74
ჩვენს წინა საუბარში მიმოვიხილეთ, რამდენადაც ზეპირი საუბარი ამას დაიტევდა, პატროლოგიური ლიტერატურის ყველაზე უფრო ხელშესახები, გარკვული მნიშვნელობის მქონე ძეგლები და ავტორები და დღეისათვის, ამ საუბრიდან, შვეცდებით უკვე შევუდგეთ ეკლესიის მამათა შრომების, ეკლესიის მამათა მოღვაწეობის ქრონოლოგიურ განხილვას, საეკლესიო ლიტერატურის ეტაპობრივ შესწავლა-გადმოცემას.
როდესაც ამგვარ განხილვას ვიწყებთ, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა
ყურადღებას იქცევს საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ძეგლი ან
რომელი ავტორი მიიჩნევა რიგით პირველად საეკლესიო ლიტერატურის ისტორიაში.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შესაძლოა ვნახოთ განსხვავებული
შეხედულებები მკვლევართა, პატროლოგიების ავტორთა შორის. ასე ვთქვათ,
ძირითადად პირველობას ეცილება ორი ძეგლი, ერთი ეს გახლავთ ლათინურ ენაზე
მოღწეული თხზულება “მოციქულთა სიმბოლო” (აქ სიმბოლო ეკლესიური მნიშვნელობის
ტერმინია და ნიშნავს “მრწამსს”, “კრედოს”) და მეორე ბერძნულ ენაზე
მოღწეული თხზულება სახელწოდებით “დიდაქე”, რომლის სრულ სათაურსაც შემდეგ
შევეხებით. აი ეს ორი ძეგლი, როგორც ავღნიშნეთ, ეცილება პირველობას
სხვადასხვა პატროლოგიაში. ხოლო რაც შეეხება საკუთრივ ამ პატროლოგიებს,
რომლებსაც ჩვენ შეიძლება ხშირად ვეყრდნობოდეთ ჩვენს მსჯელობებში,
მნიშვნელობის მხრივ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ერთ სიბრტყეზე ვერ
დავაყენებთ. ჩვენ არ გვაქვს უფლება საგანგებოდ არ ავღნიშნოთ მართლაც
გამორჩეული მნიშვნელობა იმ პატროლოგიისა, რომელიც იოანე კვასტენის სახელს
უკავშირდება და რომლის სამი ტომი თავდაპირველად გამოქვეყნდა ინგლისურ
ენაზე, შემდეგ ითარგმნა ფრანგულადაც, ასევე სამ ტომად. ეს უკანასკნელი
თარგმანი უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ზოგი მონაცემით შევსებულია,
მაგრამ ასეა თუ ისე ორივე მათგანი კვასტენის ავტორობითაა ცნობილი. ეს
გახლავთ პირველი ხუთი საუკუნის შესახებ ყველაზე ამომწურავი პატროლოგიური
შრომა და კვლავ ხაზს გავუსვამთ, რომ უმრავლეს შემთხვევაში ამა თუ იმ
ავტორთან, ამა თუ იმ ძეგლთან დაკავშირებით, წყაროს მოძიების მხრივ იქნება
ეს თუ სხვადასხვა ფაქტობრივი კუთხით, ჩვენთვის საფუძველი სწორედ ეს
პატროლოგია გახლავთ. თუმცა არანაკლები მნიშვნელობა აქვს ზოგ შემთხვევაში ამ
ბოლო ხანს გამოსულ, ასევე უაღრესად ინფორმატიულ პატროლოგიას ახალ ბერძნულ
ენაზე, რომლის ავტორიც გახლავთ ცნობილი მკვლევარი ხრესტუ (ჩვენ ამ
პატროლოგიის ოთხი ტომი გვაქვს ხელთ). ეს უკანასკნელი გამოცემული გახლავთ
უაღრესად მაღალ დონეზე, ცარცის ქაღალდზე. ამას იმიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ
როგორც ჩანს ამ შრომის დიდ ღირსებას საბერძნეთში კარგად ხვდებიან,
რამდენადაც მართლაც უნიკალური გამოცემა გახლავთ საკუთრივ პოლიგრაფიული
კუთხით. თვით შრომაც ნამდვილად იმსახურებს ამგვარ გამოცემას, იმიტომ, რომ
ბიბლიოგრაფიული კუთხით კიდევ უფრო ამომწურავია, ვიდრე კვასტენის
ზემოხსენებული შრომა და ფაქტობრივად გვირგვინია პატროლოგიური მეცნიერების
ისტორიაში. ამ ორი, განსაკუთრებული მნიშვნელობის შრომის გვერდით ჩვენ
შეიძლება ვახსენოთ აგრეთვე პატროლოგიები გერმანულ ენაზე, უფრო ადრინდელნი
კვასტენის შრომასთან შედარებით, მათ შორის, შეიძლება პატროლოგიად არ არის
წოდებული, მაგრამ ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიას გულისხმობს და
განიხილავს კრუმბახერის ცნობილი შრომა, ისევე როგორც ჰანს ბეკის ვრცელი
გამოკვლევა ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიის შესახებ, ორივე გერმანულად და
მოგვიანებით ერთ ტომად გამოსული პატროლოგია, რომელიც მრავალგზის გამოიცა.
ეს გამოცემა ხელმისაწვდომია ქართველი მკითხველისთვისაც, კერძოდ ხელნაწერთა
ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში, სადაც შეჯამებულად, კომფაქტურად არის
წარმოდგენილი ეს უმდიდრესი პატროლოგიური ინფორმაცია ეკლესიის მამების
მოღვაწეობასთან და მათ შრომებთან დაკავშირებით. როგორც ავღნიშნეთ
ქრონოლოგიურად ბოლო პატროლოგური თხზულება სწორედ ქრესტუს მონუმენტური
ნაშრომი გახლავთ, რომლის მომდევნო ტომიც, როგორც ივარაუდება
წნასიტყვაობაში, ასევე ალბათ გამოიცემა.
სხვა ძეგლებიც შეგვეძლო დაგვესახელებინა, თუმცა ისინი ამ შემთხვევაში ჩვენთვის არსებითნი არ არიან. მთავარია და არსებითია ორი პატროლოგიური შრომა, რომელთაც ყველაზე ხშირად ვეყრდნობით. ამათგან მაინც აქცენტი უფრო პირველზე გვაქვს, იმიტომ, რომ განაწილება საკითხებისა და ასევე ციტაციების თვალსაზრისით სისრულე უფრო ყურადღებას მიგვაქცევინებს კვასტენის ზემოთ ხსენებულ თხზულებაზე და ეს შრომა საფუძველი იქნება ჩვენი განხილვებისა.
მაგრამ აღნიშნული პატროლოგიები ვახსენეთ ამ შემთხვევაში იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მათში ერთ აზროვნება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ძეგლი უნდა მივიჩნიოთ საფუძველ დამდებად ქრისტიანული ლიტერატურისა, ჩვენ არ გვხვდება. პატროლოგიების დიდი ნაწილი ამ პატივს განუკუთვნებს, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ლათინურ ენაზე მოღწეულ ძეგლს სახელწოდებით “მოციქულთა სიმბოლო”. ეს შრომა შეიცავს ტექსტს, თითქოსდა მოციქულთაგან წარმოთქმულს, თითო მოციქულისგან ფორუმულირების აღმოთქმას და მთლიანობაში 12 ფორმულირებას მრწამსისას, რაც თავისი პირველსაფუძვლით, არქეტიპით, ივარაუდება, რომ I საუკუნესვე, ანუ მოციქულთა ეპოქას ეკუთვნის. მიჩნეულია, რომ როდესაც მოციქულები მისიონერული ღვაწლის აღსრულებას შეუდგნენ, ვიდრე ერთი მეორეს განშორდებოდნენ, ერთობლივად შეიკრიბნენ და განიზრახეს ერთი აღმსარებლობითი ტექსტის, ერთი აღმსარებლობითი ფორმულის ჩამოყალიბება, რომ ყველას ერთნაირად და უცვალებლად გადაეცათ ქრისტიანული მოძღვრება ახალ მოქცეულთათვის. ამ მიზანდასახულობით, როგორც სათნო გადმოცემა გვაუწყებს, თითო მოციქულმა თითო აღმსარებლობითი სწავლება აღმოთქვა და ასე იქნა შეკრებილი ამ სწავლებათა, ამ აღმოთქმათა მთლიანობა, რასაც “მრწამსი” ეწოდება, თორმეტმუხლედი. რა თქმა უნდა, ეს სავსებით სარწმუნოა და ასეც იქნებოდა მრწამსის ჩამოყალიბება თავდაპირველად, მაგრამ საკითხი ასე დგას: ჩვენამდე მოღწეული ლათინურენოვანი ტექსტი “მოციქულთა სიმბოლო” რამდენად იდენტურია იმ ტექსტთან, რასაც მოციქულები მისიონერული ღვაწლის დაწყების წინ ურთიერთთანხმობით შეადგენდნენ და ჩამოაყალიბებდნენ? ძალიან ძნელია ვიფიქროთ, რომ ჩვენამდე მოღწეული ლათინურენოვანი ტექსტი იმ თავდაპირველ აღმოთქმას ეკლესიური სწავლებისას, ტექსტობრივად ზედმიწევნით თანხვდება. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, არათუ ძნელია, ჩვენის აზრით ეს გამორიცხულია და გამორიცხულია ერთი არსებითი მიზეზის გამო.
ვსაუბრობთ რა საეკლესიო ლიტერატურაზე, ჩვენ კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ საეკლესიო ლიტერატურა ეპოქალურად, ტექსტობრივად, წყაროდმცოდნეობითად იწყება იქ, სადაც მთავრდება ახალი აღთქმა. ე.ი. როდესაც ახალი აღთქმა შეიქმნა, ძეგლების თვალსაზრისით, ოთხი მახარებლის, მოციქულთა საქმეების, პავლე მოციქულის 14 ეპისტოლის, შვიდი კათოლიკე ეპისტოლის, იოანე ღვთისმეტყველის “აპოკალიფსის” მთლიანობით, ამის შემდეგ მოციქულთაგან პირველდადგენილი წინამძღვრები და მსახურნი ეკლესიისა, საეკლესიო მოღვაწენი, როდესაც სამწერლობო ღვაწლსაც აღასრულებენ, მათი წერილობითი ნამოღვაწარი უკვე არის არა ახალი აღთქმის და შესაბამისად არა საღვთო წერილის, არა ბიბლიის კუთვნილება და მისი შემადგენელი ნაწილი (მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ შეიძლება ასეც ხდებოდეს, მაგრამ ჩვენ ვამბობთ დაკანონებული სახით), არამედ საეკლესიო ლიტერატურის დაფუძნება, საეკლესიო ლიტერატურის შემადგენელი ნაწილი. ახალი აღთქმის საფუძველზე იწყება საეკლესიო მწერლობა, მაგრამ რა ძეგლები შეადგენს ახალ აღთქმას? ახალ აღთქმას შეადგენს ყველა ის ძეგლი, რაც უეჭველად საეკლესიო უცთომელი, დოგმატური, განჩინებით დაიწერა მახარებელთაგან და მოციქულთაგან. მახარებელთა და მოციქულთა ავთენტური წერილობითი შრომების ერთობლიობა არის ახალი აღთქმა. შეუძლებელია, რომ ჩვენ რაიმე შრომა, თავისი მთლიანი, ტექსტობრივი სახით, ამა თუ იმ მოციქულს განვუკუთვნოთ და ის ახალ აღთქმაში არ შედიოდეს. აქ შეიძლება ასეთი შემოპასუხება იყოს, რომ “მოციქულთა 85 კანონი”, რაც ჭეშმარიტ ძეგლადაა, რა თქმა უნდა, ეკლესიაში მიჩნეული, რითაც “რჯულის კანონი” იწყება, შედის არა ახალ აღთქმაში, არამედ “რჯულის კანონში”. ეს, რა თქმა უნდა, ასე გახლავთ, მაგრამ მოციქულთა კანონები მოძღვრებით არის მოციქულთა, მათგან არის გადმოცემული, მაგრამ ჩამწერი ამ კანონებისა გახლავთ ეკლესიის მამა წმ. კლიმენტი რომაელი. თვით მოციქულები პირველ პირში ამბობენ: “კანონნი ჩვენ მოციქულთანი კლიმინტუის მიერ აღწერილნი”. იგივე შეიძლება ითქვას იოაკობ მოციქულის ლიტურგიის, პეტრე მოციქულის ლიტურგიის შესახებ, რომ საკუთრივ წერილობითი გაფორმება ამ ლიტურგიებისა არც იაკობ მოციქულის კალამს უნდა ეკუთვნოდეს და არც პეტრე მოციქულისას. მათგან დაფუძნებული, მათგან ზედმიწევნით განსაზღვრული სახე ლიტურგიისა, მიმდევრობა, ლოცვითი ნაწილი და ა.შ. აი ეს ყველივე მათგან მოქმედებაში აღსრულებული ლიტურგია წერილობით იქნა ჩაწერილი სხვათაგან, მაგრამ არა უშუალოდ მათი ხელით და მათი კალმით. ეს ჩანაწერი იდენტურია აბსოლუტურად იაკობისგან ნამოქმედებ და აღსრულებულ წესთან, ისევე როგორც პეტრეს მიერ აღსრულებულ წესთან, მაგრამ მათგან დაწერილი, მათგან ნამემკვიდრევი წერილობითი შრომები ისინი არ არიან. იდენტური კი იმიტომ არის, რომ ასე შერაცხა ეკლესიამ. ამრიგად ყველა ის შრომა, რაც უშუალოდ მოციქულთაგან და მახარებელთაგან იწერება უშუალოდ მათი ხელით და მათი კალმით და ეს ეკლესიისგან ამგვარადვეა განჩინებული, აი ამ ძეგლთა ერთობლიობაა ახალი აღთქმა. თუ რომელიმე ძეგლი ახალ აღთქმაში არ შედის, ის მოციქულისგან დაწერილი არ არის, უშუალოდ მოციქულის კალმით არ არის შესრულებული და ჩვენთვის მემკვიდრეობით დატოვებული. როდესაც ამ საკითხს ასე კატეგორიულად ვეხებით, ეს ამ შემთხვევაში გვესაჭიროება იმის ნათელსაყოფად, განვსაზღვროთ ზემოხსენებული ძეგლი, ლათინურად მოღწეული “მოციქულთა სიმბოლო” არის თუ არა მართლაც მოციქულთაგან დაწერილი. რა თქმა უნდა, ამ ძეგლის შემსწავლელები არ მიიჩნევენ იმას, რომ ეს ძეგლი, რომელიც ლათინურ ენაზეა ჩვენამდე მოღწეული, ლათინურ ენაზე დაწერეს მოციქულებმა. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ძეგლი არის თარგმანი ბერძნულიდან. მაგრამ ჩვენ ვერც ბერძნულ ტექსტს ვივარაუდებთ, რომ არსებობდა რაღაც ტექსტი ბერძნული, რაც ითარგმნა ლათინურად, ეს უკანასკნელი ლათინური თარგმანი შემორჩა, ბერძნული ორიგინალი კი დაიაკრგა. თუმცა ამ ყოველივეს ჩვენ ვერ ვივარაუდებთ იმიტომ, რომ თუ ბერძნულად მსგავსი ტექსტი იყო დაწერილი და ამ ტექსტის უშუალო ავტორები მართლაც მოციქულები იყვნენ, ეს ტექსტი აუცილებლად ახალ აღთქაში შევიდოდა და ახალი აღთქმის კანონი მას უცვლელად შემოინახავდა. ჩვენ ასეთი რამ უნდა ვიცოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჟამთვითარებისა და ჟამთა სიავის გამო მრავალი ძეგლი დაკარგულა, მათ შორის უმნიშვნელვანესი ძეგლები გარკვეული ეპოქის გამო, მრავალი უაღრესად საყურადღებო მოღვაწის შესახებ თითქმის ყველა ცნობა დავიწყებას მისცემია ამავე მიზეზების შესაბამისად და ამ მიზეზებს თვით ეკლესიის მამები ხშირად გახაზავდნენ, როდესაც ისინი ამა თუ იმ მოღვაწის შესახებ ცხოვრებას წერდნენ იქვე აღნიშნავდნენ, რომ ამ ცხოვრებას ვწერთ, რომ დავიწყებას არ მიეცეს ეს მნათობი ეკლესიისა, მისი ღვაწლი, მისი საქმენი, ისევე როგორც მრავალთა უბრწყინვალესი საქმენი დავიწყებას მისცემია აღუწერლობის გამოო. ე.ი. ამგვარი რამ ხდებოდა, იკარგებოდა შრომები, იკარგებოდა ცალკეული ღვაწლის ამსახველი დეტალები. ეს ყოფითად, თორემ ცათა შინა ყოველივე შერაცხილ არს და უდანაკარგოდ შენარჩუნებულია. აი ასეთ დროს ერთი რამ შეგვიძლია ავღნიშნოთ: საკუთარივ საღვთო წერილის კანონიკური წიგნები არასოდეს დაკარგულა, ძველი და ახალი აღთქმის კანონს რაც შეადგენს ესაა ის ღვთივსულიერი ძეგლები, რომლებიც შემონახული გვაქვს. ასეთ დროს მართლაც რომ დაწერილიყო ბერძნულად მოციქულთა მიერ განსაზღვრული მრწამსი ანუ სიმბოლო, შეუძლებელია, რომ ის არ შემონახულიყო. მეტიც, საჭიროება ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსისა აღარ იქნებოდა.
რა თქმა უნდა, მრწამსს თავისი ისტორია აქვს. ჩვენ ერთ-ერთ საუბარში ამას ნაწილობრივ შევეხეთ. ნიკეა-კონსტანტინოპოლის კრებათა მრწამსი თავის წინარე საფუძვლებს გულისხმობს. კარგად არის ცნობილი, რომ II საუკუნის მიწურულში წმინდა ირინეოს ლიონელი თავის ცნობილ შრომაში “მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა” ორგზის წარმოგვიდგენს წერილობით მრწამსის ტექსტს. III ს-ში ცნობილია წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელის უმნიშვნელოვანესი დოგმატური თხზულება, ასევე “მრწამსის” სახელწოდებით ცნობილი და სხვა. შემდეგ ნიკეის კრებაზე, მოგეხსენებათ, პირველად განისაზღვრა მთელი თავისი საკრებო, ანუ მსოფლიო კრებისგან გამომდინარე აღმატებულებითა და ღვთივსულიერებით მრწამსი, მაგრამ საბლოო სახე ყოველივე ამან შეიძინა კონსტანტინოპოლის II მსოფლიო კრებაზე, როდესაც ტექსტობრივადაც, არა მხოლოდ ღვთივსულიერად და შინაგანად, რითაც კონსტანტინოპოლის კრების მრწამსი აბსოლუტურად იგივეობრივია ნიკეის კრების მრწამსთან, არამედ გამოხატულების ფორმითაც, კაცთათვის და ადამიანური ენისთვის შესაძლებლად მაქსიმალური ზედმიწევნითობა გამოავლინა ტექსტმა. ამიტომაა, რომ კონსტანტინოპოლის კრებაზე ჩამოყალიბებული მრწამსი უკვე უცვლელია შემდგომი საუკუნეებისთვის, მას არც რა შეემატება და არც რა დააკლდება, ასე განსაჯა საეკლესიო ტრადიციამ, თუმცა კი წინარე ისტორია სახეზეა. თვით წმინდა ირინეოსის მიერ ორგზის დამოწმებული ტექსტი მრწამსისა კარგად ადასტურებს, რომ ამ დროისთვისაც (II ს-ის მიწურულს) მრწამსი ჯერ კიდევ ზეპირი მოვლენაა, წერილობით ის და მწიგნობრულ-ტერმინოლგიური გამოხატულებით ჯერ კიდევ ბოლომდე დამუშავებული არ არის. ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ წმინდა ირინეოსი მართალია ორგზის გადმოსცემს მრწამსს, მაგრამ ტექსტობრივი გადმოცემა მნიშვნელოვნად განსხვავდება, არა შინაარსის, არამედ ამ შინაარსის გამომხატველი ცნებებით და თუნდაც იმით, რომ წინადადებები ერთიმეორეს ხშირად ემიჯნება. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრგიოლ ნეოკესარიელამდე, III ს-ის ამ უდიდეს მოღვაწემდე, მრწამსი ტექსტობრივად, წერილობითი მწიგნობრული თვალსაზრისით ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ იყო და ზეპირად გამოითქმოდა მოძღვრება. წერილობითი სახე ყოველთვის თავის ასპექტებს შეიცავს, თავისი საღვაწი და თავისი გზა აქვს მას, რომ ეს წერილობითი სახე მაქსიმალურად დაიხვეწოს და ჩამყალიბდეს და ამგვარი სახე მრწამსისა პირველად წმინდა ირნეოსთანაა შესამჩნევი, თუმცა ეს ნაბიჯის გადადგმა არ ცხადყოფს იმას, რომ თითქოს ავტორი განზრახვითად ესწრაფვოდა, რომ რაღაც უცდომელი ტექსტი მოეცა ჩვენთვის. მან ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი გადადგა ზეპირაღმოთქმული მოძღვრების მრწამსად შეჯამების გზაზე, ანუ ლიტურგიკული აღმსარებლობის მქონე ფორმულირების ჩამოყალიბების გზაზე. შემდეგი ნაბიჯი გახლავთ წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელის მრწამსი, რომელსაც მიუხედავად თავისი განსაკუთრებული დოგმატური ღირებულებისა მაინც კერძოობითი დანიშნულება აქვს. იმიტომ, რომ მრწამსის საყოველთაოობა მხოლოდ მსოფლიო კრებამ უნდა განსაზღვროს. ნიკეის კრებას არ განუსაზღვრავს, რომ არც ირინეოსისგან ორგზის გადმოცემული მრწამსი, არც გრიგოლ ნეოკესარიელის მრწამსი ზუსტად იმავე ტექსტობრივი სახით, რაც მათ აქვთ, ასევე უნდა დაკანონდესო, რადგან აუცილებლობა იყო მათი შემდგომი დახვეწისა. თვით ნიკეის კრების მრწამსიც ტექსტობრივად, მოგეხსენებათ, საბოლოოდ დადგინდა II მსოფლიო კრებაზე. ასე რომ, ამგვარ გზაზე ჩვენ ვერ ვიგულვებთ, რომ უკვე მოციქულთა ჟამს მოციქულთაგანვე დადგინდა მრწამსის ტექსტი. თუ მოციქულებმა მრწამსის ტექსტი, აღმსარებლობითი ფორმულა ჩამოაყალიბეს, რა თქმა უნდა, მათგან ჩამყალიბებული შეუხებელ დოკუმენტად უნდა დარჩენილიყო ტრადიციაში. უშუალოდ მოციქულთაგან დაწერილს ვერარა ჟამი, ვერარა უაღმატებულესი სულიერების მქონე შემდგომი საეკლესიო მოღვაწე და მოძღვარი ვერ შეეხება, ვერ დააზუსტებს, ასე ვთქვათ, ვერ გადააკეთებს, არამედ უცდომლად უნდა შემოინახოს ის, რადგან დოგმატია. საეკლესიო ტრადციაიში მოციქულთაგან ნამემკვიდრევი არ შეიძლება შეიცვალოს, ღვთივსულიერი ტექსტი ვერ შეიცვლება, თორემ ეს რომ ასე ყოფილიყო მაშინ შეუდგებოდნენ თვით ძველი აღთქმის, ახალი აღთქმის კანონიკური წიგნების გადამუშავებას, ისევე როგორც ამას ერეტიკოსები, თუნდაც გნოსტიკოსები აკეთებდნენ. მართლმადიდებლური სწავლებით კი ასეთი ტექსტები ყოვლად უცვლელია, იოტის გადაადგილებაც კი არ შეიძლება მათში. ამგვარი დოგმატური ტრადიციის კვალობაზე მოციქულთაგან დაწერილი მრწამსი უეჭველად ჯერ შემოინახებოდა და შემოინახებოდა უცვლელად. შესაბამისად ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ ისაა, რომ ლათინურენოვანი ტექსტი ამ მრწამსისა ესაა ზოგადად მოციქულთაგან ზეპირი გზით მომდინარე მოძღვრების ერთ-ერთი გვიანდელი ჩანაწერი, რაც არაა გამორიცხული III-IV ს-ის მიჯნაზე მომხდარიყო. ცხადია, ეს ჩანაწრი არ ნიშნავს მოციქულთაგან აღმოთქმულის იგივეობრივ სიზუსტეს და ზედმიწევნითობას მასთან, იმიტომ, რომ მოციქულთაგან აღმოთქმული ზეპირ ტრადიციაში შესაძლოა შინაარსობრივად შენარჩუნებულიყო, მაგრამ ფორმობრივად ეს შენარჩუნება ყოვლად შეუძლებელი იქნებოდა. რაღაც აი ამ გვიანდელი სახეობის გამოხატულება უნდა იყოს ეს დოკუმენტი და თვით ის მხარეც, რომ ბოლოდროინდელმა შესწავლებმა აშკარად აჩვენა ამ ძეგლის “მოციქულთა სიმბოლოს” საკმაო გვიანდელობა, რომ დღეს მკვლევრები მას, როგორც ძეგლს, როგორც წერილობით დოკუმენტს VI საუკუნეზე ადრინდელად არ მიიჩნევენ, ამ ფაქტის დადასტურებად გვესახება. ამრიგად, ზეპირად აღმოთქმული მრწამსობრივი ტექსტი მოციქულებისა, მრწამსობრივი ფორუმლირება ჩვენ არ შეგვიძლია საეკლესიო ლიტერატურის ნიმუშად მივიჩნიოთ, საერთოდ მწერლობის, მწიგნობრული მოღვაწეობის ნიმუშად მივიჩნიოთ. იმიტომ, რომ ესაა ზეპირი მოღვაწეობის ნაყოფი, მოვლენა ღირსსარწმუნო, მაგრამ არა საელესიო მწერლობის თვალსაზრისით. ამრიგად ერთი მხრივ ჩვენამდე მოღწეული ლათინურენვანი ტექსტი მოციქულთა სიმბოლო არ შეიძლება ჩაითვალოს უადრეს საეკლესიო ძეგლად, ანდა უადრესი საეკლესიო ძეგლის, ბერძნულენოვანი ძეგლის, რომელიც დაკარგულია, ლათინურ თარგმანად და არც ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკუთრივ მოციქულებმა მათ მიერ განსაზღვრული აღმსარებლობითი ფორმულირება წერილობითვე დააფიქსირეს, წერილობითვე დაგვიტოვეს. იმიტომ, რომ ეს რომ ასე მომხდარიყო, ის, როგორც ავღნიშნეთ, დაუყონებლივ შეერთვოდა ახალ აღთქმას და აუცილებლად ტექსტობრივად შემონახულიც იქნებოდა. მაგრამ დავუშვათ რომ არ შემონახულა ის ტექსტობრივად და ზეპირ გადმოცემაში თავის უცდომელობას ინარჩუნებდა ეს ფორმულირება, მაშინ ნიკეა-კონსტანტინოპოლის კრების მრწამსის საჭიროება, კვლავ ავღნიშნავთ, აღარ იქნებოდა. თუ მოციქულებმა მრწამსი დაადგინეს, მოციქულთაგან დადგენილს საეკლესიო ტრადიცია არასოდეს არ შეცვლიდა. ჩვენ აქ არ ვგულისხმობთ, რა თქმა უნდა, არანაირ აპოკრიფულ ტრადიციას, როდესაც მოციქულებს გარკვეული რაღაც მოვლენები მიეწერებათ, რაც სინამდვილეში მათ არ აღუსრულებიათ.
ამრიგად, თუ კანონიკურად მოციქულებმა მართლაც აღასრულეს დადგინება და ჩამოყალიბება აღმსარებლობითი ფორმულისა, რა თქმა უნდა, ის ეკლესიაში დარჩებოდა და ნიკეა-კონსტანსტინოპოლის კრების მრწამსის შექმნა აღარ იქნებოდა აუცილებელი, რადგანაც უკვე შექმნილი იქნებოდა უადრესი და უაღმატებულესი სულიერების მქონე ტექსტი. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოციქულთა სიმბოლო არ უნდა იყოს საეკლესიო მწერლობის უადრესი ძეგლი და ასეთი ძეგლი უადრეს ეპოქაში საერთოდ არ უნდა არსებულიყო. ის, რაც ჩვენამდე მოღწეულია, ეს არის გვიანდელი, თუ III-IV საუკუნეებისა არა, უფრო გვიანდელიც კი შეიძლება ვთქვათ IV-V საუკუნეების ტექსტობრივი ფორმულირება ადრეული ტრადიციისა, რომელიც ფესევებით რაღაცნაირად შესაძლოა სწორედ მოციქულთა მოღვაწეობას უკავშირდებოდეს. ჩვენ ამ კავშირს აბსოლუტურად გამორიცხულად არ მივიჩნევთ, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ საკუთრივ ამ ტექსტში “მოციქულთა სიმბოლოში” გამოთქმითი პრივიტიმიზმი სახეზეა და მასში არ არის ჯერ კიდევ ისეთი ღრმა ტერმინოლოგიური მონაცემები, რაც შედარებით გვიადნელი ეპოქისთვისაა სწორედ თვალსაჩინო. ამ უბრალოების, ამ სიმარტივის გამო შესაძლოა ეს ტექსტი რაღაცნაირად, რაღაც ნიშნით, რაღაც ერთი ასპექტით ადრეულ ეპოქას ეხმაურებოდეს, მაგრამ თავისი მთლიანობითი და ჩვენამდე მოღწეული სახით ის, როგორც ცალკეულ მკვლევართაგან დღეისათვის ზედმიწევნითაა დადგენილი, უეჭველად V-VI საუკუნეების დოკუმენტია.
ასე რომ, V-VI ს-ის დოკუმენტს ჩვენ I ს-ის ძეგლად, როდესაც იწყება საეკელსიო მწერლობა, ვერ მივიჩნევთ. ამგვარ ძეგლად, რა თქმა უნდა, უნდა ჩავთვალოთ მეორე თხზულება, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, “დიდაქე”, რომელსაც უფრო სრული სათაური აქვს და ამ ძეგლს შემდგომ საუაბრში შევეხებით.

74–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ
ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე
აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=s6u2p2lYpUY
ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე
კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები
No comments:
Post a Comment