს აღარ განუკუთვნებს)
გადმოსცემს ბერძნული ταπεινόφρων-ს, ხოლო "მდაბალცნობიერება" - ταπεινοφροσύνη-ს (შდრ. გელათური "მდაბალცნობობაჲ"; შდრ. გული გონიერი, 2011, №1, გვ. 140, სქოლიო 3).
169 - საგულისხმოა, რომ ამ შემთხვევაში ეფრემი ბერძნულ μετρίως-ს პირდაპირ თარგმნის ტერმინით "ზომიერად" ("რომელი ზომიერად მეტყუელებდეს ღმრთისათჳს", 466).
170 - შდრ. ამ ბოლო ნაწილის ეფრემისეული თარგმანი: "მდაბალ ჩემდა არს..., რომელი ზომიერად მეტყუელებდეს ღმრთისათჳს, რომლისამე თქუმითა და რომლისამე პყრობითა და რომლისამე ყოვლად უმეცრებისა აღსარებითა, რაჲთა მიუტევობდეს მას, რომლისადა-იგი რწმუნებულ იყოს სიტყუაჲ და მიითუალვიდეს ვისსამე უსულიერესსა თჳსსა და უმაღლესყოფად ხედვათა შინა" (466).
171 - ე.ი. არაფრად ვთვლიდეთ რჯულისმოძღვართ და მათზე უფრო აღმატებულ ღვთისმეტყველებად ვრაცხდეთ ჩვენს თავს. "წარბის ზეაზიდვა" არის ფიგურალური გამოხატვა სხვათადმი ამპარტავნული დამოკიდებულებისა.
172 - სიტყვ. "აქ აქვს თავმდაბლობას კეთილსახელოვნებასთან (=მოსაწონობასთან, ღირსეულობასთან) ერთად საიმედოობაც" (შდრ. ბერძნ. ἔνθα τὸ ταπεινὸν μετὰ τῆς εὐδοξίας ἔχει καὶ τὴν ἀσφάλειαν. ლათ. cum ibi humilitas, nono solum gloriam, sed etiam securitatem habeat; რუს. тогда как здесь смирение не только похвально, но и безопасно. შდრ. ეფრ.-ის შედარებით პერიფრაზული თარგმანი: "სადა-ესე ჯერ-არს ყოველთასა უმდაბლესყოფად და რომლისათჳს დამდაბლებაჲ ყოველთა წესიერებათა უშუენიერეს და უუცთომილეს არს").
173 - ფს. 28.2.
174 - ფს. 28.2.
175 - იგავ. 8.7.
176 - ფს. 39.9. საგულისხმოა, რომ ეფრემთან ციტირებულია ფსალმუნთა გიორგიმდელი რედაქცია, სადაც ზმნა წარსულის გაგებისაა და ნამყო სრულში დგას: "აჰა, ბაგენი ჩემნი არა დავიპყრენ" (სხვათა შორის, იგივე ვითარებაა ებრაეულში. შდრ. ებრაულის ვითარების ამსახველი ინგლისური თარგმანი: lo, I have not refrained my lips; შდრ. აგრეთვე ებრაულიდან თარგმნილი რუსული სინოდალური ბიბლია: я не возбранял устам
моим), მაშინ როცა გიორგისთან, სეპტუაგინტის კვალობაზე, ზმნა მომავლის
გაგებისაა და აწმყოს კავშირებითში დგას: "აჰა ბაგენი ჩემნი არა დავიპყრნე" (შდრ. სეპტ. ἰδοὺ τὰ χείλη μου οὐ μὴ κωλύσω.
სლავ. ...). ეს გარემოებაც ადასტურებს ჩვენს მიერ რამდენიმეგზის გამოთქმულ
აზრს იმის შესახებ, რომ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის აპორეტული საკითხავები
(მათში შედის წინამდებარე საკითხავიც) ეფრემს თავისი მთარგმნელობითი
მოღვაწეობის ადრეულ პერიოდში აქვს თარგმნილი.
177 - "თავად სიბრძნისგან" - სრულიად ნათელია, რომ "სიბრძნე" აქ აღნიშნავს ძველი აღთქმის შესაბამის წიგნს, კერძოდ "სოლომონის სიბრძნეს",
რისგანაც წმ. გრიგოლს მოაქვს ციტატა. ბერძნულ-ლათინურში ხსენებული სიტყვა
როგორც საკუთარი სახელი (წიგნის სახელწოდება), წესისამებრ, მთავრული ასოთია
წარმოდგენილი (ὑπ' αὐτῆς... τῆς Σοφίας, ab ipsa Sapientia). რუს მთარგმნელს, რომელიც ვერ აცნობიერებს, რომ ციტაციასთან გვაქვს საქმე (არც უთითებს შესაბამის მუხლს), მთავრულით დაწერილი Σοφία,
ჩანს, გაუგია ღვთის (ძე ღმერთის) აღმნიშვნელ სახელად და ასეთი თარგმანი
მოუცია: Я никогда не предпочту зтому занятию чего-либо другого, дабы сама Мудрость не назвала меня жалким, как уничижителя мудрости и образования. დავძენთ, რომ არც ეფრემის თარგმანშია ხსენებული "სიბრძნე" გაგებული ძველი აღთქმის წიგნად, თუმცა რუსი მთარგმნელისგან განსხვავებით ეფრემს ეს "სიბრძნე" ესმის არა ღვთის სახელად, არამედ "ღვთის შესახებ სიბრძნედ": "... არცა მასმიეს უბადრუკყოფაჲ მისსა-მიმართისა სიბრძნისაჲ,
რაჲთამცა მის ძლით შეურაცხ-ვჰყოფდი სიბრძნესა და სწავლულებასა" (ახალ
ქართულად ეს ტექსტი ასე შეიძლება ითარგმნოს: "... არც გამიგია მის [ღვთის] შესახებ სიბრძნის უბადრუკობა, რომ მის გამო შეურაცხმეყო სიბრძნე და სწავლულება").
178 - შდრ. სიბრძნ. სოლ. 3.11, O: "რომელმან სიბრძნჱ და სწავლულებაჲ შეურაცხ-ყოს, იგი უბადრუკი არს, და ცუდ არს სასოებაჲ მისი, და შრომანი ურგებ; და უჴმარ საქმენი მათნი". ამ სიტყვებზე მინიშნებით წმ. გრიგლ ღვთისმეტყველი ხაზს უსვამს, რომ მას როგორც თავადვე მეძიებელს და მომღვაწებელს სიბრძნისა და სწავლულებისა, არასოდეს დაუმსახურებია წერილისგან "უბადრუკებად" წოდება.
179 - "უმჯობესია უმოქმედობა (თუმცა ჯეროვანი არ არის ეს), ვიდრე - მიმომწვლილველობა" - შდრ. ἀργὸς εἶναι μᾶλλον τοῦ δέοντος, ἢ περίεργος. შდრ. II თეს. 3.11, ABCD: "რამეთუ მესმის ვიეთთჳსმე, რომელნი იქცევიან თქუენ შორის უწესოდ, არარას იქმან, არამედ მიმოიწულილვენ [მიმოდაიქმან, იკ] (περιεργαζομένους)"; I ტიმ. 5.13, ABCD: "ისწავებენ [ისწავებედ AB]... სიჩქურესა და გამოწულილვასა (περίεργοι) და იტყჳედ უჯეროსა". შდრ. აგრეთვე ზირ. 3.23, O: " [μὴ περιεργάζου]". დავძენთ, რომ ტერმინი "მიმომწვლილველობა" (ბერძნ. περιεργία), რაც აღმნიშვნელია ცნობისმოყვარეობითი, თვითმიზნური და ფუჭი მოკირკიტეობისა, დღესაც გამოიყენება, რის გამოც ვინარჩუნებთ მას ჩვენც.
180 - "ამბობს" წმინდა წერილი (იხ. მომდევნო სქოლიო).
181 - შდრ. ზირ. 5.12 (14), O:
182 - ტერმინით "არსმყოფობა" გადმოვცემთ იშვიათ ბერძნულ ტერმინს ουσίωσις, რაც ღმერთთან მიმართებით აღნიშნავს არსობრივ ანუ მარადიულ მყოფობას (რუს. осуществлении. ლათინური ortus დასაზუსტებელია. უნდა ყოფილიყო subsistentia).
183 - შდრ. სიბრძნ. სოლ. 29.20, OS: "უკეთუ იხილო კაცი მოსწრაფჱ სიტყჳთა, უწყოდე, რამეთუ სასოებაჲ აქუს უგუნურსა უფროს, ვიდრე მას".
184 - "ნუ თანაშეეზომები" - შდრ. μὴ συμπαρεκτείνου, (ლათ. nec compara), რაც კალკირებულად ნიშნავს: "ნუ თანაგაწვდები", "ნუ თანაგანივრცობი" (შდრ. ეფ. "ნუცა თანაგანვრცნები"), შინაარსობრივად კი: "ნუ თანაშეესწორები", "ნუ გაეჯიბრები" ანუ "ნუ თანაშეეზომები" (იხ. მომდევნო სქოლიო).
185 - შდრ. იგავ. 23.4, O: "ნუ წარსწუთები მდიდარსა, გლახაკი თუ ხარ" (ბერძნ. μὴ παρεκτείνου [წმ. გრიგოლის ციტატაშია: συμπαρεκτείνου] πένης ὤν πλουσίῳ. სლავ. ...; შდრ. ეფრ.: "ნუცა თანაგანვრცები მდიდრისა მის გლახაკი ეგე"). იხ. წინა სქოლიო.
186 - "ზესთაგანივრცობოდე" - სიტყვ. "ზესთა-იწელებოდე", "ზესთა-წაგრძელდებოდე". შდრ. ბერძნ. ὑπερεκτείνεθαι. (ლათ. altius efferi; რუს. надуваться). აღნიშნული ბერძნული ტერმინი საერთო ძირისაა წინა სქოლიოში განხილულ ტერმინთან συμπαρεκτείνου (შდრ. ὑπερ-εκτείνω - συμπαρ-εκτείνω) ანუ მათ შორის იგივეობრივია ἐκτείνω, რაც ცალკე ლექსიკური ერთეულია და მას ეფრემი, როგორც წინა სქოლიოში ვნახეთ, "განვრცობად" თარგმნის ("თანაგანვრცნები"). ეს შესატყვისია უაღრესად წარმატებულია და მის კვალობაზე წინამდებარე ὑπερεκτείνεθαι, კონტექსტთან სრული აზრობრივი მისადაგებით, შეგვიძლია ვთარგმნოთ "ზესთა-განვრცობად".
187 - ე.ი. სარწმუნოების აღმსარებლობაშიც კი სისწრაფის გამოჩენა მოსაწონია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დგას.
188 - ე.ი. ღვთის შესახებ მსჯელობებს.
189 - ე.ი. სარწმუნოების აღსარებისას.
190 - ე.ი. ღვთის შესახებ საუბრისას.
191 - აქ "საკითხის" ბერძნული შესატყვისია, προβλήμα (შდრ. ლათ. problema; რუს. предложении), რასაც ეფრემი "იგავად" თარგმნის.
192 - ე.ი. გამორჩეულ ღირსებათა.
193 - იგულისხმება შემდეგ ჩამოთვლილი ქმნილებები: ჰაერი, ცეცხლი, მიწა, წყალი და ა.შ.
194 - ე.ი. საცხოვნებელი სიკეთენი (ლათ. ea, quae salutem affernnt; რუს. средства спасения).
195 - "შინაურ და ველურ ნაყოფზე" - შდრ. αρπῶν ἡμέρων τε καὶ ἀγρίων (ლათ. fructibus, sativis juxta et agrestibus; რუს. садовых и лесных плодов; ეფრ.: "ნაყოფთა შინაურობისა და ველურობისა").
196 - ვთქვათ, ჰაერისა, წყლისა, მიწისა, ცეცხლისა და ა.შ.
197 - შდრ. მათ. 5.45, G: "მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა." (შდრ. τὸν ἥλιον αὐτοῦ ἀνατέλλει ἐπὶ πονηροὺς καὶ ἀγαθοὺς καὶ βρέχει ἐπὶ δικαίους καὶ ἀδίκους).
ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ედიშერ ჭელიძემ
ჟურნალი "გული გონიერი", №1 (4), 2012 წ.
კავებში ჩასმული ([]) ნუმერაციით მითითებულია ჟურნალის გვერდები
No comments:
Post a Comment