"ა. განა არ ვამბობ, რომ ამქვეყნად ადამიანი შეიქმნა ხატად ღვთისა?
ბ. როგორ არა!
ა. ჩვენში საღვთო ხატის შთამხატველი და ბეჭდის გვარად შთამტვიფრველი ზექვეყნიური მშვენიერბისა განა სულიწმინდა არ არის?
ბ. მაგრამ, ამბობენ, არა როგორც ღმერთიო, არამედ როგორც საღვთო მადლის მსახურიო.
ა. მაშ, თვით ის კი არ უნდა შთაინიშნებოდეს ჩვენში, არამედ მისმიერი მადლი.
ბ. როგორც ჩანს.
ბ. როგორ არა!
ა. ჩვენში საღვთო ხატის შთამხატველი და ბეჭდის გვარად შთამტვიფრველი ზექვეყნიური მშვენიერბისა განა სულიწმინდა არ არის?
ბ. მაგრამ, ამბობენ, არა როგორც ღმერთიო, არამედ როგორც საღვთო მადლის მსახურიო.
ა. მაშ, თვით ის კი არ უნდა შთაინიშნებოდეს ჩვენში, არამედ მისმიერი მადლი.
ბ. როგორც ჩანს.
ა. მაშინ აუცილებელი იქნებოდა, რომ ადამიანი წოდებულიყო "ხატად მადლისა" და არა იმდენად "ხატად ღვთისა". დაუკვირდი მსჯელობას, რადგან, ვფიქრობთ, ბრძნულია და მარტივი იგი:
დასაბამში (ἐν ἀρχῇ) დაიბადა ცოცხალი არსება (τὸ ζῷον), რომელიც შექმნა ღმერთმა და, თანახმად წერილისა, პატივიც მიაგო თავისი ხელითქმნილობით. ამასთან, როგორც კი არსებობაში იქნა იგი შემოყვანილი, დაიხატა კიდეც ღვთისადმი, შთაებერა რა სული ცხოვრებისა, მაგრამ გაყიდა რა მან თავისი განწმენდილობა (τὸν ἁγιασμόν) უკეთურებისადმი გადაცდომის შედეგად, კვლავ იქნა ზეაყვანებული დასაბამიერი და უხუცესი მშვენიერებისადმი (εἰς τὸ ἐν ἀρχαῖς καὶ πρεσβύτατον αὖθις ἀνεκομίζετο κάλλος), რაჟამს ქრისტემ განაახლა (καινουργοῦντος, ლათ. restaurante. ფრ. renouvela) იგი, დაძველებული, ღვთიურ და გონისეულ სახედ და არათუ სხვა რამ გვარად, არამედ - დასაბამიერად, რადგან შთაჰბერა მან მოციქულებს და უთხრა მათ: "მიიღეთ სული წმინდა". ან კი განა ვინმე, თუკი იგი ქრისტეშია, არ არის ახალი შესაქმე"
ბ. დიახ!
ა. ამრიგად, ჭეშმარიტია ითქვას, უფრო კი უკვე გარკვეულწილად აუცილებელიცაა ვიფიქროთ, რომ თუკი დაძველებამ და გახრწნილების გვარმა ის დაავადება მოიტანა, რომ მოხდა განსყიდვა სიწმინდეში მყოფი ხატისა (τῆς εἰκόνος τῆς ἐν ἁγιασμῷ), განა არ უნდა დავუშვათ, რომ დასაბამიერისკენ ქრისტეს მიერ უკუმიბრუნებით (τῇ πρὸς τὸ ἀρχαῖον ἀναδρομῇ) და განახლებით (καινουργία, ლათ. renovatione, ფრ. lé renovellement) შესაძლებელი ხდება შეძენა ღვთისადმი მიმსგავსებისა (τῆς πρὸς θεὸν ἐμφερείας, ლათ.: similitudinem cum Deo, ფრანგ. la similitude avec Dieu)?
ბ. რა თქმა უნდა!" (იხ. PG.1 75, 1088 A-D; შდრ. SC.2 t, 246, 162-164).
* * *
"ვამბობთ, რომ ასე დაიბადა ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად, რის გამოც
ამ ცოცხალ არსებას ბუნებაში აქვს, რომ კარგი და სამართლიანი იყოს.
ამასთან, რადგან საჭირო იყო, რომ არა მხოლოდ გონითი ყოფილიყო იგი, არამედ - სულიწმინდის მოზიარეც (ἀλλὰ καὶ Πνεύματος ἁγίου μέτοχον), რათა საღვთო ბუნების ხატოვნებანი უფრო ბრწყინვალედ ჰქონოდა თავის თავში, "შთაჰბერა მას სული სიცოცხლისა" (შეს. 2.7), ხოლო ეს არის ძის მიერ გონითი ქმნილებისადმი მინიჭებული სულიწმინდა, რომელიც მისი (გონითი ქმნილების, ე. ჭ.) დამხატველია (διαμορφοῦν) უზენაესი, ესე იგი საღვთო სახისადმი (εἶδος). ხოლო ის, რომ ადამიანში შთაბერილი სულიწმინდა არ გამხდარა ამ ადამიანის სულად (ψυχή) ან გონებად (νοῦς),
როგორც ეს ზოგს ჰგონია, ამის დანახვა შემდეგიდან შეიძლება: პირველად -
იქიდან, რომ რადგან შთამბერველი ღმერთად შეიცნობა, მისგან შთაბერილიც უთუოდ
მისეულადვე უნდა შევიცნოთ, ე.ი. - მისი არსებისეულად. შემდეგ, როგორ
შეიძლება, რომ ღვთისაგანი სული (πνεῦμα) გარდაიქმნეს ბუნებად სულისა (ψυχή,
იგულისხმება ადამიანური სული, ე.ჭ.) ან გონებისა? მართლაც, შეუძლებელია,
რომ სული (πνεῦμα) ცვალებადთაგანი იყოს... რადგან, თუ ადამიანის სულად (ψυχή) იქცა საღვთო სული (τὸ θεῖον Πνεῦμα),
მაშინ ადამიანის სული თუ გონება არ იქნებოდა მიმღები ცოდვისა, ხოლო თუ
ცოდვაში ჩავარდებოდა "ფსიხედ" გარდაქმნილი სული ღვთისა, ორ რამეს
დავაბრალებდით მას: ჯერ იმას, რომ ცვალებადობა განუცდია იმად, რაც არ იყო,
შემდეგ კი - აგრეთვე იმას, რომ ცოდვის მიმღები გამხდარა იგი. ამრიგად ეს
ცოცხალი არსება (ადამიანი, ე. ჭ.) განსულიერდა (ἐψυχώθη) ღვთის დაფარული ძალით და იგი შეიქმნა მისდამი (ღვთისადმი, ე.ჭ.) მსგავსებაში (ἐν ὁμοιώσει), რამდენადაც ბუნებით ჰქონდა მიმღებლობა სიკეთისა, სიმართლისა და
ყოველგვარი სათნოებისა, ხოლო განიწმინდა, წარმოჩნდა რა საღვთო სულის
მოზიარედ, რაც განიშორა ცოდვის გამო (ἡγιάσθη δὲ τοῦ θείου Πνεύματος
ἀποδεδειγμένον μέτοχον ὅ καὶ διὰ τὴν ἁμαρτίαν ἀποβέβληκεν), რამეთუ ასე უთქვამს სადღაც ღმერთს, რომ "არ დარჩება ჩემი სული (Πνεῦμα) ამ
ადამიანებში, რადგან ხორცი არიან ისინი" (შესაქ. 6.3), ესე იგი, რადგან
მხოლოდ ხორცისას ზრახვენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ღმერთმა და მამამ სათნო
იჩინა, რომ ქრისტეში შემოკრებილიყო (ἀνακεφαλαιώσασθαι) ანუ დასაბამიერისკენ უკუწაყვანილიყო ყოველივე (εἰς τὸ ἀρχαῖον ἀναγαγεῖν, ლათ.: ad pristinam integritatem revocare), რათა ჩვენგან გაფრენილი (ἀποπτάν) და განშორებული სულიწმინდა (ἅγιον Πνεῦμα) კვლავ აღედგინა მას ჩვენში (πάλιν ἡμῖν ἀποκὰθιστῶν), ამის გამო შთაჰბერა მან იგი (τοῦτο) თავის წმინდა მოციქულებს და უთხრა: "მიიღეთ სულიწმინდა", რამეთუ
ქრისტესმიერი [შთაბერვა] განახლება იქმნა იმ დასაბამიერი საბოძვარისა და
ჩვენდამი მიცემული შთაბერვისა (ἀνανέωσις γὰρ τῆς ἀρχαίας ἐκείνης δωρεᾶς,
καὶ τοῦ δοθέντος ἡμῖν ἐμφυσηματος, τὸ διὰ Χριστοῦ γέγονεν),
უკუდამხატველი ჩვენი იმ პირველი სიწმინდისადმი (ἀναμορφοῦν ἡμᾶς εἰς τὸν
πρῶτον ἁγιασμόν) და წმინდა მოციქულების როგორც "პირველნაყოფის" გზით უკუწამყვანი
ადამიანური ბუნებისა თავდაპირველი და პირვანდელ შესაქმეში ჩვენდამი
ბოძებული სიწმინდისადმი (...εἰς τὸν ἄνωθεν καὶ ἐν πρώτῃ κατασκευῇ δοθέντα
ἡμῖν ἁγιασμόν)" (ანთროპომორფისტთა წინააღმდეგ, თავი 2, PG. 76, 1080-1081).
* * *
"საღვთო წერილი სწამებს, რომ ადამიანი შეიქმნა ყოველთა ზედა მყოფი ღვთის
ხატად და მსგავსებად. მართლაც, მან, ვინც პირველი წიგნი შეგვიდგინა ჩვენ
(ეს იყო მოსე, ყველაზე მეტად ცნობილი ღვთისგან), თქვა: "და შექმნა ღმერთმა
ადამიანი, ღვთის ხატად შექმნა იგი" (შესაქ. 1.27). ხოლო ის, რომ
სულიწმინდის მიერ საღვთო ხატისადმი აღიბეჭდა იგი (διὰ τοῦ Πνεύματος εἰς εἰκόνα τὴν θείαν κατεσφραγίζετο),
კვლავ მანვე (მოსემ) გვასწავლა ჩვენ, როდესაც თქვა: "და შთაჰბერა მის
პირში სული სიცოცხლისა" (შეს. 2.7), რადგან სულიწმინდამ მყისვე შთაუნერგა
სიცოცხლე ქმნილებას და თავისი ხატოვნებანი (χαρακτήρες) ღვთისმშვენად შთანიშნა (ἐνεσημαινεν) მასში.
ასე სრულყო კეთილხელოვანმა ღმერთმა მოაზროვნე ცოცხალი არსება მიწაზე და
მისცა მას მაცხოვნებელი მცნება. და იყო იგი, როგორც წესია, სამოთხეში, ჯერ
კიდევ დამცველი ბოძებულისა და დამშვენებული შემოქმედის საღვთო
ხატით მასში შთამკვიდრებული სულიწმინდის მიერ (τῇ θεία τοῦ πεποιηκότος
διαπρεπὴς εἰκονι διὰ τοῦ ἐνοικισθέντος ἁγίου Πνεύματος)" (იოანეს სახარების განმარტება, PG. 73, 204-205).
* * *
"როდესაც აღურიცხავ სიმრავლემდე განივრცო ადამიანური მოდგმა - და
როდესაც ცოდვა მპყრობელობდა ყველაზე, რომელიც მრავალგვარად წარიტაცებდა
თითოეულის სულს, რადგან გაშიშვლებული იყო ბუნება დასაბამიერი მადლისგან (χάριτος τῆς ἀρχαίας),
სრულიად განშორებულიყო რა სულიწმინდა და მოაზროვნე არსება უკიდურეს
უგუნურებამდე დაცემულიყო, უმეცარქმნილი თვით შემოქმედისაც კი, ყოველთა
დაბმადებელმა ხანგრძლივად დაითმინა უკეთურება, შემდეგ კი, როგორც კეთილმა,
გულმოწყალედ ისწრაფა, რომ გახრწნილი მსოფლიო და მიწაზე გაბნეული ფარა
ზენათა მიმართ შეეერთებინა, ამასთან სათნო იჩინა, რომ სულიწმინდის
მიერ კვლავ დასაბამიერი ხატისადმი გარდაექმნა ადამიანობა (μεταστοιχειοῦν
δὲ πάλιν είς τὴν ἀρχαίαν εἰκονα τὴν ἀνθρωπότητα διὰ τοῦ Πνεύματος), რადგან სხვაგვარად შეუძლებელი იყო მასში საღვთო ხატოვნებათა (χαρακτῆρες) გაბრწყინება, როგორადაც იყო იგი თავდაპირველად (πρότερον). ხოლო თუ რა იღონა მან ამისათვის, როგორ შთანერგა ჩვენში მადლი წარუპარველად და როგორ შთასაძირკვლდა კვლავ სულიწმინდა ადამიანებში (πῶς ἐρριζώθη πάλιν ἐν ἀνθρώποις τὸ Πνεῦμα) ან რა წესით გარდაიხატა ბუნება დასაბამიერისადმი (τίνα τρόπον ἡ φύσις ἀνεμορφώθη πρὸς τὸ ἀρχαῖον), თანმიმდევრულად გადმოვცემთ" (იქვე, 205 B-C).
* * *
"ღვთის სიტყვა ადამიანი გახდა, ... რათა მას, ვინც არ იცოდა ცოდვა, კვლავ შთაესაძირკვლებინა განშორებული მადლი ჩვენში (ῥιζώσε πάλιν ἐν ἡμῖν τὴν ἀποφοιτήσασαν χάριν)". (იქვე. 208 A).
* * *
"მიწაზე მყოფი ეს მოაზროვნე ცოცხალი არსება, ესე იგი ადამიანი, დასაბამში უხრწნელებით შეიქმნა, ხოლო მიზეზად მისი უხრწნელებისა და ყოველგვარ
სათნოებაში მყოფობისა (τῆς εἰς ἅπασαν ἀρετὴν διαμονῆς) გამოჩნდა ღვთისგან
შთამკვიდრებული სულიწმინდა (τὸ ἐνοικισθέν παρὰ θεοῦ Πνεῦμα), რადგან
"შთაჰბერა მის პირში სული სიცოცხლისა", როგორც დაწერილია (შეს. 2.7).
მაგრამ იგი (ადამიანი) იმ თავდაპირველი შეცდომის გამო ცოდვისკენ გადაიხარა,
შემდეგ კი მომდევნოთაგან მცირე-მცირედ მრავალი რამ დანამატი მიიღო მასზე,
და, გარდა სხვა სიკეთეებისა, სულიწმინდის დანაკლისიც დაითმინა. ასე
აღმოჩნდა იგი შემდეგში არა მხოლოდ ხრწნილების ქვეშ, არამედ ადვილად
მიმდრეკიც ყველა ცოდვისადმი. ამიტომ, რადგან ყოველთა შემოქმედმა ფრიად
კეთილხელოვნად იზრახა, რომ ქრისტეში შემოეკრიბა ყოველივე და ინება, რომ კვლავ დასაბამიერისკენ (πάλιν εἰς τὸ ἀρχαῖον) უკუმიებრუნებინა ადამიანური ბუნება, დანარჩენთან ერთად ისიც აღუთქვა (ადამიანს), რომ ხელმეორედ
მოუბოძებდა მას სულიწმინდასაც (ἐπιδώσειν αὖθις αὐτῇ καὶ τὸ Πνεῦμα τὸ
ἅγιον)… "პირველმამა ადამმა ვერ შეინარჩუნა სულიწმინდის მადლი" (იქვე, 752 C-D; 753 C).
* * *
"როგორც გვითხრა ჩვენ სულშემოსილმა მოსემ, ყოველთა დამბადებელმა
დასაბამში აიღო მტვერი მიწისგან და შექმნა რა ადამიანი, "შთაჰბერა მის
პირში სული სიცოცხლისა" (შეს. 2.7). და რა არის "სული სიცოცხლისა", თუ არა, ცხადია, სული ქრისტესი, ქრისტესი, რომელმაც თქვა: "მე ვარ სიცოცხლე და აღდგომა" (მათე 11.11). მაგრამ როდესაც კაცობრიობას გაშორდა სულიწმინდა, რომელსაც შეეძლო საღვთო ხატოვნებასთან ჩვენი შეკავშირება
და მისდამი დასახვა (συνέχειν τε καὶ διαπλάττειν), მაცხოვარი ხელმეორედ
მოგვმადლებს მას ჩვენ (αὖθις ἡμῖν ὁ Σωτὴρ χαρίζεται ταῦτο), ზეავყავართ რა
კვლავ იმ დასაბამიერი ღირსებისადმი (τὸ ἀρχαῖον ἀξίωμα) და უკუდაგვსახავს
რა თავის ხატად (καὶ ἀναπλάττων εἰς εἰκόνα τὴν ἑαυτοῦ), რამეთუ ამის გამო (διὰ γάρ τοι τοῦτο) პავლეც ამბობს მავანთა მიმართ: "შვილნო, რომლებსაც ტკივილით გშობთ, ვიდრემდის დაიხატება (μορφωθῇ) ქრისტე თქვენში" (გალატ. 4.19)" (იქვე 756-757).
* * *
"რაჟამს შეიქმნა დასაბამში ადამი, მიუბოძებს რა ღმერთი ბუნებას უსრულყოფილეს მშვენიერებას (τὸ ἐντελέστατον κάλλος, ლათ. perfectissima pulchritudo), თავისი სულის მოზიარედ სრულყოფს მას (μέτοχον αὐτὸν ἀποτελεῖ τοῦ ἰδίου πνεύματος), რადგან "შთაჰბერა მის პირში სული სიცოცხლისა (შეს. 2.7), რამეთუ ჭეშმარიტად ცხოველმყოფელი ესაა სული სიცოცხლისა, ესე იგი ქრისტესი. მაგრამ როდესაც ცთომილების გამო ცოდვისკენ დასხლტა ადამიანი, განშორდა მას სულიწმინდა, ხოლო რაჟამს სათნოიჩინა ღმერთმა და მამამ ყოველივეს შემოკრება ქრისტეში და ადამიანური ბუნების ზეაყვანა დასაბამიერი
მშვენიერებისადმი (εἰς τὸ ἀρχαῖον κάλλος), მადლის მიერ უკუმივიღებთ იმას,
რაც დაგვაკლო ჩვენ ცოდვის შემოჭრამ, რადგან შთაგვბერა ჩვენ ქრისტეს
აღდგომის შემდეგ და განგვაახლა დასაბამიერი მშვენიერებისადმი (ἐνεφύσησε
γὰρ ὁ Χριστὸς ἡμῖν μετὰ τὴν ἀνάστασιν, καὶ εἰς τὸ ἀρχαῖον ἡμᾶς
ἀνακαινίζων κάλλος), თქვა რა: "მიიღეთ სულიწმინდა (იოანე 20.22)" (PG. 72, 445 C).
* * *
"ღმერთი სრულყოფს მას (ადამს, ე.ჭ.) თავისი ბუნების მოზიარედ, რადგან "შთაჰბერა მის პირში სული სიცოცხლისა", ესე იგი სული ძისა (τοῦτ' ἔστι το Πνευμα τοῦ Υἱοῦ)… "ვფიქრობ, კეთილგონიერთაგან არავინ იფიქრებს, რომ საღვთო არსებისგან გამოსული შთაბერვა სულად (ψυχήν) გაუხდა ამ ცოცხალ არსებას, განსულიერებულს (ψυχωθέντι)
უფრორე და სრული ბუნების თვისებამდე მიწევნულს ორივესგან (ვამბობ: სულისა
და სხეულისგან), რომელსაც შემოქმედმა, ვითარცა რამ ბეჭედი თავისი ბუნებისა, შთაუმსჭვალა სულიწმინდა, ესე იგი "სული სიცოცხლისა", რითაც პირმშოხატის მშვენებისადმი გამოისახა იგი, სრულიქმნა კი შემქმნელის ხატად, განმტკიცებული სათნოების ყველა სახეობისადმი მასში შთამკვიდრებული სულიწმინდის ძალით”3 (PG. 74, 277 B).
* * *
განმარტება მაცხოვრის სიტყვებისა: "დაიცევ ესენი, წმიდაო მამაო, შენს ჭეშმარიტებაში" (იოანე 17.11):
"და რა არის ამის მთქმელი მაცხოვრის მიზანი? იგი
თვით ჩვენზე გამოითხოვს მამისგან წმინდამყოფელობას (ἁγιασμός,
sanctificatio) სულიწმინდაში და სულიწმინდის მიერ; და რაც იყო ჩვენში
შესაქმის პირველ ჟამთაგან და ღვთის ქმნილობის დასაბამიდანვე (ὅπερ ἦν ἐν
ἡμῖν ἀπὸ πρὼτων τῆς γενέσεως χρόνων καὶ ἐν ἀρχαῖς τοῦ πεποιῆσθαι παρὰ
θεοῦ), ამის კიდევ ხელმეორედ გაღვივება (τοῦτο πάλιν ἀναζωπυρεῖσθαι) ნებავს მას ჩვენში…ამრიგად, იგი (მაცხოვარი) ითხოვდა, რომ სულიწმინდის ზიარების გზით ადამიანური ბუნება განახლებულიყო და როგორღაც
უკუდასახულიყო პირველი ხატისადმი (ἀνανεοῦσθαι τοιγαροῦν καὶ
ἀνοπλάττεσθαί πως εἰς εἰκόνα τὴν πρώτην τὴν ἀνθρώπου φυσιν ἐρωτᾷ διὰ
μετουσίας τοῦ Πνευματος), რათა იმ პირველი მადლით (τὴν πρωτὴν ἐκείνην χάριν)
შემოსილნი და მისდამი (მაცხოვრისადმი) ხატქმნილობის მომხვეჭელნი ამქვეყნად
გამეფებულ ცოდვაზე უფრო უკეთესნი და უფრო ძლიერნი აღმოვჩენილიყავით" (PG. 74, 541 B-D).
* * *
"ეს არის სულიერი ცხოვრება, ეს არის სულიწმინდით მსახურების ძალა, ხოლო
თუ საჭიროა, რომ კიდევ ვთქვათ რაიმე შემოკლებულად, ასე შევაჯამებთ
მსჯელობას: ადამიანობის დასაბამიერი საბოძვარი (τὸ ἀρχαῖον τῆς
ἀνθρωπότητος δῶρον), ესე იგი სულიწმინდისმიერი წმინდამყოფელობა და საღვთო
ბუნების ზიარება ითხოვა ჩვენთვის ქრისტემ… ცხადია, სულიწმინდის
თანაზიარებით (διὰ μετουσίας δηλονότι τοῦ ἁγίου Πνεύματος) კვლავ ხატგვყო
(ἀνομορφοῦντος) მან (მაცხოვარმა, ე.ჭ.) ჩვენ სიმართლისადმი,
წმინდამყოფელობისადმი და პირველი ხატისადმი (είς εἰκονα τὴν πρώτην)” (იქვე, 544 A)
* * *
"ღმერთი და მამა იყო ის, ვინც თავისი სიტყვის მიერ დასაბამში აიღო
მიწიდან მტვერი, როგორც დაწერილია, და შექმნა რა ცოცხალი არსება, ესე იგი
ადამიანი, განასულიერა (ψυχώσας) იგი, როგორც თვით უწყის, და თავისი სულის თანაზიარებით (τῇ τοῦ ἰδίου Πνεύματος μετουσίᾳ)
მხიარულჰყო იგი, რადგან წერია, რომ "შთაბერა მის პირში სული სიცოცხლისა"
(შეს. 2.7). მაგრამ როდესაც მოხდა ისე, რომ ურჩობის გამო სიკვდილში ჩავარდა
ადამიანი და იმ დასაბამიერი პატივიდან დასხლტა, კვლავ შექმნა იგი (ἀνέκτισε πάλιν αὐτόν) ღმერთმა და მამამ და სიცოცხლის სიახლეში აღიყვანა ძის მიერ, ისევე როგორც დასაბამში (καθάπερ ἐν ἀρχῇ),
ხოლო აღიყვანა ძემ იგი, როდესაც თავისი წმინდა ხორცის სიკვდილით სიკვდილი
მოაკვდინა მან, და ადამიანური მოდგმა უხრწნელების უკუსრბოლისაკენ (ე.ი.
უხრწნელების განახლებისაკენ, ე.ჭ.) ზეაზიდა, რადგან ჩვენს გამო აღდგა
ქრისტე. ამიტომ, იმის შესაცნობად, რომ სწორედ იგი იყო, ვინც დასაბამში
დაჰბადა ჩვენი ბუნება და ვინც აღგვბეჭდა ჩვენ სულიწმინდით (καὶ τῷ
ἁγίῳ δὲ ἡμᾶς κατασφραγίσαντα Πνεύματι, ლათ. sancto nos Spiritu
signavit), მაცხოვარი კვლავ (πάλίν) ცხადი შთაბერვით სულიწმინდას
მიჰმადლებს წმინდა მოციქულებს, როგორც დასაბამს განახლებული ბუნებისას,
რამეთუ წერს მოსე ჩვენი დასაბამიერი დაბადების შესახებ (περὶ τῆς αρχαίας
ἡμῶν δημιουργίας), რომ "შთაჰბერა მის პირში სული სიცოცხლისა". მაშ, როგორც
დასაბამიდან (ἐξ ἀρχῆς) შეიქმნა და დაიბადა იგი, იმგვარადვე განახლდება
კიდეც (οὕτω καὶ ἀνακαινίζεται), და როგორც მაშინ (τότε) ხატიქმნა იგი
(ἐμορφώθη) შემოქმედის ხატად, ასევე, ამჯერადაც (καὶ νῦν), სულიწმინდის
თანაზიარებით თავისი დამბადებლის მსგავსებად გარდაისახება, რამეთუ ის, რომ
მაცხოვრის ხატებას (μόρφωσις) შთატვიფრავს სულიწმინდა მის მიმღებთა
სულებში, როგორ არაა ეს უდავო, როდესაც პავლე ცხადად სწერს მათ,
რომლებიც უდებების გამო რჯულისეული მსახურებისკენ გადაცდნენ: "შვილნო
ჩემნო, რომლებსაც კვლავ ტკივილით გშობთ, ვიდრე არ დაიხატება (μορφωθῇ)
ქრისტე თქვენში" (გალატ. 4.19), რადგან, ამბობს, რომ სხვაგვარად არ
დაიხატება ქრისტე მათში, თუ არა სულიწმინდის თანაზიარებით და სახარების
რჯულისამებრ მოღვაწეობით. ამრიგად, უხრწნელებაში და დიდებაში, -
ღვთისსახოვან ხატებაში, - განახლებული ქმნილების დასაბამად ქრისტე კვლავ შთაამკვიდრებს მის მოწაფეებში თავის სულს (κατοικίζει πάλιν τὸ ἴδιον Πνεῦμα Χριστὸς ἐν τοῖς ἑαυτοῦ μαθηταῖς) (იქვე, 713 D-716 A-B).
* * *
"როდესაც ნეტარი მოსე გადმოსცემს ადამიანის შექმნას და მის შემოყვანას
არსებობაში, ამტკიცებს, რომ ღმერთმა აიღო მიწიდან მტვერი და ყოვლისმოქმედი
ძალით შექმნა მან სხეულის ეს ხილული დასახულობა, ამასთან შთაჰბერა მის
პირში სული (πνοή) სიცოცხლისა, რომ ადამიანი გამხდარიყო სულად (ψυχήν) ცხოველად. ამრიგად, ვამბობთ, რომ ქმნილებისადმი მიცემული საღვთო შთაბერვა (რაც უცვლელი უნდა ყოფილიყო როგორც ამგვარი ბუნებისგან გამოსული) არის არა თვით "სული" (ψυχή), არამედ სულიწმინდის თანაზიარება (τὴν τοῦ ἁγίου Πνεύματος μετουσίαν, ლათ. Spiritus divini participationem), შთანერგილი ადამიანურ სულში თავდაპირველად (ἐντεθεῖσαν ἐξ ἀρχῆς τῇ ἀνθρωπείᾳ ψυχῇ), რადგან ქმნილებათათვის ყოველგვარი სრულყოფილება სულიწმინდის მიერაა, რომლითაც ღვთის ხატადაც იქმნა (κατ' εἰκόνα θεοῦ) ეს ნახელოვნები ცოცხალი არსება, როგორც მისდამი (ღვთისადმი) ხატქმნილი (μεμορφώμενον) სულიწმინდის თანაზიარებით (διὰ τῆς μετουσίας τοῦ Πνεύματος). ამასთან, ღვთისგან
რისი შთაბერვაც დაამტკიცა მოსემ ადამიანში, იგი განაახლა ჩვენში ქრისტემ
მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, შთაჰბერა რა თავის მოწაფეებს და უთხრა":
"მიიღეთ სულიწმინდა" (იოანე 20.22), რომ კვლავ უკუხატქმნილნი დასაბამიერი ხატისადმი, თანახატნი გამოვჩენილიყავით შემოქმედისა სულიწმინდის ზიარების გზით"4 ("საუნჯე", სიტყვა 34-ე, PG. 75, 584-585).
* * *
"თვით წმინდა სამებამ თქვა თავისი თავისადმი: "შევქმნათ ადამიანი ჩვენი
ხატისებრ და მსგავსებისებრ", რათა იგი (ადამიანი, ე.ჭ.) გააზრებულიყო ღმრთეების მთელი გამოუთქმელი ბუნებისადმი ხატქმნილად (μεμορφωμένος, ლათ. conformatus), ცხადია, მონისეულად" (ივლიანეს წინააღმდეგ, წიგნი I; PG. 76, 537 D).
* * *
"რადგან უზენაესი ბუნება შეიცნობა და არის კიდეც დიდი და გამორჩეული,
უფრო კი - ყოველგვარ გონებაზე, სიტყვასა და საკვირველებაზე მიღმიერი (ἐπέκεινα), იზრახა მან ცოცხალი არსება, მისდამი მიმსგავსებული (ἀφομοιοῦν), რამდენადაც შეიძლებოდა.
ამის გამო, და ძალიან მართებულადაც, მოფიქრებულად (სიტყვ. "არა
მოუფიქრებლად") აღასრულებს იგი მის შექმნას, რათა ეს ცოცხალი არსება,
რომელსაც ელოდა (μέλλον) მის ხატად და მსგავსებად ყოფნა, არ წარმოჩენილიყო როგორც რამ კნინი და მდარე ან კიდევ სხვა ცოცხალ არსებათაგან მცირედითღა განსხვავებული" (იქვე 585 B).
* * *
"უწყოდა მოსემ ღმრთეების სათაყვანო და ერთი ბუნება წმინდა სამებაში.
ამიტომაც ზოგან მხოლობითი რიცხვით სარგებლობს იგი, ზოგან კი -
მრავლობითითაც, როგორიცაა ეს: "შევქმნათ ადამიანი ჩვენი ხატისებრ და
მსგავსებისებრ", რადგან არათუ ვინმე სხვები გაუხდია ღმერთს თავის
თანაშემწეებად ადამიანის შექმნისათვის, არამედ სიტყვები "შევქმნათ" და "ჩვენი მსგავსებისებრ" წმინდა და თანაარსი სამების ცხადყოფა იყო" (იქვე 725 C-D).
* * *
"დაუკვირდი, მაშ, დაუკვირდი იმას, რომ სიწმინდეთმჩენი მოსე მრავალგან
წარმოგვიჩენს ჩვენ წმინდა სამების სისავსეს, რადგან მან ყოველთა ღმერთი
ამის მთქმელად შემოიყვანა: "შევქმნათ ადამიანი ჩვენი ხატისებრ და
მსგავსებისებრ". სიტყვით "შევქმნათ" თანამყოფი ძის და სულიწმინდის
გაცხადება შემოდის, ხოლო ნათქვამში "ჩვენი ხატისებრ" ბუნებითი
იგივეობის უცვლელობა უნდა განიჭვრიტებოდეს (τὸ τῆς φυσικῆς ταυτότητος
ἀπαράλλακτον ἐνορῷτο ἄν), და ძალიან მართებულადაც" (იქვე, 909 C).
* * *
"ამგვარად არის დაწერილი ადამიანის შექმნის შესახებ: "და თქვა ღმერთმა:
შევქმნათ ადამიანი ჩვენი ხატისებრ და მსგავსებისებრ". ცოტა შემდეგ კი: "და
შექმნა ღმერთმა ადამიანი, ღვთის ხატისებრ შექმნა იგი", რამეთუ ხატი
ღვთისა და მამისა არის ძე, რომლისადმიც ხატქმნილნი ვართ ჩვენც (Ἐἰκὼν γὰρ
ἐστι τοῦ θεοῦ καὶ Πατρὸς ὁ Υἱὸς, πρὸς ὃν καὶ ἡμεῖς μεμορφώμεθα) და ამ გამორჩეულობითაც გაამდიდრა ადამიანური ბუნება, რადგან ელვარეობს მასში შემოქმედის მშვენიერება (καὶ τοῦτο ἐξαίρετον ἡ ἀνθρώπου φύσις πεπλούτηκεν ἐναστράπτει γὰρ αὐτῇ τὸ κάλλος τοῦ δημιουργήσαντος)" (ივლიანეს წინააღმდეგ, წიგნი II, PG. 76, 536 B).
* * *
"ხოლო ჩვენ დავიხატეთ (μεμορφώμεθα) მამის ჭეშმარიტი და
უზედმიწევნითესი ხატისადმი, ესე იგი ძისადმი (πρὸς τὴν ἀληθῆ καὶ
ἀκριβεστάτην εἰκονα τοῦ Πατρὸς, τουτέστι πρὸς τὸν Υἰὸν) და ჩვენს სულებში
შთაინიშნება (ἐνσημαίνεται) მისი საღვთო მშვენიერება სულიწმინდის
წილმქონეობით" (იქვე 540 B).
* * *
"ამრიგად, როგორც ხატად მყოფნი ჭეშმარიტი ძისა და ღვთისა,
ღმერთებად და ძეებად შეირაცხებიან არა მხოლოდ ანგელოზები, არამედ,
აგრეთვე, თვით ჩვენც, რადგან თქმულია: "მე ვთქვი: ღმერთები ხართ და ძეები უზენაესისა ყველანი" (ფს. 81.6). ამრიგად, თუმცაღა
ეწოდებათ შესაქმეში შემოსულთაგან ზოგთ ძეობის სახელი (τὸ τῆς υἱότητος
ὄνομα), მაგრამ ერთია იგი, ბუნებითი და ჭეშმარიტი, რომლისადმიც დავიხატეთ,
შევიძინეთ რა მისგან, მადლის სახით, ესოდენ კეთილსახელოვანი და უსაჩინოესი
ზედწოდება. ხოლო ის, რომ მოსემ უნაშობოდ არ უწყოდა ცათა შინა
მყოფი ღმერთი და მამა, და რომ ყველგან ახსენებს იგი მისგან შობილ სიტყვასაც
და სხვადასხვა სახელებით უწოდებს მას, ისევე როგორც მის (მოსეს, ე.ჭ.)
შემდეგ მყოფი წმინდა წინასწარმეტყველები, ამის წარმოჩენას შევეცდები: დიახ,
ღვთისა და მამის ხატად იცოდა მან (მოსემ, ე.ჭ.) იგი და, აგრეთვე, - როგორც ამბობს უწმინდესი პავლე, - "მისი (მამის, ე.ჭ.) გვამოვნების ხატად" (ებრ. 1.3), რადგან გასაგებად (ἐναργῶς) დაწერა მან "შესაქმის წიგნში": "და შექმნა ღმერთმა ადამიანი, ღვთის ხატისებრ შექმნა იგი". გესმის მისი, რომელმაც ამით ძალიან ცხადად (εἶ μάλα) გამოთქვა, რომ ღმერთმა
ღვთის ხატისებრ აღაგო (ἐτεκτήνατο) ადამიანი? რამეთუ დავიხატეთ, როგორც
მითქვამს ძისადმი (μεμορφώμεθα πρὸς τὸν Υἱόν), შთანიშნა რა სულიწმინდამ,
წმინდამყოფელობის გზით, ღვთისსახოვანი და გამორჩეული მშვენება ჩვენში,
ცხადია - გონისეულად და სულიერად. ხოლო ის, რომ ხატია და
მსგავსება ღვთისა და მამისა ძე, შეუძლია ვინმეს ამის განჭვრეტა იმითაც, რაც
მას სადღაც ამგვარად უთქვამს: "და ყველა ის, ვინც დაღვრის ადამიანის
სისხლს, დაიღვრება მისი სისხლის სანაცვლოდ, რამეთუ ღვთის ხატით (ἐν εἰκόνι θεοῦ) შევქმენი ადამიანი" (შეს. 9.6), რამეთუ რადგან საღვთო ხატისადმი (εἰς θείαν εἰκόνα) შესცოდა მან, ვინც მკვლელობა გაბედა, მართებულად მიიღებს კიდეც (εἰσπράττοι το ἄν) შეცოდების თანაბარ სასჯელს" (იქვე, 948 C - 949 A);
* * *
"რაჟამს გაცოცხლდა ქრისტე და მოიალაფა ჯოჯოხეთი, მაშინ მორწმუნეებს მისცა მან სული ძეობილობისა (τὸ τῆς υἱοθεσίας πνεῦμα), სხვებზე უწინარეს კი - თავის მოციქულებს, რადგან "შთაჰბერა მათ და უთხრა: მიიღეთ სულიწმინდა" (ლუკას სახარების განმარტება, PG. 72, 620 A).
* * *
"არათუ მისთვის უცხო სულიწმინდას შთანერგავს იგი (ქრისტე, ე.ჭ.)
ნათელღებულებში მონებრივად და მსახურებითად, არამედ - უზენაესი ძლიერებით
როგორც ბუნებითი ღმერთი მისგანს და მის საკუთარს, რომლის (სულიწმინდის,
ე.ჭ.) მიერაც საღვთო ხატიც შთაინიშნება ჩვენში (δι 'οὗ καὶ ὸ θεῖος
ἡμῖν ἐνσημαίνεται χαρακτήρ), რადგან ხელახლა დავიხატებით იესო
ქრისტესადმი როგორც საღვთო ხატისადმი, თუმცა არათუ სხეულებრივ ახალქმნადობას (ἀναπλασμόν) განვიცდით, არამედ სულიწმინდასთან ზიარებით თვით ქრისტეს მივიღებთ სიმდიდრედ ჩვენს თავში" (მართალი რწმენის შესახებ, თეოდოსი იმპერატორისადმი, PG. 76,1188 B).
* * *
განმარტება იოანე მახარებლის სიტყვებისა: "რომელმაც კი მიიღეს იგი (ქრისტე), მისცა მათ უფლება ღვთის შვილებად (τέκνα θεοῦ) გახდომისა" (1.12).
"შეუძლებელი იყო, რომ ჩვენ, რომლებიც ვატარებდით მიწიერ ხატს, სხვაგვარად თავი დაგვეღწია ხრწნილებისგან, თუ არ შთაინიშნებოდა (ἐνεσημάνθη) ჩვენში ზეციური ხატის მშვენიერება ძეობილობისკენ ხმობის გზით (διὰ τοῦ κεκλῆσθαι πρὸς υἱοθεσίαν), რადგან გავხდით რა ზიარებულნი მასთან (ქრისტესთან, ე.ჭ.) სულიწმინდის მიერ, აღვიბეჭდეთ მსგავსებით მისდამი (κατεσφραγίσθημεν
εἰς ὁμοιότητα τὴν πρὸς αὐτόν) და ხატის პირმშოხატისეული დასახულობისადმი
(εἰς τὸ ἀρχέτυπον τῆς εἰκόνος... σχῆμα), რომლისებრაც ჩვენს შექმნას
ამბობს საღვთო წერილი (καθ' ἥνπερ ἡμᾶς καὶ πεποιῆσθαί φησιν ἡ θεία
Γραφή), რადგან ძალისხმევით ბუნების თავდაპირველი მშვენიერების კვლავ მომპოვებელნი (τὸ ἀρχαῖον τῆς φύσεως ἀνακομισάμενοι κάλλος) და იმ საღვთო ბუნებისადმი კვლავ დახატულნი (ἀναμορφωθέντες) უფრო ძლიერები ვხდებით გარდასვლის შედეგად ჩვენდამი შემთხვეულ უკეთურებაზე" (PG. 73, 153 A-B).
* * *
განმარტება "ფსალმუნის" სიტყვებისა: "აღიბეჭდა ჩვენზე სინათლე შენი პირისა, უფალო" (4.7):
"ღვთისა და მამის პირად (πρόσωπον) ამბობს ძეს, რომელიც არის, აგრეთვე, "ხატი" (ὁ χαρακτήρ), ხოლო ის "სინათლე", რაც მისგანაა, ეს არის სულიწმინდის მიერ ქმნილებაზე მოფენილი (διήκουσαν) მადლი, რითაც ღვთისადმი ხელახლა შევიქმნებით (ἀναπλαττόμεθα, ლათ. reformamur) სარწმუნოების მიერ, ხელახლა ვიძენთ რა (ἀναλαμβάνοντες, ლათ. recipientes) მისგან (სულიწმინდისგან, ე.ჭ.), როგორც
რამ ბეჭდისგან (οἱονεὶ σημάντρῳ τινί), თანახატობას ძისადმი (τὴν πρὸς τὸν
Υἱὸν συμμορφίαν), ვინც არის ხატი მამისა (εἰκὼν τοῦ Πατρός), რათა
კეთილად გადარჩეს (σώζηται) ჩვენში შემოქმედის ხატისებრ და მსგავსებისებრ
შექმნილობა (ἵνα σώζηται καλῶς ἐν ἡμῖν τὸ καθ'ὁμοίωσιν καὶ εἰκόνα
γεγενῆσθαι τοῦ κτίσαντος). ხოლო რადგან აღსაარებულია, რომ ძე
არის პირი (πρόσωπον) ღვთისა და მამისა, რა თქმა უნდა, უთუოდ იქნებოდა
(εἴη) იგი ხატიც (καὶ ὁ χαρακτήρ), რითაც ბეჭდავს (σφραγίζει) ღმერთი" (იოანეს სახარების განმარტება, წიგნი III, თავი 5, PG. 73, 485, B-C).
* * *
კვლავ ფსალმუნთა იმავე სიტყვების განმარტება:
"უდაფარულესად და უსაიდუმლოესად, პირი ღვთისა და მამისა არის ძე, ხოლო
სინათლე - მისგან ჩვენდამი ვლენილი სულიწმინდა, რომლის მიერაც დაბეჭდილნი
ვართ (κατεσφραγίσμεθα), უკუდახატულნი პირველი ხატისადმი (εἰς εἰκόνα τὴν πρώτην ἀναμορφούμενοι),
და რომლის მიერაც ვისწავლეთ ის ჭეშმარიტი სიკეთენი, რითაც გონისეული
სიხარული გვაქვს გონებასა და გულში, განმტკიცებულთ სამერმისო სიკეთეთა
სასოებისადმი" (PG. 69, 740 B).
* * *
"ესაიას განმარტებიდან":
"ქრისტეში გამართლებულთ და სულიწმინდით განწმენდილთ უნდა შეჰფეროდეთ
თქმა ამისა: "აღიბეჭდა ჩვენზე სინათლე შენი პირისა, უფალო", რამეთუ ხატი და
მსგავსება და თითქოსდა პირი ღვთისა და მამისა არის ძე, ხოლო სინათლე -
მისგან ჩვენდამი ვლენილი სულიწმინდა, რომლის მიერაც დაბეჭდილნი ვართ, პირველი ხატისადმი უკუდახატულნი წმინდამყოფელობის გზით, რამეთუ შექმნილები ვართ ხატისებრ და მსგავსებისებრ შემოქმედი ღვთისა (πεποιήμεθα γὰρ κατ' εἰκόνα καὶ ὁμοίωσιν τοῦ κτίσαντος θεοῦ)" (PG. 70, col. 236 B).
* * *
"მათ მიმართ, რომლებიც ამბობენ, რომ: ერთი მხრივ, "ხატისებრობა" მივიღეთ მყისვე შექმნისთანავე (κτισθέντες εὐθύς),
ხოლო "მსგავსებისებრობა" - არანაირად, რადგან დაცულია იგი ჩვენთვის
სამერმისო საუკუნეში. ამიტომაც დაწერილია: "რაჟამს ქრისტე გაცხადდება, მისი
მსგავსნი ვიქნებით" (I იოანე 3.2). და კიდევ თქმულია: "შევქმნათ კაცი
ჩვენი ხატისებრ და მსგავსებისებრ" და ადამიანის შექმნის შემდეგ ითქმის:
"შექმნა ღმერთმა ადამიანი, თავისი ხატისებრ შექმნა იგი", დაიდეუმა რა აქ
"მსგავსებისებრობა", რათა ეჩვენებინა, რომ ჯერ არ მიგვიღია იგი, არამედ
დაცულია ჩვენთვის იმ ნეტარ ცხოვრებაში".
"თუ ამბობენ, რომ სხვადასხვაა "ხატისებრობა" და "მსგავსებისებრობა", განსხვავება მიუთითონ, ჩვენ
კი მივიჩნევთ, რომ სხვას არაფერს ცხადყოფს "ხატისებრობა", თუ არა
"მსგავსებისებრობას", ასევე, "მსგავსებისებრობაც" - "ხატისებრობას".
ღვთისადმი მსგავსება ხვედრებული გვაქვს პირველი შესაქმიდანვე (τὴν δὲ γε
πρὸς θεὸν ὁμοίωσιν ἐλάχομεν ἐν πρώτῃ κατασκευῇ) და ვართ ხატება ღვთისა
(εἰκονισμὸς θεοῦ), რადგან, როგორც მითქვამს, მიმღებელია
ადამიანური შექმნილობა, უფრო კი ბუნება, სიკეთისაც, სამართლიანობისაც და
სიწმინდისაც და ამათი სურვილი შთასაძირკვლებული აქვს (ἐγκαταβεβλημένην ἔχει)
ღვთისგან. ამის დანახვა შესაძლებელია შემდეგიდან: ადამიანურ გონებას
გადახრა შეემთხვა, მაგრამ არა ცუდიდან კარგისკენ, არამედ კარგიდან -
ცუდისკენ. ამრიგად, მართებულია პირველად იმის წინაარსებობა, რისი
დამტოვებელიც გადავიხარეთ, რადგან ის, რომ ადამიანის სულში პირველი შექმნისთანავე (ἐκ πρώτης κατασκευῆς) შთაითესა (ἐνεσπάρη) ყოველგვარი კარგის სურვილი და წადილი, და ცოდნა,
ამას ასაჩინოებს ყოვლადბრძენი პავლე, რომელიც ამბობს: "რაჟამს წარმართნი,
რჯულის არმქონენი, ბუნებით მოქმედებენ რჯულისას, ისინი, რჯულის არმქონენი,
თავისი თავის რჯული არიან, რომლებიც აჩვენებენ რჯულის საქმეს, დაწერილს მათ
გულებში, თანამოწამეობს რა მათი სინდისი" (რომ. 11. 14-15). თუკი
წარმართებსაც, რომლებიც რჯულის გარეთ არიან, ბუნებითად ძალუძთ იცოდნენ
რჯული ანუ რჯულმდებლის (მოსეს, ე.ჭ.) მიზანი, ცხადი იყოს ამიერიდან
ყველასთვის, რომ მართალი და კეთილი შეიქმნა დასაბამში ადამიანური
ბუნება (δῆλον ἔσται παντί τῷ λοιπὸν, ὅτι δικαία καὶ ἀγαθὴ γέγονεν ἐν
αρχαῖς ἡ ἀνθρώπου φύσις). და ამისათვის იქნა იგი შემოყვანილი ღვთისაგან, ატარებდა რა მის ხატებას (μόρφωσιν) და ხატს სიკეთისას (εἰκόνα τῆς ἀγαθότητος), რამეთუ წმინდაც (ἅγιος) იყო ადამიანის ცხოვრების პირველი ჟამი (ὁ πρῶτος χρόνος), ხოლო შემოვიდა რა ცოდვა, ღვთისადმი მსგავსების ხატოვნებანი (οἱ τῆς πρὸς θεὸν ὁμοιώσεως χαρακτῆρες) კვლავაც ბრწყინვალე აღარ დარჩა ჩვენში, მაგრამ კიდევ, მას შემდეგ, რაც ადამიანი გახდა მხოლოდშობილი სიტყვა ღვთისა, ხელახლა წმინდა გახდა ადამიანის ბუნება (ἁγία γέγονεν αὖθις ἡ ἀνθρώπου φύσις), სამართლიანობისა და წმინდამყოფელობის მიერ მისდამი (მხოლოდშობილისადმი, ე.ჭ.) უკუდახატული (ἀναμορφουμένη). ასე ამბობს სადღაც ყოვლადბრძენი პავლე: "ხოლო რადგან ჩვენ ყველანი განცხადებული პირით სარკისებრ ვჭვრეტთ (κατοπτριζόμενοι) დიდებას უფლისას, იმავე ხატად გარდავიხატებით (μεταμορφούμεθα), დიდებიდან - დიდებისკენ, როგორც - უფალ სულისგან" (II კორ. 3.18), ხოლო უფალი სულია. ამრიგად, უკუგანახლება (ἀνανέωσις) და თითქოსდა ხელახლაშექმნა (ἀναπλασμός)
მოხდა ადამიანური ბუნებისა ქრისტეში, შეენაწევრა რა ჩვენი ხორცი წმინდა
ცხოვრებას სულიწმინდაში. მაგრამ თუ თქვა წმინდა წერილმა სადღაც, რომ
"შექმნა ღმერთმა ადამიანი თავისი ხატისებრ", დაიდუმა კი
"მსგავსებისებრობა", გვამრთებს შევიცნოთ, რომ საკმარისი იყო ეთქვა "ხატისებრობა", როგორც სხვა არაფრის ცხადმყოფელი, თუ არა "მსგავსებისებრობისა",
რადგან ზედმეტია იმის თქმა, რომ ეს ("მსგავსებისებრობა", ე.ჭ.) ჩვენთვის
დაცულია სამერმისო საუკუნეში, რამეთუ თქვა რა ღმერთმა: "შევქმნათ ადამიანი
ჩვენი ხატისებრ და მსგავსებისებრ", ვინ გაბედავს თქმას, რომ შეიქმნა იგი "ხატისებრ", მაგრამ - ჯერაც არა "მსგავსებისებრ"?
ამასთან, მსგავსნი ვიქნებით ქრისტესი უხრწნელების მიხედვით და სიკვდილზე
უმჯობესქმნილობით, აგრეთვე ამ დიდების მიხედვით, რაც თვით მან მოგვმადლა
ჩვენ, რადგან კიდევ წერს ღვთივშთაგონებული პავლე: "რამეთუ მოვკვდით და
თქვენი ცხოვრება დაფარულია ქრისტესთან ერთად ღმერთში. რაჟამს ქრისტე
განცხადდება, - ცხოვრება ჩვენი, - მაშინ თქვენც მასთან ერთად განცხადდებით
დიდებაში" (კოლას. 3. 3-4). სხვაგან კიდევ: "რომელიც გარდასახავს ჩვენი
სიმდაბლის სხეულს, რომ გახდეს თანახატი მისი დიდების სხეულისა" (ფილიპ.
3.21), რადგან ამჟამადაც არ ვართ "მისი მსგავსებისებრ ყოფნის" გარეთ, თუ
ჭეშმარიტია, რომ იგი დაიხატვის ჩვენში სულიწმინდის მიერ, რამეთუ კვლავ წერს
პავლე გალატელებს: "შვილნო, რომლებსაც კვლავ სალმობით გშობთ, ვიდრე არ
დაიხატება ქრისტე თქვენში" (გალატ. 4.19). მართლაც, რაჟამს ჩვენს თავს
მორწმუნეებად და წმინდანებად ვიცავთ, მაშინ იხილვება ქრისტე დახატული (μορφούμενος) ჩვენში, რომელიც ჩვენს გონებებში თავის ხატოვნებათა შთამაელვებელია (ἐναστράπτων)" (ანთროპომორფისტთა წინააღმდეგ, PG. 76, 1085-1088).
* * *
"ხოლო დახატულნი ვართ (μεμορφώμεθα) მისდამი პირველი და უსაკუთრესი გვარისამებრ (κατὰ πρῶτον μὲν τρόπον καὶ κυριώτατον),
- რაც კი შეიძლება მოაზრებულ იქნეს, - სათნოებისამებრ და სიწმინდისამებრ,
რადგან წმინდაა ღვთიურობა, ყველა სათნოების დასაბამი, წყარო და სათავე.
ხოლო ის, რომ შესაფერისია, რათა სწორედ ასე იქნეს უფრო გააზრებული ღვთის
ხატისებრ ადამიანის შექმნა, ამას გვასწავლის ყოვლადბრძენი პავლეც, რომელიც
გალატელთა მიმართ ამბობს: "შვილნო, რომლებსაც კვლავ სალმობით გშობთ,
ვიდრემდე დაიხატება ქრისტე თქვენში" (გალატ. 4.19). რამეთუ იხატება (μορφοῦται) იგი ჩვენშიც სულიწმინდისეული წმინდამყოფელობის შედეგად (δι' ἁγιασμοῦ, τοῦ διὰ Πνεύματος) ხმობის მიერ (διὰ κλήσεως), რაც მისდამი (ქრისტესადმი, ე.ჭ.) რწმენით ხდება. მაგრამ იმათში, რომლებიც რწმენას გარდახდებიან, ხატოვნებანი (χαρακτῆρες) საღად (ὑγιῶς)
აღარ ბრწყინავენ. ამის გამო სხვა სულიერ ტკივილშობადობასა და გონისეულ
ახალშობას საჭიროებენ ისინი, რათა რაჟამს სულიწმინდა, წმინდამყოფელობის
გზით, საღვთო ხატს შთააელვარებს მათში, კვლავ ქრისტეს მიმართ
უკუდაიხატნონ (ἵνα τοῦ ἁγίου Πνεύματος ἐν αὐτοῖς ἐναστράπτοντος δι'
ἁγιασμοῦ τὴν θείαν εἰκόνα, πάλιν ἀναμορφωθεῖεν εἰς Χριστὸν)" (Responsiones ad Tiberium, col. 593).
* * *
"ყოველთა ზედა მყოფი ღვთის ხატისებრ და მსგავსებისებრ (κατ' εἰκόνα καὶ καθ' ὁμοίωσιν) ადამიანის შექმნას (πεποιῆσθαι) ადასტურებს საღვთო წერილი" ("იოანეს სახარების განმარტება", PG. 73, 204 D).
* * *
"...დაინახავს, რომ ცხონებულია მისი ხატისებრ და მსგავსებისებრ შექმნილი" (PG. 73, 969 A).
* * *
"რამეთუ ქმნილნი ვართ მისი ხატისებრ და მსგავსებისებრ" (PG. 75, 673 C).
* * *
"ამრიგად ძენი - ძის მიერ, ვართ ჩვენ ხატი ღვთისა და მსგავსება
(εἰκὼν δὲ θεοῦ καὶ ὁμοίωσις ἡμεῖς), ასე შექმნილნი დასაბამში (οὕτω τὸ ἐν
αρχαῖς πεπλαστουργημένοι) მთელი ბუნებისადმი, - ცხადია, რომ უზენაესისადმი" (სამების
შესახებ, III დიალოგი, PG. 75. 837 C; მინის გამოცემაში ნაცვლად სიტყვისა
"ძის მიერ" მცდარად არის "ძეობა". იხ. კრიტიკული გამოცემა: SC. t. 237, p.
100; შდრ. შენიშვნა, იქვე p. 403).
* * *
"რამეთუ შევიქმენით თვით ჩვენც ღვთის ხატისებრ და მსგავსებისებრ, ხოლო ჩვენში საღვთო გამოხატულების (ἐξεικονισμόν) შთამნერგველი უთუოდ იქნებოდა წმინდამყოფელობა (ὁ ἁγιασμός), ესე იგი, სულიწმინდაში ზიარება ძესთან (ἡ ἐν Πνεύματι μέθεξις τοῦ Υἱοῦ). და ამიტომ, როცა ადამიანური ბუნება გაუკუღმართებისკენ დასხლტა და ხატის მშვენიერება დამახინჯდა, ახალშევიქმენით
დასაბამისადმი (κεκαινουργήμεθα πρὸς τὸ ἀπαρχῆς), სულიწმინდის მიერ კვლავ
დასაფუძვლებულნი ხატად შემოქმედისა, ცხადია კი, რომ ძისა
(ἀναστοιχειούμενοι διὰ Πνεύματος εἰκόνα τοῦ κτίσαντος, δῆλον δὲ ὅτι τοῦ
Υἱοῦ), რომლის მიერაც არის ყოველივე მამისგან" (იქვე, VI დიალოგი, PG. 75, p. 1013; SC. t. 246, p. 34).
* * *
"ანთროპომორფისტთა წინააღმდეგ".
"ის,
რომ ადამიანური ბუნებისთვის ყველა სიკეთის მომნიჭებელი გახდა მოსული
ქრისტე, ვინ გაბედავს ამის ართქმას? ანდა ვინ უარყოფს და იტყვის, რომ
უსარგებლო იყო ჩვენთვის ამ ქვეყნად მისი მოვლინება? რამეთუ ადამიანი
დასაბამში შეიქმნა მისი ხატისებრ (γέγονε μὲν γὰρ κατ' εἰκόνα τὴν πρὸς αὐτὸν ἐν ἀρχαῖς ὁ ἄνθρωπος)
და ბუნება ვარგისი იყო ყველა სიკეთის მისაღებად და სათნოებაში
წარმატებისათვის, რამეთუ "შეგვქმნა მან ჩვენ კეთილ საქმეთათვის" (ეფეს.
2.10), როგორც წერს ყოვლადბრძენი პავლე. მაგრამ ცოდვამ გააუჩინარა
ღვთისსახოვანი ხატის მშვენიერება (τῆς θεοειδοῦς εἱκόνος τὸ κάλλος) და სატანამ ადამიანობის ბრწყინვალე პირი (τὸ πρόσωπον) ჭუჭყით სავსედ წარმოაჩინა. გარნა გამოჩნდა განმაახლებელი (ὁ ἀνακαινιστής), რომელმაც დასაბამიერისკენ უკუდახატა დაჩაგრული, და კვლავ თავისი ხატისადმი გარდაგვქმნა ჩვენ რათა მისი საღვთო ბუნების ხატოვნებანი შთამშვენებულიყო ჩვენში წმინდამყოფელობის, სამართლიანობისა და სათნოებითი კეთილცხოვრების მიერ,
რამეთუ სწორედ ისაა კარი და გზა, რომლის მიერ ძალგვიძს ყოველივე
საუკეთესოსკენ სწრაფვა და სავალთა სწორყოფა, რათა ჩვენში, რომლებიც
ქრისტეში ვართ, გამოჩნდეს ურჩეულესი ხატის მშვენიერება, თუ თვით
საქმეთა მიერ ვიქველმოქმედებთ. ხოლო პირველქმნილში ყოველგვარი ვარგისიანობა
იყო, ატარებდა რა იგი ძალას (პოტენციას) სათნოების ასათვისებლად, მაგრამ
არა უთუოდ მოქმედებასაც. ამიტომ თქვა თვით ქრისტემაც ჩვენს ანუ თავის ცხვართა შესახებ: "მე მოვედი, რათა ცხოვრება ჰქონდეთ და უმეტესად (περισσόν) ჰქონდეთ" (იოანე 10.10), რამეთუ კვლავ მიეცა ადამიანურ ბუნებას ის, რაც ადამში იყო დასაბამში (τὸ ἐν 'Αδὰμ ἐν ἀρχῇ), ესე იგი, განწმენდილობა (ὁ ἁγιασμός), ხოლო "უმეტესობად", როგორც ვფიქრობ, თქვა ღირსეულებად ჩენილობა მოქმედების მიხედვით (τὸ κατ' ἐνεργειαν ὁρᾶσθαι σεπτούς) და თვით წარმატებათა მიერ მხიარულქმნილობა" (PG. 76, 1093-1096).5
* * *
"ხორციელ-იქმნა იგი, მაგრამ ყოვლითურთ შეურყვნელად დაიცვა მან ზებუნებრივი და რჩეული მშვენიერება თავის თავში არსებული ბუნებითი კეთილშობილებისა (τῆς ἐνούσης αὐτῷ φυσικῆς εὐγενείας)" (ნესტორის წინააღმდეგ, 4.3; PG. 76, 188 B).
------------------------------------------------------------------------------შენიშვნები
1 - აღნიშნული შემოკლება ნიშნავს ცნობილ სერიალს: Patrologiae Cursus Completus: Series Graeca. Ed. J.-P. Migne, Paris.
2 - აღნიშნული შემოკლება ნიშნავს ორიგინალისა და პარალელური ფრანგული თარგმანის შემცველი პატრისტიკული ტექსტების ცნობილ გამოცემას: Sources Chrétiennes, Paris.
3 - აი, ამ უსაღვთოესი სწავლების ბოლო ნაწილის ორიგინალი სრულად: καθάπερ
τινὰ σφραγῖδα τῆς ἑαυτοῦ φύσεως ἐνέπηξεν ὁ Δημιουργὸς τὸ Πνευμα τὸ
ἅγιον, τοῦτ' ἔστι, τὴν πνοὴν τῆς ζωῆς, δι' ἧς πρὸς τὸ ἀρχέτυπον
διεπλάττετο κάλλος, ἀπετελεῖτο δὲ κατ'εἰκόνα τοῦ Κτίσαντος, πρὸς πᾶσαν
ἰδέαν ἀρετῆς δυνάμει τοῦ ἐνοικισθέντος αὐτῷ διακρατούμενος Πνεύματος.
4 - აი, ამ სწავლების ბოლო ნაწილის ორიგინალის სრულად: ὅπερ
ὁ μακάριος Μωσῆς ἐμπεφυσῆσθαι παρὰ θεοῦ τῷ ἀνθρώπῳ διισχυρίσατο, τοῦτο
Χριστὸς ἀνανεῶν ἐν ἡμῖν μετὰ τὴν ἐκ νεκρῶν ἀναβίωσιν, ἐνεφύσησε τοῖς
ἑαυτοῦ μαθηταῖς λέγων "Λάβετε Πνεῦμα ἅγιον," ἵνα πάλιν ἀναμορφωθέντες
εἰς τὴν ἐξ ἀρχῆς εἰκόνα, σύμμορφοι φαινώμεθα τῷ πεποιηκότι διὰ τῆς τοῦ
Πνεύματος μετοχῆς.
5 - აღვნიშნავთ, რომ წმ. მაქსიმე აღმსარებელი
ორ სახეობას აღიარებს შთაბერვისას, ერთს - სულის შემქმნელს, ხოლო მეორეს -
სულიწმინდის მიმნიჭებელს, რაც უფალმა შთაბერა მოციქულებს და რომლისგანაც
უნაწილო არ იყო არც პირველქმნილი ადამი ცოდვით დაცემამდე, როგორც მკაფიოდ
გამოჩნდა ეს ზემორე ციტატებიდან (იხ. მაქსიმეს განმარტება,
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის XL ჰომილიაზე, Anecdota Graeca. Tomus I,
Continens S. Maximi Confessoris De Variis Difficilibus Locis Ss. Pp.
Dionysii et Gregorii Librum, Edidit Franc Oehler. Halis, 1857, p.
304-305); ამ საკითხს შემდეგში საგანგებოდ შევეხებით.
ძველი ბერძნულიდან თარგმნა ედიშერ ჭელიძემ
"მართლმადიდებლური ხატმეტყველება", თბილისი 2001 წ.
იხ. აგრეთვე "გული გონიერი", № 3, 2011 წ.
"მართლმადიდებლური ხატმეტყველება", თბილისი 2001 წ.
იხ. აგრეთვე "გული გონიერი", № 3, 2011 წ.
No comments:
Post a Comment